პოეზი - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 15 დან«1213141516172324»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:16 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ, ყოფნა არც კი ღირდეს ჩირად,
დროს თუ ვეღარ ამოუხვალ ვალში;
მოვა ჟამი, გაუყვები გვირაბს
გარდაუვალ უსასრულობაში.
... გზას მიჰყვები, ნათელია სულში,
ვერ იცილებ ტუჩზე მწარე ღიმილს
და ღალატით ასჯერ დაჭრილ გულში
არყოფნის მზე გააყუჩებს ტკივილს.

როდამ თევდორაშვილი
Фото პოეზია & სიყვარული.
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:22 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქნებ, ყოფნა არც კი ღირდეს ჩირად,
დროს თუ ვეღარ ამოუხვალ ვალში;
მოვა ჟამი, გაუყვები გვირაბს
გარდაუვალ უსასრულობაში.
... გზას მიჰყვები, ნათელია სულში,
ვერ იცილებ ტუჩზე მწარე ღიმილს
და ღალატით ასჯერ დაჭრილ გულში
არყოფნის მზე გააყუჩებს ტკივილს.

როდამ თევდორაშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:24 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბინდისფერ ხილაბანდით აგიხვევ თვალებს და
მიგიყვან ღამესთან...
ტუჩთან მიკრულ სათქმელს ტუჩითვე აგაცლი
ჰო... თუკი დამაცდი!
სუნთქვით მიმახვედრებ, დრომ სევდა გაფინა
და ღამე გატკინა...
მსუბუქ შეხებაზეც ვგრძნობ, რომ ვერ ვერევი
და... გადაგერევი!
დახუჭე თვალები! ბინდისფერს გაენდე
მიყვარხარ ღამემდე!
მიყვარხარ დილამდე, ცამდე და ცის იქით
გიცდი და გიცდიდი...
თითები თითებთან... ტუჩები ტუჩებთან...
სულ შენ და სულ შენთან...
დამალულ თვალებში დამდგარა ღამე და
სათქმელი გამება...
ახვეულ თვალებთან ჩემს სუნთქვას ინახავ
მიყვარხარ!!!
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:34 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ არ ამრეოდი,სუნთქვა დაგითვალე მარტის ამინდებით,
ნისლებს აგაცილე,მთების გადაღმა და ვეღარ აგიტანე,
სულში ჩაგიმარხე,გულზე დაგაბნიე,სველი გვირილები,
მაინც გიღალატე,რადგან სიყვარული არ მწამს,ამისთანა.

რომ არ დამბნეოდი,შენი სურნელება თმებზე დაგიკრიფე,
ქარში მიგატოვე,კოცნა დაგამჩნიე,აღარ განგასხვავე,
სითბო შეგაჩვიე,ღამე გაგითიე,ვეღარ შეგიძელი,
ასე უჩვეულოდ,ვფიქრობ ეს დღეები,მალე გავასავით.

რომ არ დამეკარგე,ზეცა შეგილოცე,რთული ხასიათით,
მხრები აგიჩეჩე,მინდვრებს ჩაგატარე,სიზმრად შეგიცხადე,
ვნება ჩამოგიხრჩვე,მცნება დაგირღვიე,ვეღარ შეგიძელი,
ასე უჩვეულოდ,წავა,დამთავრდება მთელი წელიწადი.

რომ არ გამპარვოდი,მთვარე მოგისიე ცაზე ვარსკვლავებით,
სიტყვა შეგაწიე,მზერა შეგირჩინე,ოდნავ ალმაცერი,
ღმერთი განგირისხე,შემოგისურვილე,წიგნში ჩაგატიე,
ვენა დავიჭერი,სისხლად გადაგისხი,ჯვარი გადაგწერე.

რომ არ მომკვდომოდი,ყველა მესაფლავის გავხდი მესაფლავე,
კვირის წირვებიდან ძილში შეგაბრუნე,ბევრჯერ ნამთვრალევმა,
სახლში გამოგკეტე,კედლებს შეგათვისე,თავი შეგაძულე,
რადგან სიყვარული ახლა ერთხელ მაინც,მთხოვოს მაგ თვალებმა.

რომ არ დამეწერა,ვეღარც წასაკითხად,ვეღარ მოიცლიდი,
როგორ ეცადე და რთული ხასიათის,ვეღარ ამიტანე,
რისი ერთგულება,როცა ყველაფერი ახლა ზედმეტია,
მაინც გიღალატე,რადგან სიყვარული,არ მწამს,ამისთანა.

ნიკა კვესელავა
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:42 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამეა...
უდღეური...
თეთრი სახით...
სიჩუმეს სულ სხვა ხმები კვეთენ ახლა...
თვალებში შენზე დარდი შევისახლე...
მინდოდა...
ეს თვალები შენ გენახა.
დავდივარ...
უშენო და...
უარაფრო...
არ ვიცი...
ალბათ სადმე გავჩერდები...
ვიცოცხლებ სულ ცოტას და...
რომ მოვკვდები...
სიკვდილშიც ერთადერთი დამჩემდები.

ნიკა ჩერქეზიშვილი
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 17:43 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საშინელი ღამე, დაშორების სცენა.
შენს პირდაპირ ვდგავარ, ცრემლში ვეღარ გხედავ.
და სიტყვების ნაცვლად, გული დუმილს ხვდება,
ვიცი წავალთ მალე, სიტყვა, ჩვენც ,გაქრება.

ბოლო ძალას ვეძებ, ჩაგიხუტო ახლოს,
შემოდგომის ფონზე ზამთრის სუსხი მაკრთობს.
აღარ ვუსმენთ ვიცი, ეს გრძნობები რას გვთხოვს,
უნდა გაყვეთ იმ გზას, ეხლა ჩვენ რომ გაგვყოფს.

ცხოველივით მინდა, ვიღრიალო დიდხანს,
რომ ვშორდებით, თუმცა ერთმანეთი გვიყვარს.
რეალობა რომ კლავს, ოცნებების მიზანს,
ვიღას ვუთხრა დილით? მიმშვენებდი სიზმარს.

გთხოვ მითხარი რამე, სიჩუმით ნუ წახვალ,
ხელზე სცადე ისევ მოფერება ნაზად.
მითხარი რომ გჯერა, რომ შემთხვევით მნახავ,
და ნახვამდე ის დრო გადაივლის სწრაფად.

საშინელი ღამე, დასაწყისი ყინვის,
გატრიალდა ჩუმად, ვხედავ უკვე მიდის.
მეც წავედი, ვხვდები რომ ჩემსავით ტირის,
მეზიზღება დილა, უშენოდ რომ მიცდის.

გიორგი ჩომახიძე
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 18:34 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენზე ფიქრებმა ისევ ამრია,
და მიმატოვა ღამის წყვდიადში,
მე ველოდები ღამეს მთვარიანს,
რომ ისევ დავჯდე სადმე, ნიავში..

შენ მიმატოვე დამტოვე მარტო,
მომდის ცრემლები და ვეღარ ვუძლებ,
შენ კი ხარ მშვიდად, არაფერს დარდობ,
მე კი ვარ სადღაც, ვარსკვლავებს ვუმზერ..

და აღარ მძინავს და ისევ მტკივა,
მინდა წახვიდე მოწყდე ჩემს სხეულს,
თავს ვგრძნობ მე მარტო, ძალიან მცივა,
მოვშორდე მინდა ამ ფიქრებს, წყეულს..

გოგა კირვალიძე
 
nukriaДата: კვ, 22.10.2017, 21:00 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეები ღამეებს ისე მიეწებნენ ვით მტკვარი, არაგვი და მონასტერი, და ჩემი თვალებიც შენ ისე გეძებენ, ვით წყაროს ანკარას – მგზავრი მონაბერი. შენი სიყვარული თითქოს მდინარეა, ხან უხვი, ხანაც – სისხლივით მჩქეფარე. შენს სილამაზესთან სხვები ვინ არიან?! სულს ათრობს ჩუმად და გულსაც იფარებს. მისამღერი: ქართულ ქედებზე ნეტარი დარია, არწივთა ირაოს ფიქრიც ვერ ეხება. მე შენ მიყვარხარ, ქალავ მარიამ, აუხდენელო წამო და ზმანებავ! როს განმეშორები ჩემს გულში ნამყოფი – იქვე გადიფრქვევი დარდის ღვიარებად. ეს მიჯნა იქნება სამყაროსგამყოფი – ვით ლოცვა პირველი და ზიარება. მონატრებისაგან თავბრუ დაგეხვევა, თუმცა აზრს დაკარგავს სიტყვაც და სათქმელიც, სულის მყუდროება ისე დაგერღვევა, რომ მოლოდინებში იტირებს სანთელი.
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 10:45 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მიყვარს
*****
მე მიყვარს ღმერთი, საქართველო, მზე და აისი,
მიყვარს ყოველი, რაც ფეთქავს და რაიც სულდგმულობს,
მიყვარს თვეები: აპრილი და სველი მაისი,
კაცი ალალი, ახოვანი, უშნო, უგულო.

მე მიყვარს ჩვილის საოცარი ყელის სურნელი,
მადლით მოსილი, ღვთისნიერი, კეთილი ბერი,
მიყვარს ჭკვიანი, გონიერი, მიყვარს სულელი,
მიყვარს მოყვასი, უცნობი თუ ნაცნობი მტერი.

მე მიყვარს დედა, დაკოჟრილი გლეხის ხელები,
მიყვარს შვილები, მონათება მათი თვალების,
შემოდგომაზე აღრეული ათასი ფერი,
და მზერა მიყვარს, სიყვარულით სავსე ქალების.

მიყვარს და ვეტრფი მამა–პაპის განვლილ ნაბიჯებს,
მიყვარს მთის ქედზე ავარდნილი ბღავილი ხარის,
ღმერთმა შეუნდოს, ვინც გადახსნილ გულზე მაბიჯებს..
მიყვარს დილის მზე, და საღამოს ავსება მთვარის.

მიყვარს სიცოცხლე, სიყვარულით გულის ფანცქალი,
მიყვარს თითებში შენახული ნაცნობი სითბო,
მიყვარს ხილული, უხილავი, მადლი რაც არი,
ვინც კეთილ საქმეს აკეთებს და არაფერს ითხოვს.

მიყვარს რითმებით სიყვარულის ახსნა და მღერა,
მონანულ კაცთა გადმოღვრილი მიყვარს ცრემლები,
მიყვარს უძილო ღამეებში ლექსების წერა,
მხრებზე იმედად მოხვეული მძიმე ხელები.

მიყვარს ტაძრებში დანთებული სანთლების ალი,
და ის ბილიკი, ცოდვილი რომ კარებთან მიყავს,
მიყვარს გრძონებით დამთბარი და ერთგული ქალი,
კაცის თვალები, ნამდვილი და მართალი მიყვარს.

ერი და ბერი, დიდ–პატარა, ქალი თუ ბავშვი,
მიყვარს ყოველი რაც სულდგმულობს და რაც ხმიანობს,
მიყვარს და ვიცი, ამ სიყვარულს ვერავინ წაშლის,
ღმერთის ხატებავ, შენ მიყვარხარ ადამ–იანო.

/ნანა მეფარიშილი/
 
nukriaДата: ორ, 23.10.2017, 16:21 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩემი საქართველო მყავს! თქვენ, თურმე - ''თქვენი'' გქონიათ,
თქვენი დედების...დედობამ, რა ფანდი მოგიგონიათ?!
ავდარია, თუ დარია, წლიურია თუ, წრიული,
თქვენი ''სამშობლო'' მკვდარია, ჩემი კი - მარადიული!
....თურმე ქვიშანი რჩებიან, წყალნი კი მი-მო-ღვრისია,
ჩემი სამშობლო - ჩემია! ''თქვენი''- სულ მუდამ სხვისია!
ძაღლი რაგვარად მცველია, თუ ფარას მუსრავს მგლებურად?!
ჩემი სამშობლო ძველია! ''თქვენი''- მკვდრად დაბადებულა!
....ჩემი სამშობლო ვაჟაა, რუსთველი და ილია!
''თქვენი''- გაქნილი კახპაა, საქვეყნოდ გავარდნილია!
....ჩემი სამშობლო ხატია! ჩემი სამშობლო ჯვარია!
''თქვენი''- ქაჯეთის ციხე და ტარტაროზების ჯარია!
ჩემი სამშობლო დედაა,მისი თასი და ხმალია!
''თქვენი'' - ''ახლა'' და ''დღესაა'', ჩემი - ''გუშინ'' და ''ხვალეა!''
...რამ მოგაფიქრათ ხელობა, ''ქვიშის საბელად მგრეხელის!''
მე - ჩემი საქართველო მყავს! თქვენ იმას ვერ შეეხებით!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
გვერდი 15 დან«1213141516172324»
ძებნა:

მოგესალმები Гость