პოეზი - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 13:57 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მწვანე ცრემლით სავსე
მწვანე თვალებს
გიკოცნიდი ჩვეულების ფასად...
ვიზოგავდი შენს სხეულს და ალერსს,
როგორც ბნელში იზოგავენ ასანთს.

ცეცხლის ხსოვნა
გაგყვა როგორც ვალი,
ხსოვნის კვამლი ამ სიბნელეს ერთვის...
ჩემთვის იყავ
არამარტო ქალი,
ქალი იყავ –
არამარტო ჩემთვის...
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 16:31 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაც იყო, გაქრა, იგი სხვად იქცა,
ადრე რაც ერქვა, ის აღარ ჰქვია,
დრომაც, დრომაც კი ვერ გაარკვია,
სიყვარული რომ ზოგჯერ ხარკია.

გუბეში ცაა, ანარეკლია
და რაც ირეკლავს, გუბის სარკეა,
ანარეკლს მაინც რაღაც აკლია,
რაც იყო, იყო, ის აღარ ჰქვია.

აქვე თუ იყო, ისევ აქვეა _
სახეშეცვლილი და ნირშეცვლილი,
მაგრამ რაც ერქვა, ის აღარ ჰქვია,
უეცრად ჩამწვარ თივის ცეცხლივით.

...და რაღა გითხრა, ძვირფასო ფერფლო,
დასრულდა ჟამი ჩვენი პეპლობის,
მე რომ ვიცოდი, იმ ენას ვერ ვფლობ
და პარარელურ დროში ვეფლობით.
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 17:13 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ვინმეს ვუმღერ,
მხოლოდ გულში და ისევ უხმოდ,
გარინდვით ვაღწევ
შენამდე და სხვას არვის ვუხმობ.
ვიდრე ეს სავსე სიმარტოვე
დაგეძებს სულით,
არაფერია და არავინ
იმ წუთზე სრული.
აჯადოებენ ბულბულები
ზაფხულის ბაღებს,
მპოულობს სიტყვა
და ჩაკეტილ კარივით მაღებს.
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 18:43 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება.

მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ
და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ...

ბექა აბუთიძე]
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 18:46 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყალივით
მწყურია მე შენი თვალები.
სხეულის სიმძიმეს მივათრევ ვერსაით.
შენ იცი, ჩემსავით ვერ შეგიყვარებენ -
ვერც შენ შეიყვარებ ვერავის ჩემსავით.

ნაროზაული]
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 18:49 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში."
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 18:52 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრბო კი – მიწის თხილს აკნატუნებს,
კისერს იგრძელებს, რომ დაინახოს
ხელსა და ფეხს როგორ მიხსნიან –
უზარმაზარს, შიშველს, ჭირვეულს.
ბატონებო, ქალბატონებო,
აი, ეს არის ჩემი მკლავები,
ჩემი მუხლები.
ძვალი, ტყავი ვარ,
მაგრამ მაინც – იგივე ქალი
სილვია პლათი]
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 19:04 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
შენ დაბრუნდები, ისე წახვედი.."
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 19:04 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მოვალ შენთან!
როგორც...
თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი...
თოვლი...
როგორც მახსოვს...
სულ არ მოსულა...

ბაკურ სვანიძე]
 
nukriaДата: სამ, 14.11.2017, 19:09 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ამ შუა ზამთარში, ქალაქ რაად გინდა?!
წამო რა…
მთებისკე წავიდათ…"
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость