პოეზი - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:12 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი..
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:13 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:14 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს....
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია....
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა....
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა.
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:15 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს....
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია....
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა....
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან....
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა.
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:16 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში, თქვენ მაინც იცით,
პოეტი არის ყველა მეორე.
პოეზიასთან შეკრული ფიცით
მოლოცვას კვლავაც გავიმეორებ.
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:23 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაიხსენებდი პირველ სტრიქონს, პირველი ლექსის,
მრავალძარღვაში გადახლართულ მწვანე სამყურებს...
და ისე ახლოს ისუნთქებდი ვერსამყოფ ჰაერს,
რომ დააფრთხობდი ბიბილოზე ვერცხლის საყურეს...
მოგინდებოდა ათვლა, დათვლა ღილთა ჭრილების
და საფეთქელთან ცელქი ძარღვის ტუჩით დაჭერა...
ფიქრში მეტყოდი "მიყვარხარო" თითქოსდა იცი,
ხმამაღლა როცა მეუბნები, მაშინ არ მჯერა...
შენთან ,რომ ვიყო,დავანთებდით ალბათ ბუხარს და
არ მოვუწყობდით ლოდინს უკვე ახსნა-გამოცდას...
და როცა შეშა ნაკვერჩხლებში მიილეოდა
მოვიფიქრებდით ერთად ...
ერთად... რამეს საოცარს
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:25 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსოვს?...
იმ ღამეს შენს ლოყებზე მედო ტუჩები,
დრო თავს იკლავდა ეშაპოტზე ჩვენი შემყურე,
მაგ შენს თვალებთან ცრემლებივით გავიყუჩები,
რა იქნებოდა აპრილივით შემოგეხურე.
გახსოვს?...
ჩვენზე, რომ ქადაგებდნენ ფოთლები მაშინ,
მტკიოდა შენი არსებობა სულით - ხორცამდე,
გრიგალის მსგავსი ჟრუანტელი მივლიდა ტანში,
როცა თვალებით მიბიძგებდი შუბლზე კოცნაზე.
გახსოვს?...
მთხოვდი, რომ ნუ ვიჯექი განმარტოებით,
შენ არ იცოდი, ჩემი მარტოდ ყოფნის შესახებ,
გახსოვს?...
გვირგვინი ჩაგაქსოვე თმაში რტოებით,
და მაშინ პირველ გაზაფხულად გამომესახე.
გახსოვს?...
სასმელი მოგერია! გულში მიკრავდი,
მაიძულებდი უსათუოდ უნდა გიყვარდე,
გაგიჟებული უზენაეს ცამდე მიგყავდი,
და მერე დაბლა მახეთქებდი დედამიწამდე.
მას შემდეგ დღემდე მონატრების სურვილი მათოვს,
მუზებმა კიდევ ბევრი რამე გადამავიწყეს,
გახსოვს?..
სიყვარულს გიტოვებდი თვალებით, გახსოვს?...
გემახსოვრება აბა კარგო რა დაგავიწყებს
 
nukriaДата: შაბ, 07.10.2017, 18:30 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩურჩულებს, ჩურჩულებს და მერე
საათზე მეისრე დუმდება,
შემოდის თალხით და დუმილით,
წყვდიადი ამაყად ბრუნდება!
დრო თითქოს შეცბა და შეჩერდა,
ისრები ჩამოდნენ ცვილივით,
ღიმილი, სიკეთე შენელდა,
აქ ახლა ღამეა სიცივით!
ხეები, გახდილი ქალები,
დემონებს ბაძავენ კრუნჩხვაში!
ვიღაცამ ბებერი მწევარი,
უგულოდ გააგდო ქუჩაში!
ქარია. ბურდღუნებს დამზრალი,
ფანჯარა კანკალებს, პულსს ითვლის.
გათენდი! წუთები დაძარი!
-დილამდე გავუძლებთ?
-ვინ იცის?!

მელი თურმანიძე
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 17:01 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც არ უნდა გამექცე ქვეყნად
მაინც ვერ წახვალ ჩემს გულის იქით,
ის ფრთხილად მოგდევს უმწეო მდევრად
თავის უბრალო ნაწამებ სიტყვით.
როგორც არ უნდა მოვიდეს თოვლი,
ის ვერ დაფარავს შენს აჩრდილს ჩემში,
შენ დარჩი, სულში, შენ დარჩი ხსოვნით,
ჩემი არსების უძირო მთებში.
როგორც არ უნდა დაბერდეს სული
ვერ გადარჩება იმ ლურჯი ზღვიდან,
რომელსაც უნდა მისი დახრჩობა
უმანკო გრძნობის პირველი დღიდან.
როგორც არ უნდა გამექცე ქვეყნად,
მაინც ვერ წახვალ ჩემს გულის იქით,
რადგან არსება რომელიც მოგდევს
შეპყრობილია ნატანჯი სიტყვით…
 
nukriaДата: კვ, 08.10.2017, 17:03 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვწერდი შენზე და არ გისმენდი
ვიჯექი ჩემთვის ხმას არ ვიღებდი
ხანდახან იცი როგორ მინდები???....
მე ვწერდი შენ კი ვეღარ მიგებდი.
დრო ბევრს წაიღებს სადღაც
ჩემს გრძნობებს ღამით ნახულს
მე ჩემს ფიქრებში დავტოვე რაღაც
შენ ვერ იპოვი ვერაფერს ფარულს....
უკვე თენდება, გულში კი არა
მხოლოდ თვალებში მანათებს სხივი
მე მომაკითხა წვიმამ და ქარმა
და ჩემი სულია დღეს მარტოსული.....
სევდა მნახულობს და ცრემლი თვალთან
შენზე ფიქრები ხელები თავთან
მე ღვინით მთვრალი ვიჯექი ბაღთან
და ახლოსავარ წარსულის ზვავთან.....
შემოიჭრება მუსიკა ჩემში
და გამახსენებს იმ წლებს სევდიანს
მე მარტოსული ვიჯექი გემში
მიუყვებოდი მე გზებს ცრემლიანს...
ისევ ვწერ მაგრამ შენ აქ არა ხარ
ანგელოზები ტრიალებს ახლოს
მე ვზივარ ჩემთვის მე ხმა აღარ მაქვს
შენზე ტკივილი ჩემს სულში სახლობს...

ავტორი: ბაჩო მშვიდობაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость