ლექსები facebook -დან - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 106
  • 107
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
verikolatariaДата: შაბ, 03.03.2012, 16:18 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მე კარგად ვიცი იგი არსებობს.
სადღაც დუმილში ცათა გადაღმა
და თავის დიდ და ნეტარ ცხოვრებას
მალავს ჩვენს ბილწ და ბინძურ თვალთაგან.
გაელვებაა სულ ერთი წამის,
უნდა ჩასაფრდე და დაუცადო
და ჩაიღვრება სულში სიამე
ასე წმინდა და ასე უზადო.
მაგრამ, წამშივე უნდა გაჰკვეთო
სკნელი და გარსი უმხურვალესი
და უნდა ჩანდეს შენი სიამე
სიკვდილის ცივ და უკუნ თვალებში.
რა ძვირი ჯდება წამით გართობა,
ხომ არ დაუშვეს სადმე შეცდომა
ამ ღვთაებრივმა მწარე ხუმრობამ
ძალზე შორს და ღრმად ხომ არ შეტოპა?

 
verikolatariaДата: შაბ, 03.03.2012, 16:58 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
დამხატე
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა
მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე
ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ
უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს...
დახატე ზეცა,
ოღონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე
მთელი სამყარო...
ჩემს ოცნებებში სალოცავებს
სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე
ოღონდ შორი აღარ დხახატო...
მე აღარ მინდა შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი,
თეთრი ზამთარი?-
მე არ მახსოვს...
ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი...
დახატე მიწა
და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში
ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,
ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა,
ცხოვრებაში თუ ის ლურჯია...
დახატე ქალი,
საქალეთი შეცვალე,
თუ გძულს,
უყოველგვარო დამცირებით,
უმასკარადოდ,
ამ სამყაროში,-
ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...
 
verikolatariaДата: შაბ, 03.03.2012, 20:05 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
კაბაჭრელი,თმაგიშერა,
ერთ მშვენიერ დღეს,
ორღობეში მიარხევდა წელს
და თვალები გამიშტერა...
ეს იყო და ეს.
ახლა ალბათ არც ვახსოვარ,
შეხიზვნია მტებს,-
ქმარიც ჰყავს და ორღობეში
მურა ძაღლიც ჰყეფს...
მე კი ერთხელ,თმაგიშერამ
ერთ მშვენიერ დღეს,
ორივ თვალი გამიშტერა...
ეს იყო და ეს.
 
verikolatariaДата: შაბ, 03.03.2012, 21:01 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

დაიგრუხუნა.
გავარდა მეხი.
გადაიწერა პირჯვარი გლეხმა.

მეხმა მუქარით:
- გიტირებ ყოფას!
გლეხმა ღიმილით:
- რა გაეწყობა!
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 00:24 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში,
შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით
და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით,
ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები...

სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით
გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს...
მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით
თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს.

ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა
ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები,
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 02:24 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
დუელი ღამესთან


რაღაც უსხეულო ზიზღის მომეტებით
მთვარე მზის არეკვლით ისევ ბათილება,
ბნელეთს შერჩენილი ვიბრძვით პოეტები,
ველით უსაშველო ღამის გათენებას.

მთაზე ჩამოცლილი ღრუბლის ფანტელები,
თვალებს აგიხელენ, უკიდურესობავ,
დროის იარაღი უკვე დავტენე და
ცრემლით უპეები მალე ამევსება.

მოვკლავ სიბნელეს და წამებს დავერევი,
ქარი მიმოფანტულ ლექსებს გადაუვლის,
ნამინდორალი და მწვანე ნაველევი,
ჩამოიღვენთება ცრემლი გაზაფხულის.

მიწის სუნთქვა მესმის, მიწის მაჯისცემა,
დრო კი მის საკადრის თავანს ჩაიბარებს,
ჩვენი სიყვარული დარჩა კულისებად,
გახსოვს? სპექტაკლიდან მზესთან გავიპარეთ.

მთები ვიყიდეთ და მერე გავაჩუქეთ,
რაღაც უსხეულო მწუხრის მომეტებით,
მერე გაზაფხულის ნისლი გავაშუქეთ
და სიბნელეს შევრჩით მხოლოდ პოეტები.

ქარით დამშვიდებულს სითბო მომეძალა,
სითბო ტირიფების სუნთქვით დაზაფრული,
დილა გათენდება, ჩვენგან ყველა წავა,
ისევ გაღვივდება ცრემლი გაზაფხულის.

უკიდურესობავ ნუღარ მეძალები,
ახლა ჩემს გულში ხომ მიეთ-მოეთია,
აი აკლდამა და ერისთავის ციხე,
აქ გამომწყვდეული ღამეც პოეტია.

მხოლოდ ერთი ტყვია,თავი დამანებე,
ოო, ერთ ლულაში, როგორ ჩაგატიე,
დროის იარაღი ისევ დავტენე და
ზევით გასროლილი ტყვია მაპატიე.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 02:53 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ადრე იცის მოვარდნა
ცეტმა გაზაფხულმა ჩვენში,
_მიწის მიბარდნ-მობარდნა
თოთო ყვავილების თქეშით.
მერე უცებ დაცხება...
და იმ გარდუვალი წრედის
მთავარია დაწყება,
სხვები დაგისვამენ წერტილს.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 02:56 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ვიდრე ღმერთი შენთვის სიკვდილს გაიმეტებს,
ხომ უნდა შეიქციო თავი რაიმეთი.

ხოდა,
ან გამყიდე,
ან ცოლი წამგვარე,
ან დანა დამარტყი,
ან რამე ამგვარი.

თვარა, ხომ იცი, ღმერთი რავარია,
ვინ იცის სიკვდილს როდის გაიმეტებს.
რა გააძლებინებს ისე ადამიანს,
თუ არ შეიქცია თავი რაიმეთი.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 16:39 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
პიპა,მომგვარე ჩემი წითური ცხენი,
აღმოსავლეთთან უნდა მივასწრო დილას,
პიპა აბჯარი...შემოვისხამ და ვშვენი...
სადღაც ბაყაყი ღამის სიჩუმეს კილავს…

პიპა,ნერვები აღარ შემომრჩა ციდა,
პიპა,უფალი ცოდვებს მიშენს და ვყვირი,
პიპა,მიდი და გადმოაბრძანე ციდან,
პიპა,მიშველე...ნუ დაგიღია პირი!

პიპა,მშვილდი და პიპა,ისარი,ჩქარა,
ნახე,ბილიკზე მიიპარება შველი,
თვალიდან ცრემლის გადმომივიდა ფარა,
პიპა,ესროლე...პიპა,ვერაფერს ვშველი.

პიპა,თრიაქი...ცაში აგველდა ბოლი,
სადღაც მიცურავს ჩემი სახლი და ოზე,
პიპა,რატომ ხარ,პიპა,დევების ტოლი?!
დაპატარავდი,დაპატარავდი დროზე.

პიპა,შემინდე,პიპა,ცოდვების რიგი,
პიპა,საქმენი შემომათალე ავი,
პიპა,ქარაფში გადამხტარაო იგი,
პიპა,დალპაო,პიპა,მოჭრილი მკლავი.

პიპა,საფეთქელს,პიპა,ცრემლები მინავს,
პიპა,ნამდვილად,პიპა,ჭკუიდან შემშლი,
მიდი უღმერთოვ,დამალევინე ღვინო,
სანამ წვალებით ჩაგაკვდებოდე ხელში!
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 17:23 | Сообщение # 10
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 106
  • 107
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость