ლექსები facebook -დან - Page 105 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 09:21 | Сообщение # 1041
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამოდი, ფერი ვუცვალოთ იებს,
არ შეეყინოს ღერო და ვნება,
თორემ სიცივეს არ გვაპატიებს,
ამ სიყვარულის ახმოვანება.

ფერი ვუცვალოთ წამო ზამბახებს,
გამოვაპარებთ ყვავილებს ან რას)
სიყვარული კი, თავად გვანახებს,
იმ გზას, რომელსაც სინათლე ჰფარავს.

წამოდი, ვიდრე თოვლის მანტიებს,
ცა დააფარებს ყვავილს და ფოთოლს,
იცოდე ზამთარს არ გვაპატიებს,
ეს სიყვარული და დარდით მოთოვს.

სანამდე ეზოს ციცინათელებს,
დააქვთ სინათლე აქეთ და იქით,
წამოდი, თორემ რა გაათენებს,
ამ სიყვარულზე მარტოდენ ფიქრით.

წამოდი, წყალი დავუსხათ იებს
და ერთად შევხვდეთ მთვარის ავსებას,
თორემ აპრილი არ გვაპატიებს,
ამ სიყვარულის არ დაფასებას.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 13:16 | Сообщение # 1042
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ჩემს გაჩენაში ურევია თუკი გამჩენი,
ჩამციებია, დალოცვილი, რასღა დაისი?!
სიცოცხლე კია უმაღლესი, ვიცი, სასჯელი,
მაგრამ გავექცე?!
არ გავექცე?! -
რა სჯობს, -
არ ვიცი!"
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 13:16 | Сообщение # 1043
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო,
ისე უცნაურად წვიმდა,
მიწაც აღარ იყო სანდო.

თოვლი ჩამოთოვა მთიდან,
მეწყერს წაუღია ყანა,
რაღაც შორეული მინდა,
ფიქრი ამიწეწა ქარმა.

რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო...

ლილი ნუცუბიძე)
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 14:02 | Сообщение # 1044
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წლები გაფრინდა, წარსულად იქცა,
მოგონებები ხშირად მწვევია,
ხან თუ ღიმილით ვიგონებ იმ დროს.
ხან ცრემლს თვალები უსველებია.
არა მწყინდება უკან მოხედვა,
თავი მგონია კვლავაც პატარა,
ჩემი ცხოვრების განვლილ ბილიკებს,
წარსულში ვტოვებ ისევ ლამაზად.
ვერ დავივიწყებ ტკბილ-მწარე ძველ წლებს,
მოგონებები დამდევს კვალდაკვალ,
ის წიგნი გახდა ჩემი ცხოვრების,
წიგნი, რომელიც მუდამ თან დამაქვს.
-----------------------------------------
და მიქრის ასე ცხოვრების ეტლი,
ვგრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია თუ არ გვიხარია
 
nukriaДата: შაბ, 14.01.2017, 18:46 | Сообщение # 1045
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბროლის ლარნაკში
სათბურის ვარდი _
გაცვეთილია რითმა და დარდი.
ყალბია მზერა,
ყალბია ნოტი,
ხელოვნურია ნაძვის ხის ტოტი.
და ყოველივე, რაც ასე მბოჭავს,
ბავშვის თვალებში ზღაპრულად მოჩანს.
დედას ბუშტი, შუქურას სხივი, ერთი მხრივ,
და
3 მლნ ადამიანი, მეორე მხრივ,
ბრმად რომ მისდევდა
უმწიფრობას,
გამოუცდელობას,
განუსაზღვრელობასა
და პოლიტიკური შოუს გმირს [და მის ამფსონებს], -
ვინაა უფრო დამნაშავე,
ახლა რომ ეს სიტუაციაა ქვეყანაში?! ჩემი პ ა ს უ ხ ი:
მეორენი!!!
რადგან დაივიწყეს გამოცდილება და ცოდნა,
წინაპართა სისხლითა და ტანჯვით
საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული
და ხამი გოიმებივით ეცნენ "ბელადს"..
 
nukriaДата: შაბ, 14.01.2017, 22:16 | Сообщение # 1046
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ძლიერ მომენატრა შენთან გახალისება,
არანაირ სადარდელით გული აღარ ივსება. როგორც ჩვენი სიახლოვის უცაბედი მიზიდვა,
მე აღმოვჩნდი ერთკოცნაზე უფრო ახლოს მიზნიდან. ჰო, არ ვიყავ ფარაონი, არც შენ იყავ იზიდა,
ფრთები მოგვცა სიყვარულმა და გვეახლა ვიზიტად... ცეცხლი ენთო, ისე ენთო, ორივე მიგვიზიდა,
ნატვრად ეს დღე დაგვიტოვა ჩვენი სიგიზგიზიდან
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 14:11 | Сообщение # 1047
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორსანტიას,
ქარტიას,
ქაფატსა და მარტვილს
თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.
აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა
ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.
და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,
მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა.
"არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს
და არც დააბიჯო,
ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"
წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,
მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.
კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,
დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე
და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,
ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე.
"კანჭა კვიცზე გადევნებას,
ჩვენ მოგვხედო გიჯობს,
ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"
წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,
მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...
ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...
მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.
როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -
ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.
ბონდოია მიდის, მიდის...
და კოლხეთის ველზე,
ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.
და მე მესმის
და მე ვიცი
და უღმერთოდ მჯერა,
როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,
აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,
მტერს ჩქამიც რომ დაღავს,
ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 14:56 | Сообщение # 1048
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,
ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე,
მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,
დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში
და ჩემი თავის კერპი ვქმენი დაბადებიდან
და ვემსახურე საკუთარ თავს შეძლებისდაგვარ
ზნე-ჩვეულებით, თუმც პირველი ვიყავ თემიდან
ვინც გამოვიდა და არ ვიცი ახლა ვისთან ვარ,
სად ვარ და რა გზებს, რა ამაო ბილიკებს ვვარცხნი,
ბედმა სხვაგვარი ბილიკები როგორ მაჩვენა,
ჩემი ეშმაკი ისევ ისე მხარზეა მარცხნივ
და სამწუხაროდ აღარ შემრჩა მხარი მარჯვენა,
რომ ანგელოსმა პასუხები გამცეს კითხვათა,
ჩემმა წარსულმაც უამრავი კითხვა დაბადა,
მე აღარ დამხვდა დაბრუნებულს ის ვინც მიყვარდა
და საფლავებთან მიღამდება უკვე შაბათი.
პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა,
ექვსჯერ მოკლულა დედაჩემი და მამაჩემი,
სულ ერთია და სისხლი მინდა წყალივით შევსვა,
ჩემი სული კი უსხეულოდ გადანარჩენი -
კაცის-კვლას ცდილობს, მკარნახობს და ვეღარ ვიოკებ
სურვილებს, ისე მეჩვენება ხანა ირიბი,
ვტირი შიგნიდან და ხრიალით ვიწყვეტ იოგებს,
როცა სიზმარი უკან ახვევს იმ თვეს ფირივით,
იმ ნოემბერში სადაც მრუშნი იპარავენ და
სადაც მპარველნი მრუშობენ და არის ქაოსი,
სადაც სუნი დგას მიწანაკლულ სასაფლაოსი,
სადაც აბელი მისით მიდის თხოვნით კაენთან,
რომ დაიღალა, რომ დამთავრდეს, რომ სწამოს ცილი,
ო ღმერთო ჩემო, ღმერთო, ღმერთო და კიდევ ღმერთო,
მე ამ ლავიწის ძვალივით რომ გამიტყდა ძილი
და საშინელი სანახავი რომ მქვია ერთობ,
როგორც შიგნიდან, გარედანაც ისეთივე და
უარაფერო ამ ბოლო ხანს ვსუნთქავ კომპასით,
თვითმკვლელობა კი ავიხირე ბოლო იმედად,
რადგან არ შემრჩა არც მტერი და აღარც მოყვასი.
წავალ, ჰო წავალ დაიხსომე, ოღონდ იმ დილით,
როცა გახმება სხვის მიწაზე ჩემი მარჯვენა,
მაგრამ იცოდე ამნაირი ჩემი სიკვდილი,
არ გამოდგება დედამიწის გადასარჩენად
და ვცხოვრობ ასე საკუთარი თავის მხილებით,
დაკეცილია ჩემი ბედი, ჟამი, წიგნი და
ათი მცნებიდან მე ათივეს ვიცავ კბილებით
და ბოლოს მაინც ათი მცნება მარღვევს შიგნიდან.
მახსოვს უფალო ზედმიწევნით მე შენი სიყრმე,
დედამიწა რომ გეზრდებოდა მკერდის არეში,
შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი და არა იყვნენ,
ღმერთი უცხონი აქ ჩემდამი შენსა გარეშე....

როინ აბუსელიძე
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 15:13 | Сообщение # 1049
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქაოსი

ღამეა - ვარსკვლავთა ჯგუფების მარხილი,
ქარია, რომელიც დაიწყო სიოდან,
შენს მხარზე მეძინა და თავი ვამხილე,
რომ ერთად ვიყავით და მაინც მციოდა.

რომ ახლა შავია უდაბნოს მირაჟი
და მოჰგავს კედლებზე დახეულ აფიშებს,
ცოდვაა ყოველი დღე უფლის წინაშე,
რადგანაც მართეს და ფილმივით გათიშეს.

აქ ახლოს ზღვა არის, ზღვა არის შვეული,
ვამთავრებ ცხოვრებას, ასაკით ოცდაერთ,
წასვლამდე ერთხელაც ჩემს ცოდვებს შევუვლი,
რომლებიც ჩემია... რომლებიც მომტაცე -

უფალო... მახსოვდა მანამდე სამს ეკლო
წუთები, მცირედი (ვიბნევი მე დროშიც),
როდესაც დაეცა სიჩუმით სამრეკლო...
სამრეკლო - სულის და ტაძრების მედროშე.

ქარი დგას სკამზე და სიმაღლეს აზუსტებს,
ქარი დგას ხეებში და თითქოს ვერ ვიტან,
მე არ ვარ ისეთი, რომ მერქვას კაზუსი,
და მაინც ვირღვევი მეორე ნერვიდან.

მინდორში იზრდება ხვია და ნარცისი,
სავსე მაქვს ბალახით ჯიბე და სარჩული,
რადგანაც ვხვდები რომ ბედი მაქვს არც ისე -
ლამაზი... და მაინც ლამაზად ვარჯულებ.

აჩი ბერიძე
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 15:34 | Сообщение # 1050
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაძველდა ფიქრი, გამრუდდა მზერა,
ჩამოიაფდა მძლე და დიადი.
ყური-ყრუსდარი, თვალი-ბრმისფერა,
გამაძღარია სულერთიათი.

თეატრი ესე ქვასაც კი დაღლის,
მიწა-ფშუტია, ცა-მოთენთილი.
დაუკრეფავში ბალახობს ხალხი,
საქმით-უგნური, სიტყვით-კეთილი.

შიშველ ალვებს და შიშველ ტირიფებს,
რაღა გახადონ კრძალვით ქარებმა.
ლამის სამყარო შეიხვილიფეს,
ყაჩაღებმა და ბოზანდარებმა.

როგორ დავარქვა ფიტულს ცოცხალი,
სიმართლემ მკვდრებიც გადამამტერა.
უეჭველია, სიბრძნის მოძღვარი,
რასაც ქადაგებს, თავად არ სჯერა.

რაა ახალი აქ დასანახი,
ჭრელ ბაბილონზე აღარ ინდობა.
უფლის ნებით და უფლის კარნახით,
ამზადებ ნოე ახალ კიდობანს.

ბედო, ჰე, ბედო, რას მემასხრები,
ჩემისთანები უწყი რას კრეფენ.
ერთი დღით ადრე ქვეყნის ახვრები,
იმ კიდობანშიც მე შემასწრებენ.

შემყურე მათი ლამის ვშტერდები,
თითქოს ბაგეზე უწევთ გენია.
ისე აუდგეთ ცეტებს გვერდები,
აუტკივარიც ისე სტკენიათ.

არ არის მათში ჭუჭყწაუცხები,
ნანანავები ღრუბლის ბალიშებს.
სულაც არ მიკვირს, ცოდვით უძღები,
სასუფეველს თუ გაიჩალიჩებს.

მონუსხულია ზემორ-ქვემორე,
რაღაც უცნაურს მაუწყებს ზარი.
არა მგონია წარღვნა მეორე
იყოს მსგავსებით პირველის დარი.

მისმინე, ნოე...(გზა საჩემოა),
ბარემ ბოლომდე ქენი სიკეთე,
მაგ კიდობანში მე არ შემოვალ,
ოღონდაც შენ ამ საწყლებს მიხედე.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ძებნა:

მოგესალმები Гость