ლექსები facebook -დან - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 17:42 | Сообщение # 11
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
უნდა მაპატიო

როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.

ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ,
ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 18:07 | Сообщение # 12
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

არ ჩაგეძინოს,
ჰა, სადაცაა უკვე თენდება.
არ ჩაგეძინოს,
თორემ ვერ იგრძნობ როგორ გაკოცებ
და შენ ეს კოცნაც,
აღარასოდეს გაგახსენდება.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ჩემს ნაკვთებს, შენი თითები იმახსოვრებენ.
არ ჩაგეძინოს,
სანამ ფრთები გვაქვს, აღარ ვამძიმებთ მიწას ფეხებით.
შეხედე სივრცე ცოფიანივით,
როგორ იხევს ტანზე სიბნელეს.
შიშველ სხეულზე, ცხელი ტუჩებით როცა ვეხებით.
არ ჩაგეძინოს,
ეშმაკის დედაც!!!
ფაუსტის ძახილს თუ ვერ გაიგებს.
არ ჩაგეძინოს,
შეხედე თვალებს, მასში შუქია. სხვისი თვალები, როცა ქვრებიან.
ეხლა იგრძნობა – სიცოცხლის ფასი,
აქ, შენთან ახლოს...
სანამ ჩემთან ხარ,
თითები - თითებს ეფერებიან.
არ ჩაგეძინოს...
არ ჩაგეძინოს...
არ ჩაგეძინოს...
 
verikolatariaДата: კვ, 04.03.2012, 18:18 | Сообщение # 13
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში,
შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით
და ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით,
ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები...

სიშორე... პანელზე გამოსულ ქალივით
გულში ჩაგიხუტებს, ნაბიჯებს აგირევს...
მე ისევ შორსა ვარ... დამშრალი ტუჩებით
თუ არ დამეწაფე, ჩემს თავს სხვა დაგილევს.

ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა
ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები,
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 02:37 | Сообщение # 14
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ვისხამ თეთრ ფინჯანში შენზე მონატრებას...
ვისხამ თეთრ ფინჯანში შენზე მონატრებას,
როგორც უნალექსო (ცოტა შაქრით) ყავას,
შენი გაღიმების მახსოვს მომენტები,
მერე უშენობით ღამეც აზრებს კარგავს.

ჰო, ვთქვი უშენობით, თუმცა ჩემი ხარ და
ჩემი უშენობა მხოლოდ მანძილია,
ახლა არა მინდა შენი კოცნის გარდა
და ვგრძნობ ამ სურვილმა როგორ ამირია

რითმა, ახლა უფრო არის ფერით მწვანე
შენი თვალების და დააქვს ამბიცია,
გარეთ ვარსკვლავები ცაზე ისე წვანან,
მთვარეს ეზედმეტა თავი, გაიწია.

ახლა უშენობა მხოლოდ საათია,
შენზე მონატრებას ღია კარები აქვს,
ამინდს სიცხეების დაყვა აპათია
შენ კი ხელით მასმევ ყავას ნალექიანს.

ლევან მაისურაძე
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 14:53 | Сообщение # 15
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე,
და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე,
ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე,
როგორ დავიღალე...
კლდიდან დაშვებული ყველა ნიაგარა,
ყველა ანხელი თუ ყველა ვიქტორია
წამით შევაგუბე,
მიწას ავაცილე,
ჰაერთან შევუქმენი ბედის ჰარმონია.

ყველა კლასიკოსის, ნოტი გადავჩხრიკე,
სონეტებს ავეხირე როგორც ქარბორბალა,
მაინც ვერ გიპოვე,
რიტმში გამებნიე,
დავრჩი მოგონების მხოლოდ ანაბარა.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:25 | Сообщение # 16
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
არაფერი მიკვირს,
არაფერი მიკვირს,
არცა ოდენ საქმით
არცა ოდენ სიტყვით,
არც კეთილი საქმე,
ჩადენილი მალვით,
არცა გულში სითბო
არცა ზურგში ხმალი.

არაფერი მიკვირს,
არაფერი მიკვირს,
არც ის, თუ სიცოცხლე
დაამარცხებს სიკვდილს,
არცა ვინმეს ჭირი,
არცა ლხინი დიდი,
არც უმანკო კაცი
და უფრო-არც ფლიდი.

ვხედავ ოდენ ბურუსს,
ვხედავ ოდენ ნისლებს,
მაგრამ არც ეს მიკვირს
და ვჩუმდები ისევ,
ვხედავ უხმო დღეთა
კანონებს და წესებს,
და ვითარცა გიჟი
გაკვირვებას ვეძებ,

ვეგუები ყოველს,
რაც კი გინდა იყოს,
არაფერი მიკვირს,
არაფერი მიპყრობს.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 15:32 | Сообщение # 17
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ცოტაც გაუძელი და ავედით...
ქარი აქ ყოველთვის თავხედია,
ოღონდ მაინც უნდა მომეყვანე-
შეხედე აქედან რა ხედია!

ფოთლებს ქარიც არა, სიო არხევს
და ცელქი ბავშვივით წინ მიგვირბის,
უნდა გაგახარო, დამაცადე,
მინდვრის ყვავილების გიწნავ გვირგვინს.

არმაზი ასე საოცარი
არმაზობებზეც არ ყოფილა,
ნეტავ სიბერეში წამლის ნაცვლად
ამ დღის მოგონება მამყოფინა!
 
nukriaДата: კვ, 01.04.2012, 23:01 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ალბათ ასეთი ვარ, ცოტა არეული,
დამყვა ხასაითი მარტის ამინდივით,
დიდი სიყვარულიც უცებ მოვარდნილი,
ვიცი ჩემებური, უფრო კაპრიზივით...

ფეხქვეშ ამერია დღესაც დედამიწა
და ცის დამხობაზე არ მაქვს სინანული,
ალბათ ასეთივე, ცოტა უცნაური დამაქვს
ოცნებებიც,ზოგჯერ ტირანული.

ალბათ ასეთი ვარ, ცოტა უცნაური,
და ნუ გამიკარებთ, ხალხნო, სიახლოვეს,
ვიცი, აგიწეწავთ ყველას მშვიდ ცხოვრებას,
მერე ხელს ჩავჭიდებ ისევ სიმარტოვეს..
 
nukriaДата: ოთხ, 04.04.2012, 16:32 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
"წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო..."
ღვინო დამისხი მაშინ.
შორიდან ქალად მომეჩვენე და
ხელში შემომრჩი ბავშვი...
ვინ თქვა, რომ გული გვიან ბერდება?!
კაცი ოხერი არი.
თუ მოვინდომე, ვერაფერს მიზამს
შენი მშიშარა ქმარი.
ცხენზე შეგისვამ, ბილიკს გავთელავ,
გაგხდი დედოფლად ტყისა.
მთის ნამს შეგასმევ, ვნებით აგანთებ
ელვას მიჰგავდეს ცისას!
ჩემთან დარჩები, ვერ მიმატოვებ,
შენ უჩემობა დაგღლის!
ჩემდამი ლტოლვას როგორღა დაძლევს
რიდი და კდემა ბავშვის?
არა! არ ვფიცხობ...წავიოცნებე,
ვინ მომაშავა ძალა?!
შენს ქმართან დარჩი, ვერ მოგიტაცებ
ნუკრისთვალება ქალავ!
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:38 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სიყვარულიც გეზარება უკვე..
უკვე გახარებაც აღარ გიხარია....
ტანჯვა და ტკივილი მწარე
თითქოს საშენო კუბოს ფიცარია...
შენ ელოდები არ იცი ვის,
ელოდები და გულში ავდარია...
შენ მისთვის დადებდი ფიცს,
მაგრამ მოგბეზრდა ეს რია-რია....
ღამენათევი შენი თვალები...
სულში კი ზამთრის ნიავია...
ცრემლები გორაობენ ფანჯრებზე…
ეს ხომ ყველაფერი პიარია....
ხანდახან ტყუილიც გითქვამს..
შემდეგ კი ალბათ გინანია..
აღიარე, რომ დამარცხება
ცხოვრებისეული ფინალია!
ურთიერთობის ნაკვალევი და
მარტოობის კარის ჭრიალია...
გათოშილ თანაგრძნობაზე
მჭრელი ციგურებით სრიალია...
დამღლელი ტრფობის გმირები
ოცნების წამების წკრიალია...
გულნატკენობის გრიმები...
ტიალი სიყვარულიც პიარია...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ძებნა:

მოგესალმები Гость