ლექსები facebook -დან - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:54 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული დიდხანს აგროვა,
მერე ჩაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა.

მიდგა კუთხეში სიტყვის უთქმელად
და სავსე ჭიქას ცოტა ადროვა.
მერე გადაჰკრა სულმოუთქმელად...
ადამიანი მაინც მარტოა.

თუ ვინმე დიდი კაცი გამოჩნდა,
თუ ვინმე ქვეყნის სადიადოა,
გახსოვს პოეტი როგორ გადმოხტა?
ადამიანი მაინც მარტოა.

ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ,
არაყის ფული დიდხანს აგროვა.
მერე? რა მერე, მერეს ლოდინში
ადამიანი მაინც მარტოა.

არ მიფიქრია რამის თქმა ახლის,
რა თავ ქვას ვიხლი ასე რატოა,
მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა.
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:58 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს
ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ,
გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი
შიგნით შემოპარულ უმადურებს.

სულში დაგუბებულ სიჩუმეებს,
ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ...
მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ,
ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.

ისე უდროოა აქ ღიმილი,
ისე უვადოა ფორიაქი,
ლექსად დაწერილი აღსარება
ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.

ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს
შენდობის ლოცვებით დავაპურებ,
მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი,
მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.
 
nukriaДата: ოთხ, 18.04.2012, 04:42 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
თუ კი რამე გაქვს სათქმელი ცუდი
ნუ დამირეკავ...
ნუ დამირეკავ...
ქუჩაში გადი,
გააჩერე მანქანა,
ანდა...
მეტროში ჩადი...
ხალხით გაჭედილ მეტროში ჩადი...
სანამ შენ მოხვალ,
იქნებ ის ცუდი
ცუდი აღარ იყოს...
ცუდის სათქმელად ნუ დამირეკავ,
შენ თვითონ მოდი...
 
nukriaДата: ოთხ, 18.04.2012, 04:43 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გული გალაკტიონივით გაგიჟდა...
ერთხელ სადღაც წავიქეცი და სიცოცხლედ დამიჯდა,
მე არ ვიცი კიდევ რამდენს გაუძლებს -
რამდენ დილას, რამდენ ღამეს
ან რამდენ დღეს მაჩუქებს.
იქნებ გული სულაც სხვას მივაბარო,
მინდა ყინვა სითბოს რომ შევადარო,
მინდა ვნახო რა ხიბლი აქვს სიცივეს,
მინდა ვიგრძნო სად ვერ გადამიბირეს.
ჩემს ტკივილზე, ჩემს ცოდვებზე ასე რატომ იცინეს,
სად დამზოგეს, რა მაპატიეს ან რა ვერ მოითმინეს.
დამიბრუნეთ ჩემი გული, ვერ გაუგებთ, რად გინდათ,
დამიბრუნეთ, თქვენ ხომ მისი გაგონებაც არ გინდათ,
გნებავთ კიდევ გადაგიხდით ფულს სადამდეც გავწვდები,
მაგრამ მონა ყურმოჭრილი არასოდეს გავხდები.
მგონი სულიც გამიგიჟდა - სადღაც დაჰქრის... მარტოა...
ასე ცივი ოთახები ყველა სახლში რატოა?

გული გალაკტიონივით გაგიჟდა...
მე არ ვიცი ვინ ვარ, სად ვარ, ვის ვითხოვ ან აქ რა მინდა...
გული გალაკტიონივით გაგიჟდა…
 
nukriaДата: პარ, 20.04.2012, 18:49 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პასუხი ნენეს,თანამედროვე ქართველი ქალისგან

,,მე ხანდახან რვა ნომერ "კენტს" ვაბოლებ ...
და ხანდახან მანქანაშიც ვზივარ...
მეც ცხოვრების მივუყვები მთა–გორებს,
გოლგოთამდე მე ჩემი ჯვრით მივალ...
თუ ხანდახან სუნი ამდის "ჟადორეს"
უფრო ხშირად სული, სული მტკივა...
შენ რა იცი, ფიქრი როგორ მანდომებს
დედაშენის მძიმედ მარტივ დილას !

ქართველი ქალი – შენი ნენეს და'
 
nukriaДата: შაბ, 21.04.2012, 16:17 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,

სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.

მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!

რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.

უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,

წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,

მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,

მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.

თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,

მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,

ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი

და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.

გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,

იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,

სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,

სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.

თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,

და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,

თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,

მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.
 
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:26 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
თოვლს ასფალტზე ნატერფალი წაუშლია,
კვალში ვდგევარ , ნაზამთრალი რტოებით,
არაფერი არ მტკენია,
გეფიცები,
როცა ჩემში ნათითურებს ტოვებდი.

გრძნობა მტევნით მოუხრია,
ქარში ტანგოს,
ზურგი თითის ნაკვალევით ხელდება,
აცა-ბაცა ილეთებით დამიხვნია,
გარითმული დედამიწა ბელტებად.

უსიცოცხლო ამბორით რომ გამაგიჟე,
იქნებ სხვისი ბაგე მოგიპარია,
არაფერი მეწყინება,
გეფიცები,
თუ ეგ მზერა ვნების საზიდარია.

დამიმუნჯდა აწყობილი მელოდია,
უნოტებო კლავიშების მძევალი,
ზამთრის პირას სარეცელი გაგიშლია ,
მე კი ვდგავარ შემოდგომის მხევალი.

გეფიცები,
დრო აწმყოსთვის დამითმია,
შენში ლექსებს ვეძებ სულის თილისმად,
ჩემს სხეულში უპირობოდ შემიშვიხარ,
ნაფურცლარი მელნისფერად ვტირივარ.

გამითხელდა სულზე ფენა ემოციის,
არც სკივრიდან ვამზეურებ ბავშვობას,
ჭაღარებთან გელოდები რახანია,
გეფიცები,
შემიყვარდი…
მადლობა!
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:31 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დავდივარ, პეშვით მზეს ვაგროვებ,
ჩვენკვალდანატოვარ ბილიკებზე...
გზა-გზა მიმოფანტულ ცისთვალებზე,
მტრედის ღუღუნსა თუ ირმის რქებზე.
დავდივარ, ქარის ხმაში ვეძებ,
შენგან დანატოვარ სიტყვის ჰანგებს...
სულის კიდობანში შენაგროვებს,
მოვალ, სასთუმალზე დაგილაგებ.
მინდა მზენასვამი მინდვრებიდან
თმებით მოგიტანო ფერადები,
გითხრა, შუაღამის ზმანებებში
სევდის წამლეკად რომ მელანდები...
თორემ გაილია წყლის წვეთივით,
ყოფნის ნართაული პწკარედები.
დღეთა ულაყებმა გაიტაცეს
ჩვენი სიყვარული კარეტებით...
დავდივარ, საგზლად მზეს ვაგროვებ,
ჩვენკვალშემორჩენილ ბილიკიდან.
მინდა, დარჩენილი სათქმელები
წვიმამ მოგიმღეროს ლიკლიკითა.
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 16:35 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ახასიათებს უღირს ხამობა
ანუ სიბნელე სრული გონების
მიმძიმს ცხოვრების უღიმღამობა
და უქონლობა უძრავ ქონების
დრომ ბევრი ბრიყვი გამიმეტოქა
ჭკუას კარგავენ ჩემ წინ დგომაზე
ვნახოთ დარჩება ვისაც ეპოქა
წიწილებს თვლიან შემოდგომაზე
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:38 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოშკელი––ვერა გამიგავ
–––––––––––––––
ხშირად ვნატრობდი შენ ხილვას,
ჩვეული შორად წასვლასა.
სულ თან დმყოდის ეგ სახე,
გულს დასადები წამლადა.
ხშირად დარდს იმით ვუძლებდი,
რაც გრძნობა მედვა საგზლადა.
სუყველას რარიგ მავიწყებ,
ვერა გამიგავ თავადა.
მტერია ჩემი მოსისხლე,
შენი ამხსენე ავადა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ძებნა:

მოგესალმები Гость