გიო საჯაია - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: სამ, 24.06.2014, 16:10 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეზრა…
მზის
მიამბეთ,
მთებმა,
იმ,
სიმაღლე!
თანაც,
როგორ
აირია
და
დაირია
სიბერე,
მეფემ
ეფემერების,
აირია
და
დაირია
როგორ,
ცა,
ნათელ
ღამის -
მიამბეთ,
მთებმა,
იმ
სიზმარზე!
 
nukriaДата: შაბ, 05.07.2014, 20:46 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად,
ხელი, რომელიც მეგობრისთვის
საშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი. მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.
მთელი კვირა თოვდა.
და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი,
ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან. მერე სამშობლო დავკარგე.
ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,
მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც ომიდან გაიქცა
და მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად. მერე სახლი დავკარგე.
ერთხელ, უმცროსმა შვილმა მკითხა,
მამა, რატომ არ ვცხოვრობთ ჩვენს ძველ სახლშიო,
ცუდი წელია-მეთქი, გავიფიქრე,
შვილს კი, ქარმა დაანგრია-მეთქი, ვუპასუხე,
მარცხენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც სახლში დარჩა
და მევალეებს გადავუგდე, ნიშნად იმისა,
რომ აღარაფერი დამრჩა დასაკარგი. მერე თავი დავკარგე, - ასე ხდება ყოველთვის,
შავი ჭირის, ან დიდი შიმშილიანობის დროს, -
ვთქვი, ცუდი საუკუნეა-მეთქი,
ტანი მოვიგლიჯე და პელიკანივით,
საკუთარი ხორცით გამოვკვებე შვილები,
შიმშილით რომ არ დამხოცოდნენ. ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი და
სრულიად შემთხვევით, დაკარგული თავი ვიპოვნე -
პატარა ბავშვები, ჩემი ნათრევი,
თვალებდათხრილი და ენაამოგლეჯილი თავით
ფეხბურთს თამაშობდნენ.
ერთხანს ვუყურე, მერე ბავშვებს გავუღიმე,
ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვთქვი
და გზა განვაგრძე, გზა კი არა, უფრო სწორად - კედელი,
რომელსაც ჩემი შეჭმული სხეულის ჩრდილი მიჰყვებოდა. ბოლოს, კედელიც დამთავრდა.
 
nukriaДата: სამ, 08.07.2014, 13:47 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილის ექსპრომტი სავსე ხარ ჩემით. ვერ ივარგა ბედის მეთუნემ -
მყიფეა ჩვენი სიყვარული, ოფლით და მტვერით
მოზელილი და მოზომილი დროში. თუთუნი
ხრჩოლავს ოთახში და თვალებით სიჩუმეს ვზვერავთ.
წევს შენი ძაღლი ჩემს ფეხებთან, ვით ანუბისი.
ეს განთიადიც გულს გარეა, ლექსიც - ყასიდი.
სავსე ვარ შენით. მეშინია, ერთ არცთუ ისე
მშვენიერ დღეს არ გადმოხვიდე გულის თასიდან.
 
nukriaДата: შაბ, 12.07.2014, 17:58 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა -
მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა...
 
nukriaДата: შაბ, 04.10.2014, 20:01 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს მძიმე ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან!
გარდავიცვლები და აღვსდგები, ღამეს მესამეს,
ყოველთვის, როცა წამიკითხავ ლექსად თავიდან. მე ვთქვი, რომ ღმერთი პოეტია და მიმცეს კოცონს.
ვთქვი, რომ ამინ! და... მიმაჭედეს ძელზე მაჯებით.
ვთქვი რომ ლექსები ლოცვებივით მხიბლავს და მომწონს,
და შემომიჩნდნენ დემონებით და ალქაჯებით... - პირველად იყო პოეზია! - ვთქვი... დანა დამცეს
და თუ სიკვდილში გამოსავალს ხედავს მავანი,
ვჩუქნი სიცოცხლეს - ალალ იყოს! ვჩუქნი ამ სტანსებს,
ფეშქაშ სხეულიც, მას, ჩემგან და სულიც - თავანი! მე პოეზიას ჰელიკონზე ქრისტედ ვეწამე!
და ჩემს წილხვედრ ჯვარს გოლგოთაზეც ბევრჯერ ავიტან...
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:17 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნევრიტი

გამარჯობა, ბელა, მე რეზო ვარ,
ახალგაზრდა ჩარლზის სეკუნდანტი,
სიყვარულის კარის მეეზოვე,
მონატრების ექვსი მეხუთედი.

სიჩუმეა, ბელა, რა შორია
სანდალოზი სიზმრის სირენამდე,
ჭრიჭინების მანტო-მაჟორია,
მარტოობის ძველი მარინადი.

კონიაკი ბიჭებს დაელიათ
(გამიცნო და ცოტა გამიბრაზდე),
დამთენიას დაშნით დაელიან,
მიზეზი კი რაღაც სკაბრეზული.

მაპატიე პატი ბალაგანი,
მოჩაჩული სპლინის მოჩეჩება,
ღამეების ხიბლი გარეგანი,
ეტკინება, მაგრამ მოგირჩება.

სიბნელეა, ბელა, სიბერეა,
მერე რა, რომ შენიც დაიტოვე,
გუშინდელი ქარის სიბერეა,
მერე რა, რომ ჩემსას დავიტოვებ.

წაგებულთა მჩატე დუელია,
ნაძვნარებში ბედის მოგირჩება,
დაელოდე, დილას დაელოდე,
მეტკინება, მაგრამ მოგირჩება.

(რეზო გეთიაშვილი)

*

P.S. და აქვე, ჩემი პაროდია ამ ლექსზე და ზოგადად რეზოს პოეზიაზე (განწყობისთვის), რომელიც, რეალურად, ძალიან მიყვარს:

Run Bela Run

გამარჯობა ბელა. ნევრიტი ვარ.
შაკიკი ვარ. თუნდაც ჰეპატიტი
ბე და გუშინდელი ნარატივის
ამისმერეთების სემანტიკა.

დაელოდე. ბელა. შაბათია
დღეს და (რაღა დარჩა ჭაღარამდე)
ხვალ კი კვირაა და შამათია.
ანუ ვბერდებით და ფაღარათი

ბიჭებს გასჩენიათ - სანდალოზის
ტყისკენ გაირავქნეს. ბობის რჩევით.
ხოლო გოგოები შატალოზე
სხუად წარსულან და მოგირჩება

კბილი და ამდენად ვაგონები
ცარცის. ესე იგი. ოფელია.
წადი მონასტერში. გამიგონე.
თორემ ურდოები დაგელიან

დაშნით. სახელურო. სატაცურის
ძველი მარინადით. გარეკანო
გრძნობის და მაშ ასე. გააცურე
ყველა გააცურე. სარაფანა

ქიმნარს არ წამოდო. აიკეცე.
ფრთხილად. შიშნარია - დაგეხევა.
გაიქეცი. ბელა. გაიქეცი.
დავიღლები. მაგრამ დაგერხევა.

(მე)
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 11:53 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მწამს სიტყვით მორთული სიყვარულის,
არც სიყვარულის მოსართავი სიტყვის მწამს დიდად.
ჩემი სიტყვა ფერადი გირლანდა როდია,
ხოლო სიყვარული - საშობაო ნაძვის ხე,
მორთვა რომ სჭირდებოდეს.
არც მე ვარ ირმებიანი სანტა,
არამედ ერთი მოკვდავი პოეტი ვარ,
რომელსაც იმდენადვე უყვარს, რამდენადაც სძულს
და ამიტომ, დაე, სიყვარულს უკვდავებმა უმღერონ,
ვიდრე მე სიძულვილზე ვილაპარაკებ,
რამეთუ სიტყვა ჩემი, უბრალო მინდვრის ყვავილია,
სიყვარული კი - ამ ყვავილთან მოფარფატე მდელოს ფარვანა,
რომელიც ვიცი, შორს არასდროს გამიფრინდება.
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 21:48 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა კარგია, რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე - პროსპექტი.
რა კარგია, რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი - გამზირი.
რა კარგია, რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე - მოკლე.
რა კარგია, რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი - სანაპირო.
რა კარგია, რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი - ქანდაკება.
რა კარგია, რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე - პლატო.
რა კარგია, რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე - ყუბანეიშვილი.
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 16:52 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო)

ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც აღარ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად.
 
nukriaДата: ოთხ, 04.02.2015, 17:02 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადამითარგმნეთ რა.
ან კამერაში ელ ეს დე შეაწოდეს?
ან გაუჩხირეს?
აწამეს?
ფრჩხილები დააძრეს?
გააუპატიურეს?
რას ამბობს? გამაგებინეთ?
მართლა გადამითარგმნეთ
ნუ ამკიდებთ კოგნიტიურ დისონანსს
შემიბრალეთ.
ვინ შეეწირა ვაჟკაცურად?
რას?
ამას?
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость