გიო საჯაია - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
გიო საჯაია
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:31 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(ფირუზ ბოლქვაძეს)

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო:
დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით...
მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო!

რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?!
ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით!
თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან
მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით!

ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?!
ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს!
ჩევნ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო
სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგავრი, ქართველ პოეტებს!

ხომ გვყავდა ქალი ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?!
ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი უკვალოდ!)
და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით,
ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ

წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:32 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პარიზი.

.00
საღამო.
კაფე მოდებილო -
"Au Lapin Agile".
გარეთ მონმარტრია,
ქუჩა ტირიფების...
მღერის ვოდევილებს
(ოლივ ბესსელენის)
დასი - "Normandie".
საღამო.
პარიზი.
პოეტთა კაბარე -
კედლებს ანრე ჟილის
ამშვენებს გუაში.
და კარგად აღზრდილი
გარსონი მაბარებს
ანგარიშს,
რომ ერთ დროს...
რომ თურმე...
და ა. შ.
და თურმე მალარმეს,
უყვარდა "Élisée"
(კერძია ერთგვარი)
და შანდონ მოეტი.
სულაც არ ანაღვლებს,
დღეს,
სადღაც თბილისში,
რომ იქნებ ძალიან,
მწერლებს და პოეტებს
შიათ ან წყურიათ -
ჰკიდია ცალ ფეხზე...
პარიზი.
საღამო.
13 მარტია.
- Café, s il vous plaît...
- Seulement?
- Oui... Merci!
ვზივარ კაფეში და
გარეთ მონმარტრია.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:33 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ვდარდობ, ვერ შევძელი შენი დავიწყება,
და ისევ სიჩუმე და ფიქრი ღამეზე.
ვიცი, აღსასრული მალე დაიწყება,
ვნანობ, ახლა უკვე ვნანობ ბევრ რამეზე.

ვწუხვარ, ამ ცხოვრებას ალღო ვერ ავუღე
და თუკი მიხილო გახსნილი ვენებით,
იხსენ ჩემი სული და ზეცას წაუღე
თვალთაგან გაფრენილ კალიპტომენებით!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:35 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ყველაფერი თავისთავად იქნება:
ყვავილები,
ტაში,
აღიარება...
საჭიროა მხოლოდ იმ გზის მიგნება,
რომელ გზითაც ქრისტე დაიარება

(იმან მაინც მომიტევოს იქნება,
ჩემი ხელით რაც სიბილწე იქმნება).

და თუ ვერ ვარ მე სამოთხის მნახველი,
დე იხილონ ზეცა ჩემმა წიგნებმა!
ხოლო დაფნა,
დიდება და
სახელი -
ყველაფერი თავის დროზე იქნება.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:38 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი ვინ იცის ხვიარ????

რა გაეწყობა?! აქ ვამთავრებ, ძვირფასო თეა -
მზემ საბოლოოდ გამომწოვა სულიდან სისხლი.
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის თვეა,
ორმოცდარაღაც (ცელსიუსით) გრადუსი სიცხე.

რა გაეწყობა?! მგონი მივხვდი, რას ნიშნავს "ღჯუკენ"...
მზემ საბოლოოდ გამომჭამა სულიდან ხორცი.
ათამდე ვითვლი, მერე ისევ - ათიდან უკან
და სექტემბრამდე აღარაფერს აღარ ვწერ, მორჩა!

რა გაეწყობა?! პოეზია, იქაც და აქაც -
დროებით მაინც არ მიხსენო, ძვირფასო, ლექსი.
სიცხე - გრადუსი (ცელსიუსით) ორმოცდარაღაც,
სანაპიროა, შუადღეა, ივლისის ექვსი.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:39 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია,
გასცქერი მთვარის მთებს და მთვარის ვაკეებს
და ცრემლით იშუშებ სიმწრისგან ბაგეებს
დანაკვნეტს... დანაჭამს...

სევდა გეპარება როგორც მორიელი,
მკერდზე გადაშლილი გიდევს მოლიერი,
წევხარ სასთუმალზე და ელი მდუმარი,
როდის შემოგიღებს კარებს ქვის სტუმარი
მაგრამ, ის არა სჩანს...

და ასე ლოდინში გადიან დღეები:
იცვლიან დროდადრო სამოსელს ტყეები,
დღეს, მზიანს, უღრუბლოს, ღამე ცვლის მთოვარი,
შენს სულში იღვიძებს ზოგჯერ მაცხოვარი
და ზოგჯერ - სატანა.

სხეულს კი, შენს სხეულს სიმწიფე აწამებს
და ცრემლი ნიაღვრად გისველებს წამწამებს,
გტანჯავს მარტოობა და გრძნობ, რომ აღარ გსურს,
აღარ სურს აღარც სისხლს, აღარც ხორცს, აღარც სულს
ამ ტანჯვის ატანა.

ღამეს ვერცხლის ფარჩა ჩადრად აფარია,
ფიქრი ცეცხლოვანი მერნის ფაფარია...
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:40 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზისფერს

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ მზისფერი მზეობით,
უდაბურ უდაბნოს ქვიშიან ქარებით სიგიჯე ამიტანს...
სფინქსის მდუმარებით მომაჯადოვებელ თვალების ტყვეობით,
მივალ და აგიგებ, ნაქებ და ნადიდებ მზისფერ პირამიდას.

ნილოსის ტალღებში, მზისფერი ქაფიდან იშვება ვენერა...
მერე რა, რომ ერთ დროს მავანნი უმღერდნენ მერის და შაგანეს?!
ზეცას შეაქანებს შენი სისადავე! სხვისი ხარ? მერე რა?!
მე გჩუქნი ჩემს გულს და გჩუქნი ჩემს უმზეო მუზების სავანეს!

იქ, სადაც მზეები მზეებზე მზეობენ, მზისფერო, ანათე!
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:40 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსხვერპლი ამაოების

შემდგომ, ამა ცხოვრების
რთული გაკვეთილების
არრა დამრჩა უმეტეს
სასოწარკვეთილების.

რამდენი არ ვეცადე,
შორის განვლილ გზებისა,
ვერრა ვპოვე უმეტეს
იმედგაცრუებისა.

და შევავსე ცრემლებით
არაერთი ფიალა.
დრომ კი ყველა წაიღო,
გაანაცარტიალა

ყველა ჩემი იმედი,
ყველა ჩემი ოცნება
და მოვიდა დემონი,
გესლით რომ იკოცნება !

და დაიწყო სიგიჟე ,
ცივ ღამეთა თენება,
ცეცხლოვანი მერნებით
უკუნეთში ჭენება

და ფიქრების ორგია
თან მოჰქონდათ ღამეებს -
ვჭედდი სულის ბეჭედში
მწუხარების კამეებს.

დრო კი შედგა ,
და ალბათ საუკუნე გავიდა,
ვიდრე მისი შეგრძნება
არ ვისწავლე თავიდან.

ახლა დავალ იმედად
ისევ ახალ დროების,
წუთისოფლის მონა და
მსხვერპლი ამაოების.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:42 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომეშვით

ღამე და ლექსია
ჩემი დემონები ,
მე მათ ვემონები ,

სხვა არ მწამს არარა !
სიცოცხლე სექსია ,

ცხოვრება - ორგია ,
ბოლოს კი მორგია ,

კუბო და სამარე .

არ ვცნობ არც ჯოჯოხეთს
და არცა სამოთხეს ,
თუ სული ამომხდა

ცრემლების მორევში .

არ მწამს არც მოძღვრების
და არც შამანების ,
თავი დამანებეთ ,

მომეშვით ,მო - მე - შვით !
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 02:43 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო საჯაია
ძებნა:

მოგესალმები Гость