გიორგი ზანგური - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ზანგური
გიორგი ზანგური
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:46 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
" ლამაზ ტანსაცმელს , მდიდარ ცხოვრებას,
შენში არასდროს ქონდეს დიდება ,
სული ეძიე ადამიანში ,
ხორცი ბაზარშიც კი იყიდება .
ნუ გიღალატებს ეგ სილამაზე ,
და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი ,
მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა,
ყველა კაცია , ადამიანი? ! "
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:47 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მედეა კახიძე
შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ
შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკვილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:48 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰო,დოსტოევსკი,ფლობერი და ალბერ კამიუ,
ბოლო ფურცლებზე შევაჩერებ თვალებს დარდიან,
შარლ ფერდინანი(დუმილია) ანუ რამიუ,
ნუ გაიკვირვებ თუ ეჭვები სულში დადიან.

კედლები ბნელი,შემოპარულ სხივებს ირეკლავს,
როგორც ტალღები უნებურად ჩამესმის ზღვის ხმა,
როცა ავტორი ჟანრის ფონზე კალმით ვინმეს კლავს,
მტკივა და სწრაფად გავაცოცხლებ წიგნების მიღმა...

იმ პერსონაჟებს,ვინც დასასრულს ვერ მიატანა
წიგნის, და ბოლთის ცემის დროსაც ვეღარ გაერკვა...
იმას,ვინც დიდი სიყვარული ქარს გაატანა...
იმას, ვინც თავის ერთგულებით ჯვარზე გაეკრა.

პერსონაჟები_როგორც წიგნი.წახდა ცხოვრება,
ჩემი თუ სხვისი,ვინ ვინ იყო ყველა ვიცანი...
და მომიტევეთ მე რომ თქვენთან არ მე'ცხოვრება,
რომ ვერც ერთ როლში ჩემი თავი ვერ შევიცანი.

ხატია დოთიაშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:49 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედი, უფალთან ისე წახვედი,
არ გაგყოლია არავის წყენა,
ქვეყნად დატოვე კარგი სახელი,
ჩემი სახით კი დატოვე რწმენა.

მჯერა, სიცოცხლე კიდევ გწყურია,
მე კი ვარ ჩამქრალ კელაპტარივით,
თუმც გული სევდით დანისლულია,
ისევ ვლოცულობ დაღლილ ქალივით.

არ ვიცი საქმე როგორ წამივა,
მელის თუ არა რწმენით მერმისი,
ღმერთი თავისთან ვიდრე წამიყვანს,
შვილს ენატრება გამზრდელი მისი.

ჩემს გულისნადებს კვლავაც გაგანდობ,
თუ გადავლახე ბარიერები,
არ დავიღლები დედი, არასდროს
შენი ალბომის თვალიერებით.

შენ ხომ ქრისტესთან ისე წახვედი,
რომ გულში წყენაც არ ჩაგრჩენია,
ერს დაუტოვე კარგი სახელი,
შენი საფლავი მხოლოდ ჩვენია.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:50 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ყოველ ღამე ქმრის მკლავზე წევხარ,
არასოდეს გაქვს ღალატის შიშიც,
საბედნიეროდ ამქვეყნად შენც ხარ
ქეთევანის და თამარის ჯიშის.

შენ ყოველ ღამე ქმრის მკლავზე წევხარ,
მარადიული გრძნობისთვის იშვი,
შენ თვით ყინწვისის ანგელოზს ჰგევხარ,
სიყვარულისთვის აიტან შიმშილს.

მწამს: როცა წახვალთ წუთისოფლიდან -
მეუღლეები ქართული ჯიშის,
იქაც გაიშლით ლოგინს ორნი და...
არც იქ გექნება ღალატის შიში.

ოთარ რურუა
მე სამშობლოდან არსად წავალ და
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

გარს მახვევია მოძმე ურიცხვი –
სავსეს ქართული პატიოსნებით,
თუ დავეცემი სიყვარულისთვის,
დამიტირებენ ძმები მგოსნები.

ბარში ვიყავ თუ ვაჟას ჩარგალში
მუდამ სიცოცხლის ეშხით ვთვრებოდი,
ხან ვიჭრებოდი ცეკვის დარბაზში,
ხან ლამაზმანებს ვეფერებოდი.

არ ვემეტები მოყვრებს მარცხისთვის,
აქ ვარსკვლავებიც მთვლიან მასპინძლად,
მოსაგები მაქვს ჩემი ფარცხისი,
მოსაგები მაქვს ჩემი ასპინძა.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:51 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს
და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, -
შენი მაღალი გრიგალი ვძლიე,
შენმა პატარა შრიალმა მომკლა.

მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის,
მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, -
გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი,
ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...

შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ
თუ არ დაგიგო ბალახად სული, -
მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს,
მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული.

მორის ფოცხიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:51 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე უჩვეულო,ღამე შფოთიანი,
ფერთა მოზაიკა,ბნელში გახვეული.
მოსჩანს სევდიანი მწუხრის მინაზება,
ცაზე ვარსკვლავები,მთვარე გალეული.

რაღაც შორეული სულში აღმოცენდა,
უფრო სევდიანი,ვიდრე მწუხარება.
თითქოს შეითვისა გულმა ყოველივე,
სულის მარტოობა,ღამის მდუმარება.

ვიცი საამისოდ ბევრჯერ დავფიქრდები,
იქნებ უთქმელობა სჯობდა გამჟღავნებას?
მაგრამ ამნაირი ჯანყი,აგონია,
სულის ესოდენი ძალით ახირება!

ვიცი,დამიმონებს აღარ მომეშვება,
თუკი მორჩილებით თავი დავუხარე.
ასე უღმერთობით,ასე უნუგეშოდ,
გული – გულიანად ვეღარ გავახარე.

სულში ბობოქრობა იწყეს დემონებმა,
ჩემი ასპარეზი უგზო ტრამალია…
ფიქრით დამძიმებულს,ღვინოც აღარ მინდა,
ზოგჯერ მარტოობა ჩემი წამალია.

რა ვქნა? – უშენობით აღარ გამეძლება,
ფიქრი უსაშველო - ვეღარ მოვიშორე.
იქნებ შენ ისა ხარ,ვინაც სიყვარულით,
უნდა დაარღვიო ჩემი სიმარტოვე?!

(უცნობი ავტორი)
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:52 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმრად მასველებს ბათუმის წვიმა

სიზმრად მასველებს ბათუმის წვიმა,
მეღვიძება და ცხადი მგონია,
მიყვარს, ვით მგოსნებს უყვარდათ წინათ
მზე, ზღვა და ზღვაზე თეთრი თოლია.

სიზმრად მასველებს ბათუმის წვიმა,
მაგრამ მე მაინც ცხადი მგონია,
და როგორც მგოსნებს ათრობდათ წინათ,
მეც ისე მათრობს ზღვის სიმფონია.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:52 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფხაზი კაცის დღიურიდან

მგონია, ფიქრებიც სუნთქავენ აფხაზეთს,
არაკებს ღიღინებს ფრთათეთრი თოლია...
ვერცერთი სხვა მიწა გულმა ვერ იწამა,
შენს მიწას, შენს ზეცას ვფიცავარ...

ძილში ვარ, ბიჭვინთის ნაძვები მღერიან,
ხელს მიქნევს სიზმრებში სოხუმის ხედები...
გავახელ თვალებს და სარკმელთან სხდებიან,
შენებურ ჰანგებით დამთვრალი მტრედები...

შავი ზღვის ნიავი დამყვება ფერებით,
თბილისის ქუჩებშიც მე შენი სუნი მცემს...
მტკვართან ვარ, გიხსენებ ედემო ცრემლებით...
მტკივა და მალამოდ ისევ შენ მედები...

ვერ კურნავს სამშობლო უშენოდ იარას,
შეხვედრის მოლოდინს ებრძვიან დევები
და შენკენ მომავალ ბილიკებს უმზერენ
ზეცამდე ამაყად ასული ქედები.

შორეულ ტალღათა ჩამესმის თქაფუნი,
ვნატრულობ შენი ცის ატმისფერ ალიონს...
ნეტავი, ოდესღაც ცქრიალა ნიავმა
სონეტად გაქციოს...

ტყვიათა გრიალში რომ დავრჩე მე ერთი
და სისხლის სულ ბოლო წვეთიც რომ წამართვან,
არ დაგთმობ, არ დაგთმობ, არ დაგთმობ
აროდეს, ვფიცავარ...

ქეთევან ფანჩვიძე
 
nukriaДата: ოთხ, 25.01.2017, 06:55 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამის მოდგმავ ცოდვის კვალი გატყვია ბაგეს
ევას ცბიერი გეგმით ცდილობ კბილის ალესვას
მოუხელთებლად მიმოფანტულ სხეულებს არჩევ
შვილი შენი კი სამიზნესთან კარგავს არჩევანს.

დაბოღმილი ხარ,შურისგების შიშმა შეგზარა
ათასი სულიც რომ გაყიდო,გიღირს ათასად
ეძებ მილიონ დამნაშავეს,მაგრამ სასწორთან
ხვდები, რომ შენზე უბადრუკის სულიც დაფასდა.

მიზეზიანობ,ლანძღავ,კილავ არსთაგამრიგეს
დასასრული რომ ასე ცუდად განაგო მისთვის,
თუმცა ეჭვებით გამოტენილს აზრად არ მოგდის
შენმა გამჩენმა ეს სასჯელი მოგიზღო რისთვის,

წაბილწე,ფეხქვეშ გაითელე ყველას პატივი
გადააბიჯე ათას მოდგმას,ერას,დროებას
მამის სახელი შეურაცხყავ,დედის,დიდების
და არ გაჩენილ შვილს უტოვებ ცოდვას ქონებად,

რომ სიკეთეში მოიხმაროს,ადიდოს მარად
ზარდოს შენი და შენნაირის თაობა ბევრი,
მერე მოუსვას ერთიანად ხელი და სადღაც
მიუსავლეთში გადაკარგოს იმედი ჩვენი.

ეს არის შენი ერთადერთი მძაფრი შეგრძნება
სურვილი სურვილს რომ წაატანს მეასედ ლახვარს,
ურჯულოს არქმევ,ყველას,ვისაც მეტოქედ ხედავ
და მარტოობის სატანჯველი დუმილიც გზარავს..

თამარ დუშმანაშვილი(თ.დ )
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ზანგური
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость