ნიკა ჩერქეზიშვილი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი
nukriaДата: შაბ, 21.01.2017, 23:04 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
‘’რა ქართველი ხარ’’, ვინა ხარ, უფლის გზას ვინ გაგინათებს,
თუ ერთხელ მაინც თევდორე ბერის სახელს არ ინატრებ.

თუ ვერ მიხვდები რას ნიშნავს: - როდესაც ჟამი დადგება,
პაატას თავი მოჭრილი, ქვეყნისთვის თავის დადება.

თუ აღარ მოგენატრება ნახვა ალგეთის მარაბდის,
არ მოგინდება წაკითხვა ‘’ვეფხვის და მოყმის’’ ბალადის?

რა ქართველი ხარ, ვინა ხარ, ამ ქვეყნად რისთვის იარე,
თუ სვეტიცხოვლის დანახვა ტანში არ გაგაჟრიალებს.

თუ აღარ გაგადიდგულებს ალავერდი და ვარძია,
თუ ვერ მიხვდები მთაწმინდა რა სიმდიდრე და განძია.

თუ წამლად არ დაედები შენი სამშობლოს იარებს,
თუ შოთას ‘’ვეფხისტყაოსანს’’ დროშად არ ააფრიალებ.

‘’რა ქართველი ხარ’’, ვინა ხარ, სიცოცხლეს რაღა ფასი აქვს,
თუ ისევ აღარ ინატრებ დიდგორის ველს და ბასიანს.

ის კრწანისი და კოჯორი თუ შენს გულს აღარ დანაღმავს,
თუ რწმენით აღარ აგავსებს დავითის ფრესკის დანახვა.

თუკი ‘’ლილე’’ და ‘’მხედრული’’ ფეხზე არ წამოგაყენებს,
თუ სანთლებს აღარ აუნთებ დიდ წინაპართა სახელებს,

თუ არ გაგიძღვა ჩირაღდნად შენი სამშობლოს ნათელი,
ათას წელსაც რომ იცოცხლო, ვეღარ იქნები ქართველი!

ნოდარ ჯალაღონია
 
nukriaДата: შაბ, 21.01.2017, 23:13 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო უცვლის სახეს მოვლენებს და საგნებს სახელებს,
ჩვენს სიყვარულსაც დაერქმევა თავის შექცევა.
ულმობელობა დრო-ჟამისა შენც გაგახელებს
და ჩემი ტანჯვა არსებობის მიზნად გექცევა.

გასწავლი, როგორ აისრულო გულის წადილი,
არ გინანია დღემდე ჩემი რჩევის გამგონეს
და თუ გსურს სევდა-კაეშანი მქონდეს ნამდვილი,
შენს უარმყოფელს, თვითონ გეტყვი, რაც დამაღონებს.

სთხოვე შემოქმედს, ცოდვიანი გშობოს თავიდან,
რომ სისპეტაკით განაცვიფრო მთელი სამყარო.
მაშინ, ო, მაშინ შენს დაკარგვას ვერ გადავიტან,
შესძლებ შენდამი ჩემი ზიზღი გადამაყვარო.

ხე ასჯერ ჰყვავის,-იგივეა მაინც ნაყოფი;
ეკალს რა შესცვლის თვით ვარდებთან ამხანაგობით.
 
nukriaДата: შაბ, 21.01.2017, 23:29 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.

მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინა
და, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,
რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან არ გამეცინა.

და მივდიოდი - "მაღლა იდგა გემი დალანდი", -
შენ, სისხლო ჩემო, არც კი იცი საერთოდ, ვინძლო,
რომ სწორედ შენგან ვისახსოვრე წასვლის ტალანტი.

ღვიძლო, შენ, ჩემო სულით ღვიძლო და სისხლით ღვიძლო,
არაფერია. სიტყვებია. როგორ დაბერდი...
მძიმეა. გზაა. შიმშილია. წლებია. მიძლებ.

გულო, მე მახსოვს ყველა წყალი, სადაც ჩავარდა
ყინვა და ყველა სიყვარულის დიდი ხანძარი
მახსოვს და მხრები და ტუჩები და თმის ხავერდი.

და თქვენ, თვალებო - სულ ეს არის. ხოლო რაც არის,
სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,
ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.
 
nukriaДата: შაბ, 21.01.2017, 23:33 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წაიკითხავენ ჩემს სონეტებს, როგორც განაჩენს
და ვიცი - Aარვინ შეგიცოდებს მძიმე ცოდვიანს.
როგორ დაგსაჯო დამნაშავე თავად გავარჩევ,
სხვას საკუთარი ცოდვებისა ცუდად სცოდნია.

ნუ გააწბილებ, გევედრები, თანამზრახველებს,
მათაც ერგებათ განძი შენი ნაალაფარი.
რადგან ბრალდება, შენთან ერთად ეკუთვნის ყველას,
ვინც ჩემთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არი.

და ისიც, ზიზღით შემოგხედავს ბოლოს რომელიც,
ნუ დაივიწყებ ჩემს წინაშე ცოდვებს თავისას;
მსურს აგაშორო საფრთხე მათგან მოსალოდნელი,
მხოლოდ ამიტომ სიფრთხილის ზღვარს ვეღარ დავიცავ.

განა სიფრთხილით ეშველება კაცის სატკივარს?!
მე ერთი ვიცი-სიმართლის ზღვარს არ გადავდივარ
 
nukriaДата: შაბ, 21.01.2017, 23:37 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი დღე არის წელიწადში,-მზეც დაბნელდება,
ვეღარ უნათებს ქუჩებსა და სახლის აივნებს,
ერთი დღე არის ცხოვრებაში, სუნთქვა ძნელდება,
თვითონ ჯალათიც ყველა ცოდვას მოინანიებს.

ერთი დღე არის ცხოვრებაში, ერთადერთი დღე,-
აგიჯანყდება პატიოსან ფიქრთა ამალა,
საკუთარ თავთან გამკლავებას ვეღარ შეიძლებ,
რასაც მალავდი მოთმინებით,-ვეღარ დამალავ.

განაწამები ტკივილებით წამწამებს დახრი,
ყველას წინაშე დაიღვრები წმინდა ცრემლებად,
მე კი შენს გულზე სამუდამოდ უფლებააყრილს,
უბრალოდ შენი დამშვიდებაც არ შემეძლება.

ნათელ დღეებში ერთგულებას რისთვის ვფიცავდით,
თუ მარტოობა მოგველოდა შავი დღისათვის?!
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:00 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,
ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ,
გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,
ვნება უზომო მაწამებს და ძალ-ღონეს მაცლის.

ვინაც მოსულა-შემთხვევითი მგზავრია ყველა,
ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება,
ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,
ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.

შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა ღმერთო,
მორცხვად ინანა-ადრე ვინაც გითხრა მადლობა,
ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,
როცა უფალზე სი(სუ!)ლელე არის დანდობა.

კარავი მომეც სიმშვიდისა-ამას გთხოვ მხოლოდ,
არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო.
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:04 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც,
მზე სამზეოს ამზეურებს უმზეობით დაღლილს,
აღარ დევნის მადევარი დევნილს მოსაკლავად,
და ტალღებში ტალღა ტალღას ტალღასაც არ ახლის.

უნაპირო ნაპირებთან განაპირა ვდგავარ,
მარტოსული მარტოობას მარტოობით ვებრძვი,
სიყვარულო, შემაყვარე, ვინც მიყვარდა, კვლავაც
სიძულვილო, შემიძულე მძულვარების მსხვერპლი.

მახსოვრობავ, გამახსენე სახსოვარი ძველი,
საპოვნელავ, მაპოვნინე უპოვნელი კაცთა,
მოლოდინის მომლოდინე ველოდი და ველი,
სიცოცხლეო, გამიცოცხლე უსიცოცხლო განცდა.

დავბრუნდი და, უბრუნებლის დაბრუნებას ვცდილობ,
წასასვლელი წასულა და წაუსვლელიც წავა,
დე, სიკვდილმა, სასიკვდილო, მომკლას უსიკვდილოდ,
ყვავილნარში ყვავილები ყვავილობენ კვლავაც.
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:09 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიწა ხაზია არარსობა-არსობას შორის…
„დედამიწა ხაზია, ადამიანები-ასოები, ზოგი
ხაზს ზემოთ დადის, ზოგიც ხაზს ქვემოთ წევს”.

ხარ ამბოხ აზრთა ამირბარი, საარი სირთა,
ბრბომ მოსისხართა ბრმათა შხამში ნამა ისარი,
საით იარო ზარნამბობმა სამარის პირთან,
საით ხმიანობს სიმთა სიო ნამაისარი.

გოლგოთა იყო ყოველი დღე ლოცვით თეული,
გათელილია ყვავილი და გათლილი ლოდი,
ყოფა ავია, თვალი-ცივი, გული-ეული,
კაციც ღალატით დადაღული ყოფილა ოდით.
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:12 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი ხანია

მოიპოვე შენ გამარჯვება,
გამარჯვებამდე მიღწევაა ახლა საჭირო,
ახლა იცადე-ბედნიერი მარტვილის სევდა
ერმა და მტერმა ერთნაირად გაინაწილოს.

დიდი ხანია, აიშენე სახლი საუფლო,
ახლა ამ სახლში შენი შესვლა არის საჭირო,
ახლა იცადე-ზოგ-ზოგები როგორც იტყვიან:
საქმემან შენმან, ნაჯაფარი, გამოგაჩინოს.

დიდი ხანია გაგიჭრია შენი შარაგზა,
ახლა ამ გზაზე მრევლის წასხმა არის საჭირო,…
ახლა იცადე-უკვდავებამ შენს მართალ სახელს
გადავიწყების საბურველი შემოაცილოს.
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:17 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩემი ლექსებით ვაჭრობენ,
იმ ვაჟბატონებს, რომლებსაც თავის ქელეხში ვახსოვარ,
ჩუმად ვავედრებ მაცხოვარს:
ნუ გადააქცევს მათხოვრად
იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩემი ლექსებით ვაჭრობენ,
იმ ვაჟბატონებს, რომლებსაც თავის ქელეხში ვახსოვარ.

ქალებს, რომლებმაც ალერსი ჩემგან ისწავლეს ნამდვილად,
ვაჟებს, რომლებიც ამ ქალთა მოკვდნენ შლეიფის ტარებით,
ვინც მიმზერს ავი თვალებით
ღმერთო, ნუ სტანჯავ წვალებით
ქალებს, რომლებმაც ალერსი ჩემგან ისწავლეს ნამდვილად,
ვაჟებს, რომლებიც ამ ქალთა მოკვდნენ შლეიფის ტარებით.

იმ ქალბატონებს, რომლებიც არ მასვენებდნენ მიწაზეც,
იმ ვაჟბატონებს, რომლებსაც მიწაშიც აღარ ვენდობი,
დაღლილებს უიმედობით
მე ვიხსენებ შენდობით
იმ ქალბატონებს, რომლებიც არ მასვენებდნენ მიწაზეც,
იმ ვაჟბატონებს, რომლებსაც მიწაშიც აღარ ვენდობი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკა ჩერქეზიშვილი
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость