ნიკა ჩერქეზიშვილი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:45 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამე-რომელიც მკვდართათვის არ გათენდება არასდროს,
დღე-ცოცხლებისთვის, რომელიც უნდა დაღამდეს ერთხელაც,
ჯერ ისევ ცვლიან ერთმანეთს,
მამხნევებენ და მთენთავენ,
ღამე-რომელიც მკვდართათვის არ გათენდება არასდროს,
დღე-ცოცხლებისთვის, რომელიც უნდა დაღამდეს ერთხელაც.

ჭირი-რომელიც არავის მიუჩნევია საჭიროდ,
ლხინი-რომელიც ყველასთან საამო მობინადრეა,
ჯერ ისევ ცვლიან ერთმანეთს,
მამხნევებენ და მთენთავენ,
ჭირი-რომელიც არავის მიუჩნევია საჭიროდ,
ლხინი-რომელიც ყველასთან საამო მობინადრეა.

მტერი-რომელიც მეტწილად მოყვრობით იწყებს მტერობას,
მოყვარე-ვინაც მტერობას ისევ მოყვრობა არჩია,
ჯერ ისევ ცვლიან ერთმანეთს,
მამხნევებენ და მთენთავენ,
მტერი-რომელიც მეტწილად მოყვრობით იწყებს მტერობას,
მოყვარე-ვინაც მტერობას ისევ მოყვრობა არჩია.

ღამე-რომელიც მკვდართათვის არ გათენდება არასდროს,
დღე-ცოცხლებისთვის, რომელიც უნდა დაღამდეს ერთხელაც,
ჯერ ისევ ცვლიან ერთმანეთს,
მამხნევებენ და მთენთავენ,
ღამე-რომელიც მკვდართათვის არ გათენდება არასდროს,
დღე-ცოცხლებისთვის, რომელიც უნდა დაღამდეს ერთხელაც.
 
nukriaДата: კვ, 22.01.2017, 00:50 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამავ, მე ისევ მომმართავენ შენი სახელით,
ტოლები შენი...…
არა იმიტომ, რომ პატივი მიაგონ ღირსი
ბიჭობას ჩემსას...…
ჩემს ვაჟკაცობას არ ირწმუნებს შენი მნახველი,
არ ითქმის ენით…
შენზე ძვირფასი, თვით ცოცხლებშიც, ეს ღმერთმა იცის,
არავინ შემრჩა.…
მამავ, დრო გადის, დაგეწევი მალე ასაკით,
ცამ თუ ინება…
ჩემს გარდა უკვე აღარ მოგელის
ნაღდს და უბიწოს…
ვინც მოგტიროდა - არ ეტყობათ სევდის ნასახი,
ნუ გეწყინება…
მამავ, ძვირფასო, იმდენია საამბობელი,
დუმილი მიჯობს...…
შენს მომლოდინეს თუ იმედის ძაფი გამიწყდა,
წამოვალ თვითონ...
შენა ხარ დღემდე ჩემი რწმენა და შემნახველი
ყველაზე მეტად...…
ხშირად მოვდივარ და შენს გულზე ვაბიჯებ მიწას,
ცივ საწოლს გითბობ...
მამავ, მე ისევ მომმართავენ შენი სახელით,
რა უნდათ ნეტავ?!
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:12 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმიდან იწყება და აღარ მთავრდება
წვეთების ფეხის ხმა,
ბათუმის სველი ცა - სასოწარკვეთილი...
იკეთებს ჰარაკირს...
ქალაქი დაუდგა პოეტებს თავდებად,
და მასში შეხიზნა,
მას შემდეგ ძვლებამდე ლექსებით გაჟღენთილ
ტკივილს ჰგავს ქალაქი...

თებერვლის სიზმარში ამინდი მძაფრდება,
ცას მწვანე ფონი აქვს,
შენც აღარ უყვები ისედაც ხომ იცის,
თოვლია ფანტომის,
და სტუმრობ სიმშვიდით გადაღლილ კაფებარს,
ყავას და კონიაკს
უკვეთავ... გარეთ კი თოვლი წვიმს,
ესაა ბათომი...

ჩუმდები... წერ დუმილს.. ფეხის ხმა არ ისმის,
დეჟავიუ გაქვს მგონი,
გაწელილ სიჩუმეს ზომავ (სახაზავით)...
(დროდადრო – ახველებ,)
ფილტვებში წყალივით ჩაგიდგა ქარიზმა,
სისხლში კი არგონი -
ლექსივით - ქალაქო და მათი ნაზავით
აკვირვებ მნახველებს.

პლანეტა დაფარა მომდევნო თარიღით,
ფანტელთა სამოსმა,
მეტი რა შეეძლო მაცხოვრის კვართივით
ხელთუქმნელ „სარწყუნისს“
სიმშვიდით გართული გონებას დაიღლი,
და ცდილობ გამოსვლას
საკუთარ თავიდან, არცისე მარტივი
არის ეს მერწმუნე...

ბათუმის სველი ცა - გავს სასოწარკვეთილს...
იკეთებს ჰარაკირს...
დაიწყო წვიმით და ქუჩების სისველით,
ფიფქების ფეხის ხმა,
მას შემდეგ ძვლებამდე შავი ზღვით გაჟღენთილ
ლექსებს ჰგავს ქალაქი,
თორმეტი პოეტი სულში რომ პირველი
თოვლივით შეხიზნა.
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:14 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ისეთი ხარ, არცერთ დროს, რომ არ ელოდება,
ულამაზობას შენთან მოსვლის არ აქვს ხალისი.
რომ დაიბადე, დაიძინეს ანგელოზებმა,
თორემ იმდღესვე წაგიყვანდნენ, უკან, თავისთვის.

შენ ისეთი ხარ, (არცერთ ლექსში არ დაწერილა),
არცერთ პოეტს, რომ არ ჰქონია მისებრ მიგნება.
მე ახლა ვცოცხლობ, დაწყებული გულის ცემიდან,
დამთავრებული – არასოდეს... (ღმერთმა ინება).

ჰოდა მეც აქ ვარ, საქებრად და სად არ ვარშიყობ,
შენი სიტურფის ამოწურულ მეტაფორებით.
და სუნთქვას ვითხოვ ფილტვებიდან, როგორც წყალში მყოფ
კენჭებს ჩვევიათ. ხომ ხედავ, რომ მეც დამონებით

გემსახურები, გასამრჯელოს გული არ ითხოვს.
თან ველი შენგან (სამუდამოდ როდის წამოხვალ)
და სანამ ციდან ეს ზამთარი წვიმას ჩამოთოვს,
უნდა მოასწრო შენ , ფიფქების ხელით გადმოყრა.

შენ ისეთი ხარ, ბავშვობაში რომ ვოცნებობდი,
(ახლა მგონია, იმ ოცნებას უბრალოდ გავდი).
მე რომ შემეძლოს, ბავშვობაში დავბრუნდებოდი.
და ჩემი ცოლი გახდებოდი ოცნების ხათრით.

ლევან დევაძე
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:36 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროს აჩერებ და უსირცხვილოდ იხდი სამოსელს,
ზრდილობას ახლა სურვილი აქვს გაირყვნას შენში.
რომ დამიფიცო ან ამდაგვარი რამე წამოგცდეს,
არ დავიჯერებ, ისევ შენი ცვლილება შემცვლის.
ვეღარ ვუტოლებ, საკუთარ თავს ამპარტავნობას,
ხანდახან უფრო მაღლაც ვდგავარ, (მგონი შემთხვევით)
და ასეთივე გაგრძელება თუ არ გამოვა,
ხვალ რამ შევცვალო დავაპირებ, (მაინც ვეცდები).
შენ კი მე ისევ “არ ვიცის” და ცრემლებს მომიტან,
და სამწუხაროდ, როგორც გუშინ… (ჩამთვლი არაფრად).
ახლა ზამთარი, ჩემთვის მოდის მხოლოდ თოვლიდან
და ვიწყებ თოვას, გაზაფხულში გადასარგავად.
და ვიწყებ წვიმას, ქარბუქს, ცუნამს, (რამე თუ დარჩა),
და ვიწყებ გლოვას, უსაფუძვლოდ (თეთრი სამოსით).
ვიკრებ ძალას და ღრუბლებიდან ნაფაზს ვუქაჩავ
სხივებს, რომელთაც სითბო უკვე აღარ გამოსდით.

და ვხდები ასე, მეტაფორა – უაზრობაა,
საკუთარ თავში ყველა "არას" ვკლავ და ვინახავ.
ბოლოსდაბოლოს ეს შეხვედრაც, თუ გაცნობაა,
მაშინ როგორ ვთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ.

ლევან დევაძე
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:46 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფრთები შეასხა ქარმა ტალავერს,
მზე ზღვაზე სხივებს სიმებად ჭიმავს...
იყო ქართველი ამასთანავე,
იყო პოეტი - ძნელია ჯიმა.
ყოველ დილით კოლხეთში ჩვენი წილი მზე ტირის,
ყოველ ღამით მზეს გლოვობს ჩვენი წილი ერთი მთა
ამ ეპოქის სათქმელში ჩვენ ვართ ერთი წერტილი,
ერთი მცირე წერტილი შორის მრავალ წერტილთა
ერთი მცირე წერტილი შორის მრავალწერტილთა...
მთებს დაუხურავთ ქუდი გაზეთის...
ენგური მძიმედ მიათრევს კურტანს,
ვირჩენთ აჭარას და აფხაზეთი
ისევ შეგვეხსნა ჭრილობად გულთან...
მოდი, ისე ვიყვიროთ, მთები შევაზანზაროთ!!!
სამშობლოს ხმით ყვირილი პოეტური ბედია,
სისხლად ჩვენი ლექსები გადავუსხათ აფსაროსს,
რომ მოუჭრას მოკლე გზით გონიოსთან მედეას...
კოლხ ოსურიშ ჩილამურს სანამ პეშვში დავიტევთ
ნუ გავატანთ ქართულ სულს ზღვისტორიულ დინებას! -
სანამ სარფთან შავ ზღვაზე მზის მოჭრილი თავი დევს,
სანამ ტალღა კოლხეთის გულმკერდს ეპოტინება...
ისევ გარა ჩვენი რიგი და
გაღმა სამშობლოს მივესალმებით..
და გულსაკლავად ვხედავთ იქიდან
რომ ხელს გვიქნევენ მხოლოდ პალმები....
ზღვაში მბჟუტავი მზის თავი მოსჩანს,
და მოგვაგონებს კანდელს ზეთიანს
ახლაღა ვხვდებით, ხვიჩა და გოჩა -
სამეგრელო და აფხაზეთია!
ყოველ დილით, კოლხეთში, ჩვენი წილი მზე ტირის
და გადაღმანაპირელ მთას მისტირის ერთი მთა,
ამ ეპოქის სათქმელსი დავსვათ ჩვენი წერტილი,
ჩვენი მრავალწერტილი, შორის მრავალწერტილთა!...
დასრულდება ეს ლექსი ალბათ წერტილმძიმეთი...
დნება ყველა ოცნება, რჩება მხოლოდ იმედი,
რჩება მხოლოდ იმედი, გულზე გამოკერილი,
"მოვა, მოვა მშვიდობა, როგორც სატრფოს წერილი!"...
ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩვენს უღმერთო წამებას,
ბედის ირონიამაც ცალი თვალით უყურა....
სანამ ძმობა ძალგვიძს და გვახსოვს წმინდა სამება
ჯიმალობა დიხვამუ! საქართველო უღურალ!
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:54 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად...
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა...
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ...)
გაზაფხულია... ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის...

გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს...
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!
თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა...
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო...
გაზაფხულია... მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!

გაზაფხულია... ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს,
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს...
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის!
ახლა შენზეა ბოლო გასროლა გარდაუვლობის ჯერით!
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 20:59 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გწერ,იცი სადღაც დამეკარგა სიწითლე ბავშვის,
ჩემს ნარჩენს გზებზე მეეზოვე ქალები გვიან,
და ამ ქალაქში შემორჩენილ ერთადერთ კავშირს,
სასაცილოა რომ სახელად "მწერალთა" ქვია.
გწერ,რაღაც უცხო შეგრძნებაა და ბროლის გათლილ
ჭიქიდან არყის ზეგავლენით - (ნამდვილად ღირდა)
გწერ ყოველივეს რასაც ვგრძნობდი ამ ლექსის ჩათვლით,
კაცობრიობის,უფრო ჩემი გაჩენის დღიდან.
გწერ.აჰა! ჩემი ტკივილების ათასი ტომი,
ლაგდება სულის თაროებზე, სინდისის გასწვრივ
ძნელია დავრჩე ამიტომაც სიგრძეზე ხტომით,
გადასადგმელად მომზადებულ ნაბიჯებს ვასწრებ.

გწერ.წამწამებთან მოგროვილი ოდნავი ქრისტე....შემინახე!

სულხანი
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 21:10 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიტყვა, არათუ მიყვარხარ, არამედ
სიტყვა რომელიც მითქვამს არასდროს,
ძნელია ვიცი მისვლა კარამდე,
მაგრამ არ მინდა, რომ შენ დამასწრო.

ცურავს თითები მაგ შენს ჩვეულებ-
რივი ხვეული თმების უფსკრულში,
ირჩევს დროება, არც თუ რჩეულებს
და მერე ყველა სურვილს უსრულებს.

გარეთ ჩააქრეს ყველა ნათურა,
ანუ გათიშეს ყველა უკლებლივ,
კანკალებ, ალბათ უფრო ფათურობ
და მერე თითო სიზმარს უყვები

ჩემს ყურს, რომელსაც უყვარს შენი ხმა,
იცნობს ათასში...
ალბათ იგი სჯობს,
თუ კი თითები თმებში შეგიხმა,
არ გაიღვიძო!
არ გაიღვიძო!...

აჩი
 
nukriaДата: სამ, 24.01.2017, 21:12 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნახე ეს ღმერთი, ესეც მიწა, ესეც ცა, აი
შენ და წარსული, წინაპარი, ტაძარი, ტაო...
რომელიც ხანას უზავდება დროებით ყაიმს
და ეგ კი არა ჩვენ ხომ უკვე შიგნითაც ვდაობთ
მეჩეთზე, ესეც საქართველო, თაობა, ერი,
მაღალ ხარისხში აყვანილი საუბრის ტაქტი,
რომელიც თავის ისტორიას უკუღმა მღერის,
როგორც ასეთი მაგალითად მოიყვანს ტრაქტატს
გრიგორიევსკის, სასაცილო წარსული, მესა,
იმედი, ვეღარც იმედოვნებ რა გველის ბოლოს,
საკუთარ რწმენას ერთმანეთის თვალებში ვთესავთ
და გაყიდულ ღმერთს ვახურდავებთ მხოლოდ და მხოლოდ.
ნახე ეს ბავშვი, ესეც დედა და მამა ნახე,
ესეც ამინდი, გალაქტიკა, სიცრუე, წარღვნა
ახლოა ალბათ და ყველა გზის ბოლოში მახე,
რომელიც უნდა საკუთარი ტაძრებით გაღრღნა,
ესეც სოფელი, ბავშვობა და მინდორი, ველი,
მამა რომელიც უიმედო მომავლის საჭეს
ვერ მართავს და სულ პირჯვარს იწერს მარცხენა ხელით,
რადგან საკუთარ თავთან მაინც მართალი დარჩეს
სარკეში, ნახე ესეც სარკე, ნახე ეს ბაღი
გაშენებული, ქორწილები, ვენახი ნახე,
რომელსაც ვყიდით და უბრალო კითხვაზე - რა ღირს
ღვინოზე მეტად გვიწითლდება იაფი სახე.
ესეც თაობა, საუკუნე და ოცდაშვიდი
მარტის და ესეც მე და თქვენ და დღეები ხვალის,
მატარებელიც მუდამ თავის სადგურში მიდის,
ენას კი ვიცით არასოდეს ჰქონია ძვალი,
ჰოდა ვთქვათ ყველამ რაც კი გვეთქმის და სანამ დროა,
სანამ სიმღერის მოსასმენად შევყურებთ გედებს,
ნახე დარბაზი, ნახე ყური, აზრების გროვა,
ესეც ანბანი, ესეც ლექსი და ა, ბ, გ, დ...

როი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკა ჩერქეზიშვილი
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость