ვასილ ბესელია - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: კვ, 08.03.2015, 13:43 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმცაღა ძველი
ტკივილიც კვდება,
ნელდება ბოღმაც
ქვასავით მკვრივი-
ყოფილი ცოლი
ქუჩაში გხვდება,
როგორც ყოფილი
მეგობრის ქვრივი...

მივიწყებული
მომწარო ბედით
ოცნების დროშა
უკვე დახრილი-
ყოფილი ცოლი
ჩაგივლის გვერდით,
როგორც ის წლები...
წყალში ჩაყრილი...
 
nukriaДата: კვ, 08.03.2015, 13:43 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვეთავდა თაფლში
ცრემლი და შხამი
იმ ცოდვასავით მძიმე ჰამაკთან...
და უძილობით დაღლილი ღამე
გათენებამდე ხელში ჩამაკვდა.

კუდიანების
მიჩუმდა როკვა,
უკანასკნელად დაწყდნენ თვალები...
...და დილა ჩანდა
ფანჯრებში როგორც
ზორტზე მიბმული ხელთათმანები...
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:17 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შაშვი
(ცისკრის ლექსი)

იმნაირს გალობს,
დამბურძგლა ტანში,
ამაცერცეტა დილაადრიან ...
ამ შაშვს რომ ახლა
დავუკრა ტაში
შვილიშვილები
გიჟად ჩამთვლიან.

ახლა ორივეს
იღბალი გვწყალობს,
(აწყდება გულზე
ღამეს ღილები ...)
ზის ტოტზე შაშვი
და ჩემთვის გალობს,
მე მისთვის
ამ ლექსს ვეჯახირები ...

ზის და ღმერთივით
დილას ათენებს,
მზის,
ჰანგისა და
ცისკრის ლობისტი ...
და სულ არ ჩივის,
ეს მერამდენე,
ლექსს რომ უწერენ
ამ გალობისთვის...
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:19 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულში იმ ცრემლის
ცივი ბზარია -
ბრმა ტყვიასავით მძიმე და ავი,
მე ვდარდობ ახლა
უფრო ძალიან -
რომ აღარც დარდის აღარ მაქვს თავი.

ვიღაცა კოვზით
საწამლავს მაძლევს
და ცეცხლის ჟინი შერჩა სველ ასანთს,
ვიღაცა მიმსხვრევს
მტრედისფერ ტაძრებს
და სიზმრად ვხედავ ტაძრების ფასადს.

აწვიმს ოცნების
მაღალ ტერასებს,
აწვიმს ფოთლებს და ფოთოლთა ცვენას...
ვდგავარ სიზმრების
მტვრიან სცენაზე
და დაწუნებულს ვთამაშობ სცენარს.

გავა ჟამი და
სიცოცხლეც გავა,
და, ალბათ, ცოდვას ღმერთი მაშორებს,
ახლა დაღლილნი ერთმანეთს ვგავართ,
როგორც ბავშვები - სათამაშოებს!

ვერც რამ გითხარი -
რომ ჩვენზე მაღლა
და ჩვენზე უფრო ეშმა აღზევდა,
და მოწყენილი
ვიხსენებ ახლა,
რომ მაშინ რაღაც არ გამახსენდა.

რომ უშორესი
ცეცხლი მიცხრება
და წყვდიადივით მძიმეა ფარდა,
და მავიწყდება,
რომ დავიწყებას
სიკვდილიც უნდა-სიშორის გარდა;

ვერ იქნა, ეშმა
ვერ მოვიცილე,
ვერც ტყვიის ავი ზუზუნი ყურთან...
ყრია დღეების
მწარე სიცივე,
როგორც მათხოვრის ფეხებთან ხურდა.
...
მოვკვდები ალბათ,
შენი თვალების
მხოლოდ სიზმრებში მონახულებით...
...კოჯრის ტყეებში დაწრიალებენ
ჩემი ლექსების მოლაღურები...
ვასილ ბესელია
 
nukriaДата: ოთხ, 11.03.2015, 20:37 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეჩვევა უკვე გონების თვალიც
დროს – ჩარიგებულ წლების ყაწიმებს...
რაც რომ მე ქვეყნად მიყვარდა ქალი...
რაც მათ ლექსები თავსხმად ვაწვიმე...

რაც რომ მე ჩემში
ზრახვანი ვმალე,
რაც თვით ვემალე ზრახვებს მანკიერს...
ბოლოსდაბოლოს,
რა უნდა ქალებს,
ისე გავთავდი...
ვერ გავარკვიე....
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 18:55 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ კოლხურ ნანას –
გალობად დედის,
გლერტიან ეზოს,
ეზოში ბატკანს,
ვიხსენებ ჩავლილ
წყალობად ბედის,
ახლა რომ თვალზე
ცრემლივით მადგას.

რაც დღემდე ქარი
და შხამი ქროდა,
რაც როსმე ვენდე
ახვარს და მზაკვარს...
დავუწერ ჯვარს და
მშობლიურ ოდას
მოვძებნი, როგორც
დაკარგულ გზა–კვალს.

მოვძებნი აკვანს –
უქმსა და მწუხარს,
კოჭობის ალზე
ლანდების ბანცალს...
დავანთებ ბინდის
სევდიან ბუხარს
და
ვქექავ ბოლო
დღეების ნაცარს.

12. 03. 2015.
 
nukriaДата: ოთხ, 07.09.2016, 15:55 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიბრძნის მეპარება ხვითო
და პარპალა კოჭობს მიქრობს...
ვალს ვისტუმრებ:
თითო–თითოდ
ვიხდი დღეებს –
სესხებს მიკროს.

რაც არამად ვფანტე გზებზე,
ახლა წებოსავით ვიკრობ,
ახლა მიკროსკოპით ვეძებ
სიყვარულის მტვერს და მიკრობს...

ბოლო ბოღმა გამიჯიქდა –
აქ რაა და...
რაა იქ რო...
ასჯერ ნამყოფი ვარ იქ და
ასმეერთე
ცდაზე
ვფიქრობ...
 
nukriaДата: ხუთ, 22.09.2016, 13:25 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვასილმა თქვა –
შველა უნდა
ამ დაცემულ ლექსის კურსსო,
არის ლექსი სახალხო და
არის ლექსი საკონკურსო...

აქეთ რომ დევს – სახალხოა,
საკონკურსო იქით დევსო,
რაც რომ მოსწონს ხუთიათასს –
ხუთი კაცი იკიდებსო!...

მავანნი ქე კვირობენ და
ლექსში ლექსს და მზეს ელიან....

მე ნურაფერს დამაბრალებთ,
ვასილმა თქვა,
ბესელიამ!)
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 14:06 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"... ვერც შენ იშობდი
თავს რადგან ახლად,
რატომ გეგონა – ლოცვა გაჭრიდა...
არ აფრენილხარ შენ ისე მაღლა,
რომ გადმოფრინდე ღია ფანჯრიდან.
სულში გამხმარი
ფოთლები ყრია,
ხარ მარტო ხსოვნა
და სხეულიღა,
არავინ გესვრის ბერდანის ტყვიას,
შენ
ამისგანაც დაზღვეული ხარ!
ნელდება ჟინის
დაღლილი ქორო,
გზები კვლავ წყდება
აღმართის ძირას,
სანატრელ სიკვდილს
მოეღო ბოლო
და ყველა ნატვრას ...
მკვდარივით ძინავს..."

ვასილ ბესელია
 
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 15:42 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოგპარვია ხანა სიმწიფის,
როგორც მშობლიურ ზვრებს და ვენახებს!
მომნატრებიხარ ისე ძლიერად,
შევიშლებოდი რომ არ მენახე!

მახსოვს ვგიჟობდით წლებში ბავშვობის,
მხიარულები ვუსმენდით ''ბიტლზებს!''
სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით,
ჩვენც ვუყვებოდით ერთმანეთს სიზმრებს!

მსურს დავიღვაროთ ისევ კოცნებად,
სიყვარულისთვის ტუჩები მითრთის!
ხარ ყოველი დღის გასხივოსნება
და ყველაფერი - რაც გრძნობად ითქმის!

ოთარ რურუა
ნუ მთხოვ გავიზარდო,მე ხომ პატარა ვარ,
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია,
ნუ მთხოვ გავიზარდო,თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია.

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა,ასე მირჩევნია.

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში,
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა,
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია.

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა,გეყოფა,გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია.

სხვა დროს აღარ მკითხო,რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია.
მოდი,შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია...

თათა გულიკაშვილი)
ნუ მთხოვ გავიზარდო,მე ხომ პატარა ვარ,
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია,
ნუ მთხოვ გავიზარდო,თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია.

ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა,ასე მირჩევნია.

ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში,
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა,
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია.

ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა,გეყოფა,გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია.

სხვა დროს აღარ მკითხო,რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია.
მოდი,შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია...
***
"ჩემს გაჩენაში ურევია თუკი გამჩენი,
ჩამციებია, დალოცვილი, რასღა დაისი?!
სიცოცხლე კია უმაღლესი, ვიცი, სასჯელი,
მაგრამ გავექცე?!
არ გავექცე?! -
რა სჯობს, -
არ ვიცი!"
---
ქალი ცხოვრების თეატრიდან

მოგესალმებით, მე გახლავართ უფლის მხევალი,
ჩვენი ცხოვრების თეატრიდან შევყურებ პარტერს...
ერთი უნიჭო, შეუცვლელი გრძნობის მძევალი,
დღეს, ბოშა ქალის როლში ვარ და გაგიხსნით კარტებს.

ვარ მსახიობი, ამ ცნობილი თეატრის დასის,
არა ცნობილი..თავისუფლად მივყვები ქუჩებს,
ხან ვითამაშე ბედნიერი, თუ რაღაც მსგავსი..
ზოგჯერ კეთილიც, დაცემულს რომ იარებს ურჩენს.

ვიყავ ერთგულიც, მოღალატეც, ვირჩევდი ნიღბებს,
ვიცვლიდი ძონძებს, აღრეული მქონდა ფერები,
ჰო, გამახსებდა გლახის როლიც მოვირგე იმ დღეს,
სიყვარულისკენ გაშვერელი მქონდა ხელები.

დგას რეჟისორი, ბუმბერაზი დასის მაესტრო,
მრისხანე სახეს აეწია მარცხენა წარბი,
ცხოვრების თეატრს დარბაზები ისე აევსო.
უცხო როლებით დადიოდა გონჯი და ხარბი.

სიზმარეულად ირხეოდა ფართე სცენები,
ის ერთი როლი სანატრელი დამრჩა.. და ვიცი,
დადიან ბევრნი, მსგავსი დარდით გულნატკენები,
რგებოდათ როლი ქალისა და ჰყოლოდათ პრინცი.

ნანა მეფარიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость