ვასილ ბესელია - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: შაბ, 22.12.2012, 02:14 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

არც ისე გესლიან საყვედურს გაგატან,
თუ მკითხავ --იმ მწარე ცრემლების მიხედვით --
ჩემგან რომ წახვედი,არ გითვლი ღალატად,
სხვა იმან იკითხოს,ვისთანაც მიხვედი...
 
nukriaДата: შაბ, 22.12.2012, 02:14 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

‎***
ჟინი შემრჩა უფრო მეტად
წარსულიდან გადმოხედვის,
რაც შემეძლო გელოდე და,
რაც შეგეძლო არ მოხვედი...

გაილია ისე უცებ
წლები, როგორც კვეს-აბედი,
რაც შეგეძლო-იკეკლუცე,
რაც შემეძლო-
შეგაბერდი.
 
nukriaДата: შაბ, 22.12.2012, 02:15 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

უბის წიგნაკში ლექსები კვნესენ
და ვერ მალავენ ასახდენ სურვილს...
...რა იცის ქმარმა-- იმ მწარე ლექსებს,
რომ უკანონო შვილივით უვლი...
 
nukriaДата: სამ, 25.12.2012, 02:37 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
არ გერგო ბედი
ფინჩხისოდენი
და ლამაზ მუხლებს
ლოცვით იტყავებ.
და ლოცვის შემდეგ
შენი ორდენის
ანგელოზები მოგაკითხავენ...
მე ვერ ვესწრები
შენს მწარე ლოცვას-
სავსე, გაკვამლულ ზამთრის რტოებით,
ვინ თქვა მიწაზე
პოეტის მოცლა-
ჩამოსული ვარ ციდან დროებით...
ვწუხვარ, მწუხრით რომ
მწარედ გაწუხებ
ცელქი ბავშვივით ჩემგან მიტყეპილს...
ნურცერთ კითხვაზე
ნუ მიპასუხებ,
ნურც ნუღარაფერს შემეკითხები...
შემინდე,
დაღლილს ამაოებით
თუ გავცდი შენი ბედის ნაპირებს...
... ჩამოსული ვარ
ციდან დროებით
და ისევ...
ცაში წასვლას ვაპირებ...
 
nukriaДата: შაბ, 29.12.2012, 23:32 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არა,
გაქცევა არ ჰქვია დაღლას,
დაღლილმა ღმერთმაც
უნდა გინატროს,
ჩემს უკაცრიელ
კუნძულზე ახლა
დაღლილ ღმერთივით
კაცი ბინადრობს.

თუ ატკივდება
ნატვრასაც ღვენთი,
თუ ჩასახლდება
იჭვის მაცილი...
...იქნებ წავიდეს
კაციდან ღმერთი,
წავიდეს ღმერთი...
დაღლილ კაცივით...
 
nukriaДата: კვ, 30.12.2012, 02:40 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*** 105

ქალწულივით
მომარიდებ სახეს
და მგონია გაზაფხული მოდის,
შენი მკერდის
პიჩიკატო ამხელს
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს...

ხარ სალბუნი
მწარე ფიქრთა წყების
და მიმწუხრის აბჯარი და თორიც,
შენში დროობს ჩემი მწარე წლები
და ვივალდის
”წელიწადის დრონიც”…

ვეგუები
ზამთრისპირულ ნაღველს
როგორც ხსოვნას
მარადმწვანე ტოტის...
...შენი მკერდის
პიჩიკატო
ამხელს
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს...
 
nukriaДата: სამ, 15.01.2013, 16:44 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

არ მასვენებდა შენი თვალები
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,

მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით
ჩემი ერთგული საიქიოდან.
ასე დათმენით მღვიმის წიაღში
თუ ყვავილობენ სტალაგმიტები,
ასე სათუთად ეკლესიაში,
ეფერებიან სანთლებს თითები...
ასე მორწმუნეს ღმერთის რისხვაში
ელდა აიტანს სულის წახდენის,
ასე კვდებიან, ალბათ, სიზმარში
და ეშინიათ სიზმრის ახდენის...
ასე სიმართლეს ქვაზე დარგავენ,
ღალატიც, ალბათ, ასე იწყება,
ასე საკუთარ თავს თუ კარგავენ
და პოულობენ თავდავიწყებას...
არ მასვენებდა შენი თვალები
და შენს თვალებში ცრემლი მტკიოდა,
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით
ჩემი ერთგული საიქიოდან...
მე მომიყვანა შენთან ბილიკმა,
მე მაინც, მხოლოდ მგზავრი ვიყავი...
...წაკითხულია ყველა ბილინგვა,
ამოხსნილია ყველა იგავი...
 
nukriaДата: ხუთ, 17.01.2013, 22:34 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

მ.ნ.
არ ხართ ნაცნობი,
არ ხართ დობილი,

არა ხართ სატფო,
არა ხართ ვიღაც...
ჩემზე არა ხართ
თქვენ დანდობილი
და მაინც-
ჩემთვის ატარებთ ნიღაბს...

განაგებთ ჩემი ოცნების დომხალს.
არ ხართ ერთია-
და მაინც ხომ ხართ!

ხომ მაიმედებთ
მტრედივით მშვიდად,
ხან ხომ მაწვეთებთ
შხამს შემპარავად...
...მე ვინ ვარ-
არც მე მაწუხებს დიდად,
მაინტერესებს-
მე ვინ არა ვარ...
 
nukriaДата: პარ, 18.01.2013, 23:58 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გადამიყოლა
ცრემლიან პეშვით,
შავი ღრუბლების შავმა მინდორმა...
დღეების უხმო
კლავირი შემშლის
და შემოდგომის უამინდობა.
და გაცრეცილი
ლოდინის გაღმა
თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები…
შენი საქმეა-
მოხვალ თუ წახვალ,
მე-
არცერთისთვის არ მემეტები..
 
nukriaДата: კვ, 20.01.2013, 23:33 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

გათავდა...
შევრჩი დღეებს - წამებას,

(ამ მრუმე დღეებს მტერმა უყუროს),
შევყევი
ავის მომასწავებლად
ამოღამებულ ღრუბლის ფუღუროს.

შევყევი მიწას,
ცოდვით გალეშილს,
რომ სიზმარს ჩემსას
ზღვარი დავუდო,
რომ გადავსახლდე
ზამთრის ღამეში
უთავბოლოდ და უვარაუდოდ.

გათავდა,
ვამტვრევ იმედის ბორკილს
და ახლოს მოჩანს
ჩემი ოჩხარი...
მივდივარ ბოღმის
ბებერი დროგით,
(ტატოს ყორანი
უკან მომჩხავის!)

მივდივარ, თუმცა
წასვლაც არა ღირს
მკვდარი გზებით და
მკვდარი ქუჩებით,
ამ მოწამლული
დროის კარნახით
შხამსა და ტალახს
ვერ გადვურჩები...

“...გარჩენილი ვარ
ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები...“
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость