ტარიელ ხერხელაური - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 26
  • 27
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:54 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.
და ვხედავ,
და მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე - სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:54 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ჯიხვი ვარ და
გადავწექი კლდეზე,
დილით ნისლის
მსიამოვნებს ლოკვა,
მონადირევ,
რა გინდა, რომ მეძებ,
ღირს კი ბიჭო?! -
ახლა ჩემი მოკვლა...

ტრიელ ხარხელაური
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:13 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

გაამძაფრეთ,
გაამძაფრეთ ფერი -
იყოს ცივი, მწუხარე და მუქი.
შავი მეტად გააზავეთ ცრემლით,
გაამდიდრეთ ოდნავ მთვარის შუქით.
წყობა უნდა შევიცვალოთ სახის,
აქ სიმძაფრე მოუხდებათ ნაკვთებს.
ყურადღება! - ფარდასა ვხსნი რაკი,
ცოტა მეტი მოთმინება გმართებთ.
ღრუბლის ფთილებს მზის სხივებზე ვართავ.
ჩემი ძვლები ჰგავს საჩეჩლის კბილებს.
ბატონებო, მე ვთამაშობ საფლავს...
სასაცილოს,
მეტად სასაცილოს.
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:34 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ვერც ახლა ,
ალბათ, ვერასდროს შევძლებ,
სიჩუმეს მიაქვს
რაც უნდა მეთქვა...
გარეთ თოვლს,
ნისლი მიცურავს გზებზე.
მიყვარხარ !..
ვიცით - მე,
შენ და
ღმერთმა
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 23:23 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ვწყევლი წვიმიან ამინდებს
ეს რა ნაღველი შემყარა.
წაგიყვან! წინ გადამიდგეს
შენი შეშლილი ქვეყანა.
მამტვრიონ, მლეწონ, მიტირე,
ამაზე როდი ვჯარდები,
მერე, ო, დედას გიტირებ,
აბა ნუ შეგიყვარდები
!
 
nukriaДата: ორ, 02.04.2012, 15:49 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ქარი - როგორც პოეტს - მაღიარებს,
მთვარე ქედს იხრის და ირწმუნება,
მე კი ვიცქირები ნაღვლიანი
ჩემი გაჭვარტლული მიწურიდან
და ჩამოცრემლილ თვალებს ვიწმენდ,
ქრის და ნისლთა ფარფატს ვაკვირდები,
როგორ მენატრება ახლა მიწა -
ცოტაც და ალბათ ავტირდები.
ცოტაც და ალბათ შევიშლები,
აჩრდილებს ავწეწავ ლოდებიდან,
მზეა და ცრემლები შემიშრება,
იქნებ და მზისა მომერიდა.
ზურგით შევტრიალდი დაზაფრული,
კარები მივხურე უხმაუროდ,
ისე ჩავასრულე გაზაფხული
რაღაცნაირად, უცნაურად,
რომ გვირილებთანაც ვერ მივსულვარ,
თვალი ვერ შევავლე მოფერებით
და ვარ ფიქრებით დანისლული -
მთებზე დაფენილი სოფელივით.
ქარი - როგორც პოეტს - მაღიარებს,
მთვარე ქედს იხრის და ირწმუნება,
მე კი ვიცქირები ნაღვლიანი
ჩემი გაჭვარტლული მიწურიდან.
 
nukriaДата: ხუთ, 05.04.2012, 14:12 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მე აჩრდილებით შენს სახეს ვქმნიდი,
ვქმნიდი და წმინდა ხატების დარად
თითოეულ ბგერას ვზიდავდი ციდან,
რომ მარადიულ მექციე ქალად.
ვეძებდი ფერებს ფერების მიღმა
და გაშენებდი სტრიქონ და სტრიქონ,
ხან გიმზადებდი შეშლილის ნიღაბს,
ხან მზესაც შენთვის ვპარავდი სითბოს.
ხან გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს -
ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,
მე გგქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის,
გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.
ძვირფასო, შენზე ფიქრები მტანჯავს,
შენზე დამხობილ ცის თაღებს ვკვნეტავ.
იქნება შეკრთეს ოსტატის მაჯა -
ვერ შექმნას ხატი, ვერ სრულყოს ფრესკა.
ძვირფასო, იქნებ არ იყოს მყარი,
მაგრამ არ ვნანობ, ხომ მძლავრად მღერის
შენით შექმნილი ჩემი სამყარო.
ხომ გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს,
ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად,
მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლელ ცისთვის,
გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.
 
nukriaДата: პარ, 06.04.2012, 18:16 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენს სიკვდილს შევეგუები,
მკვლელის სიცოცხლეს - ვერა,
სისიხლი თუ დააშოშმინებს
ბებერის გულისძგერას...
გეგონა გავტყდი სიკვდილო,
ლომის წაქცევის გჯერა,
ბევრჯერ წაგიფთხობ სიმშვიდეს
შლეგი და თავისწვერა,
მკეთებელი ვარ იმისა,
რისიც ვიცი და მჯერა...
ვინა სთქვა ჩემი დაცემა,
ჩემი ვინა თქვა ძლევა?!
როგორც ღრუბელი საავდრო,
მთათა წვერებზე ვწევარ,
შვილო, შენს სიკვდილს ავიტან,

მკვლელის სიცოცხლეს-ვერა.
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 04:13 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სცენა...
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი,უაზროდ ვიწყებ ბორიალს...
არა,ბატონო,არა და არა..!
ეგ ჩემთვის მეტად დიდი როლია.
ცოტა ხმამღლა,არ ისმის,რა სთქვი?!
ეს გრიგალებიც ზღვებს არყევს ძლიერ
და მაინც ჰფიქრობ-გვირგვინი დაფნის
შუბლს მომილბობს და შემიცვლის იერს.
არც მოლოდინი ცით რისხვის მზარავს
და არც მსოფლიო შიში მაქვს წარღვნის,
არა,ბატონო,არა და არა,
მაგ როლზე ჩემი მოცდენა არ ღირს.
ვაცხადებ უარს, დღეებს მოავდრეთ
კვალში ვუდგევარ, ზათქით მივგვრგვინავ.
თქვენ ვისაც გინდათ იმას მოარგეთ
ეგ სისხლიანი დაფნის გვირგვინი...
და სისხლიანი ეგ ველი ბრძოლის
მეც ბევრჯერ ვლოკე,არ ვამბობ უარს...
მაგრამ,ო,არა ეგ დიდი როლი
თქვენ ითამაშეთ, იოლი თუა.
ამ თამაშიდან გავიდე უნდა,
სიმართლე გითხრათ, კიდეც ვიღლები...
მე დამიბრუნეთ ეგ ჩემი გუდა
თქვენ დაიბრუნეთ თქვენი ნიღბები...
სცენა -
ცრემლები ჩამომდის ღვარად,
ვტირი,უაზროდ ვიწყებ ბორიალს.
არა, ბატონო!არა და არა!
ეგ ჩემთვის მეტად მძიმე როლია.
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 22:46 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩემს ხელის გულზე ვერც კი გამჩნევ ,
ჭია-მარია,
ცაში რა გინდა,
ცა ხომ უფრო გაპატარავებს,
გზა მშვიდობისა, სასურველო,
საოცარია,
ასე დალეულს ქარები რომ
არ გიპარავენ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 26
  • 27
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость