ტარიელ ხერხელაური - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 26
  • 27
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 04:49 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ამ დალეწილ ალვის ხეთა რიგებს
ქარიშხალთან ვინღა შეარიგებს,
ფერებს მღვრიეს
მწვერვალების სწორედ
ვინ დააწყობს
ან ვინ შეასწორებს.

დგას სამყარო შელახული ყოვლად,
მოქცეული ბინდებად და თრთოლვად,
განწყობაა მეტისმეტად მძაფრი,
არცა რისგან,
არცნაირი,
არც რის,
რომ ნისლივით მოვეფინო ტრამალს,
ღმერთო მომეც,
ღმერთო,
მომეც ძალა,
ავირიდო ეს შეშლილის ხიბლი,
ო, რა მძაფრი ფერებია ირგვლივ.
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 04:50 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
და ჰა,კერპები შეკრთნენ,
ჩაქრა თვალების ბრწყინვა...
ღმერთო უშველე ღმერთებს,
ღმერთო შეწყვიტე წვიმა.
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 22:42 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გავურბი წერას - არც ფიქრი მინდა,
მძულს სამყარო და აღარ ვგრძნობ ტკივილს,
ირგვლივ კი ბინდი და მხოლოდ ბინდი
ჩემი მბორგავი სხეულის ჩრდილი.
გავურბი წერას - აღარ ვგრძნობ ფერებს,
ჩამოშრა ძარღვი ნედლი სტრიქონის,
მე შეშლილი ვარ, დიდი ხნის მერე
რომ გემო მტანჯავს შენი სიშორის.
გავურბი წერას - ჩემს მტვრიან თვალებს
ვწუხვარ,რომ მაინც შეაშრათ ცრემლი,
ჩემს ხერხემალზე დალეწეს მთვარე
და კვნესა მტანჯავს ხნიერ ხერხემლის.
ვგრძნობ - ვეღარ შევძლებ ვგრძნობ, დავეცემი,
არავის ვუხმობ,არ მინდა შველა,
ცარიელია მზის სარეცელი -
ვხურავ სივრცეს და ვასრულებ წერას
და იყო ღია ყოველი კარი -
მხოლოდ გალობის ხმები ისმოდა...
ამ ბებერ მიწას მე შევრჩი მგზავრი,
ზურგით რომ იჭერს მარადისობას.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 01:08 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მე თუ არ მიყვარს,
შენ გიყვარს, მაშა?!
ჩემი იორი,
ჩემი ბაჩალი;
მე თუ არ დავტირი წყაროს დამშრალს,
ცას, მთების ლაჯებში დამხვრჩალს,
მე თუ არ მიყვარს ჩემი თიანეთი,
საბადურები და ერწო,
ჩემი ამაყი მთიანეთი,
სოფლები ერთი ბეწო,
ჩემი მკერდბალნიანი გლეხები,
მათი დაკოჟრილი ხელების სუნი,
მათი ძარღვები,
მუხის ფესვებივით დაგრეხილი,
მათი მგლის მუხლებით
ბილიკების გადაღუნვა,
ჩემი მოხუცების ჟანგისფერი სახეები,
მათი ჟინიანი თვალების გახელება,
მათი პაჭიჭების სახვევები,
ომახიანი ჩახველება;
სოფლის ორღობეებში ხვადი ძაღლების აყეფება,
განთიადის ხანს
მთვლემარე არწივების დაფეთება,
მზის,
ცხელი მზის
მთების გულ-მკერდზე დახეთქება
და მუხის ტოტები,
ჯაფისაგან დაყვლეფილები;
მე თუ არ მიყვარს,
შენ გიყვარს მაშა?!
ჩემი იორი,
ჩემი ბაჩალი;
მე თუ არ მტკივა წყარო დამშრალი,
შენს ტკივილს გავიგებ რანაირად
ბაღათირ,ჩემო.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 01:09 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

თუ ყოფნა მილხინს,
თუ ყოფნა მიღირს,
ვარსებობ, ვცხოვრობ,
შენითა ვცხოვრობ.
მე ვთბები
შენი თვალების სიღრმით,
შენშია ჩემი
სიცოცხლის ბოლო.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 20:33 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

აღარ მწყურიხარ, როგორც მამრს მდედრი,
აღარ მინდიხარ, როგორც კაცს ქალი,
არ მხიბლავს შენი გაშლილი თმები
შუაღამით რომ ათრთოლებს ქარი.
მამწუხრებს შენი თვალები სველი
და ბაგეთაგან ოხვრის აღმოსვლა,
შენს გამოჩენას მზეზე წინ ველი
და გეფერები - როგორც სალოცავს.
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 01:59 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გეყოფა

გეყოფა,
კარგი,
დამშვიდდი,
ხომ გადაურჩი მიმინოს.
დაწყნარდი,ჩიტო ნიბლია,
ჩემო ფიქრო და ტკივილო.
ჩემს ცაზე გადაფენილო,
გაქვავებულო ღიმილო...
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 02:00 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვემზადებოდი საძილედ

ვემზადებოდი საძილედ,
თვალს ბინდი წავიფარეო,
რა გვიან მომისამძიმრე,
ახლაღა გითხრეს,მთვარეო - ?!
რამდენჯერ ღრუბლებს ვუთხარი,
ქარს ბევრჯერ დავაბარეო,
არ მიკვირს, არა, ღმერთმანი,
ან როგორ მოიცალეო...
ახლა გაგასწრო ბუერამ,
ხევს ჩადგა, მიწყდა გმინვაო,
სულ აქა მყავდა ბედკრულსა,
ჩემთან დაიდო ბინაო,
ის ჩავაცილე ჭიშკრამდე,
ახლა შემოვედ შინაო.
მზეც დიდხანს მერიდებოდა,
დილას - ღა შემომცინაო...
მემალებოდნენ ვარსკვლავნი,
შავად შეკრულის პირითა,
სამძიმარს - თვითონ ბუნება
მითვლიდა თბილის წვიმითა,
გვიადვილება ტკივილი,
რაც უფრო მეტნი ვტირითა...
ეს მაშინა ხარ საბრალო,
მარტო რომ რჩები ჭირითა,
როცა შენს გვერდით დგებიან
მკურნალად შენის წყლულისა,
ნაკლებად სატვირთველია
სიმძიმე სიბრალულისა...
სულ ყველას ღმერთმა მიაგოს,
ვინც ცრემლებს გაბნევს გულითა,
ვინც ჩემზე მეხის დაცემას,
აცხადებს სინანულითა.
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 02:05 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ახალს არაფერს არ მეტყვი, ქარო!...
შენს დაბრუნებას როგორ ველოდი.
გეძებდი,
ბევრჯერ მეცვალა მხარი,
ღმერთმა უშველოს, მთვარე მშველოდა...
და როცა უკვე შევკარი ბარგი,
გადამეწურა იმედი ყველა,
მართალი გითხრა, შეშლილსა ვგავდი
და შუბლზე ისევ მღვრიე მაქვს ფერი...
რატომ ხარ ჩუმად?!
ვერ შეხვდი ვერსად?
ან სიმღერის ხმას ვერ მოჰკარ ყური?!
ვერ მომაწვდინა დაჭრილმა კვნესა?!
ვაიმე, ბედკრულს იქნებ მემდურის...
მაშ ვერას მეტყვი?! - ამდენი ხანი
რისთვის ვიარე,
ფრთებდალეწილმა,
დაჰბერე ქარო,
ამ ბნელი ღამის გადამაქციო იქნებ წერტილად...
შენ ამიდევნე, მთვარის აჩრდილო,
სულო,ო, სულო, ახლა მთვარემდის...
რა ვიცი, იქნებ სამ შევხვდეთ, შვილო...
შენ ხომ ყოველთვის აგვიანებდი...
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 02:07 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა დაგიშავე ქალო

დამიბრუნებდნენ მაინც
მეხსიერებას ციდან,
ეგებ შემოდგეს სულში,
სანთლის ფერმკრთალი ალი,
რას ვიფიქრებდი ამას -
გადამიყვანდა ჭკვიდან
ჩემივე სხეულიდან
ამოვარდნილი ძვალი...
დღეს,რა თქმა უნდა, ვნანობ,
ცხვირსაც ვილეწავ მჯიღით,
რა დაგიშავე ქალო,
სიბრიყვისათვის მსჯიდი?!
უფალო,აი,ნახავ,
ერთხელ ხო გამაბრიყვა,
ვაშლს თუ მივუდგე ახლო,
მერე რაც გინდა მიყავ...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 26
  • 27
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость