ტარიელ ხერხელაური - Page 25 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: სამ, 14.10.2014, 23:20 | Сообщение # 241
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 09:44 | Сообщение # 242
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
_________________________________

/ავტ.ტარიელ ხარხელაური/
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 11:24 | Сообщение # 243
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხვედი,კარგი გიქნია,
იქნებ გამთელდეს წყლული,
იქნებ აენთოს სანთელი
ბოლოს იმედი სულის.
მოხვედი იქნებ ტკივილებს
სადღაც დაედოს ზღვარი,
გადაიწმინდოს თვალებზე
ჩამობერტყილი ცვარი.
დაგაგვიანდა, შენმა მზემ ,
სიცოცხლის დაწყდა წყარო,
აქედანა და შენამდე
ბინდი ჩამოწვა ქალო
 
nukriaДата: ხუთ, 15.01.2015, 11:26 | Сообщение # 244
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა გღალატობენ...

...როცა გღალატობენ,
უბრალოდ,ცაზე აიხედე და შეხედე მზეს,
ის ხომ უშურველად ანთია...
როცა გღალატობენ,
უბრალოდ,ჩიტების ფრენას დაადევნე თვალი,
პატარა ფრთებით სივრცეს რომ აპობენ...
როცა გღალატობენ,
უბრალოდ,ფერად პეპლებს შეხედე და დატკბი,
ისინი ხომ მუდამ ფარფატებენ...
როცა გღალატობენ,
უბრალოდ,შეიყნოსე ყვავილთა სურნელი,
ისინი რომ მუდამ აფრქვევენ...
როცა გღალატობენ,
უბრალოდ,იყავი ძალიან ლამაზი,უფრო ლამაზი,
ვიდრე ოდესმე
და იგრძენი მეტი,
უბრალოდ,იცხოვრე,
რადგან ცხოვრება,
უბრალოდ,უფრო მეტია,ვიდრე ღალატი...
როცა გღალატობენ,
უბრალოდ,უყურე სივრცეს,შორს...
რადგან,ვინც გული გატკინა,იმდენად პატარაა
თვალის დადევნებად არ ღირს!–ლიკა
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 08:47 | Сообщение # 245
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კისერს მოვუგრეხ ნისლისფერ კურატს
და ორთავ ბეჭით მიწას გავაკრავ,
ჩამოვწევ ღამეს,
მთებს გადავხურავ,
აღარც სიკვდილი,
აღარც არაკვლა...
მთებს გადავუშლი ამაზრზენ სურათს
და შავი მოზვრის შავფერი სისხლით
ავავსებ სურას...
ავანთებ სანთლებს საყორნის მთაზე,
ვერვინ გაბედოს მათი ჩაქრობა,
შავი ულაყით მოვალ ლაშრობას
და გადავიჭრი შენს თვალწინ მაჯებს,
დავეწაფები,
სისხლს დავხარბდები
და გაღმა კლდეთა გამოხრულ ლაჯებს გავცინებ,
უღვთოდ ავხარხარდები,
მერე ნელ-ნელა ავიმართები
და მზის ჩასვლამდის
მთის წვერზე ავალ...
გახსოვს?
დაგინთე წმინდა სანთლები,
დღესაც იმ წმინდა სანთლების წვა ვარ...
მოვუგრეხ კისერს ნისლისფერ კურატს,
დავცემ მიწაზე,
ავაღრიალებ...
ჩამოვწევ ღამეს,
მთებს გადავხურავ
და უფსკრულების შავფერ იარებს
გადავაფარებ...
შეძრწუნებული შავი ღრუბლები
სადღაც მიდიან
და,
გულო ჩემო,
ისევ ვხარხარებთ...
ხედავ?! -
მყინვარზე მთვარე გახევდა,
მთის წვერზე ჩვენ ვართ,
დაბლა - ნისლები
და უფსკრულებში მრუმე ბინდია...
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 13:26 | Сообщение # 246
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომესურვილე...
გზას ყეფით მოვდევ,
ცამ აირეკლა თვალების ბრწყინვა,
ცაო, სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
ქარმა ანთება სილურჯეს მოსდო,
ნელა ბინდდება, ჩამოსცრის წვრილად...
მთებო,სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
წყალი გაურბის აპირულ ლოდებს,
ნისლში გახვეულ ხეობას სძინავს...
ტყეო,სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
ამოშრიალდა,არ ვიცი, როგორ
და შემზარავი აღმოხდა გმინვა -
მზემ წაიყოლა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:21 | Сообщение # 247
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაცხადდა...
ღამის ვიგრძენი სუნთქვა,
სუნთქავს შვებით და სხეული უთრთის...
და ზღვა მოძრაობს რა თავისუფლად,
რა თავისუფლად და სიმსუბუქით.
განქარდა ნისლი და დრო შავია,
დრო ყოველგვარი ნების თანახმად.
ღელვის გარეშე დრო კოშმარია,
ღელვის,რომელსაც ქარი არ ახლავს.
იქნებ,ან იქნებ რა საჭიროა,
თუ ყოფნა მაინც გიწევს გულგრილად...
ვფიქრობ,ეს ფიქრი სასაცილოა,
ვინმეს ვძულვარ თუ ვინმეს ვუნდივარ.
ჯანდაბას ყველა,დღეს სულ ერთია
ვინ როგორ გხედავს,ვინ როგორ გელის;
ღამე,რომელიც უნდა გეთია,
არც ახალია,არც შარშანდელი.
თუ ვინმე გმოძღვრავს,მათი ნებაა,
მათთვის ასეა,ალბათ,საჭირო;
ვიღაცის ტანჯვა ჩემთვის შვებაა,
აუტანელი და სასაცილო.
თორემ ეს ისე მარტივად ხდება,
ისე მარტივად,ისე უბრალოდ;
ვისაც სწადია,ის ისეც კვდება:—
თავისნება და თავისუფალი.
 
nukriaДата: კვ, 25.01.2015, 19:48 | Сообщение # 248
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო,ღმერთო!
იქნება მაკმარო
და მზეში მიმფინო ბინდებად,
რაც მინდა, ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება...
ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე, დედაო,მარიამ!
თვალებში ამიშრე სისველე
(შემინდე - ამდენს რომ ვბედავო),
მიშველე,
მიშველე,
მიშველე,
ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი
დათალხულ ფერებში რინდება,
ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ -
მჭირდება, დედაო,
მჭირდება...
გავშიშვლდი,ნიღბები დავყარე,
ვირღვევი,სხეულში ბზარია,
ო, როგორ ხარხარებს სამყარო,
ო, როგორ შეშლილი ჟამია.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 00:13 | Сообщение # 249
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბევრის არა ვარ მდომელი,
არა ვარ მგელი, ყორანი,
ხარბი და გაუძღომელი.
საბალახოდაც ფიქრი მაქვს,
ფიქრისავე ვარ მძოვნელი,
თვალი სულ გზებზე მიჭირავს,
მუდამ ვიღაცას მოველი,
არც სიყვარული მაკლია,
დარდი მაქვს აუწონელი...
სუყველა მიყვარს რაც, სუნთქავს,
გველიც - მიწაში მძრომელი,
სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც,
სამზეო განუზომელი.
ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა,
მადლით მკვებავენ, რომელნიც,
მზე, მთვარე, ქარი, ნისლები,
ჩემი ცრემლების მწოველნი.
ცვარი ასხმული ბალახზე
მალაღებს, ვტკბები ცქერითა,
როგორც მიწაზე ვარსკვლავნი
გასხმულნი უფლის ხელითა,
ხან ყინვა მაზრობს,
ვიწვები
ხან ამინდებით ცხელითა,
ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო
სამყაროებით ვრცელითა.
ხან ნათელი ვარ მზესავით,
ხან დაფარული ბნელითა,
ხან თითქოს მთელი სამყარო
მე მიკავია ხელითა...
არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით,
არც ვინმეს - ჩამოქცევითა,
თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ,
მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.
 
nukriaДата: ხუთ, 29.01.2015, 18:40 | Сообщение # 250
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость