თამაზ მეტრეველი - Page 123 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: შაბ, 13.09.2014, 13:24 | Сообщение # 1221
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი დაემსგავსა მასკარადს,
არაფერი დარჩა ხელუხლებელი;
ფსკერისაკენ მივზვავდებით აშკარად,
დაბზარულა ჩემი სულის კედელი...
ველოდები იქნებ ვინმე გამოჩნდეს,
იქნებ გასცრას ჩემი მღვრიე ფიქრები;
ვერ იპოვი ამ მიწაზე სამოთხეს,
და მეც თითქოს სისხლისაგან ვიცლები...
რაღაც სტკივა, რაღაც სტკივა სამყაროს,
რასაც ალბათ, ვეღარ აცნობიერებს;
მითხარ რამე, მითხარ, მინდა მასწავლო,
რომლებს ვენდო, სუსტებსა თუ ძლიერებს...
ამერია ერთმანეთში დღეები,
დრო კი თითქოს იმეორებს რაც იყო;
ვერ ვიგონებ თუ ვინ იყო შემდეგი
ჩემს მერე რომ სარეცელი გაგიყო!
მეეჭვება, რომ ოდესმე აღვსდგებით,
საფლავის ქვას გვერდზე გადავაგორებთ...
არ მოდიხარ, იქნებ, არც გენატრები,
ვერ შევხვდებით ნუთუ ვეღარასოდეს!?
 
nukriaДата: სამ, 16.09.2014, 13:25 | Сообщение # 1222
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფრინდები? აფრინდები?
ფრთებს მოგჭრის და
დაგანარცხებს ბედისწერა...
ზედ არავინ შემოგხედავს,
ყველა გასწრებს,
ყველა გარბის...
ფიქრობ,
როგორ, ღმერთო, თურმე,
დაფნის გვირგვინს ეძებს ყველა,
მეკი როგორ ვერ ვისწავლე,
ვერ ვისწავლე ეს თამაში...
რომ ყველაფერს ცოდნა უნდა,
და ფრენას, ხომ, მითუმეტეს,
მაშ, არ იცი, არაფერი,
ამათ რომ არ ესწავლებათ?
რადა მტრობენ,
რადა მტრობენ,
რა გგონია,
სულ უკეთესს?
ჰოდა, ისიც,
ჰოდა ისიც,
ყველაზე წინ რატომ კვდება?..
დავიხურე შავი ქუდი,
შავი ფარი ავიფარე,
სისხლიც შავად შევიღებე,
რომ ვერავინ ვეღარ მიცნოს,
წამოვდექი,
მივადექი,
სადღაც ცაში ღმერთის კარებს,
არც ის მიღებს,
და მეც ვამტვრევ,
რომ მის სახლში შევაბიჯო.
ღმერთი მხვდება მომღიმარი,
მოხვედიო, მეკითხება,
მიკვირს ასე მშვიდად როა,
მგონი, წყენას გულში მალავს,
შევაბიჯე
სადაც, ალბათ, არაფერი მეკითხება,
ვუმზერ ეშმა შემომცქერის,
დამცინავად,
ღმერთის ნაცვლად...
დავიბენი,
დამავიწყდა,
რა მინდოდა,
რისთვის ვიბრძვი?
ან ვინა ვარ,
ან ეშმაკიც ასე რატომ იღიმება?
დაგავიწყდა?
შემოგლიჯე კარი
დაფნის გვირგვინისთვის,
მეუბნება ეშმა წყნარად,
ალბათ, გულში იღრინება...
გადავხედე დარბაზს,
გრძელი,
პოეტების იდგა რიგი,
და ეშმაკმაც
ხელი ცივად ბოლოსაკენ გამიშვირა,
რომ შემეძლოს
ყველა სურვილს
ამ ქაჯს თავზე მივაფშვნიდი,
ალბათ,
მიხვდა და თავისი ღოჯით
ტკბილად გამიღიმა...
და მეც მივხვდი,
მაშინ მივხვდი,
ამ ურთულეს გამოცანას...
თურმე ამათ,
ყველას,
ყველას,
ქაჯი ადგამთ გვირგვინს თავზე,
შეჯიბრი აქვთ ერთმანეთში,
ვინ რა სახით გამოსძალავს,
ვინ ვის დასცემს,
ვინ ვის მოკლავს
და გვირგვინთან ვინ მიასწრებს...
გამოვბრუნდი,
მათი იყოს,
ყველა ოქრო,
ყველა დაფნა,
ჯერ მოკვდი და მერე მოდი,
მომაძახა ეშმამ უკან...
საწყენია, რომ საფლავში
სამჯერ მაინც უნდა ჩამფლან,
და რომ ნამდვილ გვირგვინოსნებს
ენატრებათ ხშირად ლუკმა...
 
nukriaДата: ხუთ, 25.09.2014, 18:42 | Сообщение # 1223
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წავიდეთ აქედან, აქ ბედი არა ჩანს,
ეტყობა რომ ბედმაც საზღვრები დატოვა...
გადასჭამს სარანჩა თუ კი რამ გადარჩა
ან დათვი თავისი ტორებით დატორავს...
შენი სილამაზე შერჩება ოცნებებს,
რომელთაც ვერავინ მიხვდება რა სურდათ...
ის გედს ჰგავს, რომელსაც ცალი ფრთა მოსტეხეს,
სხვები ცას სწვდებიან, ის კი ვერც დაცურავს...
მე კი ნირშეცვლილი სხვის ტახტზე ვგორაობ,
და რადგან წვრილმანზეც კი ბრძოლა მჭირდება...
ხმალს ვირტყამ წელზე და ქალებზე ვჭორაობ,
და თუ ვერ მხედავენ ვაფურთხებ ღირსებას...
არადა, ამას ხომ არავინ ელოდა,
ხორცისა არ მიკვირს, სული რომ გავძარცვეთ...
წამოდი, წავიდეთ ჩვენც საქართველოდან
არ ველი, არ ველი მე აქ აღარაფერს...
 
nukriaДата: ორ, 29.09.2014, 22:56 | Сообщение # 1224
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილა შენით იწყება,
და დღეც შენით მთავრდება,
მეც შენსავით მჭირდება
ზოგჯერ აღფრთოვანება...
როგორც ყურძნის მაჭარი,
ყელში ტკბილად გადადის,
სულის გარღვევასავით,
ცაში გაფრენასავით...
რაღა ბაღის ვარდები,
გზებზე გადმოფენილი,
ვიცი დამეთაფლები,
როგორც სატრფოს წერილი...
ვიცი, ვიცი, გიყვარვარ,
არ აკლდები ჩემ დილებს,
ჩემი სასმისისა ხარ,
ბადაგივით მეტკბილე...
იწყება და დაიწყოს,
შენით ყველა დილები,
შევხვდეთ ჩვენს ცხელ აგვისტოს
გულგადაღეღილები...
 
nukriaДата: ხუთ, 02.10.2014, 16:38 | Сообщение # 1225
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განსხვავებაანუ გალაკტიონი დაწერდა ასე:
ცაა გამჭვირვალე,
მზეა ალისფერი...
ლექსში გაგიცვალე
ტკბილი თაფლისკვერი...
ვუცქერდი შორიდან
დედათა გოდებას...
აქ იყო კორიდა?
აღარ მაგონდება...
ზაფხულის გვალვებმა,
გადაწვა თბილისი...
დაგაგვიანდება?..
გზადაა ივლისი..
ახლა კი ჩემი ვარიანტი:
ცა გამჭვირვალე იყო,
ალისფერი მზე ახლდა...
ნუთუ არაფერს ითხოვ
ჩემი ჩამოსვლის გარდა...
რად მომენატრა, ნეტა,
თაფლისკვერების გემო...
დაიარები კენტად,
უსაყვარლესო ჩემო...
დედებს წაართვეს ცრემლი,
ვიღაც კორიდას რთავდა...
აღარ გვპასუხობს კრემლი
დაშვებულია ფარდა...
თუმცა მაწუხებს ჯერაც
ზაფხულის სუნთქვა მწველი...
ჩემი აღარა გჯერა,
ქვებზე მიცოცავს გველი...


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 02.10.2014, 16:39
 
nukriaДата: კვ, 05.10.2014, 13:50 | Сообщение # 1226
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისმის ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია,
დღეს მე ამ ყველაფერს ერთად მოვისმენდი...
ჩემი დაკარგული გული მიპოვია,
ხომ ვერ შემინახავ, გთხოვე მორიდებით...
არც ვიცი, ვერ გეტყვი, რატომ მეკარგება,
როგორ მივარდება, მართლაც, საგულედან,
მაგრამ, შენ, შენახვა თუკი გეზარება,
წავიღებ, რად უნდა ამდენი ყურება...
და, მართლაც, ვის უნდა დღეს სხვისი გულები,
თუ გული საკუთარ გულზეც არ შესტკივათ?..
არა, არ მწყენია, ნამდვილად, სრულებით,
რა მოხდა, რა უჭირს, ეს რა საწყენია...
ისე კი, სხვებისგან მე სხვას არც მოველი,
ჩემია, წავიღებ და სადმე მივაგდებ...
მუსიკაც ჩამთავრდა, გაქრა ბეთჰოვენი,
დავხუჭავ თვალებს და ვიძინებ დილამდე...
 
nukriaДата: ოთხ, 18.02.2015, 14:57 | Сообщение # 1227
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
/**
იცი, ტყუილად ვიღლიდი თვალებს,
თოვლი მზის სხივებს ისე ისხლიტავს...
ვერ გაგეკარე, ვერ გაგეკარე,
ვერ გამოვედი შენი ნისლიდან...
და ვერც ვერავის ვერა გავანდე,
რომ შენით თითქოს ჩემ თავს ვართობდი...
ყველა შეხვედრა გადავავადე,
რადგან ვერაფრით მოგიახლოვდი...
ბუნებრივია, მიზეზს ვეძებდი,
შენ ვერც კი მიხვდი რა ღრმად შევტოპე...
ანდა უშენოდ როგორ შევძლებდი
ჩამომეტოვა ყველა მეტოქე...
ქარი ვარ, წავალ კლდეს შევასკდები,
რადგან მიზეზი არ დამელია...
გავნასკვე შენი თმების ბაწრებით
გულის კედლები და არტერია...
/თამაზ მეტრეველი/
 
nukriaДата: ორ, 02.11.2015, 07:13 | Сообщение # 1228
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ მისთვის დავითი.

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
ბიჭი რაინდი, ბიჭი პათოსი,
დღეს პარლამენტში კანონად შეაქვს:
„ბიჭო, მაიტა ჩქარა ნასოსი!“

განსხვავებული წამში დალია,
და ჩააყოლა დიდი კუბდარი,
ისეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ სოზარ სუბარი.

გათენებულა ოქტომბრის დილა,
და ბევრის გული გახარებულა,
დაბადებულა სიძე-ცოლისძმა,
სიძე-სიმამრიც დაბადებულა.

ნაშიმშილარი, ნამიტინგარი,
მაგარი ზმანით დამშვენებულა,
აშენებულა წუხელის კობა,
და ძიძიგურიც აშენებულა.

გასუქებულა წუხელის ბიჭი,
და პარლამენტში ჩაბუდებულა,
კოსმოსში წასვლა აღარ დასჭირდა,
დედამიწაზე გამდიდრებულა.

დღეს ყველასათვის მოულოდნელად,
დიდების კარი კვლავ გაღებულა,
დაბადებულა ზოგი მეორედ,
ზოგიც - მესამედ დაბადებულა!

წუხელ მინისტრიც დაბადებულა,
სახე ARMANI-ს და ესთეტიკის,
რეგიონების ეგონათ, მაგრამ
მერე გამოდგა ენერგეტიკის.

წუხელის გოგოც დაბადებულა:
თინა, მანანა, თეა, ელისო,
გუგულიც, ეკაც დაბადებულან
და ხვალ ვინ იცის, რა დღე გველისო.

მაღლა აწვდილი ოცნების დროშა
ლამაზ ფერებში გადაქარგულა,
გადაკარგულა სადღაც შაშკინი,
ადეიშვილიც გადაკარგულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
გაყალბებულა, თურმე, ხაშური,
თურმე, სიღნაღიც გაყალბებულა.

წუხელის მტერი, დასუფთავების
დენზე მიმბმელი დადარდებულა,
დაბადებულა მურმან დუმბაძე,
და ქუცნაშვილიც დაბადებულა!

ყველა ზღაპარი, დანაპირები,
ახდენილა და გამართლებულა,
დაპირებულა ფასების კლება,
დიდი პენსიაც დაპირებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა,
ყველა ოცნება, სრულად თუ არა,
ნახ-ნახევარად ასრულებულა!
 
nukriaДата: ორ, 09.11.2015, 00:38 | Сообщение # 1229
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღამესაც ბევრჯერ გამოვექეცი,
რომ დავწეოდი დილის ქარავანს...
კვლავაც რომ ვნახო გზა სამერცხლეთის,
მოურიდებლად ვიცვლი ქალამანს,
ბევრჯერ გაცვეთილს ზამთრის ქშენითაც
და შემოდგომის ვრცელი სიჭრელით...
მე სიცივეშიც გადავრჩენილვარ,
რადგანაც სითბოს მკერდში ვიტევდი...
გაზაფხულის და ზამთრის საზღვარი,
ჰგავს ეზო – ყურეს, ჩხუბით განაღობს,
მაგრამ ვით ძველი დარდის ნაშალი,
დგას თებერვალი უიარაღოდ...
ღრუბლებიც მდგარან ცაზე მოლაშქრედ,
დილაც ყოფილა, ცივად ნალესი,
თუმცა ნაღველი წამსვე მოვაშთე,
ფიფქების იმ თეთრ სისადავეშიც...
როგორც არ უნდა წუხდეს ზამთარი,
მისგან უმიზნოდ ისმის ქადილიც,
რადგან მინახავს მუხლზე დამდგარი,
სულ პაწაწინა იის მანდილით...
გაზაფხულის და ზამთრის საზღვარი,
ჰგავს ეზო – ყურეს, ჩხუბით განაღობს,
მაგრამ ვით ძველი დარდის ნაშალი,
დგას თებერვალი უიარაღოდ...
 
nukriaДата: ორ, 16.11.2015, 00:23 | Сообщение # 1230
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პეპლების ფრთებზე

გული უცნაურ სევდით ამევსო, _
მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს
და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ
აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.

თუმცა ღრუბლები ჩამსაფრებიან,
მაინც ვნეტარებ აქ რომ მეგულვი,
ძარღვები შენი ტრფობით თვრებიან
და ღელვას გული აბორგებული.

რა სასწაული ისმის ჰანგები, _
ათასი ჩიტი ციდან გიგალობს,
სადაც შენ მეტყვი, მე იქ დავდგები,
თუნდაც კლდე იყოს სალი, პიტალო.

ვიღაცა უკრავს ფორტეპიანოს,
მზე საოცარი შუქით ანათებს
და რომ არავინ იეჭვიანოს,
პეპლების ფრთებზე მოგწერ ბარათებს.

და თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ჟინია,
ჩავიფერფლები ჩუმად მაშინ მე...
სიკვდილის ისე არ მეშინია,
შენი დაკარგვა როგორც მაშინებს.

გული უცნაურ სევდით ამევსო, _
მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს
და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ
აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.

გიორგი მახარობლიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость