თამაზ მეტრეველი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
თამაზ მეტრეველი
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 16:56 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ დაიჯერო

არ დაიჯერო, რომ დედამიწას,
ოდესმე ელის არმაგედონი...
მას სიყვარულის აურა იცავს,
ვერას დააკლებს ცეცხლის დემონი...
ან დღემდე, მითხარ, ვინ დაგვზოგავდა,
უნდა გამქრალნი ვიყოთ უკლებლივ...
შენ კიდევ გჯერა ამ ჯადოქართა?
მათი ზღაპრული სასწაულების?
მე კი მგონია, რომ რაც დრო გავა,
ცა დამშვიდდება, ქარი ჩადგება,
ზეციდან მიწის დასალოცავად,
ღვთის ანგელოზი ჩამობრძანდება...
და ყოველივე ისევ ვარდებად,
იქცევა, როგორც იყო წარსულში...
მზეს მთვარე ისევ შეუყვარდება,
ან ვინ აჯობებს მზეს სიყვარულში...
გარეთ გამოდი, გამოდი გარეთ,
ჩამქრალ ვულკანებს გაუღვიძიათ,
გახედე ზეცას, როგორ ბრიალებს,
ან ჩემზე ნუთუ არ გიფიქრია...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 01:25 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ გავიგე

ვერაფერი ვერ გავიგე,
ვერაფერი მე ამ ქვეყნის...
ჭკვიანი ხარ? გაგაგიჟებს,
მართლაც, ისეთ ვინმეს შეგყრის...
იასამნის ყვავილივით
დაგათრობს და გადაგყვება
ჩამოღვენთილ სანთელივით.
ხელში მტრედად ჩაგაკვდება...
მაგრამ სანამ საჭიროა,
სანამ პირველ სიტყვას იტყვი,
შენი დროა, შენი დროა,
შენ მომკლავ და სხვა კი მიხსნის...
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 23:28 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გაუძლებს ამ ტკივილებს...

ნუთუ ჩემი სიყვარული დამალული,
არასოდეს, არასოდეს გაბრწყინდება...
თუ ეს არის, თუ ეს არის დასასრული,
რომლის შემდეგ ყველაფერი გვავიწყდება...
რა გაუძლებს, რა გაუძლებს ამ ტკივილებს...
სხეულს რომ ხდის, სხეულს რომ ხდის გამჭვირვალეს,
მე ყველაფერს შენს თვალებთან ვაიგივებ
და ისინი არასოდეს გამწირავენ...
ოცნებებით მეც კოშკები ამიგია,
შიგ დაფრინავს მოფარფატე შენი სული..
წამიგია, ყვავილები წამიგია,
მაგ ბაღიდან ჩემს ბაღებში გადმოსული...
ალვის ტოტებს, ალვის ტოტებს შევწვდენივარ,
ზღვების ფსკერზე მარგალიტებს დავეძებდი,
მტრის ლაშქარი ჩემზე ამიმხედრებია,
და შევბმივარ ყველას ერთად გამეტებით...
ასე იყო, შენ კი, შენ კი დამაჩოქე,
იცი, თითქოს, უკანასკნელ სასჯელს ვიხდი...
ვიცი, შენი სილამაზე გამაცოფებს,
მომკალ, მაგრამ არ მწყენია, რომ ვერ მიხვდი...
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 13:27 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაიბადები თუ არა

თუმცა ერთია სამყარო,
მას მაინც ორი მხარე აქვს;
ერთსა სურს რომ შეგაყვაროს,
მეორეს ასე არ ნებავს...
მეორეს გული არა აქვს,
უგულოდ დაიარება,
ნება რომ მისცე დაკვალავს,
სამყაროს სვავის ბრჭყალებად...
დაიბადები თუ არა
ცა შუბლზე ბეჭედს დაგაკრავს;
ერთ ყურში გესმის მუქარა,
მეორით სიტკბო და თაფლვა...
შენ რომელ მხარეს აირჩევ,
ეს უკვე შენი ნიჭია...
გადაუდგები ქარიშხლებს,
თუ ბილიკს არჩევ სისხლიანს...
არ მიყვარს, როცა ტირიან,
ათას მიზეზებს იდებენ,
გაწყდეს იქ, სადაც წვრილია,
ვერ ჩამიქრობენ იმედებს...
მუდამ იქნება სამყარო,
გაზაფხულივით წარმტაცი,
ცხრა ზეცა, მიწა, ცხრა წყარო,
მზე თავის ოქროს კარკასით...
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 04:35 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ მიყვარდი

ნეტა, სად გაქრა ის იმპულსები,
შენი სხეული რომ ღვრიდა უხვად...
დღეს კი დაღლილი და მიუჩვევი,
ჩემს გვერდით ყოფნას სტირი და სწუხარ...
იქნებ ამ გრძელი ღამის ბრალია,
მიწას რომ მკერდზე შემოხვევია,
მე შენ მიყვარდი ისე ძალიან,
როგორც ნიავი უყვარს ვერხვიანს...
როგორც მზეს უყვარს თავის სხივები,
ღრუბლებს წვიმა და ქვევრებს მაჭარი...
მოხვალ და ცრემლად დამეწვიმები,
მე კი ვერცერთხელ ვერ გაგასწარი...
როგორ ვერაფრით გამომიგლოვე,
არც გიყვარვარ და არც გემეტები,
ამდენი სევდა სად დაიგროვე,
ცეცხლივით მწვავენ შენი ცრემლები..
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 18:52 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს სიცოცხლეა

ეს სიცოცხლეა, რა ხშირად ვამბობთ,
ეს სიცოცხლეა, მართლაც, ასეთი,
ვწუხვარ შენს გამო, ვწუხვარ შენს გამო,
კი, მინდა, მაგრამ ვერ გემსგავსები...
შენ მყარად დგახარ დედამიწაზე,
მე კი ყოველ წამს ფეხქვეშ მეცლება...
თითქოს ეშმაკი მომდევდეს კვალზე,
და მზარავს, მზარავს მასთან შეხება...
ეს სიცოცხლეა მართლაც ასეთი,
ვით საწყაული აღუვსებელი...
ვიცი, ვერაფერს ვერც მე ვასწრებდი,
და ვერც მე შევძელ შეუძლებელი...
მე შენი დილის გარიჟრაჟი ვარ,
შენ შეგიძლია ჩამეზიარო...
მე დილა ვიყავ და გარდავცვლილვარ,
შენ კი ღამე ხარ და ნაღვლიანობ...
 
nukriaДата: შაბ, 05.05.2012, 22:47 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ დამივიწყებენ

სულ თარსი დღეები როგორ მებედება,
სად გაქრა ცისკრები ერთად რომ ვხვდებოდით,
ან როცა მიყვარდი, ხომ გთვლიდი შედევრად,
სავსეა, სავსეა დღე უიმედობით...
რატომღაც მგონია შეჯიბრში მიწვევენ,
თუმც დაფნის გვირგვინებს მე მაინც არ ველი...
თუ დამივიწყებენ, თუ დამივიწყებენ,
შენ დაიმახსოვრე კვლავ ჩემი სახელი...
ან იცის კი ვინმემ, ვინ რისი ღირსია,
აფრიან ხომალდებს დაემსხვრათ ანძები...
მე ზღვაში მოვკვდები და წყალში მისვრიან,
როგორ მენატრები, როგორ მენატრები...
ზეცისკენ ყურებით დამაწყდა თვალები,
შენც გედი ყოფილხარ და სხვაგან მიფრინავ...
არ შეცდე, ძვირფასო, დავნიშნე წამები,
ჩემს მეტს შენ სხეულით ვეღარ მიიზიდავ...
რად ჩადის, რად ჩადის, რად ჩადის მზე ზღვაში,
არ მესმის, იქ, აბა, ვის უნდა უნათოს...
ვიღლები, ვიღლები, მე სხვების ძებნაში,
მე ხომ შენ მიყვარდი, მითხარი, თუ გახსოვს...
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 14:29 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემებს

მე სათითაოდ შევკრიბავ სითბოს,
თქვენგან რომ ასე უხვად იღვრება,
ცა გახსნილია და ზეცაც თითქოს,
უბედნიერეს წუთებს გვპირდება...
მე მუდამ ვამჩნევ თქვენს სიახლოვეს,
რომ სანთლებივით იმედს მისახავთ,
ის სიხარულიც თქვენ მისახსოვრეთ,
ჩემს აწმყოზე რომ გამოისახა...
უამრავ სიტყვებს მოაკლდა ფერი,
უამრავ წუთებს გადაშლის ხსოვნა...
მაგრამ დარჩება ერი და ბერი,
და აქ ახალი თაობა მოვა...
ჩვენ კი ერთმანეთს მინდა ვეფეროთ,
ულამაზესი დილა გვმასპინძლობს,
ხელში ყანწს ვიღებ, ვსვამ სადღეგრძელოს,
ჩვენს ერს, სიცოცხლე, სამარადისო!!!
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 17:41 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ ამაცილებ!

შენ მაპატიე, თუ შეგიძლია,
ჩემს დანაპირებს რომ ვერ ვასრულებ...
მეც ჩემი თავი ვერ შემიცვნია,
მას შემდეგ, რაც შენ მომინახულე...
მას შემდეგ, რაც შენ მომინახულე,
თითქოს მიხმობენ სხვა დარბაზები...
მესიყვარულე, მესიყვარულე,
ნუ მიბრაზდები, ნუ მიბრაზდები...
ნუ მიბრაზდები, მე ავადა ვარ,
მე ვეღარ ვპოვე ვერსად სიმშვიდე,
არ მინდა მოვკვდე შენს უნახავად,
და მინდა, მინდა, რომ გამიფრთხილდე...
იქნებ შენ მითხრა, მასწავლო შენვე,
რით გადავურჩე მოჯადოებას?
კი, მინდა, მინდა, რომ ხელსა მხვევდე,
მაგრამ რა ვუყო, შენს სათნოებას...
რა ვუყო თვალებს, სანთლების მზერას,
მზერას, საოცარს, სულს რომ აშიშვლებს,
მოდი, მესროლე, მე შენი ტყვე ვარ,
ნუ ამაცილებ, ნუ ამაცილებ!!!
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 14:28 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მახსოვს

არ მახსოვს, არ მახსოვს, მიყვარდი როდისმე?
მითქვამს კი, მე შენთვის რაიმე ამგვარი?
მითხარი, მითხარი, მე მაინც მოგისმენ,
მითხარი სიტყვები სურვილით გამთბარი...
ნუ უსმენ, ნუ უსმენ, ნურავის ნუ უსმენ,
დღეს შენი სიკეთე ცოტას თუ ახარებს...
უსმინე სამყაროს, წყაროთა ჩუხჩუხებს,
უსმინე ფრინველებს, ცასა და ვარსკვლავებს...
და, მართლაც, ისინი არასდროს ტყუიან,
უსმინე საკუთარ გულსა და მას ენდე...
ვერ ხედავ, გარშემო სიცრუის ბუმია,
ეს ღამეც ოდესმე ხომ უნდა გათენდეს...
სხვა დროა, სხვა დროა, იმსხვრევა კერპები,
მიყვარხარ? არ ვიცი, თუმც შენი დარდი მაქვს...
მივდივარ, ძვირფასო, მე ვერ შევჩერდები,
და გრძნობაც შენდამი, რაც მქონდა, თან მიმაქვს...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » თამაზ მეტრეველი
ძებნა:

მოგესალმები Гость