ვაჟა ხორნაული - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 00:54 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მითხარი როგორ ვიქნები
მაგინებელი ბედისა
ან_გულით დაუნახავი
ულამაზესი ხვედრისა:
სამოთხის ნისლი გავტოპე
და შუქი ჯოჯოხეთისა_
ყველგან თანაბრად ისმოდა
ხმა და სიჩუმე ღმერთისა.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 04:37 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამოთხის ცაზე
გადავლისას
კვნესა შემოესმა
და შეკრთა მზე.
 
nukriaДата: ოთხ, 11.02.2015, 15:10 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცხლი წყაროსთან ჩანგის წკრიალი
ხმა-მაისივით ხალისიანი.…

ტაძარი-ღმერთის უბე რომ არი
ბაღების სითბო სურნელოვანი.

ექოს ხარება და მზის ბრიალი
მწვერვალი ღრუბლის აივნიანი.

ციცაბო ქარში და გზა ვნებულის
გულის ფიქრებით განათებული.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 13:26 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს გადათელვას ბევრნი ცდილობენ
უნდათ დაამხონ შენი კოშკები
ითმენ და ითმენ მძიმე ჭრილობებს
მაგრამ შენ სხვა ხარ და არ მოკვდები.

წინაპრის დარდი ლომის ბრჭყალებით
გიფლეთავს ფიქრებს…ცრემლი ვედრება
მაინც ანთია შენი ყანები
გზა ღმერთისაკენ მაინც გრძელდება.

სიყვარული და ტანჯვა მარადი
ვინც მაღალია ხვედრია მისი
ვერ დაგინგრიეს ხატი ღალატით
ვერ წაგაქციეს მოწამლულ ისრით.

ის ცოცხლობს ვისაც ჯვარზე აკრავენ
და იღუპება ჯვარზე გამკვრელი
შენს მარადიულ გზებს და ვარსკვლავებს
ისევ ანათებს შუქი აკვნების.

აივსებიან შენით გულები
და იქცევიან შენთვის ზარებად
კვლავ გადაგარჩენს მადლი ბუნების
კვლავ გადაგარჩენს დიდი სამება.
 
nukriaДата: შაბ, 14.02.2015, 15:27 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტოტებში სივრცე და მზის პარპალი
და ქვის აღმართი ნაწრიაპალი.

შირიმი-ხავსის ტიაროსანი
წყალში კენჭების კრიალოსანი.

ბრწყინვა რკალების და დღის თაღების
ბაღის ბრიალა ბაირაღები.

ტყის მდუმარება და ხმა იელის
და სხივოსანი დასალიერი.…

ჩქერთა ბრკიალი ლოცვა ხეთანი
და გული ღმერთის ხელში მფეთქავი.
 
nukriaДата: შაბ, 14.02.2015, 15:28 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სინათლე სახლში შემოვიდა
მზე გარეთ დარჩა
როგორც ბედნიერი მშობელი
უმშვენიერესი შვილისა.
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 14:14 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავი შენა სიცოცხლევ
და შენც სიკვდილო ნეტავი-
ვინაა ასე თქვენსავით
ერთურთის გულში მფეთქავი
ერთურთის სავანეებში
სიხარულისგან ფერმკრთალი
ან მზესთან ერთად
მწვერვალზე
ლოცვის სათქმელად შემდგარი.

რომელი უფრო კარგი ხართ
ვერ გამიგია ღმერთმანი.
 
nukriaДата: ორ, 16.02.2015, 16:23 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფიფქი ვერასოდეს მიაღწევს
კოცონის კენწერომდე
იქვე მახლობელ სიშორეში
ცეცხლისგან დაწმენდილი
და გამთბარი ჰაერის ტალღაზე
დაასრულებს სიცოცხლეს წამიერს
და ადამიანიც ასეა-
იგი ვერასოდეს ამაღლდება
ღმერთამდე იმდენად
რომ მხარი გაუსწოროს
იქვე მახლობელ სიშორეში
სულ სხვა სინათლესა
და მდუმარებაში
მისი სიტყვა უკანასკნელი
სულ სხვაგვარად გასხივოსნებული
ქედანივით ლამაზად მოკვდება.

და როგორ არ უნდა
გიყვარდეს სამყარო
რომლის წიაღშიაც
სიახლოვით და მიუწვდომლობით
ასე ხარობენ და იტანჯებიან
ფიფქი და ცეცხლი
ზეციერი და ადამიანი.
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:11 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცის პირზე ოქრო გაიბნა
ქარი მშვიდდება ნელდება
ნისლიდან გამოიხედეს
ყვავილოვანმა ქედებმა
ღამიდან გამოღწეული
მგზავრი ტაძართან ჩერდება
მზისყანის გორზე მზის ახლოს
დაიღუღუნეს ქედნებმა
სათიბი ისე ლივლივებს
ისე ლამაზად თენდება
იფიქრებ:ათას წელიწადს
გული არ დაგიბერდება.
 
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 17:04 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ
იქუფრებიან თვალები ნისლით
თუ გავამსხვრიე განგების ღობე
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.

ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი
პირველად დედას დავუკრეფ იებს.

დედის მანდილში აპრილი გალობს
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო
პირველად დედას მივუტან პეშვით.

ნანინას ნამი აკვანზე ელავს
როგორც რტოებზე ღიმილი ფესვთა
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა
პირველად დედას ავიყვან მზესთან.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость