ვაჟა ხორნაული - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 15:20 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არც კვამლით შეიმოსება
არც სიცხით დაგეჭიდება
არც ნაცარს შეეფარება
არც შუქი დაებინდება_
ცეცხლი ის არის ფრენისას
ფრთებზე რომ წაგეკიდება.

***
სინათლემ ნამი აკრიფა
უფრო მოვიდა ფერზედა
მთიბავმა ხორბლისფერამა
სხივებს აასწრო სერზედა
ცას სწყდება მწვანე ბალახი
წვება გამზრდელის მკერდზედა
იფიქრებ:”ამომავალი
მზე არ შეეჭრას ცელზედა.”
აგერ არწივიც_აისის
ოქრო უბრწყინავს ფრთებზედა
ვით მაცნე ქვესკნელებისა
ჩრდილი მიცურავს მთებზედა.

ნათება ღმერთის სიბრძნისა_
მშვენება ცის და მიწისა
გენაპერწკლება ძვლებზედა.
 
nukriaДата: ხუთ, 14.06.2012, 14:12 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინც სასიკვდილოდ გამწირა
------------------------
ეშმაკის ცისკენ მიმავალს
მწარე დღე გაუთენდება
დროის ნაპრალში ჩაჭედილს
ამოსვლა გაუძნელდება
ქარი არ შეეშველება
მგზავრი არ გაუჩერდება.

ვინც სასიკვდილოდ გამწირა
საიქიოში ბერდება…
 
nukriaДата: ხუთ, 21.06.2012, 22:18 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გულმა ვარსკვლავებს უთხრა,მიყვარსო,
და გაზაფხული მეასმათება...
ისევ ერთნი ვართ,როგორც,ძვირფასო,
ხე და შრიალი,მზე და ნათება.

გზა ვიწროვდება და ცას ენდობი
და წყაროების ისმის ვედრება...
ისევ ერთნი ვართ და ამ ერთობით
სამყაროს ხმები უფრო მშვენდება.
 
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 16:39 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზისყანასა და საორბეს შორის
------------------------
მარგალიტები ღამის ძონძების,
მიწის დუმილში ზეცის ლოცვები.

ხეობის ბინდში შუქი მდინარის,
გული ფერმკრთალი,ფიქრი მტკივანი.

შორს დარჩენილი ზღაპრის ფერდობი,
“ისევ მიყვარხარ,ისევ გენდობი.”

ვით მზე სივრციდან ღმერთის წყაროთი,
შენი სიღრმიდან სიტყვა ამოდის.

ბავშვისპერანგა,ჩუმი კორდები,
“შენთვის ვცოცხლობ და შენთვის მოვკვდები.”

მთაზე ღრუბელი მოგვის თვალებით,
ახალ სივრცეში ძველი ზარები…

ამაღლებული გზები და ხმები,
ცა-ერთადერთი სამოთხე ფრთების.
 
nukriaДата: ორ, 09.07.2012, 14:38 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ხორკლიან ხელში ნაზი თითები
/შენც გიხარია,დარდო მარადო/.
სულ მალე ისევ გაგიფრინდები,
რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.

დუმილი დუმილს ეხმატკბილება
/ფიქრის თვალებში ხმაა სწორფერის/.
გასხივოსნებულ დღეთა დინება-
სიკვდილ-სიცოცხლის საგალობელი.

გაზაფხულისთვის ჩაქრა ზამთარი,
ოქრო გაშალეს გზა-გზა შინდებმა.
შარბათიანიც,ნაშარბათალიც
ჩვენთან სასმისი არ გაბრწყინდება.

გულებს ამღერებს ნამი ტუჩების
/გაიგებს ამას ცანცარა ლედი?!/.
ოქროს კოკა და ლალის ჭურჭელი
შენი პეშვია,ძვირფასო,ჩემთვის.

თეთრად ელავენ ქარში ზვირთები
/რა გამაჩერებს ამ დროს ბარადო/.
სულ მალე ისევ გაგიფრინდები,
რომ სხვა სივრციდან ჩამოგანათო.
 
nukriaДата: ოთხ, 11.07.2012, 20:56 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სიმართლისათვის დასჯილი
კაი ყმა რასა შვრებაო?

დარდის ლოგინში ნაწოლი
სიკვდილის მკლავზე წვებაო
იმის ხმასა და მზერაში
ისეთი შუქი ჩნდებაო
თითქოს ცვილივით ჩამომდნარს
სული კი არა ხდებაო_
მეორედ იბადება და
კვლავ ღმერთის გზაზე დგებაო.

სიმართლისათვის ტანჯული
კაი ყმა არა კვდებაო
ფიქრში_ხმად გულში_კელაპტრად
ცაზე ვარსკვლავად რჩებაო.
 
nukriaДата: ხუთ, 12.07.2012, 15:28 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ქარაფის თაღი,ხვიფლიანი,
ჟღალი ფარდები.
გულში მზის ფეთქვად ჩარჩენილი
სიტყვა უთქმელი…
დასალიერზე,სად ნამია
ზეცით ნადენი,
ვეფხის ტყავივით გადმოკიდა
ქარმა ღრუბელი…

გულში ტაძარი მონატრების,
სითბო ტკივილის,
ყვავილის პეშვზე ღმერთის ოქრო,
ღმერთის მარილი.
ფესვის ნათება.ქვის ცრემლები,
ჩრდილის ღიმილი,
ფიქრი-კამკამა,
უკვდავების წყაროს წყალივით.
 
nukriaДата: ორ, 16.07.2012, 15:18 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
და ამჯობინა წვიმას მამონა,
ვენახს-კაზინო და ცას-ბაზარი,
ძმასთან და მტერთან იმაიმუნა,
შეგირდი გახლავთ ნაჯამბაზარის.

პირფერის პოზამ კუზი აჰკიდა
და დაეძებდა იღბალს სად არა.
/ხელს მიშლიდნენო,უკვირს აქედან/,
ისლიკინა და იფარსადანა.

კრულვას უთვლიდა წყეულ მიზეზებს
/და ბოლო ძაფი გაწყდა წარსულთან/
და მარმარილოს ხვეულ კიბეზე
იქედნესავით მაღლა აცურდა.

ფიქრობდა:”ვიცი,აქ ქაჯეთია,
თუ ვინმემ თითი დამიქნიოსო,
საშვს გამოვუწერ ათასბეჭდიანს,
წამში ვანახებ საიქიოსო.”

მოკვდა-ეს ბოლო შენაძენია,
ჩაესმის “განვედ!” და ხმა არულის,
ძველი ნიღბები ვეღარ შველიან
და ვერც-ფანდები,ფარსადანული.
 
nukriaДата: სამ, 17.07.2012, 21:22 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალთან ერთად გადმოდგა
-----------------------
თამაზ ჩხენკელს

ესაა ვაჟა-ფშაველა_
კვიცი,მხტომარე გვარზედა,
მზის ვენახებში გაზრდილი
ლექსის პურსა და წყალზედა,
ფანქრისთვის წვერის წამთლელი
ხანჯლის თუ დანის ფხაზედა,
ცის აღმართებით იარა,
სტკიოდა სამი იარა,
შუქი რჩებოდა კვალზედა,
უფალთან ერთად გადმოდგა
სამყაროს მზისფერ ბანზედა,
ჩვენს სალოცავებს დანათის,
ოქროს გვაბერტყავს თავზედა.
 
nukriaДата: ოთხ, 18.07.2012, 17:23 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვით კლდიდან კლდეზე ხარლაღი
/მზე როცა ამობრწყინდება/
სიტყვა_ გულიდან ნაფრენი
სხვისა გულს დაეკიდება
ისე ლამაზად შეარხევს
ისეთ ნაპერწკლებს შეაფრქვევს
და ისე ჩაეჭიდება
ღმერთისკენ შემოაბრუნებს
ზეცისკენ შეეხიდება…

***
ასე გრძელდება ცხოვრება:
ტკბილ-მწარე მწარე-ტკბილია
მაინც ვერ დავემდურები
არ წამომცდება ძვირია
ხმელ ხეზე ბრწყინავს ყვავილი_
ცისა და მიწის შვილია
სიცოცხლის ლამაზ თვალებში
სიკვდილის მზე და ჩრდილია
და ბუდე სიყვარულისა
ღმერთის გულივით თბილია.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость