გივი ალხაზიშვილი - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: შაბ, 16.08.2014, 18:26 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აგვისტო ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი,
გამუდმებით რომ მეორდება დილის ათიდან
შუაღამემდე და ეს ყოფა ვინც განადიდა,
ტელევიზორთან ზის უაზროდ, ისე ყვინთაობს,
რომ მაგიდაზე, დამტვერილზე ტოვებს ნაკვალევს
ათივე თითის _ უეცარი თვლემის გრაფიკას,
ფანჯარაში კი იმზირება მზე მოყვითალო
და იატაკზე შუქ-ჩრდილებად აფენს ნაფიქრალს. შენი ადგილი აღარაა ამ სერიალში,
გაისეირნებ, გაექცევი ჩრდილში აგვისტოს.
მენაგვეები. უშოვიათ ამათ დაგვის დრო,
დღეებს მოხვეტენ და ცხოვრებას მოენატრება
წასვლა და იგი ვერსად წავა, ისევ მიცურავს
უმუშევარი ხეებისკენ, რომ გაფიცულან,
სადაც ფოთლები უყვითლდება ბაღს ნაადრევად. ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი
და იქით მიხვალ, სადაც ახლაც ლუდის ბარია
მოგნატრებია ცივი ლუდის ძველი არია.
გული, რომელიც ზარხოშისგან დანასერია
მოგთხოვს ჭრილობის დაამებას თუ გაყუჩებას,
ძლივს სუნთქავ, იგრძნობ ნესტოების გალაყუჩებას
და ძილ-ბურანში ამონტაჟებ ახალ სერიალს. შენშია ხსოვნა, სიცოცხლეზე მძლავრად მფეთქავი,
გამოპარული აჭედილი სახლის ფანჯრიდან,
ბედნიერი ხარ ნატვრის ხეთა ჭრელი ნაჭრითაც,
შენს უთენებელ ღამეში რომ ჩამოკონკილა,
როგორც დიადი სინანულის დაუცველობა
და ხის მერქანზე მოზოზინეს ჰგავს ლოკოკინას,
სანაპიროსკენ უნიათო შენი მსვლელობა. "ქორონიკონი _ 2007"
 
nukriaДата: ორ, 18.08.2014, 17:16 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საოცარია, ფერისცვალების
მოახლოებას ვგრძნობ ნაადრევად,
გაბრწყინებული შენი თვალები
ავადმყოფურად მომენატრება. მოალერსე მზე თითქოს მამშვიდებს,
თან სინანულიც ახლავს ნათებას
და დღევანდელი ნატვრა მაშინდელ
სიყვარულს თითქოს აღემატება. ვნანობ, რომ ეს დღეც უნდა დაღამდეს,
არ მსურს უგრძნობლად წუთის გაშვება,
შენი სუნთქვა კი აღწევს აქამდე
და ლექსის ფურცელს ეთამაშება.
 
nukriaДата: ორ, 08.09.2014, 22:24 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი დღეების მიწაის მასულდგმულებს, მისი წყალობა _პური და ღვინო, ღვინო და პური, მარჩენალია, რაც თავი ახსოვს, თუმცა არასდროს ჰქონია ფული.ასეთ სიმდიდრეს ვერ მიწილადებსმილიარდერთა მსუყე ფონდები,ესაა რასაც მჩუქნის განგება,ამაოებით, როცა ვღონდები.საღამოს ტახტზე სხეულს ვასვენებთ,მე და ეს,  ჩემი დღეების მიწა          და ის, ვინც ხორბლის სიმწიფე იგრძნო,ღმერთის გახელილ ცასავით მიცავს.
 
nukriaДата: კვ, 14.09.2014, 02:46 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს უარვყავ... რასაც უარვყოფ
თვითონ უარმყოფს, რაც უარვყავი,
ახლა ძნელია გავძლო უარყოდ,
როცა ჭყვიტინებს დარდი _ არღანი. დაფიქრებული და ნერვიული _
გუშინდელივით ეს დღეც წრე არი,
ასე ქალაქში, ალბათ, ვერ ვივლი
და ოთხ კედელში მიწევს წრიალი. დუმს შვიდხმოვანი სიმი შვიდივე,
ის, ალბათ, მოვა, ვისაც ველოდი
და თავის თავში მალავს სიმშვიდე
პირველ აკორდებს მკაცრ მელოდიის. ქოთნის ყვავილი ისე მიყურებს _
თითქოს ოთახის ვარსკვლავი არი,
ღამე, ჩრდილები, სარკმელს მივხურავ,
ირწევა ბაღი ასმკლავიანი. და თვალში ცრემლი ათასნახადი _
გასაოცარი შუქის მომფენი
და გულუბრყვილო ბავშვის ნახატი
უმწარეს დღეთა უარმყოფელი.
 
nukriaДата: ხუთ, 25.09.2014, 00:03 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საით მიხვალ შემოგომავ,
შენი ჭრელი ქარებით,
ფოთოლ-ფოთოლ, ფეხაკრეფით
საით მიიპარები. ვიცი, ერთხელ გათენდება
და უშენოდ დარჩენილს
გაძარცვულ ბაღს გაანათებს
დათრთვილული ფარჩები. სუსხიანი ზამთრის სუნთქვა
ფანჯრის მინებს დაორთქლავს,
მიჭირს შენთან განშორება,
დარდის სიტყვით ამოთქმა. გულით მინდა მივაკვლიო
შენს უხილავ სამალავს,
ვინ დაგხატა, ვინ დაგტოვა
ფერადების ამარა? ზეცა ელვის ნაბზარებით
რისთვის ჩამოიკაწრე,
მერამდენედ შემატოვებ
მოსალოდნელ სიმკაცრეს. საით მიხვალ შემოდგომავ,
შენი ჭრელი ქარებით,
ყველაფერი მავიწყდება,
შენ რომ სულს ეკარები...
 
nukriaДата: კვ, 28.12.2014, 17:43 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვიცი, ეს დილა საიდან მეცნობა _
სახლში რომ შემოდის და გულში მივარდება,
ან გუშინდელია,
ან გუშინწინდელი
და მოსაბეზრებელ წრეზე მეორდება
იგივე დილა და ჩემში ამოყვინთავს,
სადღაც ჩამალული შიშის ფიორდები,
არ ვიცი, როგორ, ან საიდან მეცნობი,
დღეო, თვალწინ რომ მეორდები. ვეღარ გამიგია,
ვარდივით იშლები,
ვორდივით იხსნები
და გულში ვარდები...
უკვე გავლილია გზები გასავლელი _
ვერსები, ფუტები, მეტრები, იარდები... ვმუნჯდები.
ვისკენაც შიშით მივდიოდი _
ვისკივით დავლიე
და ვეღარ ვშორდები,
დღეო, იქ სულ დღეა
და ვინღა შეგიცნობს,
აქ, დროგამოშვებით მაინც მეორდები... მე კი ხელს ჩაგკიდებ _
წავიდეთ, დავტოვოთ,
ეს წლები _ ჩიხები, ხსოვნაში გაფანტული,
სახეზე ღიმილის ია-ვარდს გაფენენ
თვალები უძირო და ინფანტილური.
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 23:15 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფსალმუნი

შენ სადაც წახვალ გამოგყვები, აქ ნუ დამტოვებ,
დავაცლი, მკვდრებმა თავის მკვდრები თვითონ დამარხონ.
მეც მკვდარი ვიყავ, შენი სიტყვის სუნთქვამ გამალხო
და შემომესმა მაცოცხლებელ ტალღის დგაფუნი,
ჟამი მიმოდის საიდან სად, მხოლოდ შენ იცი,
დღე-ღამის რიგი მშფოთვარეა, ხან განაბული
და სადაც წახვალ გამოგყვები, ღამის სათევი
არ გამაჩნია, შენი სიტყვის ჩრდილში მამყოფე,
სხვაგან ვერ ვპოვე დაქანცულმა თავმისადები.

უკან ყურება, მე უბადრუკს, არ მენატრება,
დაურწყულებელს შენი სიტყვა კვლავ და კვლავ მინდა,
ამ შემოდგომამ თრიმლი ისე გააქლამინდა,
რომ შემაჟრჟოლა ჟამის მოსვლამ თუ მობრუნებამ _
ძველმა წრებრუნვამ, თავისთავს რომ ბაძავს ბუნება
და იკვეთება, რაც დროშია, კი არ გავიდა,
ჩვენი სიცოცხლე დღიდან დღეში ისე გადადის,
მუდამ აქ არის და ყოველ წამს იწყებს თავიდან.

შენკენ მოვდივარ და მე უკან არ ვიხედები,
მკვდრებმა დამარხონ თავის მკვდრები, გამოიგლოვონ,
მე მინდა მადლი ნამცეც-ნამცეც რომ მოვიგროვო
და გავერიდო ამსოფლიურ ღვარძლს და ნარ-ეკალს,
მხოლოდ შენ იცი, ვინ იქცევა შენს ანარეკლად,
ვის გაუხსენი გადამალულ ცის მრავალი შრე,
არ შემოხვიდე გულსა შინა, ვზი და ვლოცულობ,
მაგრამ გაკრთები და არ ვიცი, რას მიმანიშნებ.

არის სამკალი და მომკელი თითო-ოროლა
მკის, რასაც წვდება და ყოველი იმკის თავისას,
ვსამ შუაღვინოს, ჰორიზონტმა გაიდაისა,
ჩამომეღვარა შიშველ მკერდზე და ღვინოსავით
შუქის ნაკადმა იდინა და მთები გალუმპა,
შავი შაშვია, დღის ბოლოთქმა რომ იგალობა
და შემაჩერა გაფიქრებულ გზებზე ნათრევი,
ხელს ავიფარებ ყურებზე და უკეთ ჩამესმის
შენი სიტყვები, თვალს ვხუჭავ და მომენატრები.

გოგო-ბიჭები შესევიან ბაღს შემოდგომის
და ჟრიამულით და ნაყოფით ჩამოხუნძლული
ირწევა ბაღი, აბინავებს ჟამი მოსავალს
და მიხარია, რომ აქვე ხარ და ახლოსა ვარ
დროსთან, რომელიც, იქსოვება და მზის ბადეა,
მე რომ ვეხვევი და სინათლით შესამოსავად
მიბოძებ ნათელს იმის ნაცვლად, რაც მაბადია.

გამიუცხოვდა სინანული გამოთხოვების,
ჩემს მორჩილებას მზე ამოჰყვა შენი სიტყვიდან,
შენ აპატიე, ვინც უაზროდ ჩაიხითხითა
და ირონიულ ხმით შეასკდა ყურის მემბრანებს,
შევალ სიტყვაში, თუ შემიშვებ, შენში მამყოფე,
შენ შემეწიე, შემიფარე და შემიბრალე.

მე შენს სიყვარულს უნებლიედ ამოვიმღერებ,
ამოვაყოლებ გულს და ბგერებს სხვაგან წავყვები,
სადაც სიმებად გაიბმება ჩემი ძარღვები
და სულის რხევით მხოლოდ ჰაერს თუ შევედრები,
მე რას გავიგებ, რასაც მიმხელ, ისიც არ ვიცი
და ნუ დამტოვებ, წამიყვანე, შენ გევედრები.

2007

"შენ ცოცხლობ ჩემში" 2013
 
nukriaДата: კვ, 04.01.2015, 23:22 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედი, ვიხრჩობი,
შემწე შენს მეტი
ქვეყნად ძე-კაცი არ მეგულება.
უსრულო გეზის მგზავრი შესდექი,
მოდი სამზეოს და მიგალობე.
გესმის, გადმიწყდა ყოვლი ილეჯი,
გულს დედის ჰანგი მზისებრ სჭირდება.
მოგაკითხავდი მანდ, სიკვდილეთში,
მაგრამ უმზეოდ გამიჭირდება.
ყელს მემარყუჟა ბედის შამათი,
სვლა მეძნელება,
გზა მეგველება...
ვიხრჩობი...
შემწე, დედი, შენს მეტი
ამქვეყნად კაცი არ მეგულება.
|გაბრიელ ჯაბუშნური|
 
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:32 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხუცებულთა თავშესაფარი

მოხუცებულთა თავშესაფრის ძველი ფანჯრები
გაგაყოლებენ შინმიმავალს თვალებს ლიბრიანს,
არის საღამო ბინდისფერი ჩვეულებრივად
და გახსენდება ბებიების და ბაბუების
თანდათანობით სიბერეში გარდამავალი
სვლა უმშვიდესი, რომ იცვლება და სიძაბუნე
ანელებს ნაბიჯს, აქრობს მზერას და უმძაფრესი
მონატრებები ბავშვობის წლებს უკან აბრუნებს.

სამზარეულოს სუნითა და სუნთქვით გაჟღენთილ
ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები
და სიზმარ-ცხადის ღრიჭოებთან თვლემენ ესენი
და შინ და გარეთ _ ერთმანეთში ხშირად ერევათ,
მხოლოდ ძილის წინ და ფიქრებში თუ იზოგავენ
მექანიკურად გადმოყოლილ ბედნიერებას.

დილაობით კი გვიამბობენ სიზმრის ფრაგმენტებს,
მაგრამ რასაც კი ვერ ამხელენ თვალში უბრწყინავთ,
რისი წაკითხვაც შეუძლია დილას უწყინარს
ხალისიანი მზის სხივებით ან უხალისო
ღრუბლის ზოზინით და რაც რჩება გაუმხელელი _
ინუგეშებენ თავს ჩურჩულით, ხვალემ ხვალისო.

და ყველა დილა ჰგავს ერთმანეთს ტყუპისცალივით
და ღამეებსაც, პაუზებად დაშლილ ვაგონებს,
საიდან საით და საითკენ ვინ მიაგორებს,
მაგრამ დროდადრო გამოჩნდება დილის ბაქანი
და მომლოდინე მგზავრებს ისევ გაახალისებს
ის აღმოჩენა, რომ ჯერ კიდევ ყველა აქ არი.

რომ ჯერ არავინ არ ჩასულა და რომ მაგიდებს
მიუსხდებიან და საუბარს ერთხანს აცლიან,
ილუკმებიან უხალისოდ და თვალს ნაცრიანს,
სადაც ჯერ კიდევ ღვივის რაღაც, არ ჩაიფერფლა,
გაუშტერებენ მონატრებულ, ძვირფას სახეებს,
კედლის საათის გუგულსა და გულგრილ ციფერბლატს.

და ამ ჰაერში დღისით ცხოვრობს შიშისმაგვარი
ფიქრი, ღამით რომ შეუცვლელი არის მორიგე,
ვიღაც კითხულობს ავგუსტინეს და ორიგენეს,
სახარება კი, რა თქმა უნდა, სულში ბინადრობს,
უთვალავ სულში და სულები სხეულს იცვეთენ,
რომ მერე უკან დაბრუნება აღარ ინატრონ.

ჩვენ, თქვენ, ისინი _ ყველა ერთად და სხვადასხვაგან
ვეძებთ იმავეს, იმავდროს და თითქოს სხვადასხვას
და ყოველ დილით დილა იწყებს სისხლის გადასხმას
და თქვენს ფიქრებში გამაგრებას იმავ საფუძვლის,
რაზეც იდექით და მოგბეზრდათ, გადაიღალეთ
და დრო თავს იქცევს თქვენი კითხვით და გადაფურცვლით.

და მაინც მარტი და მოხუცთა თავშესაფრიდან
მზერა ფანჯრების და წარსული, როგორც საგზალი _
დღიდან დღეში და წლიდან წელში გამოზოგილი,
იქ ხომ ყოველთვის გაშლილია შენი ლოგინი,
მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,
როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი
და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს.

და თქვენ ივსებით მიმდინარე წუთში გაჩენილ
სუნთქვის სიხშირით და ყოველ წუთს, როგორც საჩუქარს
ისე მიითვლით და თუ მზემაც ამოაშუქა,
მიგავიწყდებათ ძველ ტუმბოზე წამლის აბები,
უმზეო ღამეს წვეთწვეთობით რომ გინათებდნენ
და უსმენთ სუნთქვის დაბადებას და ინაბებით. .
 
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:32 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ წუთს ბუდეში
ჩაინიშნავ
გაზაფხულო...
და ჩიტის ენას
ასწავლი ხეებს,
ვიდრე ბუდეს არ
მოგიშლიან...
ვიდრე ფრენას არ
დაგიშლიან,
ვიდრე თეთრ
საშლელს
არ აიღებს
ხელში ზამთარი...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость