გივი ალხაზიშვილი - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:11 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე აღარ ვმღერი,
ჩემთვის ვარ და გულში ვღიღიღინებ
და ჩუმად ვცდილობ
იმ დღეების ფიქრში აღდგენას,
ჩიტებივით რომ ვეძებდით საკენკს
და ამ ძებნაში უნებლიეთ წლები გავიდა.

სიმღერის წუთი იბადება
და თავისთავად,
როცა სამყარო
ირინდება ჩემ მოსასმენად,
მე ვიგრძნობ იმ დროს,
ჩემ სიტყვებში რომ შემალულა,
და მისი სიღრმე უასაკოა,
რამეს თუ გეტყვი მხოლოდ თვალებით,
და მხოლოდ გულში თუ გავივლებ
შენ გასაგონად...
 
nukriaДата: ორ, 12.01.2015, 01:00 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგონი ზედმეტად ცოცხალი ვარ,
ისე გინატრე,
დღესაც კი მსჭვალავ შენი მუსიკით,
არ ვიცი სად ვარ, თავს სად დავეძებ,
ასე გაფანტულს შენ შემაგროვებ
როგორც მზეს ლუპა _
ერთ სხივში შემკრებ...

წამოდი, სადმე დავემალოთ შემკრთალ სიჩუმეს
და გულისცემა შევუნახოთ დაკარგულ მგზავრებს,
მათ ადრე ჩვენი გული უცემდა,
სამყოფელს ისევ ჩვენში ეძებენ...

ზოგჯერ ხელს მკიდებ, ფრთხილად მაფხიზლებ,
და მერე ვხვდები, რომ აქ არ ვიყავ...

მაგრამ შენამდე როგორ მოაღწევს,
რაც გულში დარჩა უხმო სიტყვებად
მდევს უთქმელობის ჩუმი ბიძგები,
ჩემთვის რომ ვგრძნობ და არ იკითხება.
 
nukriaДата: ორ, 12.01.2015, 01:03 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ხომ ზღვასავით გრძნობდი ნაპირებს,
აღარ იცოდი, ან რა გეღონა,
ნალოლიავებს, ასე ნაფერებს
ჩემი სუნთქვაც კი შენი გეგონა.

მე მზის აბრეშუმს შევეწირები,
ისე ვცნობ, თითქოს შენი მხრებია
და შეგრძნებების კენწეროები
თეთრ ოვალისკენ დაიხრებიან...

რა უნდა გითხრა შეშლილ მელომანს,
ალბათ განგებამ ასე არჩია,
მკლავს სიყვაულის მოუთმენლობა
და ამ სიშლეგემ გადამარჩინა.
 
nukriaДата: შაბ, 17.01.2015, 21:23 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეები უკან-უკან მიდიან
და მიუქმებენ საყვარელ სივრცეს,
უკუსვლასავით წინსვლაც მითია
და ვცდილობ აბსურდს საზრისი მივცე.

ძველი ხედები არ მახედებენ,
ხოლო ახალი ქრება დღითიდღე,
მე ვიცი საით წამახეტებენ,
შენ ხომ მითხარი, როცა ვიკითხე....

ვინ დაინახავს ფიქრში შენიღბულს,
დროს გაფიქრებულს ან სულს შენაბერს,
მე ავიფარებ თვალზე ხელისგულს
და ხელისგულში ვხედავ ყველაფერს.

30. 12. 2014
 
nukriaДата: კვ, 18.01.2015, 22:00 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ უნებლიედ
თავს მახსენებს შენი ალერსი,
მზე,
სუნთქვის ტაქტი,
ექოს ექო
და ჩვენ მარტონი,
რა უსასრულოდ და უბრალოდ მიყვარდი მაშინ,
შენ,
ამ ლექსების ანონიმი თანაავტორი.
 
nukriaДата: სამ, 20.01.2015, 21:22 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შინ

ამ სახლის ძველი ბინადრები სადღაც წავიდნენ,
ჩუმად, ნელ-ნელა, ფეხაკრეფით სადღაც წავიდნენ
და რაც მიჰქონდათ, რომ ეგონათ, ისიც კი დარჩათ _
ამ სავარძლებში, კარადებში და ამ კიბეზე,
რომელიც აღარც ზემოთ ადის, არც ქვემოთ ჩადის,
იმ სურათებში დარჩათ რაღაც, რაც ვერ წაიღეს _
მაღალ კედლებს რომ ამშვენებდნენ იმ სურათებში,
ახლა ერთმანეთს რომ უყურებენ უცვლელი მზერით
და ახალგაზრდულ გამოხედვას ინარჩუნებენ,
რომელიც აღარ დაჭირდებათ აღარასოდეს,
რადგან ნელ-ნელა, თითო-თითოდ სადღაც წავიდნენ,
საკუთარი სხეულებიდან ამოიპარნენ და სადღაც გაქრნენ,
თუმცა წასვლამდე წასასვლელად ემზადებოდნენ
და ღამ-ღამობით უძილო თვალებს უშტერებდნენ
აკვიატებულ აზრს, რომელიც ბნელ ოთახებში
ჰაერსაც კი შიშის ზარს სცემდა
და საბრალოებს სუნთქვა უჭირდათ
და ფანჯრებიდან შემოხეტებულ ჩრდილების რწევას
თვალს აყოლებდნენ და ხსნიდნენ წამლის
პაწია შუშებს, ითვლიდნენ წვეთებს
ჭიქის ფსკერს რომ ნელა ფარავდა
და წამლის მძაფრი სუნი ოთახში
სულს უხუთავდა ხავერდის ვარდებს
და ნაადრევად იწყებდნენ ჭკნობას.

ამ სახლის ძველი ბინადრები სადღაც წასულან,
აქ არ არიან, მაგრამ მაინც, მაინც იგრძნობა
მათი აქ ყოფნა ამ ტანსაცმელში და გაშლილ წიგნში,
რომლის მეათე გვერდზე ვიღაცას მიუწერია
გაკრული ხელით: `რაც ხსოვნაშია სამუდამოდ ჩემთან დარჩება~.

მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ
მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში
და მათ ყვავილებს სურნელს ართმევდა
და ფარდის რხევა ლამის სუნთქვას იმახსოვრებდა,
რადგან ყოველი გაფაჩუნება იმ ხსოვნაში ინახებოდა,
რომელსაც უნდა მოეღწია დღევანდელ დღემდე
და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი
შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,
რომ მე ვერასგზით შემემჩნია
ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა.

რაც კი მეგონა რომ მეკუთვნოდა,
ყველაფერი ხსოვნის ყოფილა.

ეს სარკე ოთახს სივრცეს რომ ართმევს,
შენ კი გეგონა სივრცეს ამრავლებს
და აფართოებს თვალსაწიერს, თანაც აღრმავებს,
რასაც თვალს მოჰკრავს იმეორებს და ამიტომაც,
უმჯობესია სარკეს რამე ჩამოვაფარო,
რომ ოთახი თავის რეალურ კედლებში დარჩეს
და იქით ცქერას გადაეჩვიოს,
სადაც ამ სახლის ბინადრები წამდაუწუმ იყურებოდნენ _
თმას ივარცხნიდნენ და ნაოჭის აღმოჩენისას
ანდა თეთრი თმის დანახვისას ჩუმად ოხრავდნენ.

მათი ხსოვნით გაჯერებულ ჰაერში ახლა
აღარაფერი აღარ სუნთქავს გარდა წარსულის _
თავის სიცოცხლეს რომ აგრძელებს ყველა საგანში,
ყველა ნივთში და ყველაფერში, რასაც ოდესღაც
გაპარულმა ბინადრებმა ხელი შეავლეს
ან მათ თვალებში ისე ჩარჩა, რომ საგრძნობია:
ყველა საგანი მათი თვალებით იმზირება,
ანდა უბრალოდ ხელების სითბოს,
რომელიც თურმე აქვე დარჩათ, როცა წავიდნენ _
სულყველაფერში, რასაც მათი სუნთქვა მიება.

და მთელი სახლი უკაცური და ცარიელი,
თურმე სახლის მნიშვნელობა რომ დაეკარგა
და რომ შრიალებს გამუდმებულ სიჩუმისაგან,
სამ ასო-ბგერას ვეღარ აგროვებს,
რომ ერთადერთი სიტყვა წამოცდეს,
ყველაზე უფრო ცოცხალი სიტყვა
და მე ხმამაღლა ვიმეორებ: შინ _ შინ _ შიიინ...
და ამ სახლში გაბნეული მთელი შრიალი
ამ ერთ სიტყვაში თავს იყრის უცებ
და სახლი იწყებს შინ დაბრუნებას.
 
nukriaДата: შაბ, 24.01.2015, 12:03 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაელოდები მორიგ განსაცდელს,
გუნდს მოწყვეტილი შენ ხარ ის წერო,
რომელიც ერთხელ უნდა გზას აცდეს
და დღეს შეერწყას საბედისწეროს.

ვეღარ იპოვი ვერსად ახლობელს
და გადაგსანსლავს გაუცხოება,
ხსოვნაში, რასაც ხელს ვერ ახლებენ,
გადაბარგდება შენი ცხოვრება.

მაგრამ ჯერ წუთი წუთთან კვლავ მიდის
და აღარ ითვლი უკვე დღე-ღამეს,
ჩამავალ მზეზე ღრუბლის ქლამინდი _
თვალი რომ ჰკიდე და შეეხამე.

სულის მოთქმა ხომ უნდა მორბენალს,
როცა ასრულებს გაბმულ მარათონს,
მე ვწერ ამ წერილს ისევ ორფერად
და მომავლისთვის გტოვებ, ბარათო.
 
nukriaДата: ორ, 26.01.2015, 21:49 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა კარგია, რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე - პროსპექტი.
რა კარგია, რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი - გამზირი.
რა კარგია, რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე - მოკლე.
რა კარგია, რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი - სანაპირო.
რა კარგია, რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი - ქანდაკება.
რა კარგია, რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე - პლატო.
რა კარგია, რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე - ყუბანეიშვილი.
 
nukriaДата: კვ, 01.02.2015, 23:24 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩაბრუნებული მზერა

/თებერვლის ეპისტოლე/

...იმ ქალს რა უნდა,
ფანჯრიდან რომ გიყურებს?
ათი წელია აქ არ არის
და როგორ გიყურებს...
სად მიგაცილებს მისი მზერა?!

.....................................

ივსები ბინდით,
შეგატოვეს ღამის წვეთოვანს,
თოვლია შენში და შენ ფიქრობ:
შესაძლოა, ტანჯულ თვალებს ჩამოეთოვა
ამ მთაგორებზე და არა ზეცას,
ამინდის ნაცვლად მტკივნეული ჟამი ფეიქრობს,
გადაათეთრა შენი თვალები
და ჰორიზონტის ყულფი შეიკრა....

ხვალამდე დროა,
ელოდები სისხლნაკლულ დონორს _
იანვრის მზეს და ეფიცხები წუთს მოსალოდნელს,
უღიმი მედდას,
ჩალურჯებულ ვენას უჩვენებ,
როგორც მკლავზე ამოსულ იას
და გიხარია, დღეს რომ ტკივილს გაგიყუჩებენ.

რა საგრძნობია, რომ აქ ვიღაც დადის უჩუმრად
და შორი_ახლო ისევ ეთრევა,
სწორედ აქ, სადაც სიყვარულია
და რაც გასავლელ დღეებს გამსჭვალავს
ტკივილის მზეა,
შიშის ხმაა და სიმკვეთრეა.

ვერ იმალები ვერც სიტყვაში და ვერც დუმილში,
აღარც ღიმილში დარჩენილა შენი ადგილი,
აღარც ხმაში
და თუ მიაღწევ მხოლოდ კვნესამდე,
და მთელი ღამე ისე გმარცვლავს წამოკვნესები,
თითქოს ხსოვნაში ატკივებულ წუთებს თესავდე.

უცნობი ხედი ფანჯრებიდან და უცაბედი
ფიქრის სიმწარე,
თავის დახრა და არიდება
თვალის, რომელიც კარგავს დასაყრდენს
და ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,
რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე.

13. 2. 10. წ.
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 03:04 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რას ფიქრობენ ჩვენზე ვარსკვლავები,
როცა მათი მზერა გვიბურღავს
უმწეო თვალებს?

რას ფიქრობენ ჩვენზე ხეები,
როცა ჩავუვლით და ცას ვუმზერთ
მეჩხერ ტოტებში?

რას ფიქრობენ ჩვენზე მთები,
ქალაქს კარზე რომ მოსდგომიან
და თოვლიანი კალთები უჩანთ?

გიფაქრიათ,
რას ფიქრობენ ჩვენზე ისინი,
ვისზე ფიქრსაც გადავეჩვიეთ?

გიფიქრიათ,
რომ ფიქრის დრო აღარც კი გვრჩება?!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость