გივი ალხაზიშვილი - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 17 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 15
  • 16
  • 17
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 00:21 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსებობს ვიღაც, ვინც ფხიზლობს მუდამ
და აყურადებს
მილიონების გულისცემით აღსავსე დუმილს.

კედლები ისევ ირღვევიან გამჭოლი მზერით
და ამ წყვდიადში ქალაქი ისე პატარავდება,
რომ ხელისგულზე ეტევა თითქმის მთელი სამყარო
და მილულული თვალის სიღრმეში
გარდასული დრო იწყებს სიცოცხლეს,
რომელიც მე არ მეკუთვნოდა და სხვისი იყო
და მე იმ სხვაში დავეძებდი
ჩემს დავიწყებულ არსებობას – უკვე რომ გაქრა,
მაგრამ ჩემში რაღაც ჩატოვა მუსიკის მსგავსი,
რომელსაც სიტყვებს ვერ ვუსადაგებ.

რაც თავი მახსოვს, მე ნაპირი ვიყავი მუდამ –
არამხოლოდ ზღვის, არამედ სიტყვის
და სიტყვებს შორის არსებულ დროში,
რომელიც მუდამ უთქმელობის ტანჯვით სავსეა,
ვიმალებოდი და არ ვჩანდი აღარავისთვის.

..და თვალებიდან რაც ახლა სჭვივის –
ყვავილს კი არ ჰგავს, არამედ უფრო ყვავილის გაშლას,
რომლის ფესვებიც სხვაშია დღესაც
და იმ უცნობის დროში ვარსებობ,
ახლაც რომ ფხიზლობს და აყურადებს
მილიონების გულისცემით აღსავსე დუმილს...
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 00:56 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კი არ თოვს, მათი ფერფლი მოცვივა,
ვინც მოინატრა აქ დაბრუნება,
ახლა ეს თოვა ჩუმი ლოცვაა,
ფანტელებით რომ ამბობს ბუნება.

ისე მოსწყურდათ აქაურობა
და აქაურთა თვალის შევლება,
ამ მონატრების და გაორების
და ამ სიმუნჯის წამოცრემლება,,

რომ მათი ნატვრის ენა თოვლია
და ეფინება ფანტელს ფანტელი
ასე ქათქათა, ასე მოვლილი,
წუთით არსებულ სოფლის მნატვრელი...

ორ სოფელს შორის ჟამი მიმოდის,
დღეს ღამე მოსდევს, ტირილს, გალობა
და ეს კავშირი არის იმედი
და წასვლა-მოსვლის გარდუვალობა.

11.03.2011
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 22:06 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის დღე დადგება, რომ გადამფურცლავ
და გამაღვიძებ მოკლულს მრავალჯერ,
ჩამაშტერდები როგორც ნაფუძარს,
ჩამოეყრდნობი ხსოვნის ყავარჯენს.

ეს ფრინველები რატომ შიშობენ,
რომ წამოფრინდნენ ბებერ ნაძვიდან,
იქ თვალს მოვკრავდი ზოგჯერ ღვთიშობელს
და ბოლოს სიტყვის ძებნამ გამცვითა.

შენში იპოვი როცა შენებურს,
არ გაგიჭირდეს მისი მიგნება,
ვინც კედელს, ფიქრით ამოშენებულს,
თანდათანობით კრავდა წიგნებად.

რაღა აზრი აქვს ვინმეს ლოლიავს,
წინასწარ წუხილს და გაავდრებას,
ვთამაშობ, რადგან ესეც როლია
და მე ვასრულებ როლს ნაადრევად.

დღე-ღამე ახლაც ორი კიდეა,
ჩემსავით შენც ხომ ყელი გიშრება?!
თეთრი ღრუბელი, ვით ორქიდეა,
შენი თვალების ფსკერზე იშლება.

2004
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 22:09 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვილი ბავშვია სიყვარული,
რომელიც მუდამ მოითხოვს რწევას,
მიზეზიანობს, უსაზღვროა
ძალაუფლებით,
ნანაობს გულის წვიმების ქვეშ,
ფათერაკს ეძებს
და უმსუბუქესს ეძლევა სიზმარს,
ჩვილი ბავშვია სიყვარული _
თავგანწირულ დედათა ტვირთი.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:30 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა დაიშალა თითქოს ამ წუთას,
ფიფქებად ცვივა დედამიწაზე.
გავედი გარეთ და პირველ ფიფქად
თუ დამიჯერებ, კვლავ შენ გინატრე.

რა სიმშვიდეა ამ წუთას სულში,
ამათრთოლებენ ფიფქები თითქოს.
კვლავ შენს სიყვარულს მონატრებული,
პირველი თოვლის სურნელად გფიქრობ.

შენი თვალების ფერი აქვს თოვას,
მათსავით სუფთა არის, უმანკო.
ჩემთან ხარ, ფიფქებს მოჰყევი ისევ
და კვლავაც გლექსავ ისე უბრალოდ.

კვლავაც სურნელი მიტაცებს შენი,
პირველი თოვლის პირველ ფანტელში.
შენსავით წმინდა იერი ასდის,
ციდან მოფრენილ ფიფქს ამ ღამეში.

მე ფიფქად მოვალ შენს დარაბასთან,
ვიცი, რომ დგახარ ჩუმად და მელი.
იქნება გავხდე შენი ნაწილი,
იქნებ თოვლს მაინც შეახო ხელი.

ისე ჩუმად თოვს, ისე ლამაზად,
ვით ტყემლის კვირტი აპრილის თვეში.
ფიფქად გაცოცხლდი ამ წუთას ჩემთვის
და აგიყვანე პირველად ხელში.

შეგახე ტუჩი, ვლამობდი კოცნას,
შენ უნებურად კოცნისგან დადნი.
რა შორს ყოფილხარ სინამდვილეში.
არადა როგორ ახლოს მოჩანდი.

კვლავ გამიცოცხლდა მძინარე მუზა,
ისევ დაგწერე თოვლის ფიფქებად.
შენ თუ არასდროს, სამარადისოდ
თოვლის ფანტელი ჩემთან იქნება.

გამომიბრწყინდა შენი სახე და
თითქოს სულ ყველა ფანტელში ელავს.
მილიარდი ხარ ახლა ჩემს წინ და
როგორც არასდროს, მე ისე ვღელავ.

პირველი თოვლის პირველ ფიფქებად,
გამოჩნდი ისევ ჩემს არსებაში.
მეგონა ვწერდი პირველ თოვაზე
და ლექსი შემრჩა შენს სახებაში.

როგორ სუფთად თოვს, როგორ ლამაზად,
გაჩუმებული ვუყურებ ფიფქებს.
ყველა ფანტელში ჩანს შენი სახე
და ვერ ველევი მე შენზე ფიქრებს.,,
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:27 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყეში სკოლა რომ გაიხსნა,
დაფაცურდა ერთად ყველა,
ჭორიკანა კაჭკაჭუნამ
ეს ამბავი გაავრცელა,
დათვმა მორი მოათრია,
მაჩვმა ეზო გამოხვეტა,
სპილომ ღობე შემოავლო,
თახვმა კარი შეაკეთა,
კუმ და ტახმა, დაფის ნაცვლად,
მოაგორეს დიდი ლოდი,
ბილიკს ტკეპნის აქლემი და
ეხმარება ბეჰემოთი.
ტოროლა კი აფრინდება
და ზარივით იწკრიალებს,
მასწავლებლად არწივი ჰყავთ,
მკაცრობს, თვალებს აბრიალებს,
თუ იწვიმებს, ფრთებს გაშლის და
პაწაწუნებს შეიფარებს,
ამგვარ სკოლას, ერთი მითხარ,
რომელი არ შეიყვარებს?
ლეკვისათვის სასუსნავი
მოამზადა თამუნიამ,
სიხარულით აქიცინა
ციდა კუდი ამუნიამ.
მთელი ჯამი ამოტლაკა,
გაიტიკნა, როგორც გოჭი,
მერე ბუხარს მიაშურა,
დააყენა ფიშის ჭოჭი.
იკისკისეს გოგუცებმა,
წუხს პატარა თამუნია,
ასე არცხვენს მეგობრებთან
საძაგელი ამუნია.
 
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 13:57 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იბორიალე, ვიდრე მიაღწევ თავდაპირველ სიმარტოვეს,
როცა ერთი ნაბიჯი გრჩება დადუმებამდე.

შენ ვერ მიხვდები სად ცხოვრობდი
ან რატომ იყავ ამდენ ხალხში გარეული,
ან ამ ლექსებს ვისთვის წერდი,
ნუთუ იმიტომ, რომ დრო გაგყავდა,
რათა ცხოვრებას მისცემოდა მეტი აზრი და მეტი სიღრმე?!

რა ტყუილი გარჯაა, ღმერთო!

ყველაფერი ხომ თვალწინაა
და ამავე დროს შენში ბინადრობს,
მათ ხომ არ უნდათ, სიტყვებად იქცნენ
და წარმოსახვის ქვეყანა შექმნან
გარითმული და გაურითმავი სტრიქონებით რაღაც აშენონ?!

ყველა თავისთვის ცხოვრობს ყოველთვის,
საკუთარი მარტოობისთვის,
საგანიც კი, შეუცნობელ დუმილს რომ მალავს,
რატომ გინდა სიტყვად აქციო
ანდა რაიმეს შეადარო ისე ცალმხრივად,
ან თუნდაც `ზუსტად~,
რომ განსხვავება მათ შორის მაინც იარსებებს.

ჰო, შენი ბაგე უფსკრულია,
საიდანაც ამოდიან ის სიტყვები,
თითქოსდა ახალ სინამდვილეს რომ აშენებენ,
თითქოსო, მიტომ წამომცდა ახლა,
რომ სიზუსტეს მაშინ მიაღწევ,
როცა სრულიად დამუნჯდები
და ისეთად აღიქვამ საგანს, განცდას თუ ამ ხალხს,
როგორებიც არსებობენ მარტოობაში.

არსებობს წუთი, რომელსაც არ სურს
ყველაზე უფრო ტევად სიტყვას დაემორჩილოს,
რადგან დუმილში დარჩენა უჯობს
და უკვალოდ გაქრობას ნატრობს.

უჩინმაჩინის ქუდი უნდა გეხუროს მუდამ
და ეს ცხოვრება ისე გალიო,
რომ არ წამოგცდეს არც ერთი სიტყვა,
რომ არ ისურვო, განცდა სიტყვაში შემოიტყუო
და ხელნაწერში დაუდო ბინა წუთებს,
რომლებიც ისე უკვალოდ ქრებიან, როგორც საპნის ბუშტები,
და თუკი რამეს ირეკლავენ, მყისიერად ქრება ყოველი.

მაგრამ გული...
ამ ბეჩავ გულს ვერაფერს ეტყვი,
ის დებს სიტყვებში იმდაგვარ განცდებს,
რომლებიც ზოგჯერ თუ არ წამოგცდა
და საკუთარი უფსკრულიდან არ ამოუშვი,
ალბათ, გასკდება და უფრო სწრაფად გადადგამ ნაბიჯს არარასაკენ,
რომელიც მუდამ თვალყურს გვადევნებს
და ღრუბელივით ჩუმად გვისრუტავს.

ის ჭრელი ჭიტი, ღია სარკმელში რომ შემოფრინდა,
იმის სულია, ვისაც აქედან წასვლა არ სურდა
და შემკრთალი აწყდება კედლებს,
რადგან მან იცის იმ სივრცის ფასი,
საიდანაც დაბრუნება, ალბათ, არ ღირდა.

ჩვეულებრივად მოდის საღამო,
სხვა საღამოებს ისე აგრძელებს,
თითქოსდა წინა საღამოები ამ საღამოში მთლიანდებიან
და მეორდება, მეორდება დიდი წრებრუნვა,
რომელიც მუდამ რაღაცას მალავს,
რისი მიგნებაც სურდა თაობებს
და მონდომებით დღესაც ეძებენ.

აი, ეს არის ანი და ჰოე,
რომ უცბიერეს წარმოსახვას გადავეჩვიო,
რომელიც მერე ისე მეტყველებს,
რომ აქ კი არა, იქ ვცხოვრობ უკვე,
სხვა ქვეყანაში,
რომელიც, ალბათ, სინამდვილეს აღემატება.

თანდათან უფრო მარტო დარჩები,
უმჯობესია, რომ შეეჩვიო მდუმარედ ყოფნას,
რადგან დუმილი რომ შობს სიტყვებს
და სხვებისათვის არ ახმოვანებს,
შენს ბაგეს ისე ამოქოლავს,
ხმის ამოღებას აღარ ისურვებ.

სახურავები, ჩაბნელებული სახლის ფანჯრები
და ალაგ-ალაგ ლამპის შუქი და ვარსკვლავები
მზად არ არიან ლაყბობისათვის
და ვეღარ არჩევ ეს საღამო თვითონ მოდის
თუ ყვავების ფრთებით მოფრინავს ჩვენკენ,
რათა წყვდიადი დასცეს ქალაქს,
სადაც სინათლეს მუდამ ნატრობენ.

ყოველი ღამე ასე იწყება,
საკუთარ თავში დასაკარგად რომ მოიცალო,
მერე კი მწარე ორსტრიქონედი
მოჩვენებითი შვებით გარითმო,
რომ რითმა იყოს ახალთახალი და ავტორივით სამაგალითო
 
nukriaДата: ორ, 09.03.2015, 14:15 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე წვეთ-წვეთად შემოდის მარტი,
რომ შევეჩვიე ამ თვის წვეთოვანს,
ისე ცეტია და ისე მარდი,
ვერ ვხდები როდის და რით ერთობა.

ჩნდება იმედი, არ ვიცი ვისი,
მე ვფიქრობ იმის, მე ვინც მიფარავს
და მივალ უფლის ბოძებულ ვიზით,
ან მივალ, ანდა ხილვა მიპარავს?!

შეჩვეულია მკლავის რიკული,
რომ თავისივე არის საყრდენი..
მე ახლაც შენში ვარ გარიყული,
ნაგულისხმევი და მოსახდენი.

13.3.2014
 
nukriaДата: ხუთ, 12.03.2015, 00:43 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მას იცნობდი უნახავად, ვიდრე შემთხვევით
აღმოაჩენდი და გულისთვალს რომ შეავლებდი,
ის ივსებოდა შუქით, როგორც აღმოსავლეთი
და გაგიკვირდა, რომ გახსოვდა, ვერსად ნახავდი,
მაგრამ ის მუდამ შენში იყო დასაბამიდან,
კაჟში რომ ცეცხლი არსებობს და ხეში ქაღალდი...

და ძარღვებიდან დაბადების ჰიმნი გუგუნით
გთხოვდა გაღწევას, გადინებას და გზის გაგნებას
იქითკენ, სადაც მოლოდინი წაიგრაგნება
და შეგუბებულ სიმყუდროვეს არღვევს აპრილი,
აქ ვიღაც არის უხილავი, მაგრამ ნაცნობი
და მის სინათლეს ელოდები ბნელი ძაბრივით.

შენ მას იცნობდი უნახავად და არც იცნობდი
და უხილავი ნაცნობისკენ ახლაც მიცურავ
და ამ ცურვაში ჟამი თითქოს ამოიწურა,
გახშირდა სუნთქვა, ხომ სჩვევია გამინორება
დღეებს, თვალწინ რომ ილევიან და სინანული
ისევ აგრძელებს შუქით თვალის ლამინირებას.

12.04.2008
 
nukriaДата: შაბ, 04.06.2016, 15:59 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ მზეს დარჩა მოლზე ჭილოფი;
გეძებ და ძებნა არის საყრდენი,
მე დავძლევ სივრცით შებოჭილობას
და სადაც შენ ხარ იქ დავსახლდები.
ზოგჯერ შენც ტოვებ ჩვეულ სამყოფელს
და მიხვალ, სადაც სული მიგიწევს,
რადგან ეს სივრცე ვერ გადაღობეს
და სულის სწრაფვა ვერ დაგიმიწეს.
ჟამს უშენობას ვერ დავაბრალებ,
უფრო ჩემთან ხარ, რადგან არახარ
და ირეალურ დროის ნაპრალში
მე შემიძლია შენი დანახვა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
  • გვერდი 17 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 15
  • 16
  • 17
ძებნა:

მოგესალმები Гость