სოსო ნადირაძე - Page 88 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 88 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 86
  • 87
  • 88
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:21 | Сообщение # 871
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
ასავსავებს მეძებარი "გადა" ენას,
სიცივესაც მოეძალა აპათია,
თბილ ქვეყნებში უნდათ ფოთლებს გადაფრენა,
ზამთარი კი თოფს უმიზნებს საფანტიანს...
კვლავ თოვლიან ამინდებზე გვაფრთხილებენ,
სველ ტოტებზე გადაკიდებს ქარი ფრაზებს,
წეროებმაც ოქროსფერი მარხილებით
შემოდგომა თბილ ქვეყნებში გაიტაცეს...
ზღვა დილიდან აფერადებს აფრებს ლილით,
ბავშვობიდან ჰყვარებია როდენს ბია,
და ფოთლები ტოტებიდან აფრენილნი,
ჩიტებივით მინდორ-მინდორ გროვდებიან...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:23 | Сообщение # 872
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...

თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი...

ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით...

ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელსს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა?

ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:24 | Сообщение # 873
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფერს იცვლის სახლი,
ფერს იცვლის ღელე,
ფერი იცვალა
ჩემმა ბავშვობამ,
ფერი იცვალა
წყალმა და ღვინოდ
ჩამოარიგეს
სუფრის გარშემო...

ფერს იცვლის დრო
და ყოველი წამი,
ადევნებული
შენს გზას უფალო,
ნაბიჯების ხმა
გამოსცემს---ამინ!
და ანგელოსთა ქორო
უგალობს...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:25 | Сообщение # 874
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თერთმეტჯერ უფრო
ცივია წვიმა,
აქ შეიძლება
ნაღმზე დაეცე,
აფეთქებული
სექტემბრის დილაც
თავის დაკარგულ
ტყუპებს დაეძებს...

სიკვდილი, როგორც
შავი ავაზა,
ხელში უჭირავს
ღამეს მესრიანს,
რუსს ნუ ენდობი
ჩემო აფხაზო,
საქართველოძშიც
ტყუპებს ესვრიან...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:32 | Сообщение # 875
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...

ოჯახს გავიწყებს "ლომკები" ხშირი,
და სიძულვილის ტყეში წანწალებ,
კი არ გაყიდე და, ძმა და შვილი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...

ძლივს რომ მიბობღავ მიწაზე ქშენით,
ტკივილისაგან სულ რომ კანკალებ,
კი არ გაყიდე სამშობლო შენი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...

ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:34 | Сообщение # 876
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იერუშალაიმ-სულო ადამის!
იერუშალაიმ ტახტო-დავითის!
უდაბნო გწვავდა?!-მაინც გამრავლდი,
მტერი გმუსრავდა?!-მაინც განდიდდი,
იერუშალაიმ-სულო ადამის!
იერუშალაიმ ტახტო დავითის!

იერუშალაიმ, მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!
წარღვნის დროს მოხუც ნოეს ეჭირა
დაღლილ ხელებში შენი თაღები.
იერუშალაიმ მზე რომ გეხილა!
რომ არ ჩაექროთ შენში ნათელი!

იერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
იერუშალაიმ-ბაღო ოცნების!
შენ მონობიდან მოსეს გამოჰყევ,
გადმოიარე ცეცხლის ბორცვები,
იერუშალაიმ-მტრედო, სამოთხევ!
იერუშალაიმ-ბაღო ოცნების!

იერუშალაიმ-უფლის გვირგვინო!
იერუშალაიმ-გზაო სიმართლის!
თავზე რომ მტრედმა გადამიფრინოს,
შენი სულია, თუ ათინათი?!
.............................................
შენი სულია თუ ათინათი???
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:36 | Сообщение # 877
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ძველებურად ვეღარ გავერთეთ,
არ ვტყდებით, მაგრამ მაინც ვბერდებით
და ზღვაში დავრჩით უერთმანეთოდ
უკაცრიელი აისბერგები...

ტალღები გვტყდება ქარში მხრებივით,
ერთმანეთამდე ნისლი გვაშორებს
და მოტივტივე წერტილებივით
ვგავართ ყინულის სათამაშოებს...

იქნებ დადუმდნენ ტალღები წამით,
იქნებ შევაწყდეთ რიფები რიფებს,
მიზიდულობის საოცარ ძალით
კვლავ ერთმანეთი გავათბოთ იქნებ...

ჩვენ ძველებურად ვეღარ გავერთეთ,
არ ვტყდებით, მაგრამ მაინც ვბერდებით
და ზღვაში დავრჩით უერთმანეთოდ
უკაცრიელი აისბერგები...

***
რომ განვდევნო ახლა წვიმა,
რომ განვდევნო ახლა ქარი,
იმას ნიშნავს დავამსხვრიო
ანტიკური ანტიკვარი,
ხოლო ასეთ ლექსს დავარქვა;
-ანტი წვიმა - ანტი ქარი.
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:53 | Сообщение # 878
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთხელაც უნდა
დასვა წერტილი,
რადგან ჩვენს შორის
სივრცე ვერ გათბა,
ჩემგან ათასჯერ
გულდაწყვეტლი,
დღეს ორეული
მესვრის ხელთათმანს...

მე მიცახცახებს
უკვე სხეული
და ვიდრე ტყვიას
ისვრის მეორე,
ჩემგან საბრალოდ
გამეტებული,
დღეს ორეული
მიწვდის რევოლვერს...

როგორ გვიხდება,
ღმერთო, ფრაკები
და რა ახლოა,
თურმე კარიბჭე,
ასე სუფდა და
ასე ნატიფი,
დღეს ორეული
მითვლის ნაბიჯებს...

ბოლოს შერჩება
ვიცი ბარათებს,
ცოტა სისხლი და
ცოტა გუაში,
ჩვენში ერთერთი
უნდა გადარჩეს,
დღეს ორეული
მიწვევს დუელში
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 01:07 | Сообщение # 879
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვითვლი ნაბიჯებს
და ქარს ვატან
კალენდრის ფურცელს
და რადგან მთებიც
იზრდებიან თურმე მითიდან,
თუ გზა დავკარგე,
თუ ლაბირინთს
წავაწყდი უცებ,
მეც ქარს გავყვები,
ის გამიყვანს
ლაბირინთიდან.

მატარებელი
მწუხარე დღის
მიყვება ამბავს,
ბეჭებზე მთები
დასწოლია ვით
პირამიდა,
ერთი გვირაბიც
საბოლოო იქნება ალბათ
და სხვა ცხოვრებას
დავინახავთ
იმ გვირაბიდან...
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 01:29 | Сообщение # 880
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ფესვებზე აღმოცენდი კვირტივით,
სამშობლოს მზე დაგნათოდა შვიდფერა,
შენს პატარა ხელებს დავაკვირდები,
როგორც ხეში დაგუბებულ სიმღერას...

ჩვენ ორივე საქართველოს ვჭირდებით,
მას ვეკუთვნით ტერფამდე და ჩრდილამდე,
შენს ონავარ თვალებს დავაკვირდები
სამშობლოსთვის მოგიზგიზე ჩირაღდნებს...

და თუ ვეღარ გაგიმართლე იმედი,
წამაქცია წუთისოფლის სიმკაცრემ,
წამომართულ შენს მხრებს დავებჯინები,
როგორც ქარში ნაგებ ციხე-სიმაგრეს...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
  • გვერდი 88 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 86
  • 87
  • 88
ძებნა:

მოგესალმები Гость