ნიკო მიქაია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
ნიკო მიქაია
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 23:59 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ფერი იასამნის, თრობა სურნელების,
როგორ მესიზმრება ძველი ემოცია.
ღამის სიბნელეში შენი გაელვება,
მერე მარტოობის ჩუმი მელოდია.

ღამის ოცნებები: ალბათ დაბრუნდება,
შენი აჩრდილები მე არ მშორდებიან.
ისევ მიღიმიან, მუზებს მიცოცხლებენ,
მერე გამთენიას დილის პოეზია.

ცისკარს ვარსკვლავები ჩუმად ჩაქრებიან,
მერე მზის სხივები ფანჯრებს აწყდებიან.
ალბათ სადმეც დავლევ, მაგრამ არ დავთვრები,
ისევ ჩემს მაგივრად ფიქრნი დავთვრებიან.

კვლავაც დაღამდება, დარდი გამიტაცებს.
სხვები ამ ღამისგან ლექსებს მოელიან.
აზრი შენი ერთხელ გაელვების,
რა ვქნა, საუკუნოდ მრჩება პოეზიად.

წლები მალოდინე, მაინც არ მოხვედი,
გული შენზე წერას ვეღარ შეელია.
ლექსი იწერება ფანჯრის დარაბასთან,
ისევ გარდვიქეცი ღამის ელეგიად.

ფერი იასამნის, თრობა სურნელების,
როგორ მესიზმრება ძველი ემოცია.
ღამის სიბნელეში შენი გაელვება,
მერე მარტოობის ჩუმი მელოდია.
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:04 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

ჩემო პაწაწინა

ანეგელოზთა გესმის ხმები,

ისე მშვიდად გძინავს.

ჩემო ციცქნა გულის ვარდო,

ჩემო პაწაწინა.

ძილის-პირულს ტკბილი ნანა

დედამ გიღიღინა.

ხოდა მშვიდად დაიძინე,

ჩემო სუნთქვავ, მშვიდად.

გაგითენდეს დილა თბილი,

მზის სხივებით სავსე.

გამიღიმე შვილო ჩემო,

სიტკბოთი ამავსე.

ფერიები მოფრენილან,

შენთვის შორი ციდან.

ვდგავარ თავზე და დაგყრუებ,

რა საოცრად გძინავს.

ღამე არის ისე მშვიდი,

ხმები ისმის ტყიდან.

მალე თოვლის პაპაც მოვა,

თეთრი სამოთხიდან.

გიღიმიან ვარსკვლავები,

ახლა მაღლა ციდან.

ჯერ ცისკარს არ უნათია,

დაიძინე ტკბილად.

ნათელი და სხივით სავსე,

გაგითენდეს დილა.

დილას შენით გამახარე,

ჩემო თვალღიმილა.

ანგელოზნი მოფრინავენ,

შენთან შორი ციდან.

დაიძინე ჩემო ტკბილო,

ჩემო პაწაწინა.
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:09 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ლექსი ფანჯრის დარაბასთან

ფერი იასამნის, თრობა სურნელების,

როგორ მესიზმრება ძველი ემოცია.

ღამის სიბნელეში შენი გაელვება,

მერე მარტოობის ჩუმი მელოდია.

ღამის ოცნებები: ალბათ დაბრუნდება,

შენი აჩრდილები მე არ მშორდებიან.

ისევ მიღიმიან, მუზებს მიცოცხლებენ,

მერე გამთენიას დილის პოეზია.

ცისკარს ვარსკვლავები ჩუმად ჩაქრებიან,

მერე მზის სხივები ფანჯრებს აწყდებიან.

ალბათ სადმეც დავლევ, მაგრამ არ დავთვრები,

ისევ ჩემს მაგივრად ფიქრნი დავთვრებიან.

კვლავაც დაღამდება, დარდი გამიტაცებს.

სხვები ამ ღამისგან ლექსებს მოელიან.

აზრი შენი ერთხელ გაელვების,

რა ვქნა, საუკუნოდ მრჩება პოეზიად.

წლები მალოდინე, მაინც არ მოხვედი,

გული შენზე წერას ვეღარ შეელია.

ლექსი იწერება ფანჯრის დარაბასთან,

ისევ გარდვიქეცი ღამის ელეგიად.

ფერი იასამნის, თრობა სურნელების,

როგორ მესიზმრება ძველი ემოცია.

ღამის სიბნელეში შენი გაელვება,

მერე მარტოობის ჩუმი მელოდია
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 19:24 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
-რატომ ატარებთ ასეხშირად მზის სათვალეს?
-ვმალავ, იმას რაც ყველაზე წრფელია ჩემშია, თვალებს......
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 23:10 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამადლო თოვლი

არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია............
 
nukriaДата: ოთხ, 11.07.2012, 20:59 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ღმერთი თვალებში გვიყურებს,
ჩვენ ვიყურებით ვისკენ?
მე დამინდობენ ნეტა?
შენ დაგინდობენ ნეტა?
ჯვარზე გააკრეს ქრისტე........
 
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 14:50 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ისევ ვფეთქავ, როგორც გული
ნაინფაქტარი ძველ დარაბასთან.

დაღლილ ქალივით ქარი კვნესის
შებინდებულს ჩემს ფანჯარასთან.
 
nukriaДата: ხუთ, 13.09.2012, 23:46 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უძღები ცოდვილი მოვსულვარ ხატებთან,
გული დამიმძიმდა ცხოვრებით დარდიანს.
ხან უფალს ვაბარებ ჩემს აზრებს დაბინდულს,,
ცხოვრებას ვავედრებ მე წმინდა მარიამს!

არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
არ ვიცი რა არის აწი მომავალი.
სიკვდილი სიცოცხლეს აჯობებს ოდესღაც,
მაგრამ გამიხსენებს მე შთამომავალი.

ოღონდ სულიწმინდამ მიმიღოს თავისთან,
ოღონდ მომიტევოს უფალმა ცოდვები.
მე გარდავიცვლები მხოლოდ ამ ქვეყნიდან,
მჯერა და მწამს რომ არასდროს მოვკვდები.

ტაძრის დარაბასთან თავი მაქვს დახრილი,
მოვსულვარ ცოდვებით აღდგომის წირვაზე.
სულო ჩაფერფლილო! შენც მოგეტევება,
ოღონდ სინანული უსაზღვრო ინატრე!

არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
როგორ გარდვისახე ღამის ელეგიად?!
რატომ დამამძიმეს მე ასე ცოდვებმა,
სული ნეტარებას როგორ შეელია?

მინდა რომ ცხოვრება უფლისთვის გავწირო,
მინდა უკვდავება სულისა მწამდეს.
და როცა მოკვდები აკვანში ჩამდეთ,
რომ დასასრული დასაწყის ჰგავდეს!
 
nukriaДата: ოთხ, 24.10.2012, 17:04 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა ცრემლებად დაიღვარა ფანჯრის რაფაზე,
გაუფერულდნენ შემოდგომის ჭრელი ფერები.
სულ მარტოდ-მარტო ვზივარ ახლა ძველ დარაბასთან
და შენს ნაჩუქარ წარსულ წუთებს კვლავ ვეფერები....
 
nukriaДата: ორ, 29.10.2012, 22:33 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუხელის წვიმდა


წვიმა ცრემლებად დაიღვარა ფანჯრის რაფაზე,

გაუფერულდნენ შემოდგომის ჭრელი ფერები.

სულ მარტოდ-მარტო ვზივარ ახლა ძველ დარაბასთან

და შენს ნაჩუქარ წარსულ წუთებს კვლავ ვეფერები.



ზეცა შავია, იღვენთება წვიმად მიწაზე,

გათითოკაცდა გავსებული ფანჯრის წინ ქუჩა.

ვუსმენ წვეთების უსასრულო პოლიფონიას

და მონატრებას უპატრონო ძაღლივით ვსუნთქავ.



კვლავ შემოდგომა, ოქტომბერი, სველი ხეები

და ისევ წვიმა დარაბებში გაუჩერებლად.

მოდის და მოდის ცის ცრემლები დედამიწაზე,

თურმე ისევ ვწერ უნიჭოდ და დაუჯერებლად.



მე ყველა წვეთში მახსენდება შენი თვალები,

ყველა ელვისას შენი სახე გამახსენდება.

ასე წერაში გაირბენენ სადღაც წუთები

და ძველებურად ისევ თავზე დამათენდება.



დამათენდება, გადაიღებს ალბათ წვიმასაც,

ოქტომბრის დილას გაბრწყინდება ვარსკვლავი ცისკრის.

წუხელის წვიმდა ჩემს ფანჯრებთან ისევ უშენოდ,

მე ლექსებს ვწერდი ამ წვიმაში, დრო მქონდა ფიქრის.



წუხელის წვიმდა, ამნაირად მუზად დამწვიმა.

ზოგი გრძნობს წვიმას, ზოგი კიდევ მხოლოდ სველდება.

ასეა ახლაც, წვიმას იწყებს, მე ლექსის-წერას

და ჩემს ფანჯრებთან ძველებურად კვლავ დრო ჩერდება.



წვიმა ცრემლებად დაიღვარა ფანჯრის რაფაზე,

გაუფერულდნენ შემოდგომის ჭრელი ფერები.

სულ მარტოდ-მარტო ვზივარ ახლა ძველ დარაბასთან

და შენს ნაჩუქარ წარსულ წუთებს კვლავ ვეფერები.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость