ნიკო მიქაია - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
ნიკო მიქაია
nukriaДата: შაბ, 17.11.2012, 22:12 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მესაფლავის პასუხი გალაკტიონს!


დაგიწერია ჩემზე თურმე

ლექსი დიადი.

აღგიწერია საფლავის ქვის

ხვედრი წყვდიადი.



ვყოფილვარ თურმე ცინიკოსი,

და მეცინება მე სიკვდილზე თურმე ველურად.

თურმე მცოდნია საფლავის ქვის უღვთო სიმძიმე,

რომ ყველა მკვდარი ცოტა ხანში რჩება ეულად.



იცი პოეტო? მეც კაცი ვარ!

მეც მიდევს სამკერდეში უბრალო გული!

მეც მტკივა კაცთა ქცევის უკუღმართობა,

ამ ქვეყანაზე დავაბიჯებ მეც დაზაფრული.



ერთი შეხედვით ადვილია ჩემზე რამე თქვან,

მარხავსო მხოლოდ ადამიანს, უკვე გარდაცვლილს,

აბა მე მკითხე როგორია ჩემი ხელობა,

ტანჯვას იპოვი, თუ ჩახედავ ჩემს გულს, გადაშლილს.



დიახ, ძნელია დიდო პოეტო აყარო მიწა,

კაცის მარხვაში შოულობდე შენ ლუკმა საკვებს.

და მესაფლავე გერქვას მაინც სამარადისოდ,

თითქოს მინდოდეს საფლავები სამარად, თითქოს.



გავიგე ჩემზე გიწერია უკვდავი ლექსი,

თითქოს მინახავს მე დაწყევლილს საფლავთა ტანჯვა.

,,რომ უხმო საფლავთ მტვერს და ბალახს, დღეს არავინ არ აცილებს,

და მოვლასთან ერთად ფერი, დაჰკარგვიათ ვარდ-ყვავილებს".



არა პოეტო, მაგაში მე ვერ დაგარწმუნებ,

მე სხვაც მინახავს საფლავებზე: დრო უკვდავების.

თუ როგორ ათოვს უხმო საფლავთ სევდა და დარდი,

როგორ იზრდება ცრემლთა მორწყვით აკლდამის ვარდი.



თუ როგორ ჩასწვდა მიწისქვეშეთს ცოლის ქვითინი,

თუ როგორ ჩასწვდა შვილის ცრემლი ყვავილთა ძირებს.

როგორ დასველდა ჩემი ხელით ნამარხი კუბო,

როცა ის კაცი კიდევ ერთხელ გამოიტირეს.



ბევრი მინახავს სასაფლაო ცრემლით ნაჟღენთი,

ისიც მინახავს, რომ ბევრ საფლავს კვლავ მტვერი ადევს.

მხოლოდ მე ვხედავ ამ ყველაფერს და სხვა ვერავინ,

არა მგონია ეს სურათი ყველასთვის ჩანდეს.



დიდო პოეტო, რად დაწერე შენ მესაფლავე?

ნეტა ვინ ნახე შენ ამქვეყნად ეგრე უგულო?

უხმო საფლავთა დავიწყება რომ უხაროდეს,

ცოცხლობდეს ქვეყნად, დადიოდეს ოღონდ უსულოდ.



არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი ალბათ არასდროს,

არც კი ვიფიქრებ ალბათ ამას, როცა დავმარხავ,

,,რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება".



როგორ ვთქვა მითხარ ეს სიტყვები, როგორ ვიფიქრო?

თუ ცოცხალი ხარ შენ დღესაც კი 100 წლის შემდეგ.

ახსოვხარ ყველას, ყველა შენზე ისევ ლოცულობს,

თუმცა მავანი ცბიერია, მაინც ორგულობს.



დიდო პოეტო, გთხოვ, შემინდო და მაპატიო,

ამ სიტყვის მერე არ მიწოდო ურჩი თავხედი.

არ გეთანხმები, ხსოვნას ვერ კლავს ლოდი საფლავის,

თუკი კაცურად და ამაყად ცაში წახვედი!



და ბოლოს შეგთხოვ, არ გეწყინოს ჩემი პასუხი!

მხოლოდ დარდია დამარხული ამ ბებერ გულში.

ყველას ჰგონია ტირანი ვარ, ვმარხავ კუბოებს,

სასაფლაოზე გავჩნდი თითქოს კაცი წყეული.



დიდო პოეტო, რა ვქნა? ჩემი ბრალი არ არის,

ბედმა მარგუნა რომ დავმარხო მე სხვათა კუბო.

მეც მოკვდავი ვარ და მოვკვდები ადრე თუ გვიან,

გთხოვთ, ეგრე მწყრალად აღარ მიყუროთ!
 
nukriaДата: შაბ, 17.11.2012, 23:43 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონს!


გამახსენდა დიდი გალა,

როცა დილის სიო თრთოდა.

რომ გადაჰყვა კვირტებს მარტი,

როცა სულში ქარი ქროდა.



გამახსენდა მისი ძალა,

რომ გავხედე ბებერ რიონს.

მეც ის საქართველო მიყვარს,

რომ უყვარდა გალატტიონს!



ხედავ? როგორ ობლად კვნესის,

უმისობას ბაღი ვერის.

ხედავ? როგორ იწვის დღესაც,

რომ ახსენებ სახელ მერის!



ლექსმა ჭორფლად დამაყარა,

რომ ვეგებე კვლავ ალიონს.

მეც ის ავადმყოფობა მჭირს,

რაც რომ სჭირდა გალაკტიონს!



აფეთქდბა გულში ლექსი,

რომ დაბერავს დილის სიო.

მეც ის მუზა მახრჩობს ყელში,

რომ ახრჩობდა გალაკტიონს.



გაზაფხულზე ატმის ბაღში,

სიყვარულად კვირტი მიხმობს.

მეც იმ ატმის კვირტი მათრობს,

რომ ათრობდა გალაკტიონს!



სატრფოს ჯვრიწერაზე ისევ,

გავუკიდებ ძველ ყალიონს.

მეც ის სიყვარული მტკივა,

რომ სტკიოდა გალაკტიონს!



ჩამოკრავენ ზარები და

გლოვა იმორჩილებს სიონს.

მეც ის მესაფლავე მელის,

ვინც ელოდა გალაკტიონს!



როგორც ერთი მინდვრის ბუჩქი,

ვერ შეწვდება კავკასიონს.

მეც ასევე საუკუნოდ

ვერ შევწვდები გალაკტიონს!
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 01:23 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ისე თოვს ახლაც,
ისევ მშვიდად და სუფთად.
კვლავ თეთრი ფერი მეფობს,
მე კი შენს სურნელს ვსუნთქავ....
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 01:24 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი სუნი აქვს თოვას
·

როგორ მიყვარს შუა ღამისას,

ზეცის ნაწილებად ვარდნა.

რა მშვიდია, თან რა სუფთა,

რა ლამაზად გადაბარდნა.



რა ლამაზია თოვა,

შენი თითების ფერი.

უცებ გაცოცხლდი ახლა,

შენ როგორც გალას მერი.



რა ლამზია ფიფქი,

როგორ ეშვება მშვიდად.

გახსოვს? ათასი აზრი

და ქარიშხალი ფიქრთა.



გახსოვს? მეფობა ზამთრის

იდგა სიჩუმის გამა.

რომ მოგიძღვენი სტროფი,

სხვა რაღა გითხრა, რაღა?



ისევ ისე თოვს ახლაც,

ისევ მშვიდად და სუფთად.

კვლავ თეთრი ფერი მეფობს,

მე კი შენს სურნელს ვსუნთქავ.



რა ლამაზია თოვა,

როცა ფიფქების დროა.

როცა იცი და ხვდები,

რომ ლექსის წერის დროა.



გახსოვს? გიწერდი ლექსებს,

თოვლი რომ ჩუმად თოვდა.

როცა სიყვარულს გული,

შენს სიახლოვეს გრძნობდა.



ახლაც ახლო ხარ თითქოს,

როგორც იყავი მაშინ.

ფიფქად დამადნე ამ წამს

და გულში მარად ჩამრჩი.



როგორ მშვიდად თოვს როგორ,

როგორ სუფთად და წმინდად.

შენი სახელი მახსოვს,

და სულ მახსოვდეს მინდა.



შენი ფერი აქვთ ფიფქებს,

უმანკო, მშვიდი, წმინდა.

შენი სუნი აქვს თოვას,

ქარიშხალი ხარ ფიქრთა.



სულზე მეცემი ამ წამს,

ვით თოვის თეთრი ფიფქი.

ჯადოქარი ხარ ჩემი,

გამილამაზე ფიქრი.
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 23:53 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა გავაღო ძველი დარაბა,

ისევ მიყვარდეს როგორც ოდესღაც.

ყველაფერზე რომ ვწერდე აბა რა?!

ვიყო ამ გრძნობის ერთი მონეტა.

არ გავჩერდები, მერე გარდავალ,

როცა მოვკდები, წავალ როდესაც...

ხომ გეყვარები იქაც მარადჟამს?

არ დამივიწყო! ვღირდე მოძებნად,

რომ სიყვარულით ვძლიო სიკვდილსაც.
 
nukriaДата: შაბ, 16.02.2013, 02:49 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ იკვირტებს ატამი ბაღში და გამიხსენებს უცხო ზმანება.

სადღაც ფრთას გაშლის იასმანი, სადღაც იფეთქებს შენი არსება.

ბაღში სულს იდგამს გაზაფხული და კვლავ გაიშლება ია-ვარდებად,

და დავრწმუნდები მეათასაჯერ, რომ მაინც ვღირვარ ცოცხალ არსებად.



სადღაც ჩამოთოვს ხეზე ტყემალი და იწყებს ფიქრი დაგუნდავებას,

ვერ მოვერევი ერთი უნიჭო მუზის შეტევას უცხო ზმანებად.

სადღაც ვილექსებ ღამენათევი და გავგიჟდები იასამნებად,

მერე გავქრები ვით დილის სიო, ჩავიფერფლები ბებერ დარდებად.



და ვერ გაუძლებს აზრი ფარული, აპრილის სუნს და ფერებს ბაღებში,

მერე ჩავქრები როგორც ლამპარი, ჩავიკეტები ძველ დარაბებში.

მერე მორჩება ჩემი სამყაროც და დავმთავრდები ამ საათებში,

და დამბეჭდავენ ალბათ წიგნებად, მტვერი მედება ძველ კარადებში.



უჩემოდ კვალავაც იელვებს კვირტი და გაზაფხული ისევ იმეფებს,

კვალავაც ჩამოთოვს ეზოს ტყემალი, ალბათ ატამიც ისევ იფეთქებს.

კვლავ გაიშლება იასმანი, ძველი ნარცისიც ვინმეს ივედრებს,

მე კიდევ იქაც გაოგნებული დაველოდები ჩემს ძველ იმედებს.



და ის არ ვიცი იმქვეყნად მხოლოდ, მე როგორ გავძლებ უგაზაფხულოდ,

და ლექსად ვითხოვ იმ სამყაროში, რომ ერთხელ მაინც იგაზაფხულოს.

ისევ აფეთქდნენ კვირტები ჩემთვის და დასრულება ზამთრის მახარონ,

კვლავ ჩამოთოვონ სადღაც ტყემლებმა და ძველებურად მე გამახარონ.



ისევ იკვიერტოს ატამმა ბაღში და გამიხსენოს უცხო ზმანებამ,

კვლავ ფრთა გაშალოს იასამანმა, ისევ იფეთქოს შენმა არსებამ.

ბაღში გაცოცხლდეს გაზაფხული და კვლავ გაიშალოს ია-ვარდებად,

მე რომ დავრწმუნდე ათას მეერთედ, რომ მაინც ვღირდი ცოცხალ არსებად
 
nukriaДата: პარ, 31.01.2014, 16:12 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა დაიშალა თითქოს ამ წუთას,
ფიფქებად ცვივა დედამიწაზე.
გავედი გარეთ და პირველ ფიფქად
თუ დამიჯერებ, კვლავ შენ გინატრე.

რა სიმშვიდეა ამ წუთას სულში,
ამათრთოლებენ ფიფქები თითქოს.
კვლავ შენს სიყვარულს მონატრებული,
პირველი თოვლის სურნელად გფიქრობ.

შენი თვალების ფერი აქვს თოვას,
მათსავით სუფთა არის, უმანკო.
ჩემთან ხარ, ფიფქებს მოჰყევი ისევ
და კვლავაც გლექსავ ისე უბრალოდ.

კვლავაც სურნელი მიტაცებს შენი,
პირველი თოვლის პირველ ფანტელში.
შენსავით წმინდა იერი ასდის,
ციდან მოფრენილ ფიფქს ამ ღამეში.

მე ფიფქად მოვალ შენს დარაბასთან,
ვიცი, რომ დგახარ ჩუმად და მელი.
იქნება გავხდე შენი ნაწილი,
იქნებ თოვლს მაინც შეახო ხელი.

ისე ჩუმად თოვს, ისე ლამაზად,
ვით ტყემლის კვირტი აპრილის თვეში.
ფიფქად გაცოცხლდი ამ წუთას ჩემთვის
და აგიყვანე პირველად ხელში.

შეგახე ტუჩი, ვლამობდი კოცნას,
შენ უნებურად კოცნისგან დადნი.
რა შორს ყოფილხარ სინამდვილეში.
არადა როგორ ახლოს მოჩანდი.

კვლავ გამიცოცხლდა მძინარე მუზა,
ისევ დაგწერე თოვლის ფიფქებად.
შენ თუ არასდროს, სამარადისოდ
თოვლის ფანტელი ჩემთან იქნება.

გამომიბრწყინდა შენი სახე და
თითქოს სულ ყველა ფანტელში ელავს.
მილიარდი ხარ ახლა ჩემს წინ და
როგორც არასდროს, მე ისე ვღელავ.

პირველი თოვლის პირველ ფიფქებად,
გამოჩნდი ისევ ჩემს არსებაში.
მეგონა ვწერდი პირველ თოვაზე
და ლექსი შემრჩა შენს სახებაში.

როგორ სუფთად თოვს, როგორ ლამაზად,
გაჩუმებული ვუყურებ ფიფქებს.
ყველა ფანტელში ჩანს შენი სახე
და ვერ ველევი მე შენზე ფიქრებს.

ნიკო მიქაია
 
nukriaДата: ხუთ, 13.02.2014, 21:30 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრძნობა-მორეულს

სევდა-ჩაღვრილს და ფიქრებ-მორეულს,
სარკეში ვხედავ მე ჩემს ორეულს.
კვლავ ჩამოწვება ღრუბელი ცაზე
და გავიხსენებ გრძნობას შორეულს.

ჩავღვრი თვალებში დარდებს ძველებურს,
დავემგვანები ფერმკრთალ მთვარეულს.
დავისხამ ჭიქა ღვინოს და დავლევ,
თვალებს გავაბნევ გრძნობა-მორეულს.

მერე ავიღედბ ხელში კალამს და
ჩუმად გავყვები გრძნობათ ოცეულს.
ჩამოუჯდები ქუჩის მათხოვრს,
ჩემსავით ფიქრებ-აზრებ-მოწეულს.

ჩავცლით ორივე სამ-სამ ჭიქას და
გავეტირებით აზრებს ბოთლეულს.
და გაურითმავ მეათასაჯერ
სევდას ჩვეულად ჩუმად მოთრეულს.

სიბერის ჟამიც მოახლოვდება,
კარებს გავუღებ თეთრებს მოწვეულს.
და გაგიხსენებ ალბათ მაშინაც,
ჩემს სილამაზეს, ასე შორეულს.

გამოუქანებ მუშტს და ძლიერად
სახეს დაუმსხვრევ მე ჩემს ორეულს.
ხვალე კი სხვები წაიკითხავენ,
როგორ ვრითმავდი გრძნობა-მორეულს.
 
nukriaДата: ორ, 10.03.2014, 19:54 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ დაიწყო წვიმა,მარგალიტების მსგავსი.დავჯექი ჩემს თავს ვკითხე,ვინ მყავდა შენი ფასი? ღამე ისეა მშვიდი,ღამეა ისე უხმო.ვზივარ, გავყურებ ქუჩასდა ბებერ მუზებს ვუხმობ.როგორ ათრთოლდნენ გარეთ,ჭადრის ფოთლების ჯარი.ლოყებზე მკოცნის თითქოს,დაწყვილებული ქარი. ქარმა შეირთო წვიმა,ბედნიერების დროა.მოდი, მიყვარხარ გესმის?წვეთი ჩურჩულებს მოვა. ჩემს ძმაკაც მუზას თურმე,გულზე მოედო ხავსი.გარეთ დაიწყო წვიმა,მარგალიტების მსგავსი. წვეთებთან ერთად ვწერდი,ქართან ვიცეკვე ვალსი.თვალზეც შეიქმნა წვეთი,ვინ მყავდა შენი ფასი?
 
nukriaДата: კვ, 20.04.2014, 00:39 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უძღები ცოდვილი მოვსულვარ ხატებთან,გული დამიმძიმდა ცხოვრებით დარდიანს.ხან უფალს ვაბარებ ჩემს აზრებს დაბინდულს,,ცხოვრებას ვავედრებ მე წმინდა მარიამს! არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,არ ვიცი რა არის აწი მომავალი.სიკვდილი სიცოცხლეს აჯობებს ოდესღაც,მაგრამ გამიხსენებს მე შთამომავალი. ოღონდ სულიწმინდამ მიმიღოს თავისთან,ოღონდ მომიტევოს უფალმა ცოდვები.მე გარდავიცვლები მხოლოდ ამ ქვეყნიდან,მჯერა და მწამს რომ არასდროს მოვკვდები. ტაძრის დარაბასთან თავი მაქვს დახრილი,მოვსულვარ ცოდვებით აღდგომის წირვაზე.სულო ჩაფერფლილო! შენც მოგეტევება,ოღონდ სინანული უსაზღვრო ინატრე! არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,როგორ გარდვისახე ღამის ელეგიად?!რატომ დამამძიმეს მე ასე ცოდვებმა,სული ნეტარებას როგორ შეელია? მინდა რომ ცხოვრება უფლისთვის გავწირო,მინდა უკვდავება სულისა მწამდეს.და როცა მოკვდები აკვანში ჩამდეთ,რომ დასასრული დასაწყის ჰგავდეს!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость