ნიკო მიქაია - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
ნიკო მიქაია
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 20:52 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარეთ დაიწყო წვიმა,
მარგალიტების მსგავსი.
დავჯექი ჩემს თავს ვკითხე,
ვინ მყავდა შენი ფასი? ღამე ისეა მშვიდი,
ღამეა ისე უხმო.
ვზივარ, გავყურებ ქუჩას
და ბებერ მუზებს ვუხმობ. როგორ ათრთოლდნენ გარეთ,
ჭადრის ფოთლების ჯარი.
ლოყებზე მკოცნის თითქოს,
დაწყვილებული ქარი. ქარმა შეირთო წვიმა,
ბედნიერების დროა.
მოდი, მიყვარხარ გესმის?
წვეთი ჩურჩულებს მოვა. ჩემს ძმაკაც მუზას თურმე,
გულზე მოედო ხავსი.
გარეთ დაიწყო წვიმა,
მარგალიტების მსგავსი. წვეთებთან ერთად ვწერდი,
ქართან ვიცეკვე ვალსი.
თვალზეც შეიქმნა წვეთი,
ვინ მყავდა შენი ფასი...
 
nukriaДата: ორ, 04.08.2014, 19:36 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ავტოპერტრეტი ჩაღვარე სევდა ცისფერ თვალებში,
წერ ისევ ისე ასჯერ დაწერილს.
ცდილობ რომ იგრძნო სიმშვიდე სულის,
მაგრამ ვერ შველი ცოდვით ჩაფერფლილს. წერ ისევ ისე ღამის დარაჯი,
რომ გახსენდება უაზრო ნინო.
რომ მოეშვება ფიქრი ნატანჯი,
როცა დაისხამ ერთ ჭიქა ღვინოს. გადიხარ სადღაც ღამის ძმაკაცი,
ვიღაც გამვლელებს კვლავ ჰკითხავ საათს.
სადღაც ვარსკვლავი ელვარებს შენი,
სადღაც იმისი, ზღვარს იქეთ სადღაც. სადღაც ვიღაცაც მოგელის ალბათ,
შენ კი ასცდები მის სახლის კარებს.
გახვალ, გასცდები ფიქრების საზღვარს,
ასე გაფანტავ ცხოვრების წამებს. მარტო დარჩენილს დაგიპყრობს ფიქრი,
კვლავ გაუკიდებ შენს ბებერ ძმაკაცს.
იქნებ ვიღაცა შენზეც ფიქრობს და
შენს მოლოდინში ათენებს კვლავაც. სიყვარულს ელი როგორც ბოდლერი
და გამოჩენას ვიღაც ასულის.
მოიხედავ და გრჩება ცხოვრება
უკვე სიკვდილის პირას გასული. დარდი დაგიღრღნის სულის ნაწილებს,
ჟანგად ედება გულს მარტოობა.
სადღაც გრძნობებში გადაკარგული,
ვერ უბრუნდები კვლავ ამდროობას. გაივლი, სადღაც მოიკლავ ვნებას
და გეზიზღება შენივე თავი.
ცოდვებით სული უკვე გიდნება,
ეკლესიაში შედიხარ მყრალი. დგახარ, სიჩუმე გარტყია ირგვლივ,
უფალს აბარებ შენს აღსარებას.
და უსინდისოდ ხატებთან ითხოვ,
შენს სამყაროში გამოდარებას. ხვდები ყალბია თვალებზე სევდაც
და იძირება ცხოვრების ნავი.
დგახარ ხატის წინ ცოდვებით სავსე
და ამას ნატრობ მოიკლა თავი. ღამის ძმაკაცად გაქცია წერამ,
წერდი, წერ ისევ გაუჩერებლად.
მაგრამ რისთვის წერ? ვის უწერ ნეტავ?
გათეთრებულხარ დაუბერებლად. მაგრამ ხვდები რომ წერაა შენთვის,
ჩაფერფლილ სულის ერთი წამალი.
ლექსია მხოლოდ შენში გულწრფელი,
ობლის ცრემლივით ცამდე მართალი. ჩაღვარე სევდა ცისფერ თვალებში,
ახლა იქ გიჩანს შენ მხოლოდ დარდი.
ხვდები ცხოვრება ერთი ფირია
და უცაბედად გაწყდება კადრი. გაწყდება შენი თვალების ელვა,
შეწყდება ფეთქვა უსაზღვრო გულის.
ლექსი გიშველის იმ სამყაროშიც,
რომ არ დაგეწვას ცოდვილი სული. ყალბია, ყალბი ყველა ქმედება,
მხოლოდ სტროფია შენში გულწრფელი.
ვერავინ ხედავს თვალების სიღრმეს,
რა დარდი არის ამოუთქმელი. ხედავენ მხოლოდ თვალებში ცისფერს,
გალამაზებულს, სხეულის ნაწილს.
ვიღაცა ლოთი სამადლობელოს,
სადღაც უღრანის ბოლოში ჩაცლის. მოგიგონებენ ალბათ შენებიც,
როს არ იქნები, გარდახვალ როცა.
როს დარწმუნდები სამარადისოდ,
რომ წერის ნიჭი უფალმა მოგცა. შუაღამის ოთხზე დაიწყებ წერას,
დაწერ სტრიქონებს შენსავით შეშლილს.
მერე კი მუზა ათასი აზრით,
დაგიმორჩილებს ბოლომდე შეგშლის. აფეთქებული ემოციებით,
დაისხამ ღვინოს, ბოლომდე ჩაცლი.
ვერც კი მიხვდები შენი ცხოვრება,
სადმე უღრანის ბოლოში ჩაგცლის. წერ კვლავაც თითქოს შეშლილ სტრიქონებს,
როგორც პოეტი და დარდიანი.
მაგრამ ხვდები რომ, არ ხარ პოეტი:
ფიქრობ უნიჭო ადამიანი. ჩაღვარე სევდა ცისფერ თვალებში,
წერ ისევ ისე ასჯერ დაწერილს.
ცდილობ რომ იგრძნო სიმშვიდე სულის,
მაგრამ ვერ შველი ცოდვით ჩაფერფლილს.
 
nukriaДата: პარ, 15.08.2014, 21:24 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვის გაუგია ივლისში თოვა,
მაგრამ თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...
 
nukriaДата: სამ, 13.01.2015, 11:32 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილიდან თოვდა ახლა კი
ნისლმა დაფარა თბილისი.
ვის მოენატრე ფიფქებში,
ვინ გაგიხსენა ვინ იცის?

ვინ ჩაგიფიქრა ღამეში,
ან ვინ გისურვა ფიფქებად?!
ვის ფანჯრის რაფას შეადნი,
ან ვის ეწვიე ფიქრებად.

ვინ შეგადარა ალიონს,
ვისთან გათენდი თოვაში.
ვისთვის იელვე სხივებად,
ვისთან დარჩები ხსოვნაში.

ვინ შეგადარა ფიფქებს და
გადაითეთრა მაისი.
ვის მოენატრე ძალიან,
ვინ შეგიყვარა რა იცი!

რა ლამაზია თოვაში,
გათეთრებული თბილისი.
ვის გაეღიმა ამ წუთას,
ან ვინ მინატრა ვინ იცის?!

ნიკო მიქაია
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:30 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
ძნელია ძნელი.

მგელი მგლებისთვის იმედია
თანაც მარადი
წინაპრის ანდერძს არ ეპყრობა
როგორც ჯალათი.

იცნობს და ებრძვის
დაუნდობელ მოდგმას მტრებისას
და ამიტომაც უკვდავია
ჯიში მგლებისა.

მგელს შენატრიან ფლიდი მელა
დათვი დებილი
ვერ უსხლტებიან კაცს და სიკვდილს
ქარში მგლებივით.

თუ არ ივარგე
კაი ყმის და არწივის გვერდით
ვინ მოგიხსენებს
მითხარი ერთი.

არ გაუცვლია დედის რძე და
მამის ხალათი
არც მგლების მხარე დაქცეულა
მგლების ღალატით.

დაკაწრულია მისი გული
დარდის ეკლებით
ვაითუ ტყვიამ შეიწიროს
სტკივა ლეკვები.…

ხაფანგი თოვლში
გაჩეხილი ძველი მუხნარი
ყმუილი სავსე სინანულით
ცრემლი მდუღარი.

მგლის პირფერობა ვის სმენია
ანდა-წუწუნი
გზას მიუყვება
მეათასე პაპის ძუნძულით.

ამიტომ მოჩანს
კაი ყმის და არწივის გვერდით
ბრძენია კაცი და ათასჯერ
ბრძენია ღმერთი...

ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 00:36 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვით ნეფერტიტი

ქარი დაიბანს ღრუბლებში თითებს,

წვიმაც საცაა ტირილს დაიწყებს,

ვენეფერტიტე შენს ნატიფ ტიტებს,

ვერც ცის ოფორტი ვერ დავივიწყე.

ხედავ, ოცნება დარაბებს გვიღებს

შორეულ მწვერვალს ვეპარნასებით,

ეს დღეც შეიხსნის ღიღილო ღილებს,

დროც ნელა წავა რევერანსებით.

ვუნეფერტიტებ შენს ფხიზელ სიზმრებს

ისედაც ცხადის მიღმაც ვარსებობთ,

ნუ მოვიგონებთ სხვა აფორიზმებს,

არც ბედს მივენდოთ სააღსარებოდ!...

*

ბეღურას..



როგორ შეგატოვე ზამთარს,

ასე მინდობილი ბზის ტოტს,

ავდარს უდარდელს და ამ ქარს,

სულ არ ედარდებით ჩიტო...

ხევში გადაღვრილა ნისლი,

თითქოს რძე აჭროდეს ამინდს,

როდის დავესწრებით ისევ,

ვარდთა მათრობელა ნადიმს.

დაქრის ზამთრის ქარი მწყრალი,

ავი ლოლუების ეშვით,

შენთვის მოწყლების წყალი,

მომაქვს გაზაფხულის პეშვით.

ცოტაც მოითმინე , ცოტაც,

უფლის შეწევნით და ნებსით.

უკვე თავთავდება ბეღუ,

შენი ასაკენკი ლექსი...
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 00:37 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*************ნაოსნობა გუდაურში



ნატვრით ვინ მირბევს ბედის კლავიშებს,

დღესაც ცალ სიმზე უკრავს გიტარა,

დაემშვიდობა შრიალა ქვიშებს,

და მიაბოლებს გემი სიგარას!

ნუთუ ის ზღვა ვარ, შენ რომ ურწევდი.

ტალღებს და ოქროს ეძებდი თევზებს,

ცა მეცხრე ცისკენ რომ მიიწევდა

შუაღამის მზეს უხმობდა დღის მზე...

ბრიზი უშლიდა პაემანს ტალღებს'

იფურცლებოდა ლურჯი რვეული,

ვერ მომიპოვე და ვერ იბაღე

ჩემი სიშორე სამოთხეული...



*

ერთი ხელწერა



ეს წვიმა ახლა ჩემი თმებია,

თქვენც ხომ თმაწვიმა მოგწონდათ მუდამ,

იქნებ ახლა ვარ რითაც თვრებიან,

იქნებ ახლა ვარ ის თოვლის გუნდა...

ნურვინ მიმიტანთ ტკივილად გულთან,

აწ ბეწვის ხიდზე აღარ გავივლი,

რა ესაქმება მდგმურს სიყვარულთან

მალევე ჭკნება კოცნის ყვავილი..

მაგრამ ვერ გეტყვით მსგავსთთა და მსგავსთთა

დარად თმაწვიმა გავიწეწე რად?-

როს თხზავს საწუთრო ნაირფერ ფერებს

მსურს ჩემეულიც მქონდეს ხელწერა.



თუკი ნატვრაა...



სათრობელათი ვათრობ, -ვევლები,

ვითარც ჰეტერა საწუთროს ცბიერს,

ვერსალურ ხილვებს ავემხევლები

ვიდრე დღე-ღამის წარმავალ იერს...

ან თუ ნატვრაა... რაღა ათასი,

ერთი დღის გარდა ყველა დამაკლდეს,

და ეს სიცოცხლე ასე ლამაზი

ყაყაჩოსავით გულზე დამაკვდეს...



ბუნგალოს ჰიტი



ლურჯ ტალღაზე გრთავს ზღვა უსენსორო,

ამინდეს გაუწყებს ტელე-მისანი,

უნდა დატოვო ეს ბარი სენიორ,

ერთ დროსტარებად თუ დამისხალდი.

ზეცაც მოირთო პლუშის ღრუბელით,

ცხელ ნაპირს ლოკავს ზღვა მლაშე ენით,

ეს შედარება ამდილანდელი,

მიმანდილეთ ან შემაშრეთ ფენით.

აიციტატა ცა ალბატროსმა,

ბამბუკების და პალმების პარკში,

ტაბლად გაშალა სივრცე ტაროსმა,

გემები თვლემენ პორტის ჰამაკში.

ქარი აცეკვებს ხეებს დავლურით,

ბუნგალოს ჰიტიც მომბეზრდა ჟღერით,

წავიდეთ სენიორ,- სხვა ზღვა დავლიოთ-

შემოვერცხლილი კონცხის ფუჟერით.



ნედლი პალიტრა



ჩემო ბატონო...

გახსოვს ოდესმე,

მეც ვყვავილობდი როგორც აპრილი,

შენ კი, ზამთარი გათოვდა მძიმე,

და ამ სიმძიმით იყავ დაღლილი.

მაგრამ ქორწილი თავისით შედგა,

და მე, აპრილი გკოცნიდი ზამთარს,

ძლივს, გაყინული გაგითბე გული,

გამოგარიდე ავარა ავდარს.

ბედი კი მაინც ცეკვავდა კანკანს,

მონეტებივიტ ვფანტავდით დღეებს,

და ღამეების კანდელთა კანკალს,

ვუსონეტებდით მშვიდ სამოთხეებს.

იხსნის აპრილი ბუნების ნებით,

ფიფქებით მორთულ გიპიურ კორსეტს,

ნედლ პალიტრაზე ნებივრობს ვნება

და ხატავს ხსოვნით აღდგენილ პორტრეტს.
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 00:37 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
--------------------------------

მთვარის მხევალი.



ნუღარ მომელი, ნურც გამიხსენებ,

დღეს სუსხიანი ქარები ქრიან,

ხსოვნის მკლავებზე გადამისვენე,

რადგან აწ მთვარის მხევალი მქვია.

ამ ლექსს ცრემლებით ნუ დამისველებ,

ეს სინანული ჯერ არის გვიან,

ვერ ვეგვირილე შენს ნათიბ ველებს,

სხვა ვერსალები ნედლ ვნებებს მგვრიან.

ასე მგონია, სივრცის ალერსი

სველ ღრუბელივით გადამავიწყდა,

ვერ ავიტატე გრძნობის ალერდი

და მოთმინების სიმიც ამიწყდა,

ცას გადაევლო ვარსკვლავი ციდა,

და ვერც სანთლები ავინთე წმინდა

ო, ნუ დამძრახავ, -უშენო ციდან

გაუთავებლად წვიმდა და წვიმდა.



*

შიშეტა ღამე.( ა ჩემს შავ კატას შიშეტას)



ბინდის ფარფალებს ფარჩა, მოდის შიშეტა ღამე,

წამლად ვარსკვლავიც არ ჩანს, უმწეოდ მოღიმღამე...

უმზეო ზამტრის შარს და მარტოობასაც ვითმენ,

ეს ლექსიც ამეშარა, როგორც აშარი ვინმე.

შარახვეია ქარი ,კარს მიზანზარებს ისე,--

რომ ვუფეშქაშე ქმარი ალბათ მიბრუნებს ისევ!!!





*

პოეტურ გრაგნილს...



მთვარის ფიალით შემასვა ღამე, უძილო ფიქრთა ფარულმა გზნებამ,

ბოლო სტრიქონი რითმით დავნაღმე რომ ამიმგზავრონ უნაღმო გზებმა.

ქარმა მომტაცა მერის მერდინი, ამინდმა მშრალი თმა შეისველა,

თავდავიწყებას უბელოდ მედინს, მელნისფერ მერნად დავლანდავ ველად.

ის კი, ვინც მსურდა, მაინც ვერ ვნახე, მხოლოდ უდაბურ მირაჟებს ვხედავ,

წვიმის დამიგეს ღრუბლრბმა მახე, დააგვიანდა ჩემს დაღლილ მხედარს...

ვიცი რა მელის, როს რიტორული განმეორდება კვლავ დღეთა წყება,

ამეფარება ბურვილი რული, სადღაც ხომ ობლის ვარსკვლავიც წყდება.

ჯერ ისევ მთვარის ბილიკით ვივლი, იმედიც ავად გარდასულს ხვეტავს,

გადაშლის თვალწინ პოეტურ ხილვით, ახალი გზების დაგრაგნილ ეტრატს.





*

ბეღურას ფრთებით



რად მემქისები მწუხრო ღამისავ,

უკურნელ ურვას რისთვის მარისხებ,

კრავი კუნტრუშებს ღრუბლის კარვიდან

ცაც უვარსკვლავოდ ავიმარიხე.

მაინც ვერ ლანდავს ბნელი ლაბადა

წვიმების ცრემლით ნაკვებ წერილებს

ბედის ობობა იაბლაბუდებს,

წერის წერაც წერს მრავალწერტილებს.

გზა კვლავ ასპიტობს უასპარეზო,

ცის ცვილ კამარებს შევეკამკამე,

ვერ ვამუნათებ დროს სატრაპეზოდ,

ნისლი ებურვის ზეცას მაკრამედ.

ზღვიდან მოვმარგლე სამარგალიტო,

მშრალ უდაბნოებს ავევენახე,

უტყვი ლოცვა ვთქვი სალიტანიო,

უფალს სამსჯავროდ ვერ დავენახვე.

ბილიკი მკრულავს უსაფეხურო,

ნება მივნებებს ნუკვის სალბუნებს

ეგება ფრთებმა ამაბეღურონ,

რომ შევემწყემსო სულის ფსალმუნებს.

---------------------------------

მაცთური ევა



ამ ცვლილ თითებით

შემოდგომის სველ სიზმრებს ვქსოვდი,

და ცივ სურვილად ვაცილებდი ზამთარს სუსხიანს.

მზიან გაზაფხულს მუზის კერტთა კვირტად ვახსოვდი,

დაფლეთილ დღეებს ვაკემსავდი წარსულს ნუსხიანს.

ამ ხელით ვრგავდი ქაშანურის ქოთანში ლოდინს,

და მაღვიძარებს მზითა ვრწყავდი, ვითა ირიდა,

ვერ გამოვცალე ხსოვნის თასი მაინც ბოლომდის

და ოცნებამაც რუხ მანდილად გადამირიდა.

ვერ ჩამტევ გულში,

მე ნაპირებს ჯებირებს ვუშლი,

ვარ ქარიშხალი, კაეშანთა შეშლილი ვნება,

სიზმრის და ცხადის უსასრულო ამ აინუშში

-მოვსულვრ თქვენდა საცთუნებლად,- მაცთური ევა



*

გამდნარი ვერცხლი



როცა ეს წვიმაც დამისვამს წერტილს,

ავფრანავ ფრანებს ჩინური გველის,

ზოგჯერ ცაცია სურვილს აწყვეტილს,

ხელს იქ გამოჰკრავ,

სადაც არ ელი...

აბსურდიც მჯერა, და მაინც ვღელავ,

მწვერვალებს იქით არავინ მელის,

დაიკლაკნება ცის კვესსზე ელვა,

როგორც- მოსეს და უდაბნოს გველი!

მაგრამ ვინ მეტი ან ვინ ნაკლები,-

რომ გადაკვეთოს საჩემო გზები,

აღარ მსურს, აღარ, გულს კვლავ დააჩნდეს

ამბორი, როგორც ტკბილი ნაკბენი.

და მომკვეთავენ მარჯვენა ძუძუს,

ჩემი დობილი ამორძალები,

დაე, დამარცხდეს ერთ ქალშიც,- ქალი,

ბედმაც ჩააგოს შიშველი ხმალი.

ვინ გამიჩაღებს ხელახალ კოცონს,

ან ვინ დამინთო სამსხვერპლო ცეცხლი???

ცხელ ბაგეთაგან იცეცხლა კოცნამ,

და გადნა პირველ კოცნების ვერცხლი.

სახადად ვიხდი კვლავ ახალ სნებას,

სიო სტვენს,- ღამე ჭადართან მელის,-

და სისხლში ისევ დაძვრება ვნება,

- ვით მოშრიალე ჭალაში გველი.
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 00:38 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
------------------------------

არც არაფერი...



რად ვექარვები არგამ ქარაგმას,

ადრე ულმობელ ბედსაც ვერ ვთმობდი,

ახლა კი გრძნობის ხურდაც არა მაქვს,

და სხვა ბეღურა ფიქრით ვერთობი.

მინდობილი ვარ უცხო პასაჟებს,

თუმც დობილივით დარდიც კვლავ მახლავს,

პარაკლისს ვიხდი დამდეგ პარასკევს,

რომ დავარღვიო დუმილის მარხვა.

აწ წავალ, თორემ გული ღონდება,

ამ არაფრისგან, არაფერს ველი,

-ო, როგორ მიმძიმს დამშვიდობება,

და ...შეგატოვე ხელებში,- ხელი!



*

გარდასახვა



მივყვები მღვრიე ფიქრების ნაკადს,

გადავაწყდები საცაა მორევს,

ყვავიც არ მიგდებს იმედის კაკალს,-

იმ ძველ შეცთომებს რომ ვიმეორებ.

ამ შემოდგომის უმწეო რტოებს,

ისე შევყურებ, ვშველოდე თითქოს,

აუკენკიათ მზე ჩიტბატონებს,

და თითებს მცივან მთვარეზე ვითბობ.

დაჰბერა ჩემს წილ მოსულმა ქარმა,

ქარსაყოლილი ფოთლად ვფარფატებ,

გარდავისახე.... და ფოთოლ ქალმა,-

რაც მიპოვნია, ერთად დავფანტე..
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 00:38 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-------------------------------------------

ქვიშის საათი



ჩამოილია ქვიშის საათი,

დროც ტალკვესივით მიკვესავს წამებს,

ბედმაც დაკარგა ღერი ასანთის,

რაც არ მჯეროდა, ისიც ვიწამე.

კვლავ უსაშველოდ მოველი საშველს,

ამ გრძნეულ წრიდან გაღწევას ვლამობ,

გადაუშლია წარსული საშლელს,

სულ უმნიშვნელო შეცთომის გამო.

ნება კი...- უცხო სარეცელს ეტრფის,

გავშალე გერმის გრილი მარაო,

ხან ბანოვანთა ველტვოდი ეტლებს,

ხან კურტიზანთა ვილმე მალამო.

ეს ამინდებიც გამიკაპრიზდნენ,

გრილ ბადაგივით ვეღარ ვსვამ სურვილს,

უმწეო მკლავებს კვლავ ვიკაპიწებ,-

აწ რასაც შევძლებ! - განქიქოს ნურვინ!!!

-ათასმეორე ღამე ვათიე,

ამ ლექსის შვებით ამოქშენამდე,

აჰა, მოვედი, -და მაპატიე,

ძლივს მოვატანე სუნთქვა შენამდე...

 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო მიქაია
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость