დავით შემოქმედელი - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
დავით შემოქმედელი
nukriaДата: შაბ, 07.06.2014, 21:26 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვწერ: ღამემ ბინდი თავქვე დაიგო,
ხევში ზმორებით ზოზინებს ნისლი,
იქნება ახლა მაინც გაიგო,
სიკვდილო, შენთვის რომ ვეღარ ვიცლი.
ვწერ: სადღაც ღვარი გაბმით ქვითინებს,
სულ გაიგიჟეს ძეწნებმა თავი,
ამაღამ ქარი რომ დაიძინებს
მთებში ნისლების ითოვებს ზვავი...
ვწერ: შევისახლე სხეულში სიტყვა,
ვწერ: შევრჩი ქალაქს მესიტყვე კაცი,
მე ვიღებ სიტყვებს სიტყვების ტყიდან
მერე ყალბ სიტყვებს ლანცეტით ვაცლი.
ვწერ: კალმის წვერზე ჩიტი წრიალებს,
დღეა უმანკო და გაბუსხული.
ჭალებთან ურმის თვალი ჭრიალებს,
ბინდების ბუბუნს მოაქვს "ურმული".
ვწერ: დილამ სიოს სხივი გაუბა
ბროწეულისფრად წახეულ წარბის,
ზამთარს დამზრალი ბეჭი გაუთბა,
ლეშზე დაგეშილ მგელივით გარბის.
ვწერ: შენი ჟინი ისე მახურებს,
როგორც ზაფხულის სიცხე თაკარა,
მოსწყურებიათ მწიფარ ალუბლებს
ხევში ჩაჩრილი წყარო ანკარა.
ვწერ: მზე ზეცასთან ისევ დაზავდა, ისევ შედარება
გული ცრუ-მართალს იწყებს მისნობას,
ვწერ: მხრებით ვიჭერ სიტყვების ზვავს და
დუელში ვიწვევ მარადისობას...
 
nukriaДата: სამ, 23.09.2014, 21:15 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვს, დედაჩემო,
წვიმიანი დღეა,
გახარებულმა მოვირბინე შინ,
მეზობლის ბიჭი რომ დავამარცხე.
მოვიგეე!! მოვიგეე!!
ხმა სოფლის საყდრამდე აღწევდა.
სიხარულით ლამის შეშლილმა
ჩემმა სახემ შეგაშინა.…
პირველად მაშინ გავიწკეპლე
იმ ხელებით,
სასთუმალს რომ მისწორებდი.
აღარ მახსოვს, დედა,
ვინ ყვიროდა ჩემში.
ის ბიჭი კი თამაშწაგებული
სულ თვალწინ მიდგას,
სილაში თავჩარგული და
აქვითინებული.
ჯუჯა ხეებიც ხომ ტირიან,
უფრო დიდი ხეების ქვეშ,
მზეუხილველნი და ჩრდილმისჯილნი...…
 
nukriaДата: ხუთ, 08.01.2015, 19:52 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატმენაქობა

დამიძახე, ატმენაქობას
დამიძახე.
იქნებ ხელმეორედ ვიშვა და
ძველმანებივით დაობებული
ჩემი ცოდვები
წარსულს შევაჩეჩო
ხავსიან ხელში.
ბუნიობისას დამიძახე,
როცა დღე და ღამე
საქორწინო სარეცელს იყოფენ
ერთმანეთთან შეთანასწორებულნი.
მოკითხვის ბარათს გიგზავნი
იმ წლებთან,
რომლის სურნელი
ახლად გამომცხვარი ნაზუქივით
მსიამოვნებს.
უცხო ქალაქში მოხეტიალეს
დამიძახე,
როცა საკუთარ თავს
უიმედოდ ვეძებ თავმკვდარი.
როცა ერთდროულად
თან სიბერისკენ ვიზრდები,
თან ოცნებისკენ ვპატარავდები.
დამიძახე,
როცა ხილულსა და უხილავს შორის
წრფეზე მდგარი,
ცალი ხელით იმათ ვეჭიდები
ვინც, აქ ვარ და სიცოცხლეს მიმსუბუქებს,
ხოლო მეორეთი
იმათ ხსოვნას ველაციცები,
ვინც _ წავალ და
სიკვდილს გამიადვილებს.
დამიძახე,
სანამ ვდგავარ ასე,
უკან მოვიხედავ _
მამის სახეზე ”ურმულის’’ სევდა,
წინ _
შვილის თვალებში ,,ემინემის’’ ირონია.
დამიძახე,
სანამ საპირისპირო
გზებით ვივლით
ერთმანეთთან დასაახლოებლად,
ვიდრე _
ყინულივით ჩაგვადნება
მუჭში მომწყვდეული სიყვარული
შეციებული სულების შესათბობად,
დამიძახე,
მთელი ხმით დამიძახე,
რადგან ახლა ყველაზე მეტად
შენთან შეხვედრა და
ატმენაქობა გადამარჩენს.
1999 წელი.
1. ატმენაქობა _ შობის ღამე
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 00:20 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსარება
/მეუფე თადეოზ იორამაშვილს/

რას მეტყვი, მამავ?! ვერ დავასრულე
წუთისოფელთან ჩემი წანწალი,
გეზი აუცდა ამ გზებს საუღლეს,
ჯიბრში მყავს ჯიქურ ბედი წაწალი.
რაც ვიცოდვილე, წრიალებს სულში
სულ ამიწეწა ფიქრის სამანი,
ვერ ჩავრგე ნერგი ზესიყვარულში,
ვერ ვამზეურე იასამანი.
მამავ, იქნება, ეს გზაც ნისლია,
და მირაჟ-მირაჟ დავალ ცეცებით,
სანთლების შუქზე ლურჯი ბიბლია,
თითქოს ცის შემთბარ სამოსს ვეხები.
სხივი ცას მკრთალი სხივით ლამბავდა.
სწუხდნენ ქარები, ნელი თუ მალი,
და თავქვე მედო უფლის ლაბადა,
მიწა მზის თბილი თავსასთუმალი.
დავდივარ ასე სულის ხსნისათვის,
სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში,
და ერთი ციდა სტრიქონისათვის,
რამდენი ღამე ჩამადნა ხელში.
ხანდახან თითქოს სივრცე-მანძილი,
წამში ჩემ თვალწინ უხმოდ დამთავრდა,
რას მეტყვი, მამავ?! როცა დაღლილი,
სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან...
გახიდული ვარ, ცხოვრების ჯვარზე,
ხორცით ვცოდებ და ლექსით ვმარხულობ,
ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესმის გზაზე,
მაშ, სტრიქონ-ხილვებს რისთვის ვნახულობ?...
ახლა ცრემლ-ყინულ ბილიკზე დავალ,
ვით სხივი ბინდში ნაფერკმთალები,
და გზას ცისკრისკენ მიკვალავს, მამავ,
იესოს თბილი ნატერფალები...

წიგნიდან_,, ხსოვნის ანაბეჭდები".2013 წელი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 17:26 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეკვები ჰყავს ბომბორას,
პატარა ნაგაზები,
ისეთი ფუმფულები,
ისეთი ლამაზები.
არ ბეზრდებათ თამაში,
დიდხანს არ იძინებენ,
სიზმარშიც კი ყეფენ და
კუდებს აქიცინებენ.
 
nukriaДата: სამ, 03.03.2015, 14:10 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულეთის კართან მელოდე, დედა,
საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის,
ეს რა გულსევდა დღე დამებედა,
დამძიმებულა დარდიც ლოდივით.

წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი,
შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს,
ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი,
ცრემლიც უბედო თურმე ბედია.

შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა,
კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,
საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა,
მე ვარო შენი ბოლო სადგური.

გადაუარეს წვიმებმა ბალახს,
სექტემბრის უხმო დილაა თბილი,
და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს,
მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
***
დედის საფლავზე
ამოსულო ყვავილო,
ნიავზე რომ ირხევი,
დედის სუნთქვა მგონიხარ...

***
დედინაცვალი არ მყოლია,
იქნებ ამიტომ, ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე,
დედა.

***
ჩემი უძილო ღამეებიდან,
შენს მარადიულ ძილამდე,
რამდენი გრძელი ზამთარია,
დედა!
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 06:39 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ვუცქერი მამის დაკოჟრილ ხელებს,
რომლებიც ფრთხილად აცლიან ბალახს
თავისი დის სასაფლაოდან,
და უნებურად ვფიქრობ
ჩემი შვილების ბედზე...

ბავშვობა

მე მასწავლიდნენ სიარულს,
ლაპარაკს, ძილსაც კი...
მაგრამ არასოდეს უსწავლებიათ
თვალის გახელა.

***
რა პასუხი გაქვს უფლისადმი,
როცა ცოდვით იწყები
და სინანულით არ ბოლოვდები...
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 08:13 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ცოდვილი სხეულისთვის
ხორცი _ შავ ძელზე გასასმელი.
ჩემი მონანიე სულისათვის
კარი _ სამოთხისკენ გასავლელი.
სიმღერა _ ჩუმი საქვითინო,
სამშობლო – ჩემი განსაცდელი.
ხმალი _მომავლისთვის შენახული,
სისხლი ბედიასთან დასაცლელი.
მიწა _ დაჭრილი და დაფლეთილი,
შვილის იმედითღა დასაცველი.
ქვეყანა უთავ-უპატრონო,
ბოსტან-ბაღჩიანად დასაგველი.
როცა სიძულვილი ისე მეფობს,
ლამის ტვინი გახდეს ასახდელი.
როცა უცხო მტერი თავზე გვაზის,
სტუმარი, როგორც _ მასპინძელი,
როცა ბრძოლის ნაცვლად დახლთან გვიზის,
არაგველი თუ ასპინძელი.
როცა დამარცხებულ სამშობლოში
ერთ თბილ გაღიმებას მაინც ელი.
როცა თეთრყვავილა შენს ეზოში
ნაზად იღიმება ასე მწველი.
ხანდახან თითქოს ძუ ლომივით,
გალიის კარებთან დასაბმელი,
მაინც გამოვარღვევ მის ჯებირებს,
მწვანე, გულმოხატულ ლამაზ მდელოს,
ხელში ავიტაცებ დედამიწას
და ვსვამ სიცოცხლის სადღეგრძელოს!!...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » დავით შემოქმედელი
  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
ძებნა:

მოგესალმები Гость