ნიკო გომელაური - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:37 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა..
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:33 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

აღარა მაქვს მე ქალების ატანა,
დასანახად ვეღარ ვიტან მათ,
მათი სახით ამეკიდა სატანა,
რა შევცოდე, რად ვისჯები, რად?

ცუდად ვხდები, რომ ვიხსენებ სახელებს,
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ.
ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს
თვალწინ მიდგას ყველა - ვეღარ ვისვენებ.

დღეს ტულელი გამახსენდა იულია,
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია,
ან ავიღოთ თუნდაც დალი,
მუდამ გაპოხილი მთვრალი.
მრუში არის გალია,
ისე, სათნო ქალია.
რა მსუნაგია თამუნა,
ლამის მეც შემახრამუნა.
უვარგა სახე მინსკელ ტანიას,
მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.

როგორ ვენდე მე სვან ნინოს?
უმარილოს, თან უტვინოს.
აჭარელიც მყავდა ნინა,
ერთი უნდა მოგესმინა.
მეუღლედ მყავდა ეკატერინე,
ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე.
გამომცვალა როგორც ძველი კალოში,
გაიპარა თვითონ მონტეკარლოში.

ცოდვა მადევს ერთი რუსი მონაზვნის,
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის,
- დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული,
ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული.
''ყ''-ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს,
დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.

მოგესალმები შენ ჩემო ნელი,
ნუ შიშობ, არ მაქვს მე ენა გრძელი,
რომ აიხადე გახსოვს ვუალი?
- პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.

რას ვიფიქრებდი ქურდბაცაცაა ლამარა,
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!

დამეხსენით, ქალბატონო ლილი,
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი,
რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნერკროფილი.

თეა - მთხლეა, ეს ლია გველია
ცირა, ლალი და ლიზი
- ცარიელი კაპრიზი.
არ გამაგონოთ სქესი ქალური,
მე ერთი აზრი ამიტაცია,
გამოვიცვალო სექსუალური
ლამის ორიენტაცია.

მაგრამ კაცებსაც, როცა ვუყურებ - მიკვდება გული
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული,
რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი,
ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი,
ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი,
მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.

ხელმრუდ მურადას, როგორ გავუგო, ერთი მითხარით,
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.

არა, არ მინდა, აღარც ქალების, არც კაცთა მოდგმა!
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,

სად არის ახლა ნეტავი, ექიმი აიბოლიტი
ის თუ მიშველის - იქნება გამოხადოს ჰერმაფროდიტი.
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:03 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,
სახით - პიეროს

და ვთხოვ ცხვორებას მართლაც გარეკილს -
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება - უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს,
სახით - პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს
- ღმერთმა შემარგოს!.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები,
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
- მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასიათით ვგავარ ფერიას,
სახით - ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელ იბერიას,
ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი.
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 00:46 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

რა შტერია დააბრალა ძმას
დავთვერიო დააბრალა სმას
მეხვევაო დააბრალა ქალს
ვერ ხვდებაო დააბრალა ხალხს
დავიწვიო დააბრალა მზეს
რა ბილწიო დააბრალა ზმნებს
შევბერდიო დააბრალა ცრემლს
ვერ შეკრა და დააბრალა წრეს
გავცივდიო დააბრალა თოვლს
არ მიცდიო დააბრალა დროს
უვიციო დააბრალა ბრბოს
ცრუ ფიციო დააბრალა ბოზს
უზრდელიო დააბრალა შვილს
კურდღელიო დააბრალა შიშს
თავს ვკარგავო დააბრალა ფიქრს
რას ვგავარო დააბრალა ფირს
არ მყოფნისო დააბრალა ფულს
მაყოვნებსო დააბრალა პულსს
კარგიაო დააბრალა ცუდს
ნაღდიაო დააბრალა ცრუს
მოკლედ ყველაფერი,ასე,
დააბრალა სხვას
– ცარიელი.. ცოდვით სავსე
– საფლავის ქვას დგას...
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:48 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ვიღაც დამცინებს ვიღაცა დამსჯის
ვიღაც ამიღებს ვენიდან სინჯებს
ვიღაცა სულში დამიდგენს რა მჭირს
ვიღაცა სულ რომ არ ვიყო მირჩევს
აბა რა ვიცი? რამ გამიტაცა?
აღარ მთავრდება ირგვლივ „ვიღაცა“
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 14:52 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სიკვდილს ვუყურებ თვალებით კრავის,
ვფიქრობ - ბოლოჯერ ღმეთი მენდობა.
თან იმედი მაქვს სამოთხის კარვის
(მყოფნის ამისთვის მე თავხედობა).

მე როცა ვინმე მომიშვერს ლოყას,
არ დავიბნევი,გავაწნავ სილას,
ჩემი სიზმრები ჯოჯოხეთს ლოკავს,
ჩემი ოხვრები ჯოჯოხეთს ხიბლავს.

და როცა კრავებს გახრავენ მგლები,
მივხვდები,გული აღარ მერთვება,
შემაშინებენ მაშინ მე წლები
და მხოლოდ მაშინ ამეღმერთება...

როდესაც ცოდვას სიკვდილი მოჰყავს,
ჩვენ მერე ვუშვერთ მეორე ლოყას!..
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:36 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
- ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:49 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:49 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ადის ცხოვრება, გადის...
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად...

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
ცხოვრება გადიიიის...
 
nukriaДата: კვ, 13.05.2012, 20:50 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს...
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,

-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 11
  • 12
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость