ნიკო გომელაური - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: სამ, 15.04.2014, 10:55 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 00:30 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შეიძლება სხვა ქუჩებს გავყვე...
მე შეიძლება შევცვალო რითმა...
მე შეიძლება გაკოცო აქვე...
მე შეიძლება,უარი გითხრა... მე შეიძლება ვიყო ასეთი...
ვიყო ისეთი...
ვიყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა!... შენ შეიძლება,მაჩუქებ სიზმარს...
შენ შეიძლება,არაფერს მომთხოვ...
შენ შეიძლება,გაზაფხულს იზამ...
შენ შეიძლება,ზაფხულში მოთოვ... შენ შეიძლება იყო ასეთი...
იყო ისეთი...
იყო თავნება...
ხვალ დაივიწყე,დღეს რასაც გეტყვი...
ისე,იცოდე,გული დაგნებდა... ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ ვგრძნობთ,
შენ შეიძლება...
მე შეიძლება...
რაც "შეიძლება" ჩვენ უნდა შევძლოთ.
 
nukriaДата: პარ, 02.05.2014, 22:44 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.

ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.
 
nukriaДата: კვ, 04.05.2014, 21:36 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარა ხარ,ვიღას ვკითხო
-რა სიტყვა,რას ნიშნავს?!
მე დამაკლდა მკაცრი სითბო,
-ისე არა მიშავს. -აღარა ხარ,როგორც წლები
შენ გაჰყევი ქვიშას,
-მძულს,რომ შენით არ ვიღლები
ისე,არა მიშავს.
 
nukriaДата: კვ, 11.05.2014, 23:56 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 00:17 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გოგო მზერაალმაცერია,
სცხელა მუზების ცეცხლთან თამაში.
ნაპერწკალი და,
ჯვარიმც მწერია -
გამომწვავს მკლავთა ალში თაბაშირს. წადი შვილოსან,
ნახე სხვა სურა,
გატყუებს მარტის სარტალ-მარტალი.
მატადორივით
რამ მოგასურვა,
ბებერი ხარის
რქაზე სხმარტალი. ლაშა გახარია
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 01:05 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ ხარ გიჟი, დამშვიდდი!“
_ ყველა ჭკუას მარიგებს.
„თორემ, მალე შეხვდები
ეშმაკებს და ვამპირებს“,
რა ვქნა, რა ვუპასუხო,
რა ავუხსნა ამ პირებს?
_ მე მაგიჟებს სიმშვიდე,
მე სიგიჟე მამდიდრებს
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 15:54 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
- ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.
 
nukriaДата: კვ, 18.05.2014, 18:04 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე. როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ. როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი. როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვედი ლამის ვიტირე.
ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ
მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ
 
nukriaДата: ოთხ, 04.06.2014, 22:59 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც ფიცი არ მწამს,
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე...ქალღმერთის ტოლო! არ ვიქნები ფიცხი,
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი ბოლო...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
  • გვერდი 10 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость