ნიკო გომელაური - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 12 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 10
  • 11
  • 12
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: კვ, 08.03.2015, 14:02 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"რამდენი ქალი მომჩვენებია,
როგორ დამცინის ცხოვრება წინა?!
ღმერთო!..ეს რაღა აჩემებაა
-ამოვიჩემე რატომღაც ნინა...

გული რას ფეთქავს,
აუ,რას!
-ჭუჭყიანს ხეთქავს
აურას...

ფერები,ისევ მუქი ფერები,
თან რატომ დასდევს ჩემს ახალ წიგნებს??
-ანდა,შენ ასე რად მებერვები,
სხვას სად მივაგნო შენნაირ ნინებს.

ჭუჭყიანს ხეთქავს
აურას...
გული რას ფეთქავს,
აუ,რას!.."
 
nukriaДата: ოთხ, 18.03.2015, 11:56 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთს არ სცალია, თავში რომ გვირტყას,
რომ დაგვიმტკიცოს:რა მართალია...
გულმოწყალეა! - დაგვიგდებს სიტყვას...
უცოდველობით გადამთვრალია...

ჩვენ კი გვცალია, რომ ვიმეტიჩროთ..
- სად გვეჩქარება?! რა გვენაღვლება?!
სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ?
- უკვე შეირჭო ''ცოდვის ამღებმა''...

შენ ხომ გადარჩი...მე ხომ გადავრჩი...
-ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს...
მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში,
მაგრამ მთის თავში თურმე ''დახურავს''...
შენ ხომ გადარჩი,
მე ხომ გადავრჩი...
ღადავ-ღადავში...
ღადავ-ღადავში...
 
nukriaДата: პარ, 24.07.2015, 03:36 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაფერი შეცვლილა უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე, სხვა - არაფერი. თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი, ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.
ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ: აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით.
უსმენ მუსიკას. ფიქრობ, ზოგჯერ - ხმამაღლა.დგები,მიდიხარ ფანჯარასთან, რომელსაც ახლა "ნიუსფიდი" ჰქვია,
აღებ, ეწევი, თვალს ადევნებ გარე სამყაროს... და როცა სახლში გამეფებული სიბნელე თვალს გჭრის
და კურსორის მონოტონური პულსაციაც ყურს ცუდად ხვდება,ხელის მარტივი მოძრაობით მიგყავს ისარი ღილაკთან "მთავარი"
და შენი ერთოთახიანი ბინიდან,რომელშიც მზის სხივი არასდროს აღწევს,
მარკ ცუკერბერგის ერთსართულიან ქალაქში გადიხარ, რომელშიც მუდამ ქარია,
რომ შიგადაშიგ თავი შეახსენო ნაცნობ-უცნობებს - აქაოდა, ცოცხალი ვარო. ასე ცხოვრობთ, დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე შენ და შენი განუყრელი თაგვი -ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. არაფერი შეცვლილა, უბრალოდ... არ ხარ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
  • გვერდი 12 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 10
  • 11
  • 12
ძებნა:

მოგესალმები Гость