ნიკო გომელაური - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ნიკო გომელაური
nukriaДата: პარ, 20.07.2012, 21:58 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
მე მიყვარს თოვა
სიცელქე ანცი
მეც ვემსგავსები თავგასულ
ყმაწვილს..
მიყვარს ზამთარში სიძუნწე
ფერთა,
მიმოფანტული ველებზე
თეთრად,
მიყვარს ნაძვის ხე,
ბუხარი, სითბო..
ის ვინც საჩუქრებს
ყოველ წელს ითხოვს..
ჩემს ბიჭებთან
როგორ მიყვარს დღის და
ღამის არევა,
რომც გტკიოდეს,რომც გციოდეს,
იქ თქვი ლუდის დალევა..
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია....
 
nukriaДата: შაბ, 21.07.2012, 19:48 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატყდა ხმაური,აურზაური,
არ იშურებდნენ სალანძღავ სიტყვებს,
არ დაიშურეს ბოლო შაური,
ჭორს აგროვებდნენ,გეშავდნენ ვირთხებს.

მას დააბრალეს ყველა ცოდვები,
ლამის მან შექმნა ლოჟა მასონთა...
ის რომ ახალი შექმნა ნოტები,
ვინღა ფიქრობდა,ვისღა ახსოვდა.

იქ მტრობა იყო გზად,თანაც ხიდად,
უნიჭო ბოღმას ახრჩობდა სევდა.
ამ დროს მოცარტი,შხამს სვამდა მშვიდად
და ღმერთთან ერთად რაღაცას წერდა.
 
nukriaДата: ორ, 23.07.2012, 15:47 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“საროჩკა”, “ნასკი”, “კრაოტი”, “პოლი” -
მართლაც რომ, ქართველს არა ჰყავს ტოლი.
“კუხნა”, “ბალკონი”, “ზალა”, პადვალი”
- მითხარით ენა ამის ბადალი.
“პესოკი”, “სუმკა”, “ტუფლი”, “იუბკა”.
“რომელი გოდა ხარ” – “თხუთმეტი სუტკა”
“მოვპარე სპიჩქკა – მაქვს ეს პრივიჩკა”
“ლამპოჩკა”, “ჩაინიკი”, “კრაოტი”, “სტოლი”
- ამბიცია ულევია, ინტელექტი ნოლი.
“შოფერი”, “მატორი”, “პაკრიშკა”, “ლიჟები”.
- საბა და ილია – “იმენა” გიჟები.
 
nukriaДата: ორ, 23.07.2012, 15:52 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...
 
nukriaДата: ორ, 23.07.2012, 15:56 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"იმ დღეს ისე გამოვთვერი,
რომ მოგიყვე გაგაოცებს.
მეც მას მერე ცას შევცქერი
და ვბუტბუტებ ჩემთვის ლოცვებს.
ნუთუ ზეცა არ შემინდობს,
მიტევებას აღარ მომცემს?
დამსჯის,მირტყამს,მაღვრევინებს
არა ერთ და არა ორ ცრემლს?!
ბაღში შიშველს გამეღვიძა,
დამყურებდა...ეკლესია,
თითქოს ჩუმად მკიცხავდაო:
არ გრცხვენია,რა წესია!
მეც დაბნეულს და ნამთვრალევს,
ჟრუანტელი შემესია,
მაგრამ როცა გვიანია,
მერე რაღა საკვნესია.

ახლა ქალი შევანჯღრიე,
მას ეძინა,გვერდით მეწვა.
მასაც ჩემი არ იყოს და...
არც ეხურა და არც ეცვა.
თანაც კარგად დავაკვირდი
-ეხერხება უფალს ძერწვა.
გავაღვიძე და ვერ მივხვდი,
მხოლოდ მე თუ მასაც შერცხვა.

მოკლედ,რაღა გავაგრძელო,
რომ ვიხსნებ ცუდად ვხდები,
მაგრამ მაინც უაზროდ ვსვამ,
დღისით მძინავს,ღამე ვდგები.
რა ვუშველო საკუთარ თავს
-მეორდება შედეგები...
და წინადღის ნათვრალევი,
მზეს მე სად არ ვეგებები:

სარდაფში და აივანზე,
ხან ცხენებთან თავლაში,
ხან უცნაურ ხალხთან ერთად
-ყველა არის მალვაში.
ვულკანს არ ამოუხეთქავს
-ვიწვებოდი ლავაში.
სიზმარია ეს ცხოვრება,
სიზმარი და თამაში!

"ნუ ხარ გიჟი,დამშვიდდი!"
-ყველა ჭკუას მარიგებს.
"თორემ,მალე შეხვდები
ეშმაკებს და ვამპირებს",
რა ვქნა,რა ვუპასუხო,
რა ავუხსნა ამ პირებს?
-მე მაგიჟებს სიმშვიდე,
მე სიგიჟე მამშვიდებს."
 
nukriaДата: ხუთ, 26.07.2012, 03:29 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სულს მოვუწყვე ცხოვრება რთული…
ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოცდება..
თვითონ უნდოდა სულს, მგონი გულით..
მე.. ავუსრულე, მხოლოდ, ოცნება…
 
nukriaДата: ხუთ, 26.07.2012, 17:46 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რას გაგვიტრაკე,ნიკოლოზ ჩემო,
შენი განცდების დასერილ რითმით?

ხანდახან მინდა,მაგრად რომ გცემო,
გირტყა კომბალით და არა სიტყვით.

შექსპირი მოგყავს მოწმედ და მრჩევლად,
ამბობ,იცნობდი პირადად ჩეხოვს,
ამ დროს ხალხი ჰყავს ვიღაცას მძევლად
და ნაწილ-ნაწილ ჰპირდება ჩეხოს.

როდენი ვარო - იკვეხნი ისე,
შეუტოკებლად წამითაც წარბის.
მერე შოპენი გახდები მყისვე
-ჯამბაზობაში ცხოვრება გარბის.

იმდენი,შენ რომ დაწერე სმაზე,
გამოათრობდა მწერალთა კრებას...
ან და ის გოგო რად გააბრაზე,
ვინ გაძლევს,ძმაო,შენ ამის ნებას?

დასტირი სევდას,უყვირი ღრუბელს,
შორიდან ელი საკუთარ ექოს.
რატომ არ იდგამ მორჩილის უღელს?
-ბოლოს და ბოლოს,ხომ უნდა გეყოს.
 
nukriaДата: კვ, 29.07.2012, 01:03 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს კაზანოვას მომცემს ორდენი
და ჩამაბარეს ლამის ბორდელი...

მეწყინა,განა გამხარებია -
შენს გარდა,სხვა ხომ,არ მყვარებია!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 01:16 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ვიღაც დამცინებს,ვიღაცა დამსჯის.
ვიღაც ამიღებს ვენიდან სინჯებს.

ვიღაცა,სულში დამიდგენს,რა მჭირს.
ვიღაცა,სულ რომ არ ვიყო,მირჩევს...

აბა რა ვიცი?.. რამ გამიტაცა?!
-აღარ მთავრდება ირგვლივ "ვიღაცა"...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:03 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს.."

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა

Hell is a place that’s booked in advance
Since getting in is very hard.
I was told there was no need of me
Scared of drunkard making trouble
the nearest door was next to
But entering it was in vain too
Now I’m looking for the place
Where no bookings are made.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 01.08.2012, 16:04
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნიკო გომელაური
ძებნა:

მოგესალმები Гость