მორის ფოცხიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მორის ფოცხიშვილი
მორის ფოცხიშვილი
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 04:03 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და...
ფრრი...
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე,ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ,
ყველას სიამეს ვგვრი,
ავფრინდები და...ვაიმე!-
ავფრინდები და...
ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა,
მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,-
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და...
ფრრი...
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:09 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline


***

სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის...
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე...
სილაღე...
ცეცხლი...
ნაცარი...

წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა...
ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს-
ბედნიერება ქვია სახელად!...
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:10 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ლაზიერის გამბიტი

ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.
დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, _
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.
მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...
არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ
ყოველთვის, ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით, _
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი.
 
nukriaДата: სამ, 20.03.2012, 12:36 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: ხუთ, 19.04.2012, 02:57 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"გაკვეთილიდან გაკვეთილამდე"..

ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი
ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა თავიდანნ..
დედამ ჩამიტარა სიკეთის გაკვეთილი,
შუბლზე მაკოცა და წავიდაა..
ძველი გლობუსივით ორად გაკვეთილი,
ეზოში ტრიალებდა ძველი მაგიდა...
ქარმა ჩამიტარა ცეკვის გაკვეთილი,
თავი დამიკრა და წავიდა..
ზეცა ჩამომექცა დარდის დარად,
არადა შეცოდება არ მინდა...
სიმღერის გაკვეთილი წვიმამ ჩამიტარა,
გაშალა ქოლგა და წავიდა..
ტირიფი იყო მორებად დაჩეხილი..
რეკდა მწუხარების ზარი და..
ტირიფმა ჩამიტარა ტირილის გაკვეთილი,
თვალი ჩამიკრა და წავიდაა..
იყო სიტყვა ჩემი წუთით აღკვეთილი,
მაინც მამხნევებდნენ მაღლიდან..
სიცოცხლემ ჩამიტარა სიკვდილის გაკვეთილი-
გული მატკინა..და.. წავიდა..
 
nukriaДата: ხუთ, 19.04.2012, 03:01 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის,
ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, -
საიდან მოდის ეს სიყვარული,
ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?!

ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე,
ანგელოსები ისევ მღერიან,
მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ,
დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას!

ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა,
მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული,
და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა,
ვითარც იმედი და სასწაული!
 
nukriaДата: ხუთ, 19.04.2012, 03:05 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ,
ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, -
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ,
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო,
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, -
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ,
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები,
და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, -
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები,
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები.

სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო,
დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, -
მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ,
მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
 
nukriaДата: პარ, 11.05.2012, 14:27 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენს ნაჩუქარ ზეცას ვფიცავ,
შენს ფარაში ვდგები მწყემსად,
მე შენს ნაცვამ პერანგს ვიცვამ,
შენს ნაპირალ წყალსაც მე ვსვავ........

შენს დაგდებულ ხმიადს მე ვჭამ,
ისევ მე ვცვეთ შენს ძველ წუღებს,
ლამის მაინც მომკლას ეჭვმა
ბ ე ვ რ ი ხ ო მ ა რ შ ე გ ა წ უ ხ ე?
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:49 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ

ტყვია არა აქვთ,რომ
სიცოცხლეს გამომასალმონ
აღარც თოკი აქვთ,
რომ ჩამომახრჩონ.
დანაც დაჰკარგეს
და ყელს ვერასოდეს
ვერ გამომჭრიან...
სწორედ ამიტომ
ჩემ მოსასპობად
ცილისწამებით
შეიარაღდნენ.
 
nukriaДата: ოთხ, 06.06.2012, 19:27 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სეი
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.
დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.
ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მორის ფოცხიშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость