ნაზი კილასონია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნაზი კილასონია
ნაზი კილასონია
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 03:22 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

შენი თვალების დაღლილი ეშხი,
თან დამყვა როგორც ლურჯი ღიღილო,
მე მხოლოდ ბაშვი მიყვარდა შენში,
და აღარ მინდა ქალად გიხილო.
მოვდივარ, მომსდევს მტკვარი სატივე,
და ანთებული ზეცა ხომლებით,
გული გატკინე, და მაპატიე,-
ტკივილით უფრო გემახსოვრები.
..წავალ, ,დავეცემი მინდორთან,
დაღლილი ლექსით და წვითა,
განა სიყვარული მინდოდა?
სხვა რაღაც, უფრო წმინდა
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 03:22 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: ოთხ, 26.03.2014, 18:01 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

მივდივარ, მომდევს მტკვარი სატივედა ანთებული ზეცა ხომლებით.გული გატკინე და მაპატიე,ტკივილით უფრო გემახსოვრები.
 
nukriaДата: კვ, 25.06.2017, 03:35 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვითონ ლექსს ძლივს წერს და სხვას არიგებს,
ეტყვი რამეს და მაინც არ იგებს,
თვითონ იმდენი კარგი რითმა აქვს,
ვედრას ხუთ ლარად სხვებზე არიგებს.
მომე რითმა და წყვილი კონცეპტი,
გავიხარებდი შენ თუ მომცემდი.
 
nukriaДата: კვ, 25.06.2017, 03:38 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვის სიკეთეზე დამწუხრებულს, ვერ გითანაგრძნობ,
შურს თუ არ იშლი, მახათის ყრა უნდა განაგრძო!
 
nukriaДата: შაბ, 01.07.2017, 16:05 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემო, გიგლიუს, რა ტყუილად დაგაპატიმრეს,
ცალი ხელ-ჯოხი, ცალი ფეხი, ცალი პროთეზი
შეაჯლაყუნე ცივ საკანში. არ გაპატიეს
ერთი გინება სიმთვრალეში და ჰიპოთეზის

მარტივი აზრი, რომ ტყუილი უყვარს დახლიდარს,
ფულში ტყუილი და ძაღლივით კუდის ქიცინი,
რომ ახლა ღმერთი ყოველივეს ხედავას მაღლიდან,
ათეისტურად და ბრიყვულად, როცა იცინით.

ძლივს ჩაგიყვანეს პირგაცვეთილ, ბინძურ კიბეზე,
როგორც გვიამბე, მიგათრევდა ვინმე ფეშვანგი,
რა მშობლიურად თბილი იყო თურმე `კაპეზე~,
თვალჟანგიანი. უჟანგესი, ანუ ზეჟანგი.

ჩამოაღწია ცამ მზერაში. რა მიმქრალია...
ზურგსუკან შიში, შიშისაგან უნდა გახევდე,
ზოგიერთები, ძვირფასები, ხომ იქ არიან,
ცა ჩაიგუბე თვალებში და მერე ახედე

წარმოდგენაში და შენ მიხვდი, ვერ აგასხიპეს
იმედი, რითაც არსებობდი, რითაც იწყები,
თუ კი დაგჭირდა მზეს თვითონვე ამოასხივებ
და შენივე მზის მცხუნვარებას მიეფიცხები.

რეაგირება ამ საკითხზე, ალბათ, დროზეა
საჭირო, რადგან შეგიყვარდა შენი ტყუილი,
იხსენებ გალას, როგორ მოწყდა ალბატროსივით
და საუკუნეს ჩაუქროლა ფრთების შხუილით.

არ არსებულა, ვერ იხსენებ ფიქრის ჩამრაზავს
და შენს ცინიკურ გაღიმებას რა შეედრება,
მაგრამ ცხადია, ვერ შეხედავ ხიფათს ამრეზით,
მეტადრე მაშინ, შორი-ახლოს თუ კი ეთრევა.

იხსენებ საფოს, ხან ეზოპეს, ხანაც ალკეოსს,
გოგოზე ფიქრობ მშვენიერზე და მის კაბაზე,
ქარი რომ არწევს, თითქოს ცდილობს გააცალკეოს...
და მშვენიერი მასპინძელი არის `კაპეზე~.

მწყობრი ხმაური _ საბჭოური გახსოვს მარშები,
ვარდების სუნთქვა და სიგრილე ძველი ხეივნის?!
უცნობის თვალი თუ თვალთვალი, ჩვენი ჩამშვები,
შენი სიცილი სარკასტული და არხეინი.

ახდა ოცნება. ვართ უზომოდ თავისუფლები
და მახსენდება ის ლექსები ლესბოსელების,
რომ გვიკითხავდი და გისმენდით ლამის უბრები
და ღამეები უპოვართა შემმოსველები

მოგვაზომებენ ხამის ქსოვილს, მოგვალამბავენ
ახალ ბლუზებს და ახალ შარვლებს და სიკაპასე
გაუვლის დობილს, რომ გაიგო შენი ამბავი
და გადაბმულად ექაჩება ნაპასს ნაპასზე.

პონტო. ტყეები სახომალდე. ვკითხავ კატულუსს:
ტყე მასალაა ხომალდების, ლექსი იმედის,
ხომ შეიძლება კაცმა თავი მოიკატუნოს
და ბედნიერი იყოს ახალ ექსპერიმენტით?!

ჯდება სიზმარი ტრამვაიში, ადის ვერისკენ,
უნივერსიტეტს მიადგება სავსე ვაგონი,
უმჯობესია მღვიძებოდა, არ გამერისკა,
არ ავყოლოდი ყურმოკრულ და სადღაც გაგონილ

სიტყვას, ასე რომ მაღელვებს და მაფორიაქებს,
ფორიაქია ეს ფუსფუსი, ეს მსახურება,
რომ თვალებს ჩემსას, ამოჭყეტილ ამ ორ იაქეს,
მონატრებია დახუჭვა და შენსკენ ყურება.

საბურთალოზე განისვენებთ შენ და იურა,
სოსოც იქვეა, დარჩენილა სოფლად თევდორე,
გიგზავნით წერილს, და ცხადია, ვერ ვიუარებ,
ვარ თქვენი დროის და ამ დღეთა თანამედროვე.

გუშინ შევსრულდი, ჰო, რატომღაც, სამოცდასამის,
გთხოვ პატიებას სიბრაზისთვის, დილანდელისთვის,
რაღაც ვიგრძენი, გულზე ხავსის ამოსვლასავით,
როცა იბანდა ხელს და სინდისს პილატელისტი.

ვარ ამ ვარდებით, იდილიით, დილით, დილემით
და რა თქმა უნდა, ჩემი ლექსით კმაყოფილ ვორდით,
ვათავისუფლებ ამ სტრიქონებს, ვაჭერ delete--ს
და ბედნიერად ვიღიმები, როგორც ბილბორდი.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნაზი კილასონია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость