ლილი ნუცუბიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლილი ნუცუბიძე
ლილი ნუცუბიძე
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:10 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

მე ვიცი, ჩემში ორი ქალია

_ერთი ლექსებს წერს, მეორე არა.

მე ვიცი იმ ერთს რა უხარია,

მეორე- გულში რა ნაღველს მალავს.

ერთი ადგება დილაადრიან,

მეორე-ღამით სულ არ იძინებს.

ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,

მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.

და წლები ასე უბრად მიდიან,

გზა დასახსნელი ვერსაით ვპოვე,

რომელი დავთმო, ვერ გამიგია,

ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:13 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვაგან არ მეძიოთ

მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:15 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკითხავი ქალი

მკითხავმა ქალმა შემოაღო ფრთხილად ჭიშკარი,
ალბათ ვგონივარ, უსაქმური, ანდა მოცლილი.
ჩემს მორჩილებას, დაუფლებას ისე იჩქარის,
თითქოს საშველად მოსულიყოს ეს დალოცვილი.
ჩამიძვრა სულში, გადამიხსნა გულის კარები,
თვალს თვალში მიყრის, გამაშიშვლა, ვერ ვემალები.
შოლტივით მხვდება ყველა სიტყვა, მისი ნათქვამი,
სულ ამერია ერთმანეთში ჭორიც, მართალიც.
ძველ სიყვარულზე ჩამომიგდო სიტყვა არაკად,
თითონ ატირდა, კარტი ისე ალაპარაკდა,
რაღაცას იძენ, ამ დღეებში, რაღაცას კარგავ,
ზუსტად გეტყოდი, მაგრამ კარტში არ ჩანსო კარგად.
შემოგჩენია ეშმაკი და შენზე მწყრალია,
სულმოუთქმელად მისწვდა ჭიქას, წყალი დალია.
ეშმამ გაგწირა, უფსკრულთან ხარ, ცივი ქარია
და გადაგარჩენს ღვთისმშობელი, დედა მარიამ.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:15 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ მაინც უნდა ვინანო

ციური ცვარით ვინამე,
თვალზეც ცრემლები მდიანო,
მოვალ და ვიცი, ვინანებ,
არ მოვალ,
მაინც ვინანებ,
თუ მაინც უნდა ვინანო
მოვალ ბარემ და
ვინანო!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:16 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხიდი

ზოგჯერ ორ ნაპირს აერთებს ხიდი,
ზოგჯერ ორ გულთან უჩუმრად მიდის,
ხიდი ხიდია, ბოლოს და ბოლოს
ყველა ხიდს ქვეყნად აქვს ორი ბოლო.
თუ ფეხი შედგი _ გადი ბოლომდე,
თუ გიყვარს, უნდა ეყმო ბოლომდე,
და თუ გძულს, უნდა გძულდეს ბოლომდე,
ჭეშმარიტება იწამე ერთი:
შუა ხიდზე დგომა ღალატია _
კაცის ან ღმერთის!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:17 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთარი

ხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს,
ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად,
ქარში ვდგავარ,
ისე გავითოშე,
სატრფოსავით ჩავეხვიე ჩინარს.
ფრთაგაშლილი ავედევნე ნიავს,
დავნავარდობ სიყვარულის ზღვაში,
შენც თუ კიდევ მოჩვენება გქვია,
სინამდვილე სად ვეძიო მაშინ?!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:17 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ილაპარაკეთ

ჩემზე ჰყვებიან
ათას ამბავს,
რამდენ არაკებს,
მაცალეთ ცოტა,
ჭორ-მართალში
სული მოვითქვა,
ილაპარაკეთ, ჩემო კარგო,
ილაპარაკეთ,
იქნებ საერთოდ
ლაპარაკის ჟინი მოიკლათ.
ზეგანის თავზე
სულმწყურვალე
პეშვით დავხრილვარ,
და კორწოხებში
ფეხშიშველას მაწვიმ-მათოვა;
საკუთარ თვალით
დაუნახავს თურმე ვიღაცას,
ერთ ღამეს როგორ
გამიტაცა ღრუბელთ ბატონმა.
ღამეს ვარსკვლავთა
ქარავანში ახლაც გავათევ,
ცასა და მიწას ჩავეხვევი
თავდავიწყებით,
ილაპარაკეთ,
ჩემო კარგო,
ილაპარაკეთ
მე ახლაც მიყვარს,
ტრფობის ცეცხლით ახლაც ვიწვები.
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:18 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ვინმე გიყვარს

მზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს
და ნაკადულიც კისკისებს შენთვის,
ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.
და გინდა ზეცის ხელის შევლება,
სულში ჩადგება სინათლის სვეტი,
ყორნის ფრთაც თეთრად მოგეჩვენება,
თუ ვინმე გიყვარს,
თუ ვინმეს ეტრფი.
ლექსად აგანთებს ქვეყნის მშვენება
და სილამაზე გაგყვება დიდხანს,
სიცოცხლე წამად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს.
თითქოს შენია ყველა ყვავილი,
ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,
ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი.
მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად,
ის აღარა ხარ, რაც გუშინ იყავ,
ეკალი ვარდად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს!
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 18:19 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინო

მე ახლა მივხვდი, რატომ სვამენ
ღვინოს კაცები,
თუთუნის კვამლში რად აქრობენ
მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში
მუხლზე დაცემის,
გააბოლებენ და ბახუსის
ფრთებით დადიან.
მომეცით ღვინო, მინდა ვიგრძნო
ძალა ამ ღმერთის,
თუთუნის კვამლში იქნებ ღამე
გამათევინო,
დამალევინეთ, გეხვეწებით,
მაგრამ არც ერთი,
მაგრამ არც ერთი სადღეგრძელო
არ მათქმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი
ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია
ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო
უნდა დავლიო.
და შენი სული ჩავისუნთქო
რუხი კვამლივით...
მე ახლა მივხვდი, რატომ სვამენ
ღვინოს კაცები...
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 21:23 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატომ მომაბრუნე.

რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო,
ისე უცნაურად წვიმდა ,
მიწაც აღარ იყო სანდო.

თოვლი ჩამოთოვა მთიდან,
მეწყერს წაუღია ყანა,
რაღაც შორეული მინდა,
ფიქრი ამიწეწა ქარმა.

რატომ მომაბრუნე გზიდან,
ჩემთვის მივდიოდი მარტო...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლილი ნუცუბიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость