ლილი ნუცუბიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლილი ნუცუბიძე
ლილი ნუცუბიძე
nukriaДата: სამ, 21.10.2014, 19:19 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე თითქოს მარტო შენთვის ანათებს,
და ვარსკვლავები ციმციმებს შენთვის,
ღამეს ალუბლის ტოტზე გაათევ,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი. თითქოს შენია ყველა ყვავილი,
ყველა ვარსკვლავი ციმციმებს შენთვის,
ასი დღის სავალს ერთ დღეს გაივლი.
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი. მერცხლებს გაიხდი გულის მრჩევლებად.
ის აღარა ხარ რაც გუშინ იყავ,
ასკილი ვარდად მოგეჩვენება,
თუ ვინმეს ეტრფი, თუ ვინმე გიყვარს. და გინდა ზეცის ხელის შევლება,
გულში ჩადგება სინათლის სვეტი.
შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება,
თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლილი ნუცუბიძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость