ბერდია ბერიაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბერდია ბერიაშვილი
ბერდია ბერიაშვილი
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 20:42 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

შენ ჩაიარე ღიმილით, კრძალვით,
იყავ საოცრად ლაღი და სათნო,
თუმც იქ ჩემს გარდა არ იდგა არვინ,
შენ იღიმოდი უმისამართოდ.

მე აგედევნე, როგორც აჩრდილი,
ვფიქრობდი: -- მისთვის სიცოცხლეს დავთმობ,
შენ თქვი: -- იისფრად გათენდა დილა,
თქვი და... ესეც თქვი უმისამართოდ.

ვინმეს ვენახეთ, გვეტყოდა, მგონი:
--რა ბედნიერი წყვილები ხართო
და მივდიოდით, თუმც მხოლოდ ორნი,
ჩვენ მივდიოდით -- უმისამართოდ.

სიცოცხლის ხმებით დღე იყო სავსე,
ასეთი ხმები სევდიანს ართობს.
უმისამართოდ ვიარეთ ასე
და ჩემგან წახველ უმისამართოდ.

ვერ დავივიწყებ იმ წუთებს, ვერა,
თუმც ისე გნახე, თითქოს არც გნახე.
თუ იყავ ჩემი გედის სიმღერა,
მაშ, ანგელოზის რად გქონდა სახე?!

სუყველაფერმა დაკარგა აზრი,
რომ ვერსად გხედავ, ძვირფასო ახლა.
უმისამართოდ ვივლი ამ გზაზე
და იმდენს ვივლი, რომ სადღაც გნახავ.

ან მოგწერ ასე, თუ ეს მიშველის:
--მოდი, ხომ ხედავ, რომ შენს გზას არ ვთმობ...
მაგრამ რა ვქნა, რომ ფოსტაშიც წერილს,
არ ღებულობენ უმისამართოდ?
 
nukriaДата: სამ, 28.01.2014, 20:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაცმა შეირთო მახინჯი ქალი,
რა ვუყოთ ასე ისურვა თვითონ,
კაცმა მახინჯი ცოლი შეირთო ქალი კი არა გონჯი შეირთო.
ალაპარაკდა ქვეყანა მთელი რეკდა ამბავი ისე ვით ზარი,
მახინჯ ქალს არ აქვს რამ სადარდელი გვერდით მიჰყვება ლამაზი ქმარი.
არც სილამაზე არც რამე მზითვად არც ვის წინაშე ვალი და ბრალი,
კაცმა მახინჯი ცოლი შეირთო, კაცმა უარყო ლამაზი ქალი.

ერთმა სთქვა: სიტყვის მომეცით ნება.
რა საჭიროა სიმართლის მალვა. არ შეიძლება,
არ შეიძლება, არ გიღალატოს ლამაზმა ქალმა.
მეორემ: დასკვნებს აკეთებთ მალე.
საუბარს შვენის რიდი და კრძალვა.
ხომ შეიძლება მახინჯი იყოს.
და გიღალატის მახინჯმა ქალმაც.

ის მშვიდად ისმენს მხრებს ლაღად გაშლის არა ასეთი არ იყო წინათ,
ისა ჰგავს კოლუმბს მან მახინჯ ქალში ლამაზი სული აღმოაჩინა..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბერდია ბერიაშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость