ბექა აბუთიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბექა აბუთიძე
ბექა აბუთიძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:49 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მიატივტივებს რითმებს
გალაკტიონის ხიდი.

რა ვქნა, მტკივა და ვითმენ.
ეს ნოემბერიც მიდის.
წუხელის ქარი მღლიდა,
წვიმაზე ვისაუბროთ...
დღესაც მთელი დღე ცრიდა,
სევდა ღრმა იყო უფრო.
გალაკტიონის ხიდი
მიატივტივებს რითმებს,
ეს შემოდგომა მიდის,
ვცხოვრობ,
მტკივა
და
ვითმენ..
 
nukriaДата: სამ, 24.04.2012, 01:00 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმც არაფერი ხდება შემთხვევით

თუმც არაფერი ხდება შემთხვევით,
მაინც შემთხვევით გადამეყრებით.
მუზა
პოეტი
ხელზე გემთხვევით.
მე მარტოხელა,
თქვენ ქმარს ეყრებით.
თვალებმა გიგრძნეს ყველაზე ადრე,
გულს ამიტომაც ვერ დავაყვედრი.
მე მეშინია არ შემიყვარდეთ!
და გავურბივარ თქვენთან შეხვედრას.
რადგან პოეტებს სევდა გვიტაცებს
და ჩვენ სხვადასხვა გვწამს სინამდვილე.
მე სიყვარული მარგარიტასი,
თქვენ ვინც ცხოვრებას გაგიადვილებთ.
რომ მერგებოდა ასეთი ხვედრი
ოჰ, გულმა იგრძნო ყველაზე ადრე.
ღელვას მომიტანს წამი შეხვედრის,
მე მეშინია არ შემიყვარდეთ!
მუზა
პოეტი
ხელზე გემთხვევით,
და არაფერი ხდება შემთხვევით...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:01 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მახსოვს ხედი შენი ფანჯრიდან
და ყვავილების მტვერი რაფაზე.
ქარი ერთმანეთს ჭადრებს აჯრიდა
თუ ახველებდა მღვრიე ნაფაზებს.

არ მახსოვს შენი დეკოლტის სიღრმე,
არც თეთრეულის ფერი ლოგინზე,
არ მახსოვს როდის, სად გამიღიმე,
არ მახსოვს როდის, სად მალოდინე...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:03 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხებზე მკიდია, რომ კანის სიყვითლე
და ფილტვის კიბო მოაქვს ნიკოტინს.
გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე.
უბრალოდ წვიმდა
და უბრალოდ მინდოდი.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:03 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენს ჯიბეებს გული უცემთ ვალუტებით,
მე კი ჩემსას სულში ხელებს ვუფათურებ.
დღეს თბილისში ადვილია გალოთება,
როცა გიჭირს და თან ვერ ხარ უბედური...

როცა არსად, არსად კარი არ იღება,
დგახარ, უცდი შუქნიშანის გამწვანებას.
აზრს კარგავენ შეხვედრები, თარიღები,
საფერფლეში მხოლოდ შენი ნამწვავები...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:05 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეხი დააფეთებს სადღაც მიკიოტებს.
(ნატვრით როდის იყო, გზები მოკლდებოდნენ!)
მე ახლა მზისკენ უნდა მივდიოდე,
ჩემი კლდე-ბილიკით უნდა მივდიოდე,
ხევებს და ქარიშხლებს უნდა მივკიოდე,
თუმცა... რომ შემეძლოს, ახლა... მოვკვდებოდი.
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 01:05 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.

“მიყვარს.... არ მიყვარს...” ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.

ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...

მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს...” “მიყვარს...” ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...
 
nukriaДата: სამ, 25.03.2014, 21:43 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბექა აბუთიძე - წერილი

მე არ მინახავს აფხაზეთი და...
არ ვიცი, არის თუ არა სოხუმში
ვიწრო ქუჩები, ან რომელ ბაღშია
უფრო ხშირი იასამანი.
რა ფერია ზღვა და თუ აგროვებს
ვინმე ფერად კენჭებს.
არ ვიცი რომელ ფანჯარაში ცხოვრობს
ლამაზი ქალი და არ დამითვლია
აივნიანი სახლები.
არ ვყოფილვარ მოხუცის სტუმარი,
სევდიანი მოგონებები, მაგნოლიები
და ფორთოხლის ბაღი რომ აქვს
ეზოში. რამდენი ნაბიჯია
ჩემიდან ზღვამდე...…

არ მინახავს აფხაზეთი და
ვერ ვწერ საქართველოზე...
არავის მიმიმსგავსებიხარ და
არ გამხსენებია შენი მიხვრა_მოხვრა,
ხეტიალისას.
ვიცი ხშირად წვიმს და ნაწვიმარზე...
ფორთოხლის ბაღი და
შილიფად ჩაცმულს შეგხვდე მეზობელ
ქუჩაზე, მინდა.
არ დამითვლია აივნიანი სახლები.
.….….
უნდა ვნახო აფხაზეთი!
სანამ ნაწვიმარზე, ქართული სისხლის
სუნი ასდის აფხაზურ მიწას...
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 15:59 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელსქალს კი თავისი ფანჯრების ხედი,
ქარები შეხვდნენ და ისაუბრეს
და მერე, მშვიდად წაიღეს ბედი.
ქალი უსმენდა პიაფის პადამ-ს
და ოცნებობდა ჰქონოდა ფრთები.
ღრუბელი სთხოვდა: `გადმოხტით მადამ,
ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით”
იქ, სადაც ქალი უყვარდა ღრუბელს,
ქალს ეშინოდა მსუბუქი რისკის.
ცის სიღრმე ჰქონდა პატარა გუბეს
და მიდიოდა ბედი ქარისკენ.
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 16:11 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითებშუა სითბო,სიგარეტის კვამლი.
წვიმა თითო-თითო,
წვიმა ცალი ცალზე.
უცნაურად მინდა
დავლიო და მოვლბე.
მერე აივნიდან
შენი ლურჯი ქოლგა
დავინახო, უკან
როგორ გექაჩება.
მიხვრა-მოხვრით უკრავ
ტანში! ვერ გაჩერებ.
ტუჩი, თითი, ტუჩი
_ გეწევი და გზოგავ.
მესიზმრება ლურჯი,
ლურჯი, ლურჯი ქოლგა...…
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბექა აბუთიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость