თამაზ ჭილაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:51 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.

თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს...
[/color]
 
nukriaДата: სამ, 22.05.2012, 15:06 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სულ ერთმა ჭიქამ, სულ ერთმა ჭიქამ
დამათრო ასე და მომაგონდი.
აღარსად ჩანდი, აღარსად იყავ…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე
რხევით
ღიმილით,
ხმით და სიცილით!
მომინდა უცებ შენი სიცივეც…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა—
ოქტომბრით სავსე და შენით სავსე.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე
 
nukriaДата: ოთხ, 27.06.2012, 22:42 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

ძნელია, მაგრამ ადვილად ითქმის,
როდესაც ტკივილს ტკივილით იხსნი,
როცა სიტყვიდან მოწვეთავს სისხლი -
მარადისობის ტოლია თითქმის
სიცოცხლე, თუმცა ზომავენ მისხლით...
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:40 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:44 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი -
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან -
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:50 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ - იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...
 
nukriaДата: კვ, 21.10.2012, 01:18 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცხოვრებას, როგორც ღამეს ვათევდი,
გულში ვმალავდი, გულში ვატევდი
შენზე დარდს, თითქოს არც კი მახსოვდა
და უჩინარი ცრემლი მახრჩობდა.

ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ...
 
nukriaДата: კვ, 21.10.2012, 01:19 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

არ შეიძლება, უცნაური არ იყოს ქარი,
არ შეიძლება, უცნაური არ იყოს წვიმა,
ან ზღვის ნაპირი,
ან ნაპირთან მთვლემარე ნავი,
ან წეროები, გაბმულნი მწკრივად,
არ შეიძლება, უცნაური არ იყოს, რადგან
ყველაფერს შენი დაბრუნების ნათელი ადგას.

ათასწლეული გვაშორებდა თითქოს აქამდე,
ათასი ომი, დაზავება და ისევ ომი,
რას ვიფიქრებდი, შეიძლება ისე დაღამდეს,
არ გავიგონო შენი წყნარი ხმა თანაგრძნობის!

ხედავ - თავს ვაღწევ სიმარტოვის საუკუნეებს,
ხედავ - შევძელი დამეცადა შენთვის ამქვეყნად,
ხედავ - რა უცებ იკურნება განუკურნელი
სენი იმ შუქით, მხლებელივით თან რომ დაგყვება!

და აი, წელში იმართება სული ნაღრძობი,
თითქოს მასაც სურს დაბრუნება შენი მახაროს
და მესმის, მესმის შენი წყნარი ხმა თანაგრძნობის
და ბრწყინავს, მართლაც, უცნაურად მთელი სამყარო!..
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 21:32 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარინა! მაგრამ როგორ გამიგებ

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.

ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს
იმედებივით ართმევდა ფერებს
და ყველაფერი გადაწყდა უცებ,
სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.

ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.
ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.

მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,
მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს
თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.

ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.
მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.

და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.

მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
 
nukriaДата: კვ, 08.12.2013, 03:22 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარინას თოვლი
თოვლი მოვიდა,მარინა, თოვლი,
არც ისე მკაცრი ყოფილა ღმერთი.
დედოფალივით სუფთას და მოვლილს,
ჩემთვის აგზავნის და მხოლოდ ჩემთვის.

მე თოვლს ველოდი ძალიან დიდხანს,
ცისკენ გარბოდა თვალი თავისით.
და აი, ისიც, მოვა და მკითხავს...
თუმცა, რას მკითხავს თოვლი, რა ვიცი.

მარინა! თოვლი შენი სულია
და განგეაა გამოგზავნილი,
რომ ამირიოს გზები სრულიად
და გზის ნაპირთან დამსვას მგზავრივით.

ვითომ მივდივარ, თორემ ნამდვილად
კი არ მივდივარ-შენ გელოდები
და თეთრი სივრცე ფიქრს მიადვილებს,
მორთული ნაძვის მწვანე ტოტებით.

და თოვლი, ცივი ქურქით შეფუთვნილს,
თავზე მევლება ქლური თრთოლვით,
მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გეკუთვნი,
გარემოცულიც ამხელა თოვლით.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თამაზ ჭილაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость