ბესიკ ხარანაული - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბესიკ ხარანაული
ბესიკ ხარანაული
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:54 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე
მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და
მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო.
 
nukriaДата: ოთხ, 25.04.2012, 23:19 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ო, რა ცოტა ხარ, შენ, ყველაფერო,
რამაც მე უნდა მომინელო, უნდა გამთელო,
დილავ, დღევ, ღამევ, სიყვარულო, სხვა რა
ვაქეთ რო...
ო, რა ცოტა ხარ, რა ბევრი ხარ, შენ, ყველაფერო.
 
nukriaДата: კვ, 06.05.2012, 02:20 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

უკვე ძნელია, უკვე ბედია,
ჩემი ბედია, მე ჩემი მიყვარს,
თუმც შეიძლება ამ სიყვარულმა
მთელი სიცოცხლე მატაროს ბრიყვად...
 
nukriaДата: სამ, 17.07.2012, 13:45 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცა მაინც გულს დაგაკლდება

რაღაცა მაინც გულს დაგაკლდება,
რაც გინდა გყავდეს ნაალერსები-
ქალი,
და მაინც
მშიერი რჩები,
რაც გინდა აქონ
შენი ლექსები.

ისეთი ლექსი არ იწერება,
რომ ყველას კარვად გადაეფაროს,
მაშ ნეტავ რაღა გეიმედება
თავაღერილო
ლექსის მწერალო.

 
nukriaДата: პარ, 03.08.2012, 14:06 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტი
• • •

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა
და არცა ჭკუით,
- ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!
 
nukriaДата: პარ, 17.08.2012, 14:33 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინც უნდა იყოს ადამიანი,
მაინც ღობე და კედელი არის.
და სხვებსაც ის ამნაირი აინტერესებთ –ღობე და კედელი...
და ეხლება ზედ სამყარო,
ვინ ხეთქებით და ვინ ფეთებით,
ვინ სიფრთხილით და მლიქვნელობით –გაიღეო, გაირღვიეო...
ერთნი, ვინც ზურგით დაგიფარავს,
შემოგთხოვენ, არ დაინგრეო,
მეორენი კი, გარსმომდგარნი შემოგძახიან,
გაიღეო, გაირღვიეო.

 
nukriaДата: ოთხ, 31.10.2012, 19:48 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან ჩემეული
თითო ნიღაბი -
ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის
და ზოგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ,
ყველასათვის უცნობი დავრჩი.
 
nukriaДата: ხუთ, 20.02.2014, 23:35 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სახეს, ყვითელ ფოთოლზე დახატულს,
შენი ალერსი უნდა, მარინე!
მიბრძანე რამე, ვეებერთელა ლოდები მთაზე ამატანინე,
მარინე!..
ნეტავი ახლა ჩემი ივრის ფსკერზე მეძინოს
და ვარსკვლავები დამყურებდნენ მაღლა ზეციდან,
რა ბედნიერი ვიქნებოდი...
ზემოთ მთვარე,
მე – მდინარეში
და სოფლის ბოლოს თებერვალი,
შემძვრალი ხეში...
იწკრიალებდნენ ვარსკვლავები, მარინე!@
შენ ჩემი დაჟინებული ფიქრი მოგიყვანს
ჩემთან ამ ღამეში,
მარინე!
დავყურებ ქალაქს, ჩემი თვალები
სახურავს ხდიან სახლებს და ვხედავ
– მხოლოდ მას სძინავს მშვიდად, ვინც იცის,
რომ დღისით უნდა მოიპოვოს ღამის სიმშვიდე.
დავყურებ ქალაქს, როგორც სახინკლე
ქვაბს, და უსახურაოდ მდგარი სახლების
დრტვინვას შემკრთალი ლეკვივით ვუმზერ,
მიშველე რამე, წაქცეული ვარ
და მთვარის შუქი მაბიჯებს გულზე...
ანათებს მთვარე საქართველოს ლურჯ მდინარეებს.
ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ სამყაროში
ვერავინ ხედავს მას მგლის მეტი...
იწვის ბუხარი
და ვიტანჯებით ერთმანეთის მარტოდენ ჭვრეტით.
მარინე,
მინდა ჩავყვინთო შენს ვარდისფერში,
შენს სიცხეში და სიმხურვალეში,
მივირთვა ყვითელ ფოთლების პეშვით
შენი ცრემლების ტკბილი სიმლაშე...
მარინე, შეამკე ჩემი თმები, მარინე...
დათოვონ შენმა ხელებმა ჩემი თმები, მარინე...
ივრის ტალღები განა წყალი არის, მარინე,
იგი ნემსების ნაკადია, მწველი, მსუსხავი
და ვაი იმას, განწირულად ჩათვალოს თავი,
ვინც მას გასტოპავს და წავა ტყისკენ.
ივრის ჭალებში დადის ცხენი კოჭლი, გამხდარი,
და ამ მილიონ... ამ მილიარდ... ამ ყინულეთში
უცებ გაისმის... ხმა კი არა,
არამედ ზარი: `მე აქ ვარ, ძმაო!..~
რა მხნე ხმა არის, ერთი უსმინე,
რა ტკბილი არის: `მე აქ ვარ, ძმაო~.
ტყიდან გამორბის სოფლის გლახაკი
და ყვავილები მოაქვს... მარინე!
რისთვისღა ვსინჯავთ ამ ჯადოსნურ, ღვთაებრივ სიზმრებს,
თუ თვალს გავახელთ
და ქვეყანა ისევ ის არის!
ან რად გაძალებ მე ზანზალაკს, რომ იყო ზარი...
მარინე, ჩამოახიე შენი სამყოფი მანდილი ღამეს
და, როცა მოვკვდე,
ქარში გაფრენილ ყვითელ ფოთოლს
თვალი გააყოლე, როგორც ჩემს ნიღაბს.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ბესიკ ხარანაული
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость