ვახუშტი კოტეტიშვილი - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ვახუშტი კოტეტიშვილი
ვახუშტი კოტეტიშვილი
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 19:35 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაყინულ სარკმელს ავაკარი ცხელი თითები,
განრისხებულ გულს საკუთარი აშინებს ფეთქვა.
მეხეთქებიან სინანულზე გრძნობის ზვირთები,
მიყვარხარ მეთქი, გითხარი და..ნეტავ არ მეთქვა. დაორთქლილ მინას დაუყვება წვეთებად ცრემლი,
(ვერ ჩავაბარე, სიყვარულის ბოლო გამოცდა...)
მიყვარხარ, ვთქვი და, ავიფარე ტუჩებზე ხელი,
არ გეტყვი მეთქი, დაგპირდი და... მაინც წამომცდა. ნანა მეფარიშვილი
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 20:03 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეტებს რითმა არ ეშლებათ,
პოეტებს ეშლებათ ნაბიჯები,
რადგან თავზე აწვიმთ სასმელი და...
ირგვლივ წარღვნა აქვთ ძმაბიჭების!
პოეტებს რითმა არ ეშლებათ,
პოეტებს ეშლებათ ნაბიჯები,
არავინ იცის მათი გზა და...
თვითონაც არად დაგიდევენ!
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 20:22 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ აღზევდა ჩემი ქალაქი,
მიძინებული ჩემი სავანე,
მხრებზე მაყრიან მთვარის ნამსხვრევებს -
ამ წუთისოფლის ავან-ჩავანნი.
მე სხეულიდან მინდა გაქცევა,
სადმე შეშლილთა შემკრთალ საფარში,
ხელს ვერ შემიშლის ზღვის მიმოქცევა,
ჩავეჭიდები ტალღებს ფაფარში.
ერთხელ ხომ მაინც უნდა დავეცე,
რომ გავუბრწყინო მიწას ცისკარი,
ჩემი სიმორცხვე ნუ გაგაოცებს,
ნუ გაიკვირვებ - რად მივიჩქარი...
მკვდარი იმედი მე არ მეკუთვნის,
თვით სისხლის წვეთებს მწოვენ ქარები.
და როგორც დაღლილ ბებერ მეგუთნეს,
ხნულზე დამცვივა ალბათ თვალები.
რა ვქნა, სამოთხის სახე მაოცებს,
შენი იერი მარად მეფური.
ნეტავი მიწის მარტივ ნაოჭებს
თუ აქვს სიმშვიდე კვლავინდებური -
შენ გეკითხები, ჩემო სიცოცხლევ,
ვეღარ ვტეულვარ ფერთა გამაში,
შენ ერთმა მაინც მინდა იცოდე,
რომ არ არსებობს კაცი - თამაში.
რომ ყოველივე არის ნუგეში,
უცხო ლარნაკში დაჭკნენ ვარდები,
რადგანაც ცრემლი სახლობს გუგებში,
სადაც ვიწყებით - იქვე ვთავდებით...
თემურ ჩალაბაშვილი
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 20:24 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო და ბედისწერაა ..
მკითხველიც და მწერალიც..
სიმარტოვეს ვეტრფი და
ვერც გამიგებს ვერავინ.
გაბზარულ გულს არ შველის
ილუზია ვერაგი..
ჭრილობები ხორცდება,
ვერც გამიგებს ვერავინ.
სიმარტოვე ვიყიდე ,
ჩავაწანი ლიანა ,
იმ სიყვარულს ვუცდიდი..
ვგრძნობ ,რომ დაიგვიანა.
ბედისწერის ბორბალი,
აჭრიალდა ურცხვი და..
ამ ნაპირზე ვიდექი,
ის -სხვა ნაპირს უცდიდა.....
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 20:57 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ მკითხე: - რატომ ეწევი პაპიროსს?გეტყვი, ეს ამბავი თუ მართლა გაღონებს:
მე გულს საგანგებოდ ვაცლი ძალ-ღონეს,
რომ ამოხტომა არ დააპიროს.



 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 22:21 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1795 წელი.
"სპარსელებს რა? - დედისტყვნა!"
"დიდება მეფეს!!!"
"აუ რამდენი ყოფილან ეგ ჩემისები"
"მე ჩემ შვილს არ გავუშვებ, ერეკლე მეფეა და თავისი შვილები აომოს ჯერ"
"რუსები მოდიან და დაგვეხმარებიან"
"ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავს"
"დაასხი კაცო, ნარიყალაზე მაინც ვერ ამოვლენ"
"დაგვენძრა ნარიყალაზე არიან, ე ბიჟო დროზე აქედან"
"ის 300 ყლე სადღა მიდის?"
"დახოცეს ბავშვები!!!"
"ოხ ერეკლე შენი დედა მოვტყან!!!"
"აჰა მაჰმად ჰან, დიდება თქვენს მობრძანებას! ჩვენსკენ ხომ არ დაისვენებდეთ, ისეთ შერბეთს გაჭმევდეთ..."
"რუსები მოდიან, რავარც იქნა"
"ზდრასტე პაჯალსტა, ზახადიტე, ჭაჭა-ვოდკა კუშატ გენაცვალე" 200 წლის შემდეგ:
 
nukriaДата: სამ, 07.06.2016, 23:40 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წევხარ. არ გინდა არავის დანახვა.
კარის ხმაზე კი გული მაინც იწყებს ფორიაქს
„ზაპოის“ აგდებ,
ძვლებში გამტრევს, არავის ელი
და სადღაც წამით ფიქრში გაგკრავს - იქნებ მოვიდა?!
წამოხტები და გააღებ კარს
(ყველა ტკივილი გავიწყდება ქრება ქარივით)
ზღურბლს იქით ქალი...
შაოსანი შვილმკვდარი დედა
დახმარებას გთხოვს (ჯიბეში კი არ გაქვს კაპიკი)
და დუმილი დგას, დუმილი დგას ახლა თქვენს შორის.
ფიქრებში მხოლოდ ორადორი ტივტივებს სიტყვა...
ბანალურია, ალბათ უფრო სხვათაშორისი,
წაილუღლუღო - მაპატიეთ, ბოდიში დედა.
ან მერამდენედ უნდა შეგრცხვეს, რომ ხარ ცოცხალი,
მიხურო კარი, იტირო და მაგრად გამოთვრე!
ღმერთს მერამდენედ უნდა დასდო ნეტავი ბრალი,
მერე წახვიდე, წახვიდე და აღარ დაბრუნდე.
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 15:14 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ არყოფნიდან მოვედით
და ვნახეთ, ყოფნა რაც არი,
აზრი ამქვეყნად ყოფნისა
თითქოს არი და არც არი.
წინ-წყალი, უკან მეწყერი,
ცეცხლი და ბოლოს ნაცარი.
ბედნიერებას ვეძებდით,
მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი.
სიკვდილი დედა ყოფილა,
სიცოცხლე – დედინაცვალი.* * *
ვარ ძველი ციხის ნაშალი,
ჩემში გადიან ღრუბლები,
ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს,
ცალპირად ვესაუბრები.
არ მპასუხობენ კლდეები,
თავ-თავის წესად უბრები?!
მაგრამ ვგრძნობ, ქარი რომ დაჰბერს,
ცად მიაქვს ეს საუბრები.* * *
საწუთრო შემომეძენძა
როგორც მათხოვრის ხალათი,
ბედნიერების ჩანჩქერებს
ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი,
ათასგვარ ჭირსა და ვარამს
გავუძელ ძალის-ძალათი,
ერთიღა მრჩება ნუგეშად –
მიწამ არ იცის ღალატი,
ის გვამს თუ ევიწროვება,
ძვლებისთვის ხდება ხალვათი.* * *
რაც მოხდა, ჩემზე ახია,
ჯავრი ვიღაზე ვიყარო?!
ბედმა უკუღმა დამხია,
აღარ მამღერა “წინ წყარო”.
ნეტავ რამ გაგაძლებინა
ჩემს სულში, ცეცხლო ცინცხალო?!
რა უცებ შემომაღამდი,
გაუთენარო ცისკარო?!* * *მოვიდა სიტყვა და გულზე
მახვილი დამაღერინა,
არც პურმარილი შემარგო,
არც მასვა, არც მამღერინა,
კალამზე ჩამომეღვენთა
და ლექსად დამეწერინა.
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 15:15 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენ, ჩემო დაბადების დღევ,
სიკვდილის თავსაფრიანო,
ვაებისაკენ სულმსწრაფო,
სიხარულისთვის გვიანო,
ვითომ ამქვეყნად სწერიხარ,
ვითომ სიცოცხლე გქვიანო.
სიკვდილო, შვებად მეგულვი,
მოდი, არ დაიგვიანო!* * *
მოდი, სადა ხარ, სიკვდილო,
ამხსენ სიცოცხლის ბაწარი,
გადამავიწყე ვარამი
ამქვეყნიური რაც არი.
საწუთროს ამაოების
არ მაქექინო ნაცარი
და თავზე არ დამაქციო
ცოდვით ნაგები ტაძარი.
როდემდე უნდა ღვიოდეს
სულში ამქვეყნის ღადარი?!
ან რაღად მინდა სიცოცხლე
დედის სიკვდილად დამჯდარი?!* * *გადამეშალა სივრცე
ახალ მწვერვალზე ასულს,
სული არ მინდა, მივცე
სატანასა და ავსულს,
ყოფნა არ მიღირს ყოფად
ლამის მიღმეთში გასულს,
არად ვინაღვლი მყოფადს,
მაგრამ რა ვუყო წარსულს?!* * *სულ დიოგენედ ვიქეცი,
არ ვცვლი ცხოვრების წესს,
ის, რაც თქვენ ქვენა გგონიათ,
მე იმაში ვჭვრეტ ზეს.
ამ კასრში, ჩემო მპოვნელო,
ნუ გაგაოცებს ეს.
გაიწი, მაკედონელო,
ნუ დამიჩრდილავ მზეს!
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 15:15 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *ამის თქმას არა სჭირდება
“ვინმე მელექსე მესხი.”
დრო-ჟამის უკმარობაა
ცხოვრების მთელი ეშხი,
ხილივით მოვილიენით
სიცოცხლის ხეს რომ ვესხით.
წუთისოფელი ყოფილა
მარადისობის სესხი.* * *მე მგონი არაფერია
გასაოცარი ამაში
რომ მაინც ხარობს ლექსის ხე
ჩვენი დროების გვალვაში.
ამომეყრება ლექსები,
როგორც თონიდან ლავაში,
ვარ როგორც ჰერკულანუმი
ლექსის ვულკანის ლავაში.* * *ამ წუთისოფლად ვფაფხურობთ,
როგორც ბორბალში ციყვები,
ან როგორც წყალში ნაფოტი,
დროის დინებას მივყვებით.
შხამა სოკოებს ვაწყდებით,
მაგრამ გვგონია ნიყვები,
ეს ან ქალების ბრალია,
ან კაცები ვართ ბრიყვები?!* * *თუმც ცალუღელა ვიყავი
ჩვენს გაუასაძლის დროში,
მაინც სულ ხალხში ვერიე
და არა უბირ ბრბოში.
ხანდახან დარიც მიგრძვნია,
უფრო – ყინვა და თოში,
მაინც კი ისე ვიცხოვრე,
როგორიც მქონდა ხოში.* * *თუ გიდგას ღვინო ხელადით,
განსაკუთრებით – “პინო”,
გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი,
დუდუკით მოილხინო,
თუ აგიკრძალეს ქალები,
თუ აგიკრძალეს ღვინო,
რა ჭირად გინდა დუდუკი,
ან რა გაქვს საღიღინო?!
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ვახუშტი კოტეტიშვილი
  • გვერდი 5 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость