ლექსები განწყობის მიხედვით - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლექსები განწყობის მიხედვით
ლექსები განწყობის მიხედვით
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 00:45 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

***

ძველი მზეების დამრჩა ვალები,
ვიგონებ იმათ შრიალს ფარჩიანს.
ხარის ცხელ მუცელში ვარ ამოვლებული
ცეზარი ბორჯია.

ჩამორჩენილი მითრიდატის ლეგიონერი,
ქვეყნის დაპყრობით მოსული,
მტკვარზე ვინც მღერის რომის ელეგიას,
სისხლი შევახეთქე ბარბაროსული.

მედგა მუზარადი (რა უტკბესია!)
ომებში დამქონდა ხმალი ირიბული,
დღეს სისხლის ჯამებით ვხვრეტავ პოეზიას
და ფარად მიჭირავს მთვარე გატყირპული.

უფალო! დასცალე ჩემი საყვირები,
მაწოვე სიტყვა გამოკვერილი,'
სასძეურს ატოკებ
ძროხა გატოქილი...
ასე ვლოცულობ მე ყოველ კვირას
წყნარი ბოკვერი.
 
nukriaДата: ოთხ, 04.04.2012, 04:39 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

დღეს მეყვარები აუხსნელად, მხოლოდ თვალებით,
ხვალე კი, ალბათ, გადაგაგდებ, როგორც თამბაქოს.
თოვს ახლა მშვიდად ამ ზამთრის ქალაქში
და მგონია, რომ ჩემს ნერვებზე ღმერთი თამაშობს.,
მგონი ვმკრეხელობ, შენ კი... თურმე, ისევ მიყვარხარ,
თუმცაღა ვხვდები, რომ ლექსებით შენც გადაგღალე.
ხვალ გადაგაგდებ, უშედეგოდ, როგორც თამბაქოს,
რომელიც, უკვე, ვეცადე და ვერ გადავაგდე.
 
nukriaДата: ოთხ, 04.04.2012, 04:43 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.

ოდნავ გავწმინდე და
როგორც ყოველ დილით,
შენი საძინებლის ფარდამ გამიღიმა.

ალბათ გეწყინება ახლა რომ გაიგო,
როგორ გითვალთვალებს შავი მინებიდან,
ვიღაც თავხედი და...

ერთ თვეს აღარ წავა ცივი ნოემბერი
შენი სიკეკლუცით გამჯდარ ბინებიდან.

უკვე რამდენიმე დღეა აღარ ჩანხარ,
ფიქრი აირია, დადგა თავდაყირა,
გუშინ მომივიდა წვიმის ოქტომბრისგან,
(გაგეცინება და...)

გადასახდელი მაქვს შენი მზერის ქირა.

ადრე გავიღვიძე...

უკვე ნოემბერი შემოსულიყო და...
სუნთქვით დავაორთქლე ჩემი ფანჯრის მინა.
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:40 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.

ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.

მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.

შენ ჩუმად იწექი, ახლა დავამთავრებ
თვალი ამ ნაფაზის რუხ რგოლს გააყოლე,
ჩემი სიმარტოვე ლექსად ჩავამთავრე,
შენი მოლოდინიც ამ ზოლს გავაყოლე.

შეხე...დილამ თავის ტანში ჩაატია
კვამლით გაჭვარტლული ფიქრის ბილიკები,
შენი უცნაური წასვლა ღალატია,
ღალატს ვერიდები, თუმცა ვურიგდები.

ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 14:51 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ნუ მტოვებ, ოცნების ამარა...

რა იცი,

იქნება, გაწვიმდეს...

ეგება,

მეშველოს აღარა...

და ძველმა აჯობოს აწინდელს...

ნუ მტოვებ, უშენოდ, რა მინდა...

რა იცი,

იქნება გათოვდეს...

ეგება,

რაც იყო წავიდა...

და ისევ, შენი მზე მათბობდეს
 
nukriaДата: კვ, 15.04.2012, 00:23 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დილა გათენდა ისე თავხედი,
რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...
ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...
შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი
მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს
და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის
წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...
 
nukriaДата: ორ, 16.04.2012, 16:17 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
.
***
..ფიქრები?
-ისევ მაწამებენ..
...ოცნება?
-რა ვიცი გაქრა ..
...დანახვის სურვილი?
-შემომრჩა ..
...იმედის ნაპერწკალი?
-ჩაქვრა ..
... უშენოდ ვერ ვძლებდი?
-გავძელი..
...ძნელია, რა ვუყო ახლა..
...ოცნება?
- რა ვიცი დასრულდა ...
...ფიქრები?
-მაწუხებს ახლაც.....
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:54 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმა გახშირდა.
მადლი უფალს, ჭიჩოს გამოვცდით.
უძილაურთას ავალთ, ალბათ, ამ საღამომდის...
ახლა ვიაროთ,
დაქანცვით ნუ შეგებრალები,
გზა-გზა მიკრიფე
წვიმიანი ლილიფარები.
ისევ შენ მხარქვეშ შემაფარე
ცივი ხელებით.
ნუ გეშინია,
ჩემი ხმის და ჩუმი ხველების -
ავალთ და,
რძე ან ცაცხვის ჩაი გამომასწორებს.
წამლის ძალა აქვს
ამ ჰაერს და
ფშავის მთაგორებს...
წვიმს,
ღმერთო ჩემო, ვანხევს გავცდით უღვთოდ სველები,
მივალთ სახლში და
გავშრებით და მომეფერები...
(ეს წოწიალი
ღიმილს მოგვგვრის, ალბათ, ხვალ ამ დროს)
შენ წამიკითხავ,
მე ხატობის ქადებს დავაცხობ...

წვიმს, გამიღიმე,
ჭიჩოსა და ვანხევს გამოვცდით...
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 14:28 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით,
ხელში მისი ხელი მიკავია,
ისევ მიყვარხარო, - ვეფიცები,
ჰოდა, ერთად ყოფნა გვიხარია.

ის კი ცახცახებს და მეხუტება...
წამიც აღარ გვინდა სიშორისა.
თანაც სული ისე გვეხუთება,
თითქოს ბეჭედს ვჩუქნი ნიშნობისას.

ახლა არ იქნება შეჩერება,
უნდა იტრიალო დედამიწავ.
მიყვარს ეს გოგო და მეჩემება,
ჩემთვის გააჩინა დედამისმა.

მინდა ხელი მაგრად ჩავკიდო და
მთელი მზისქვეშეთი მოვიაროთ.
დღემდე მის გარეშე რა მინდოდა,-
ჩემთვის ვჩურჩულებ და ვბოდიალობ...

დღეს რომ სიყვარული გავაერთეთ,
მგონი მთელ სამყაროს უხარია.
მწამდა ეს გოგო და გავაღმერთე,
ჰოდა, ახლა ჩემთან უფალია!

/დათო ახლოური/
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:11 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეკითხება ტალღა ქვიშას.
ეკითხება ამბებს.
ქვიშა ამბობს: არა მიშავს,
ოღონდ მთვარე მაბნევს... -რას არ მეტყვის ღამ-ღამობით,
ნისლიან ცას მადრის...
და გრძელდება ასე წლობით,
დილისკენ კი გარბის...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ლექსები განწყობის მიხედვით
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость