Вс, 23.07.2017, 07:36
Главная
Регистрация
Вход
აბაშის ხმა
Приветствую Вас Гость | RSS
[ Новые сообщения · Участники · Правила форума · Поиск · RSS ]
Страница 2 из 3«123»
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თეკლე ბატონიშვილი
თეკლე ბატონიშვილი
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:20 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline


მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვამ!
თუ გინდა მელნად რვეულიდან,
და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით.
მოგვდევენ!
ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან
და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით,
გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია,
ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები.
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სტიქია ამ სულში ზღვასავით დიდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:20 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემი ლექსები გეყოფა სიცოცხლედ??

მე, შენი დუმილიც მეყოფა ტკივილად
და გულში ყვავილებს,რომ გამოვაზამთრებ,
გაზაფხულს მოგიტან ,ფერადი ფუნჯებით
აპრილით შევღებავ პირქუშ შუშაბანდებს.

მე..შენი სისველეც მეყოფა ცრემლებად,
მდინარეც..გზაში სატრფო რომ დაკარგა,
თვალების უცხო და სასტიკი შეხება,
ქუჩაც..პოეტი,რომ უჩუმრად დამარხა.

მე,შენი სირუხეც მეყოფა სიკვდილად ,
როგორც ჩემს საფლავზე თეთრი მიხაკები,
თავი გაიგიჟა დილამ ფერმიხდილმა
და ამ სითეთრეში მასთან ვიკარგები.

მე, ერთი სხივიც კი მეყოფა გათბობად,
მთვარეც..ჩემს სარკმელზე ლექსი რომ დატოვა,
ღამე.. მისტიური განცდით რომ მათოვდა
წვიმაც..ეს ქაღალდი შენთვის რომ დატბორა.

მე,შენი სილურჯეც მეყოფა ღიმილად
და შენში ამ სევდას რომ გავინაპირებ,
საკინძეს აპრილის სუნთქვით ჩაგიღილავ
და ხარკად მოგართმევ,ჩემს გულს..დანაპირებს.

შენ ჩემი ლექსები გეყოფა სიცოცხლედ?


Сообщение отредактировал nukria - Пт, 17.08.2012, 00:00
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:21 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დე,იცი...

დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით, ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
რისთვისაც ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე, იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი...
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:21 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა_ზღვა

ცა-ზღვა, მაღლა-მაღლა_დაბლა
სილურჯეში ჩაიღვარა რგოლი,
გზად-გზად, შევუცურდი ტალღას
სისველეში, შენს წამწამებს შორის.

ქარ-ქარ, დავედევნე რითმას,
დამეკარგა სანაპირე ზოლი,
მხარ-მხარ, შენთვის ჯერ არ მითქვამს
სიმარტოვე რომ წაგართვი,მგონი.

იმ მთას გამოვტაცე სუნთქვა
ცხელ ტუჩებზე დაგიარე თრთოლვით,
ხარ_ხარ სადღაც ახლოს გულთან
მოგონილს და არმოგონილს შორის.

ხან_ხან, მეუფლება სევდა
ხე_ლებს, მაგრად გიჭერ თრთოლვით,
მე_რე, ვიცირდები ტალღას
სისველეში,შენს წამწამებს შორის
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:22 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილას,
ცვარ-ნისლებით შენათოვებს,
ღრუბლის,

ლურჯი კალთა შეუმსხვილდა.
ვისვრი,
უკანასკნელ მეტაფორებს
შენით
ცარიელი სხეულიდან.

წარბზე,
დამთამაშებს არითმია.
ახლა,
სულ ცოტაც და... ავფეთქდები,
ჩემი
წილი სუნთქვა დამითვლია
მუჭში
მომწყვდეული საფეთქლებით.

ბაგე,
ამიცრემლდა გაქცეული
მარილ-წილ-ნაყარი ამბორებით,
წავალ,
ნაბიჯებით კვლავ ჩვეული,
ქუჩას,
გამართული გავუყვები.

სათქმელს,
თუ მოვასწრებ ჯერ არ ვიცი.
მარტივ,
მამრავლებად დავიშალე.
სიტყვას,
ერთ ღიმილზე გადაგიცვლით,
თვალებს,
კი ფურცელზე შევიმშრალებ.

ხანძარ
წართმეული ცეცხლივით ვარ
სუნთქვა-
დანაცრული კალაპოტი,
თქვენთან,
ახირება გამივიდა,
ლექსის ავიჩემე ეშაფოტი.

: )

ამ ბოლო დროს
თითქოს ცოტა შორს გადავიჰარე
და იმდენად ვეღარ,
მაგრამ ალბათ გამივლის ,
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:22 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოვლისშემძლეობის პარადოქსი

ბებეროო...
ე, შე ბებერო, შენა...
ჩემსავით ხავსი მოგდებია დაკოჟრილ სულზე,
დრო დადუღებულ ემოციებს ტანზე გალურსმნებს.
მოგწყინდა ვიცი პარადოქსის კარიბჭეს გდება,
ჩეროში ნაჯდომ მოგონებებს ფიქრებად მიაქვს
წარსული... შენ კი, ქვადქცეული დუმილი გქვია.

ბებეროო...
ჩემნაირო ბებერო შენა...
შემოგირკალავ ამ მკლავებით გალავნად მიწას
და აგეკვრები ცივ სხეულზე მეც მისხალ-მისხალ,
რომ უთვისტომოდ გაქცეულმა დაღლილმა წლებმა,
ვერ მომისინჯონ ჩამოყრილი სუსტი მაჯები.
შევნაკადდები ამ სიტყვებად...შენში დავრჩები.

ბებერო...
ეე, შე ბებერო შენა...
გახსოვს ბავშვობა? ნაფერადალ ქვირითს გითვლიდი.
დაკოპლილ კენჭებს ყოველდღიურ წუხილში ვცვლიდი.
ე, რამოდენა მოქცეულხარ, ბებერო შენა...
გაქვამთებულხარ!
მე კი ჩემი სათქმელი უკვე
მითქვამს...და დროა წუთისოფელს დაღმა გავუყვე.

ბებერო შენა...

ჩემი ცხოვრება..
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:23 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნაქერალაზე ნისლია ალბათ...
მე კი, სიკვდილზე მინდა დავწერო.

ნაქერალაზე, ცა თვალებს ნაბავს.
გადავუხადე უკვე საწევრო
მთას!
დარდის ფთილებს ჩუმად რომ ფანტავს
ლექსებს დავუშენ
მე...
როგორც...
საფანტს...

თუ ქარი არის, იყოს რა ქარი.
თუ წვიმა მოდის, მოვიდეს წვიმა.
ჩემი ცრემლების ნისლმინანქარი
სიტყვამ ქვესკნელზე ისე დაწინდა,
ხმის ამოღება ვეღარ შევძელი
ისე...
უბრალოდ...
სუნთქვა გაჭირდა....

ნაქერალაზე ნისლია ალბათ...
უფსკრულის გზაზე მხოლოდ გესლია.
ამ უცნაური ლექსების გარდა
კიდევ, რამდენი რამე შემშლია...
ქარიც, ჩემსავით ხომ შეშლილია?!
მაინც...
რატომღაც...
მე მეშინია...

ნაქერალაზე ნისლია ალბათ...
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:23 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუსიე

მუსიე,

თქვენ დასასვენებლად ჩამოხვედით,
მაგრამ თვალს ვერ მწყვეტთ.
სასაცილოა,
ჩვენ არ გვესმის ერთურთის ენა.
მუსიე!
თქვენ ფრანგი ხართ,
მე კი, პოეტი.
მუსიე,
თქვენ სტაბილურად იღებთ ბორჯომს
ყოველი ჭამის წინ,დღეში სამჯერ.
მე კი, როცა მახსენდება მაშინ ვსვამ.
მუსიე,
თქვენ ადრე წვებით,
მე კი მთელი ღამე არ მძინავს,
რადგან ბნელში ალქაჯები მსტუმრობენ ხოლმე.
მე მომწონს თქვენი სტაბილურობა,
მაგრამ,
არც მომწონს...
რა გვაქვს საერთო მუსიე?
ჩვენ შუადღისას ვხვდებით ხოლმე
მდინარის პირას...
ჩვენი თვალები წყვილდება,
წუთით მხოლოდ...
ჩვენ ერთ კურორტზე ვისვენებთ
სხვადასხვა მხარეს,
თუმცა კი გვესმის ერთურთის ენა.
მაგრამ,
მოიცათ მუსიე!
თქვენ ფრანგი ხართ,
მე კი
პოეტი...
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:24 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაპატიე

ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.

ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.

მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.

ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
 
nukriaДата: Чт, 16.08.2012, 03:24 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16209
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ შენგან წავალ

რაღაც დავიღალე, მაპატიე,
სადღაც გამაკავა ქარმა,
წუხელ მთელი ღამე გავათიე,
სანამ არ დარეკა ზარმა.

ნუთუ ყველაფერმა ჩაიარა,
ნუთუ ყველაფერი ჩაქრა...
-" გოგონამ გზები გაიარა
და ბიჭის ცხოვრებიდან გაქრა "-.

იცი, კვლავ მიყვარხარ, მაპატიე,
გზებს ნუ ჩამიხერგავ სავალს,
გუშინ შენზე ფიქრში გავათიე,
ხვალ კი ალბათ შენგაბ წავალ.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თეკლე ბატონიშვილი
Страница 2 из 3«123»
Поиск:


| Copyright MyCorp © 2017 | |