თეკლე ბატონიშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თეკლე ბატონიშვილი
თეკლე ბატონიშვილი
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 03:25 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბატონიშვილო..აქ ციცაბოა.

ოქროსირმით მონაქარგი საკინძიდან
მზე იღიმის,მზემ თვალები გამისწორა,
ეს ღიმილი ალიონზე გამიძვირდა
სხეულზე რომ სიმხურვალე დამიტოვა.
მოჭრილ ნაწნავს გიტოვებდი სასთუმალთან,
მერე,ისიც ამ განთიადს მივაბარე,
რაღაც შენი გულისცემა მიჩუმათდა,
იქნებ წუხელ შავი მიწა მიაყარე..

ბატონიშვილი აქ ციცაბოა,
ჩორთით იარეთ,სიფრთხილე გმართებთ,
ყმაო! მამულში განა მარტო ვარ,
განა არწივი გაუშვებს მართვეს?!

ღამით მე შენთვის ვიყავი გზნება,
ღამით დამტოვეს თვით მონაზვნებმა,
იქნება დილამ აგკიდა ბნედა
ან,იქნებ მე ვარ ასე თავნება?!
ასეთი ურჩი,როგორც იორღა
ჩემს ნაკვალევზე ბელტებს რომ გესვრის,
ეს შენი ცხენი რატომ მოღოღავს
ჩემთვის უარი ესოდენ გიჭირს??

შემოგეპარა სხეულში შიში?
წამოდი!ერთად ჩავუსწროთ არაგვს,
წამოდი,თორემ ცხოვრება მიდის,
შავი არაგვის გზაგასაყართან.
თეთრი კენჭები ვუსინჯოთ ჭალებს,
და ცას,სახეს რომ ვუალი აკრავს
მე მივენდობი,როგორც მაგ თვალებს,
ლავაშივით,რომ თონეს ჩამაკრავს.

ამღამ ვიქნები მხოლოდ მხევალი,
არაგვს გავატან ამ მზერას გოროზს,
ხვალ ეს ნაწნავი,შენი მძევალი,
ცვრიანი დაშნით მოგიღებს ბოლოს.
 
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 03:25 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეკვლე

ისევ პალიტრა...
პერმანენტულ ღამის ვოიაჟს
სხვაგან არ ვიცი-
პლეხანოვმა თეთრი ჩააცვა-
კაბა ფანტელის-
ისე ვიწროდ შემომდგომია
ტანზე სითეთრეს ვიხორცებ
და...
ისე თამამად
ვიხედები სარკე-ასფალტში
ქუჩას აჟრჟოლებს
უცაბედი შეგრძნებებისგან...

გზა- ამ კუთხიდან
შენს სახლამდე ისე შორია,
გამოვანგრიოთ ეს ქუჩები
მინდა ამაღამ....
წელს,
როგორც შარშან-
მოსახვევთან ისევ მოყინა.
წელს,
როგორც შარშან-
ჩაკეტავენ ალბათ ალაყაფს.
წელს,
როგორც შარშან-
გეტკინება ჩემი სიშორე
ვერ მომიშორებ...
რადგან უკვე ყველგან გავჟონე
სადაც სისხლია...

აჰა, საათიც
მესამოცედ გასულს გაარტყა.
სხვაგან არ ვიცი-
შენთან ვიცი-მეკვლედ მელიან.
სხვაგან არ ვიცი-
პლეხანოვმა თეთრი ჩააცვა
კაბა- პალიტრა
პერმანენტულ ღამის ვოიაჟს.
წელს,
როგორც შარშან
მიცურდება ფეხი ყინულზე-
კაბა ფანტელის
ისე ვიწროდ შემომდგომია.
 
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 03:30 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოკვეცა


ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის.
ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის .
მოგვთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოგვთხოვა უკვდავება
ფეტვი ფეტვისთვის აურიე
ბრინჯისთვის ბრინჯი .
დათესე. ზარდე თავთავები
გვერდიგვერდ: მიჯრით.
რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან.
შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს.
ერთი ნაბიჯით შემაკავე
ნაბიჯზე მიწა მომაყარე
სული ზეთისხილს მოგაგონებს
გუშინ რომ ჭამდი.
ხორბალი დილით ირჩეოდეს-
ხორბალი დღისით ირჩეოდეს
ხორბალი ჩემთვის ირჩეოდეს-
ურიე წანდილს.
ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე დარჩენილ კოცნის.
ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი.
სადილში მარილს ჩავამატებ
სადილს ცრემლებით დავამლაშებ
თვალი თვალის წილ დამიხუჭე
რომ გითხრა: მწამდი.
ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ.
ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს.
მდელოზე ყანა ბიბინებდეს
ყანაში გოგო მიდიოდეს
ფეტვი ფეტვისთვის აურიოს
ბრინჯისთვის ბრინჯი
დათესოს. ზარდოს თავთავები
გვერდიგვერდ-
მიჯრით.

მოსთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოსთხოვა უკვდავება
და ნაწნავს იჭრის.
 
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 03:31 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეპიტაფია


ვის რას უშავებს, ეს უბრალო, მარტივი ყოფა,
როცა ჩვენთვის ვართ, ვდუმვართ ერთად, ერთად ვხმაურობთ.
წლები – ეს როგორც მოკირწყლული ქუჩები სოფლის.
გზა - როგორც ერთი ნაცნობობის დანაშაული.
ჩვენ, როგორც ორი მარტოობა, ამ ერთი მიწის,
დავათრევთ გვამებს ზურგით ისევ, მკვდრებსა თუ ცოცხლებს,
და ერთმანეთით ცარიელი თვალები გვეწვის,
და ერთმანეთით ცარიელი ხელებით კურცხალს,
სულიდან ვიწმენდთ, ქარი, ქარი, ქარია გარეთ,
მე ფეხმორთხმული ვზივარ ისევ. ამ ჩვენს აკლდამას,
მტვრით დაფარული კიდეები გამოვუგავე
და სიტყვებს ახლა ვერაფრით და აღარ ვაკავებ.

ჩატეხე ერთი საფეხურიც, ეს მაშინ, როცა,
ცხადიდან თითო-თითო ნაბიჯს იპარავს ძილი.
ქუთუთუობქვეშ ამომიდე. მიგრძენი. დაგცხეს.
ქაღალდის გემებს ამ უსიზმრო ღამეში ვძირავ.
ადექი ფეხზე. ხილაბანდით აიკარ თვალი.
ტკივილებს ალბათ იშუშებენ ნაწოლის დარად.
დაიწყე ჩუმად და ათამდე, ათამდე დათვლით
წყვეტილად, ნელა. ერთი, ორი... და მერე მდორედ,
გამოჰყევ ისევ მდინარებას, უთუოდ ჩემთან,
რომ მოგიყვანს და, ხელებს ფრთხილად დამაწყობ მხრებზე.
ზურგიდან ისევ, მხრებიდან ისევ, მიწამდე ჩამაქვს
დუმილის ჩვენი საიდუმლო. ჭრილობას მიხვევს.
წყვდიადი კვლავაც. უსიზმრო ღამე. სიჩუმეს ისევ,
ტუჩებში ვიმწყვდევ, როგორც უკვე ჩადენილ ცოდვას.
კარიდან აღარ. ფანჯრიდან აღარ. არავინ მისმენს
და თვლას ვაგრძელებ უსასრულოდ ათიდან ოცდა-
ათამდე თუნდაც, ვიწყებით ისევ, ეს მაშინ როცა,
ცხადიდან თითო-თითო ნაბიჯს იპარავს ძილი.
ვიღვიძებ არ ხარ. ვიძინებ არ ხარ. ცარიელ ლოგინს
ვამოწმებ ხელით. შენ –
მიწაში ბრუნდები. მძიმედ.

რაც უკვე იყო, რაც მოხდა და აღარ გვთხოვს ხურდას.
რაც უნდა იყოს, გრძელდება და ამბის მოხდენად,
სადღაც ერთმანეთს ნამდვილად და ღიად ვუმუხთლებთ,
სადღაც პირიქით, სინანული ჩაგვისახლდება.
ვის რა წაართვა,ამ უბრალო, მარტივმა ყოფამ,
ახლა ცალკე ვართ, ვდუმვართ კენტად, კენტად ვხმაურობთ
ჩვენი ამბებით, და ჩვენ-ჩვენი ამბავი გვყოფნის,
დუმილად? იქნებ, არსებობის დანაშაულად.
 
nukriaДата: ხუთ, 16.08.2012, 03:32 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იოანე


ვწევარ დედიშობილა.
თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაში
ზუსტად ისე.
მცივა.
ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალა
მოთიბა მთიბავმა ბალახი
ბალახი მოთიბა მთიბავმა
ციმ-ციმ მოაქვს მთიდან.
მოუსწრებს გზაში წვიმა.
დადგამს მთიბავი ზვინს
აფარებს სხეულს თავისას.
გააპობს ზურგს მისას ელია
მათრახივით გადაჭერილი ჭექა-ქუხილით-
ორად.
გაიფანტება ნათიბი მისი ურვა-წუხილით
სოფლად.
ვწევარ დედიშობილა
თოჯინებს რომ ვაწვენდი ბავშვობაში ზუსტად
ისე.
მცივა.
გახეულ პირში მასხამენ ნახარშს-
ბალახისას.

\\\"ყოველმან ხემან,
რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი,
მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას\\\"

ვარ მიწა
მიწა ვარ მე
დალპება ფესვები ჩემი,
რადგანაც წამოვა ლავა და ღვარცოფი.
დალპება ფესვები ჩემი,
რადგანაც სოფელში აღარ იქნება აღარც ერთი ნაცნობი.
დავწვები ყოველღამ შენთან
დამპალი ფესვებით და მეგონება
რომ ჩემი სხეულის ეკვატორი იმ ქალაქზე გადის,
სადაც შიმშილით კი არ დაიხოცნენ-
არამედ ჭიპლარით გადახლართული ქუჩები
ასეული წლებია
საღებავის აიაზმას ისხამენ ტანზე
სუნამოდ.
მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენ
და აღარ დაბრუნებულან.
ამოთხრილი კორპუსებიც
ჩამპალ საძირკველში
წყალ-წყალა ნაყოფს რომ იკავებენ
თმაგაშლილები
დაიხრჩვნენ იქვე.
თავმოკვეთილი გდია იოანე.

ჩემთვის ლოგინი რომ გაეშალა
მოთიბა მთიბავმა ბალახი
ბალახი მოთიბა მთიბავმა ..
ციმ-ციმ ჩამოიტანა მთიდან
დადგა მთიბავმა ზვინი
შემომიკეცა საბანი გვერდულად.-
მცივა.
გააპობს სხეულს მისას ელია
კისერზე მათრახივით გადაჭერილი ჭექაქუხილით-
ორად.
ვარ მიწა
მიწა ვარ მე
აიხსნება ყველა წყევლა და
იტვირთებს ზეკაცი ცოდვას ყველასას...
აიხსნება ყველა წყევლა და
დაილურსმნება ერთი სხეული ყველასთვის.
მივა ზეკაცი მთიბავთან ელიას მთაზე
და ეტყვის:
-განმბანე მამაო...

მტკვარზე ძაძებით ჩავიდნენ
და დგანან დედიშობილა.
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 04:21 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დე, რა ღირს ჩვენი ერთადყოფნა?
რამდენ გატეხილ ჭურჭელს ვმალავ ახლა კაბისქვეშ,
ნანგრევებიდან გამომძვრალი თხუნელასავით,
მზის სხივი, როცა მზერას მჭრის და,
როცა თვალს ვითხრი,
ამ მიწიანი, გაზაფხულით სავსე ხელებით,
რადგან ომია,
რადგან ჩუმად არ შემიძლია,
რადგან იმ კაბის ნარჩენები დაჩრჩილულია
და გაბმულ დღეებს, დღეებს, სადაც
მე ვერ დაგირჩი,
სადაც უბრალოდ დაბრუნება მეზედმეტება,
აღარაფერი შერჩათ ჩვენი კარგადყოფნისთვის
და არაფერი აღარ არის ჩვენი მეტობა.
ყველაფერი კი თითქოს მიდის, როგორც წესია,
როგორც გათვალეს, როგორც ბევრჯერ უკვე დამთავრდა,
დე... წუხელ, ღამით უმომავლო სახლი მესიზმრა,
ფანჯრებს ქუჩაში იწვდიდა და იწვა ზამთართან.

მერე დილაა. სულელივით კვლავაც ვიცინი
ეს მაშინ, როცა სულ მარტივად, არც მეღიმება,
და დამარცხება და დანგრევა ისე ახლოა,
რომ სხვებს ჰგონიათ _ დავიღალე და მეძინება.
და, სწორედ მაშინ, შეგიძლია იმ სხვებს შეუნდო,
არა იმიტომ, რომ დაგარქვან დიდსულოვანი,
დე, აქ უბრალოდ ეს ცხოვრება ისე მარტოა,
ამ ცხოვრებაში როგორც მარტოადამიანი,
მარტო ცხოველიც კი ვერაფრით ვერ გადარჩება,
თუ არ გაწირა, თუ არ მოკლა, თუ არ წაართვა,
და ამიტომაც შეცდომები უფრო ახლოა,
ვიდრე ცხოვრება. ვიდრე ყოფნა. ვიდრე არყოფნა.

მაგრამ ეგ სხვა დროს, ჭრელი სუფრა უნდა გავშალო,
ცომის გუნდები გავამზადო - ჩვენი პურისთვის,
სველი თითებით სახეები ჩუმად მოვხაზო
უკვე ცამეტი წელი გახდა, რაც მე სიყვარულს,
რაც მე ცხოვრებას დავემალე -შენი გულისთვის.

აი, ეს ცომი, მამაშენის რბილი პროფილით,
აი, მოვზილე, აი, პურად მინდა ვაქციო,
აი, შენ ახლა გაინძრევი _ ჩემი მუცელი
ხორბლის მარცვლებით და საშენო გზებით სავსეა.
აი, ხელს მიქნევ, მდინარეებს ჩემკენ მოჰყვები,
ჭრელი გველივით ვიცვლი ტყავს და ხელებს გახვედრებ.
და როგორც ჩინურ წიგნებშია უცხო სიტყვები,
ისე ვბუტბუტებ შორეულ და უცხო სახელებს.
ნახე, ჩავარდა, და თითები უცებ მივაწვი
წარსულს, ამ წლების თეთრ ქაღალდზე ლაქად ვეტყობი.
ახლა ზღვა იძრა სხეულიდან, მტოვებს, განა წვიმს
და ახლა უფრო მაიმედებს ჩვენი მეტობა.

აი, ეს ცომი, მამაშენის პროფილს რომ არ ჰგავს,
აი, ეს ცომი, უგულოდ და უსაფუაროდ,
რომ გამოვაცხვე, გავიმეტე უცებ სანაგვედ
და გამთენიას უცებ წრეზე შემოუარა,
აი, გამოცხვა. და სუფრაზე ხელისკანკალით
მომაქვს და ყელში ობმოდებულ სიტყვას ვამლაშებ
აი, ეს ღმერთი რომ ინებებს, მაშინ კარგავენ
და მხოლოდ მაშინ პოულობენ...ახლა მე და შენ
გვჯერა, ოდესმე ეს ზამთარი გადაივლის და
უბრალოდ თეთრი გზა დაგვრჩება ადამიანებს.

დე, რა ღირს ჩვენი ერთადყოფნა?
ალბათ – ცხოვრება.
სადაც, გატეხილ ჭურჭელს ვმალავ ახლა კაბისქვეშ,
და თუკი ერთხელ, წარსულიდან სისხლი წამსკდება,
ნიშნავს – მიყვარხარ
ნიშნავს _ მიყვარს.
ნიშნავს _ გამიგე.
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 22:12 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წამოდი, შუა ომში დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
რა მნიშვნელობა აქვს ვინ იბრძვის, რატომ.
რა მნიშვნელობა აქვს ჩვენია ეს ომი, თუ არა.
რა მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთში ვმარცხდებით,
თუ საყოველთაო უძრაობაში გამარჯვებულები
მშვიდობას საკუთარი თავების გასამართლებლად ვიგონებთ.
წამოდი, გაგანია ომში მშვიდობა მოვიგონოთ და ქაფქაფა ჩაი დავხვრიპოთ.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და ზიზღით ჩამოგვხედონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და
ავტომატები მოხრილ ზურგებზე გაგვიხახუნონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ჯვარი არ გადაგვსახონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანებმა და ხურდა ჩაის ფინჯანში ჩაგვიყარონ.
წამოდი, ტყვიებს მოვუსმინოთ.
მე - ცარიელი მასრებისგან მძივებს გავაკეთებ.
შენ - გვამების ტამტამებს შემოჰკარი და თავი დახარე.
მე - შენს გარშემო ვიცეკვებ და ჩაის ფინჯანში მზეს გავაჩენ.
შენ - თავი მაღლა აწიე და სახიდან
ჩემი დამწვარი კაბის ნაფლეთები კანიანად გაიცალე.
მე - ფეხებს დანაღმულ მიწაში ჩავრგავ.
შენ - ფეხები დამბანე და ნაღმებს სიცოცხლე დაუბრუნე.
მე - საშოდან დაუბადებელ შვილებს გამოვაძვრენ და მაზუთში ამოვავლებ.
შენ - საპოხივით გადამისვი ტანზე შიში და ჩვენი მაზუთიანი შვილები გადაყლაპე.
ჩამოიარონ თავზარდაცემულმა ქალებმა და მოგვაწყევლონ.
ჩამოიარონ ანგაჟირებულმა ახალგაზრდებმა და გვესროლონ.
ჩამოიარონ ჰალტუხიანმა კაცებმა და მიწა გამოგვაცალონ.
ჩამოიარონ ანაფორიანებმა და ზურგი გვაქციონ.
წამოდი, ჩვენს ომში წავიდეთ.
შუაგულ ომში წავიდეთ და ლიმონიანი ჩაი დავხვრიპოთ.
რადგან ომში სხვანაირი სიყვარულია
და სიყვარული უფრო დანებებაა, ვიდრე გამარჯვება.
რადგან სიკეთე ხშირად ორგულია
და ორი გული მეტობას კი არა, ნაკლებობას ნიშნავს.
რადგან მრევლი ხშირად ტყუის,
და საკუთარი სიმართლე მხრებზე შემოდგმული კუბოსავით მოაქვს.
რადგან პროცესია აბსურდია
და ყველა აბსურდი ერთხელაც ყველაზე დიდი სიმართლე გახდება.
რადგან ყველა ომი ტყუილია
და ადამიანებს საკუთარი არსებობის დამტკიცება
არსებულის უარყოფით სჭირდებათ.
რადგან ძალადობა სისუსტეა
და ნებისმიერი სისუსტე უკვე სიძლიერის დამტკიცების პირობაა.
რადგან ძალიან იოლია,
ადამიანები არ მიიღო ისეთები, როგორებიც არიან
და ძალიან ძნელი
საკუთარი თავი მათ სისუსტეში აღმოაჩინო.

წამოდი შუა ომში ჩამოვსხდეთ.
ფეხმორთხმულები დავსხდეთ და ლიმონიანი ჩაი დავლიოთ.
სადაც სიმართლე მხოლოდ ისაა,
რომ კაცობრიობას ნებისმიერი ომი
შიშის დასაძლევად და გმირების მოსაგონებლად სჭირდება,
სადაც მე და შენ,
ასე მშვიდად შეგვიძლია ცხოვრებას დავცინოთ.
 
nukriaДата: კვ, 15.02.2015, 22:12 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
If I die young,bury me in satin
Lay me down on a bed of roses
Sink me in the river at dawn
Send me away with the wordsof a love song
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 11:36 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავგანწირული
მოჰქროდა ქარი
სისინით, შხამით.
კოკისპირული
წვიმა და ღვარი
მოვარდა ღამით.
მივდივარ, მკრთალი
სანთელი გაჰქრა
ჯერ ისევ გზაში;
ელვამ კლდეებზე
სინათლე გაჰკრა
და ჩაქრა მთაში.
იქ საარაკო
ქოხის საბური
ხომ არა სჩანდა?
არა! გორაკი
რამ უდაბური
ელვამ გალანდა.
შორეულ სახელს,
მე ვიჭერ სმენით,
ხმამ მიმიტაცა.
ვიღაც მეძახის
მშობლიურ ენით,
მეძებს ვიღაცა.
მაგრამ ო, არა,
ეს მგლოვიარე
ქარი ცახცახებს.
მედგრად იარე,
აქ შენ არავინ
არ დაგიძახებს.
კოკისპირული
წვიმა და ღვარი
გადივლის წამით.
თავგანწირული
ჩადგება ქარი,
გრძნობდე სიამით.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » თეკლე ბატონიშვილი
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость