სამადაშვილი ნიკო - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სამადაშვილი ნიკო
სამადაშვილი ნიკო
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:52 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება.
მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება
ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,
თვალის სინათლის მწუხრნი კენკევენ,
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ,
სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

ნიშა ტალღებს ზვიად ფერხულზე
იცეკვებს ნისლი _ ავდრების დარი.
ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.

მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,
ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.
მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.

ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს არა, ჩემო ლიახვო.
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!

გვემული ტანი რომ აგატანო,
ვაითუ, მოსყდნენ შენი ტალღები.
ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს,
და შევკრთე უცბად ცხედრის წაღებით.

ისევ მე ჩავფლავ ჩემს მწირ ცხოვრებას,
იქ, სადაც თვლემდა არმაზის კერპი,
იქ ბინდებს სძოვდნენ თამარის ცხვრები
ღამე კი შიშით ყვიროდნენ მკვდრები.

და როცა იქით გაავდარდება,
სადაც ეგდება ნეშტი პოეტის.
შენ ამიყვავე ჩემი დარდები,
და ის წარწერა: ,,კაცს ვერ ვპოვებდი.”

მივალ, გიტოვებ გულს ქერქდაგლეჯილს,
ლოკე და ლოკე მდურარე სისხლი.
ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:53 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განკითხვა

ჩემი ცხოვრება ძანძახი იყო,
ნოემბრის ჟინჟღლი, დეკემბრის თოში.
გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ
ჩემს დედინაცვალ საქართველოში.

სად ჩავძაღლდები, აბა ვინ იცის.
რა თავში ვიხლი სამითხის კარებს.
ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ,
უდაბნოს ხვითქში გაზრდილ მასხარებს.
ჟამთა სიავეს მგზავრი ასცდება,
მოვა, დახედავს მკერდის ნიჟარებს.
მიცნობს, შეკრტება, შევეცოდები
და ტანში ცივად შაჟრიალებს.

წავა და საყრდის წინ დაეცემა,
ყველა გამვლელს ნაფიც ჯავარად,
და საცოდავი ჩემ ცხოვრებაზე
მოჰყვება ტიტინს, როგორც ჯაფარა..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:54 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გენია და სამრეკლო

შენ ელვარებდი ნაღვერდალივით,
შუქს სცემდი ღამეს და სასოებას.
რამდენი შვება მოჰქონდათ, ღმერთო,
შენს გულს, შენს ფიქრებს, შენს მყუდროებას.

სად მიგვლალავდი. ავდრების ცოდვით
კივილი ედგათ უდაბურ ველებს.
ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით
ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს.

ტყის ყვავილების სუნთქვით დაგვზარდე.
თან დედასავით გვაყრიდი ნათელს.
ისეთი გზნებით რეკდი დიდ ზარებს,
როგორც ხატისგან შეშლილი მნათე!

დავიხოცებით...

დაგვსუნავს ლოდი,
გარემოც ყვითლად დაიფერება,
შორს გამოჩნდება ჭროღა სამრეკლო
და შენი ჩუმი ქვეყნიერება..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:54 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც ნუგეში

ნეტავი რისთვის ცოცხლობდა ქვეყნად,
თუ სულ არავინ არ მიიკარა,
მოესწრო მაინც ლექსით ყაყანი,
ამ მთიებს რაზე გადაეყარა?!.

რა ძალა ადგათ ხატს რომ შესწირეს,
ალიზის ქოხში, ჩამქრალ ბუხართან.
ნეტავ ტირილი მაინც მოესწრო
თვალებჩალეწილ თავის ცხედართან..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:55 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი გზა

ძველ მარგილებზე დაფენილ სარეცხს
ვიღაც მხატვარი ხარბად ხატავდა...
ეს გული იყო სხეულის სარცხი
და ყველაფერი როგორ გათავდა.

წისქვილს ახლოს დიდი ხართუთა
ხარებს აბამდა ჩაშლილ კალოში,
ხალხი ოხრობდა და ხარხარებდა,
მე კი ვდარდობდი საქართველოში.

მონასტრის კართან შეშლილ მოლოზანს
ღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი,
უღან მტებს იქით გლოვობდა ზარი,
გამოქვაბულთან სთვლემდა ნამქერი.

გვრიტები წნორზე უკრავდნენ ფანდურს,
მოხუცი თელა სალამურს თლიდა,
ვერხვი იცვამდა ფეხზე ფანდულებს,
ალი დალალებს ისროდა წყლიდან.

ბინდა ჰკეცავდა ლურჯ პანაშვილებს,
ისმოდამტკვრის მძიმე ქლოშინი,
ქარი მართმევდა გზების სიმშვიდეს
და კვლავ ვგოდებდი საქართველოში.

მწირი მხატვარი ხატავდა პოეტს,
ოდნავ ნაღვლიანს, ფიქრებში ჩაფლულს,
ვისაც სიცოცხლე მოენატრება,
და შეერევა მთებს და გაზაფხულს..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:56 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(...ლოცულობს ყველა)

ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება.
მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება
ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,
თვალის სინათლის მწუხრნი კენკევენ,
ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ,
სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

ნიშა ტალღებს ზვიად ფერხულზე
იცეკვებს ნისლი _ ავდრების დარი.
ავდრების შემდეგ გაზაფხულისკენ
გაიყმუილებს ბებერი მტკვარი.

მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,
ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.
მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი.

ლოკე და ლოკე გულის ზედაშე,
არ გაწყენს არა, ჩემო ლიახვო.
იქნებ ეს გული აქ აღარ გაშრეს,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ძევახო!

გვემული ტანი რომ აგატანო,
ვაითუ, მოსყდნენ შენი ტალღები.
ვინ იცის, ვინმემ დაგიტატანოს,
და შევკრთე უცბად ცხედრის წაღებით.

ისევ მე ჩავფლავ ჩემს მწირ ცხოვრებას,
იქ, სადაც თვლემდა არმაზის კერპი,
იქ ბინდებს სძოვდნენ თამარის ცხვრები
ღამე კი შიშით ყვიროდნენ მკვდრები.

და როცა იქით გაავდარდება,
სადაც ეგდება ნეშტი პოეტის.
შენ ამიყვავე ჩემი დარდები,
და ის წარწერა: ,,კაცს ვერ ვპოვებდი.”

მივალ, გიტოვებ გულს ქერქდაგლეჯილს,
ლოკე და ლოკე მდურარე სისხლი.
ლიახვი ღელავს, როგორც ჯეჯილი,
როგორც მზის შუქზე გამსკდარი ნისლი..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:56 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არავის ერჩის

ის ბოგანოა, ხვალ შემოივლის
და გამაგონებს მწუხარ არიას,
იმის ღიმილი _ დილა ზაფხულის
ქუჩების ვნებით გადამწვრია.

ხშირ სიარულით თითქოს ჟინს იკლავს,
უკრავს და სადღაც გაიყურება!
ვერ მიუხვდები: მთებმა მოხიბლეს,
თუ ლაჟვარდების უცნაურობამ!!!

ყველას გაურბის, უყვარს სიმშვიდე,
თითქმის თვალები მიწას დაადნო,
იმან არ იცის სევდა შიმშილით,
ის ყინულია, ცივი უდაბნო.

ის ხან ღამეებს უთევს ქარიშხალს,
თუმცა მინდვრები “ძილისგულს” სთხოვენ,
ის ხანა ანთია მაშხალასავით
და ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.

და აგონდება: ის სოფლის ლხინი,
სადაც უყვარდა ტანწვრილი გოგო,
უყვარდა: იმის მორცხვი ღიმილი
და მერე როგორ! ოჰ მერე როგორ!..
 
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 20:57 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალს არ აშორებდა

ის მიდიოდა ფერშეცვლილ გზებით,
წყალგაღმით ცრდილებს აენთოთ კვარი,
იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,
თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი.

წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს,
სადღაც კი ყეფდნენ ქუში ქედები,
მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე
დაოსებული შემოქმედებით.

ცისკრის ამოსვლა ბეწვზე ეკიდა,
ნანგრევს დაეხრა სამრეკლოს კარი,
ის მიდიოდა და მაინც კიდევ
სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » სამადაშვილი ნიკო
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость