ნიკა ჩერქეზიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნიკა ჩერქეზიშვილი
ნიკა ჩერქეზიშვილი
nukriaДата: შაბ, 28.04.2012, 21:20 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,

ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...

მაღლა არ ამიშვეს...

ჰოდა,

მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.

ქარი ქრის,

მაგრამ შენ არ გცივა,

არ წვიმს და მე მაინც ვსველდები...

უბრალო წამები მაცვივა,

უბრალო დღეებით ვბერდები.

ეჰ...

აღმოხდომიათ ათასებს,

მსგავსი და უსიტყვო ბგერები...

ცხოვრება თავისებს აფასებს,

ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე...

ჰო...

ყველას თავისი ომი აქვს...

ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,

წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...

დავბერდი..,

თუ...

უფრო დავძველდი...

ათასჯერ დავიწყე ნულიდან,

ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.

და მაინც...

სანამ ჯერ თბილი ვარ,

სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო,
მინდა ეს უშენო დღეები


სულ შენზე ფიქრებში დავხარჯო.

 
nukriaДата: სამ, 08.05.2012, 17:10 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევ არეული დამაქვს ნაბიჯები

სევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია.
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები, თუ დავეცი - ყელსაც გამომჭრიან.

მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე -
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა, ჰოდა, დავიჯერე,

რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა -
ჩემთვის - მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.

ჰოდა, მოდით, ძმებო, თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი მას მოვძებნი მთელი გამალებით,
გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,

რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 13:51 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 15:45 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვიშიანია ჩემი ნაპირი

* * *
რომ შედუღაბდე,
შენს კედლებში ჩემს თავს გაყოლებ,
მებადებიან სურვილები შენი შეხებით...
და
თუ გავწვიმდი,
საწვიმარი ქარს გააყოლე,
რომ გაილუმპო
ჩემი ტანის შემოშხეფებით.

* * *

გავუფერულდი,
მოდი,
დამფერე,
ახლა ჩვენს შორის
ერთი სუნთქვაც არის სიშორე,
ქვიშიანია ჩემი ნაპირი
და
შენი ტანის მღელვარება ვერ მოვიშორე.

* * *

ჰო,
მეც სურვილებს სხვაზე მეტად ქარი მიკიდებს,
ქარს შეუძლია შენი თმები ჩემში გაშალოს,
ცხრა მთის იქიდან მოიტანოს შენი სურნელი
და...
წამშალოს.

* * *

მგონი იწვიმებს,
დასველდება ქუჩაში ღამე,
გაუჩერდება შენს სხეულზე საათს ისარი...
და როცა...
წამი ნეტარებით დახუჭავს თვალებს,
მაჩუქე შენი თეძოების ყველა სიზმარი.
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 23:16 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადარჩენის ალეგორია

ვიღაცა იტყვის, რომ თოვაა ალოგიკური,
შენ, რა თქმა უნდა, ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,
შენ დედამიწა ამრეზილი თვალით გიყურებს,
როგორც შეშლილი პოეტის ცოლს, ბოლო მოჰიკანს.

შენ, რა თქმა უნდა, არ იქნები კანონმორჩილი,
შენს ხასიათში შტრიხებია ფერის ხულიგნურ,
შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილე
და მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.

სადღაც, თერთმეტი ცის მიღმაა შენი სამყარო,
უფრო მარტივად - დედამიწა არის ფოიე,
შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ - დროა საპყარი
და თითებია გადარჩენის ალეგორია.
 
nukriaДата: პარ, 08.06.2012, 23:20 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროის აბლაბუდა

გათენებულა,
რახანია,
მე კი ღამეში
კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი
დღეს ჩემთან არმყოფს.
ოჰ,
ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში,
გადმოგიღვრიდი
მთელ სიცოცხლეს
სიკვდილის სამყოფს.

ეს დღეც კედლებში მოემწყვდევა,
ჭკუიდან შემშლის,
უკვე ათასჯერ გადაყვანილს სიგიჟის ზღვარზე.
და ახლა
შენი თბილი სუნთქვა,
სულ ერთი პეშვი
ან
შენი თავი მოყრდნობილი
ჩემს დაღლილ მხარზე

დააბრუნებდა კვლავ ძარღვებში ყველა წვეთს სისხლის,
ასე წვეთ-წვეთად გამოწოვილს,
ძვლებიდან ნადენს,
მაგრამ
შენ არ ხარ
და
ოთახშიც სხვა ხმები ისმის,
ქსოვს ისევ დროის აბლაბუდა წამების ბადეს.
 
nukriaДата: ხუთ, 02.08.2012, 15:37 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ცდილობ ჩემს შეცვლას,
მე კი,
მინდა მოვიდე
და სიყვარულის ყველაზე მწუხარე სიმღერა გიმღერო.

მე შემიძლია,
მთელი ჰაერი ჩავისუნთქო,
მე შემიძლია,
ხელში აგიყვანო და გათბე,
მე შემიძლია თვალებში გიყურო და გითხრა,
რომ არ მჭირდება მხედავდეს ვინმე,
შენს გარდა.
 
nukriaДата: პარ, 03.08.2012, 02:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვის შეუძლია დაინახოს შენი ტკივილი?
ვინც შენს თვალებში იხედება, მას შეუძლია,
ვინც შენთან ერთად ხუჭავს თვალებს, ის თუ გაიგებს.

შუაღამეა,
ჩვენ სხვადასხვა სახლებში გვძინავს,
ალბათ ამიტომ აღარ ვიცი, როდის თენდება.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:20 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყურებ და ისევ არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,

მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე ჩვეულებრივ, თვალები დახარე,
ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი,
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა...
 
nukriaДата: ორ, 13.01.2014, 21:45 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი, 
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია, 
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი. 

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები, 
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა. 

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია, 
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია 
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნიკა ჩერქეზიშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость