მერაბ კოსტავა - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მერაბ კოსტავა
მერაბ კოსტავა
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:45 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:45 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძმას ქრისტესმიერს

(ზვიად გამსახურდიას)

როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმიდა მამათა ძვალშესალაგებს
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.
გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით
საუკუნეა არ განგვიცდია.
ხარ მწირი თამარ დედოფალისა,
საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმიდა
გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.

ვინ განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ძალა შორს გამიზნული,
როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.
ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.
თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი,
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.

გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას,
ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.
და წინაპართა ტანჯვით ვნებულმა
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.
შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მოსეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.

შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს,
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული,
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.

როს ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.
მისთვისაც გაგთქვამ ზეცა და მყარი
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავით და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით მყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.

დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაშI,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.

ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.

ალბათ გამოცდა ენება უფალს,
როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,
რადგან განგებას რომელი უყვარს
მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.

რას დაგაკლებდა ბედი ტიალი,
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე.
რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც სამყარი,
როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:46 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერაბ კოსტავა: "გიორგობას"


გიორგობას ზღვის ნაპირას
მოაგელვა მოყმემ რაში
ჰორიზონტზე თავდაყირა
ცას ეკიდა გარიჟრაჟი.

ერთობ მძიმე, შესაზარი,
ერგო მხედარს განაჩენი,
მისი ჭმუნვის შემხედვარე
გაშტერებით იდგნენ კლდენი.

რაში ჰყავდა საოცარი
თეთრი როგორც დედის ხსენი,
რაინდების საფიცარი
ლეგენდებში მოსახსენი.

ფლოქვთა დაკვრით მიწას სწვავდა
უკიდებდა ხვადს და სიცხეს.
სადავეებს კბილით ხრავდა
უნაგირით ნთქავდა სივრცეს.

ბედი იყო თუ განგება
ახელებდა მხედარს ეულს
ამსგავსებდა მოჩვენებას
და ხატებას სიზმარეულს.

კვნესის, კვნესის, ფეხქვეშ მყარი
გულზე მსჭავლი არ ეხსნება,
ვაგლახ ბევრი მეგობარის
დატოვება ენანება.

გაჭრილიყო ტრფობის გამო
თუ რამ სწვავდა სადიდგულო?!
დარჩა როგორც სამუდამოდ
აუხსნელი საიდუმლო.

გამოხედა მოყმემ ხმელეთს,
ცხენს დასჭექა ხაფის ხმითა,
მტერთა რისხვის გადამთელელს
ჩუმი ოხვრა მისწვდა ზღვიდან:

"შერიგება არ იქნება
წაწყდეს, წაწყდეს აქ დამრჩენი,
ნუ ინებებ გადადებას,
დე აღსრულდეს განაჩენი!

დაბრუნება უკან არ ღირს
ახლობელთა შუღლის გამო
გაეცლები დღესვე ნაპირს
სამუდამოდ, სამუდამოდ!

აწყვეტილი ნიაღვარი
რჩეულ გმიტღა დასში ბრწყინავ,
უშიშარი ალმადარი
მარადიულს ჰპოვებ ბინას."

შეახურა მოყმემ ჰუნე,
შეაგელვა ფიცხლივ ზღვაში,
და ზვირთებმა მოდგაფუნე
ჩაიხუტეს თეთრი რაში.

მახვილივით მიჰკვეთს ტალღებს,
წერტილივით მოსჩანს შორად,
უსაზღვრობა ყმას აღელვებს
ჭმუნვის კვალი მოიშორა.

გადუჭირა მერანს მძაფრად,
ნესტოს წასკდა ცეცხლის ენა,
ზღვა აჯანყდა, აიჯაგრა
რისხვის ქაფი მოიყენა.

ზღვა გაგიჟდა, აიფაფრა,
ცხენს ფაფარი ექცა ზღვადა,
ტალღა ცეცხლს და ცეცხლი ტალღას
შეეხეთქა, ჩაეხლართა.

დაიქუხა ვით ხანძარმა,
მკერდი წყლისა გადიფხრიჭა,
და ექსტაზმა უეცარმა
შეარყია ცა და მიწა.

აზანზარდა ზღვათა ტაშში,
აღტაცება გაუმხელი,
ბორგავს ზღვა და ხარობს რაში
ნეტარებით საკვირველით.

და როდესაც დასალიერს
თეთრი ნისლი გადექარგა
მოყმე გასცდა თვალსაწიერს
სამუდამოდ გადიკარგა.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 01:48 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

ცხოვრობდა ერთი ასული
სახელად ერქვა დეია,
რამდენი ღამე უძილო
ჩემს ფიქრთან გაუთევია.

წავიდა მერე დეია,
ცხრა გორას გადაეფარა,
წარბიც არ შეურხევია,
ან ვისი ფარა ებარა?!

მას მერე მისმა ხატებამ
მაწვალა, ბევრი მიარა,
როგორც სახადმა
დამცა და დამაიარა.

აღარც კი ვიცი მას შემდეგ
ქვეყნად რამდენი იარა,
ეს ფლიდი წუთისოფელი
ვის ხელში გამოიარა:

რამდენს შეფარვით უქია,
რამდენი ვიშით დაღალა,
რამდენის ცრემლი უღვრია
ან ვისი გული ახარა.

თხოვნაზე ცივი უარი
ან ვისთვის დაუთენია,
ალალად იმას შეერგე
ვისაც ინდომებ, დეია.
 
nukriaДата: პარ, 06.07.2012, 20:30 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულო, დაიცა…

საით მიილტვი, სულო, დაიცა,
სულო მბორგავო, შესდექ!
ცხრა კართაგენი თუნდაც დაეცეს,
უნდა ელოდო შემდეგს.

სულო, გასდიე სალი კლდის არწივს,
ლაჟვარდში შვება იცან,
ვარსკვლავთა წალკოტს ოცნებით ასწვდი
და ეამბორე მიწას.

აუწყვეტია კლდეთით პრომეთეს,
დამცხრალა მთებში ზვავი,
ადევნებიხარ ცაში კომეტებს
ზევსთან შეკრული ზავით.

სჭვრეტ მეუფებას ოქროს ტახტიანს,
მნათობთა ბადეს გაშლილს,
განგებას შენთვის დაურახტია
ცეცხლის მფრქვეველი რაში.

ჰა, გარიჟრაჟმა ცეცხლი დაგინთო,
აღდგომა კვირის დამდეგს,
ხამს, სინანულის ზღვაში ჩაყვინთო,
მოკვდი და მკვდრეთით აღსდექ!

რა უკვდავების ქნარით გვიგალობ,
ეს რა სამკვიდრო გერგო,
ბოროტებასთან შეურიგალო
მარადისობის ნერგო.

სად მიისწრაფი, სულო, დაიცა,
სულო მბორგავო, შესდექ!
წმინდა ლაჟვარდიც უნდა გაიცრას,
რომ მიემთხვიოს ედემს.
 
nukriaДата: პარ, 06.07.2012, 20:32 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ართა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".

ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.

ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.

სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.

როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 00:37 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,

ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო.
გინდა მომკალ და გინდ დამარჩინე,
მასზე მეტი ვარ , ვიყავი რაცა,
გმადლობ უფალო, რომ გამაჩინე,
აუხდენელი ოცნების კაცად.
 
nukriaДата: ორ, 22.10.2012, 17:39 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს

ართა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".

ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.

ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.

სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.

როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
 
nukriaДата: კვ, 25.05.2014, 20:25 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს ართა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია". ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო. ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო. სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,
არ არის ქვეყნად არც სიყვარული. როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის. ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს. უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება,
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.
 
nukriaДата: კვ, 25.05.2014, 20:26 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის. გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას. არ მითხოვია შავი დღისათვის
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი,
არ განმიკითხო ცოდვებისათვის,
არ დამიტეო უძღები შვილი. ოდეს ვირეკდე, განმიღე კარი,
ელვავ, ღრუბლებში შემოპარულო
და განმიახლე სულის საყდარი,
სასოებაო და სიხარულო. როდესაც წართქვი: "იყავნ ნათელი",
აღენთო ჭაღი მზიანი ღამის.
აელდა თვალი, ტაძრის სარკმელი,
განმმარტებელი სანთელი გვამის. შენ მიანიჭე ნათელი იმ მზეს,
რადგან გწადია ჩვენც გაგიმზევდეთ,
რომ იმავ თვალით, რომლითაც გვიმზერ,
შენვე გხედავდეთ, შენვე გიმზერდეთ. მაშ რაღას ვაქნევ წელთა სიბერეს,
რაღას დამაკლებს ჟამთა დინება.
თუკი მეოხად ხმა შენმიერი
და შენი მადლი მომეფინება. სული მარტვილი აღვაპყარ შენდა,
ოდითგან ქმნილი შენეულ ხატად,
გულის სიღრმეში დაფარულს ხედავ,
დაფარულთათვის მიმაგებ ცხადად. და დაფარული თუ გაცხადდების,
იმ პირველ სიტყვას მადლით მთოვარო,
ღირსად მყავ შენი გამოცხადების,
დამბადებელო და მაცხოვარო. თუ სიდიადე იმ პირველ თქმულის,
საღვთო სინედლის არის პირობა,
მომმადლე ლექსით აღვსებულ გულის,
დაუშრეტელი ოქროპირობა. ცდაში მარჯვენა არ მომიცარო,
აბჯრად ამასხი ძალი თმენისა,
უკვდავებისა შთამასვი წყარო,
შემასხი ფრთენი აღმაფრენისა. და მაშინ ვიტყვი, მსხვერპლი შენთვისაც
ეკლიან გზებზე ავათავთავე,
რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც,
სასუფეველი არის სათავე. იმედი იგი, ყოვლის მძლეველი,
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის,
რადგან კაცთაგან შეუძლებელი,
შესაძლებელი არის ღვთისათვის. ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მერაბ კოსტავა
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость