ნოდარ ადეიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნოდარ ადეიშვილი
ნოდარ ადეიშვილი
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:03 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამი ფერის ნანა

მისდევს შუკას სამი გოგო,
სამი ფერის ნანა,
უცქერის და უმარგლელი
რჩება სამ ბიჭს ყანა.

თავს უშველეთ, გოგონებო,
თავს უშველეთ, თორემ

წაგართმევენ მაგ სახელებს,
დაგარქმევენ ცოლებს....

_ ცირა, წყალი!
_ ცირა, ღვინო!
_ ცირა, ცხელი თონე!
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:03 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სანთლების ყანა

ისეა, როგორც ვნატრობდით,
ის ერთი ნატვრაც სრულდება,
სამოთხის თეთრი ჩიტები
ფრენენ და
ფრენენ გუნდებად.

სანთლების ყანა ამოდის,
სანთლების ყანა პურდება...

კაი ლოცვით და გალობით,
ვინ თქვა, არ გაზაფხულდება.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:04 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულამდე ატანს...

როდისღა გერქვა ნეტავ ედემი,
როდისღა გვასხდა მხრებზე მტრედები...
მწარეა ჩვენი გულის სიმღერა,
თხელია ჩვენი ციხის კედელი...

მიდის დავითი, ფეხის ხმა მესმის,
მიდის თამარი, ფეხის ხმა მესმის,
გურამიშვილის ჩამესმის ლექსი,
ბარათაშვილის ჩამესმის ლექსი.

ცრემლის ხმაზე ვცნობ
ყველას, ვინც არი...
თხელია
ჩვენი ციხის კედელი,
გულამდე ატანს ყველა ისარი.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:05 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულია...

გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ...

ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...

აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:05 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შაშვი

რას ჭახჭახებს შავი შაშვი,
შაშვი, შენი მგალობელი,
რა ხმა დასდით ამ ნიავში
თხმელებს, ტოტებჩამობელილს?

რას გიქადის ნეტავ ბედი,
მზით მოგრთავს თუ ნისლითაო,
რით გალღვება შენი ბელტი _
ოფლითა თუ სისხლითაო?

საზეიმო დროშებს გაშლი,
თუ გლოვისას? რა მოგელის?..
რას ჭახჭახებს შავი შაშვი,
შენი შავი მგალობელი?
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:06 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფრო მცირესთვის...

შენ ვალს უხდიდი წმინდა მაცხოვარს
და გენთო შენი თაფლის სანთელი...
_ ლუკა ბატონო! _ ღმერთმა გაცხონოს
შენი ფიფქით და შენი ფანტელით.
მთელი სიცოცხლე, საამოდ თვალის,
ფქვავდა და ფქვავდა შენი წისქვილი...

უფრო მცირესთვის
მოიკლეს თავი,
უფრო მცირესთვის
ერგოთ გვირგვინი.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:06 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წინაპართა ხმები

მაცალეთ, ხატი გავჭედო,
ხმალი გავჭედო, ვიქროლო,
მოვიმცხეთ-მოვიქაშვეთო,
მოვიქართლ-მოვიდიდგორო...

ყანა _ როდემდის მეჩხერი,
ცხენი _ როდემდის უნალო...

მერე თქვენ თქვენთვის,
მე _ ჩემთვის,
უხმლო, უხინჯო, უვალო.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:07 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ დროს...

იმ დროს, როდესაც ამსხვრევდნენ რითმას
და ნამსხვრევებში ტიროდა სტვირი,
შენ ისევ იყავ მდიდარი, რითაც
მდიდარი იყო წინაპრის სკივრი.

შენთვის კვლავ ერქვა მზისფერი _ მზისფერს,
მინდორი _ მინდორს, გუთანი _ გუთანს
და იდექ შენი რიონის პირზე
და წერდი ასე _კარგად თუ ცუდად:

_ თუ არც მდიდარი ვინმე ვარ,
აღარც ღარიბი ყმა ვარო,
ციდან რომ წვიმა იბნევა,
ზოგჯერ იმ წვიმას ვგავარო,
მინდა, შენს პეშვზე დავლევ სულს,
მინდა, კვლავ ცაში ავალო.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:07 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი იმედით...

რა ვქნა, ჯერ კიდევ მეიმედები,
როგორც არ უნდა ჩანდე მოხრილი...

გტოვებ, მივდივარ და... გევედრები
და მიჟღარუნობს ქვაზე ბორკილი.
... ... ...

ყანებს, ვენახებს,
ცრემლებს, კელაპტრებს _
ღამით შობილთ და
ცისკრით დაფერილთ _

შენი იმედით ვტოვებ ყველაფერს,
კვლავ უფლის იყოს ეს ყველაფერი.
 
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:09 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი, ჩემი საბატონო...

_ ჩემო ციცქნა ქალბატონო! Aაი, ჩემი საბატონო, _
ვუთხარი და მოვატარე ეზო.
მოგეწონა, ქალბატონო, მზის და მთვარის საბატონო,
ეს ყვავილი, ეს ნიავი, ასე უმიზეზო?

მოდექი და უპატრონე, მოდექი და იბატონე,
ამ მგალობელ იადონებს ანკი როგორ მიატოვებ,
აი, თითქოს გიცნეს...

და, როგორც ცის კაბადონი,
იღიმება ქალბატონი
და გაჰყურებს სივრცეს.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნოდარ ადეიშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость