ნოდარ ადეიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნოდარ ადეიშვილი
ნოდარ ადეიშვილი
nukriaДата: ხუთ, 03.05.2012, 19:11 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიმღერა

სოფლის თავს სამი წყაროა,
სამი სარკეა, ლელი,

ერთში შენ ჩანხარ,
ერთში _ მე,
ერთშიც _ პეპელა ჭრელი.

ვისია ცისკრის ციაგი,
ვარდი _ ტურფა და მწველი...

გიყვარვარ _ რა უბრალოა,
მიყვარხარ _ რარიგ ძნელი.
 
nukriaДата: შაბ, 05.05.2012, 14:06 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ვარდები

ეს ვარდებიც წავა თივად,
რაც არ უნდა ვემუდაროთ...
მოვა თოვლი, მოვა წვიმა,
მოვა სევდა, დედუფალო.
უკვე ვუცქერ დაღლილ ედემს,
შიგ მერცხლების შემკრთალ გროვას.
მოვა ის დროც,
რომლის შემდეგ
სიყვარული აღარ მოვა.
 
nukriaДата: პარ, 11.05.2012, 19:40 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არ ვაბრალებ არც ამ თრთოლვებს,
არც ამ ჩანგის დამჭკნარ სიმებს
მაგრამ არც იმ სიმარტოვეს
შენ რომ ატან ზოგჯერ წვიმებს...
......................................
წვიმს და ვიდრე დარზე ფიქრი
შეიძლებდეს რისმეს შეცვლას,
აჰა,კიდევ
ერთი წიგნი,
ერთი მოღრუბლული ზეცა.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ნოდარ ადეიშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость